სატანიზმი - ტკბილი იესუ - მოდური ნაყინის მკრეხელური მარკეტინგი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სატანიზმი

"ტკბილი იესუ": მოდური ნაყინის მკრეხელური მარკეტინგი

მკრეხელური მარკეტინგი

პოპულარული ნაყინის Sweet Jesus-ის მარკეტინგი დაფუძნებულია სატანურ სიმბოლიკაზე, რომლის რეკლამასა და პოპულარიზაციაში, მორალურად საეჭვო ქვეტექსტებით, ჩართული ჰყავთ ბავშვებიც.

Sweet Jesus - ეს არის ნაყინის ძალზედ პოპულარული ქსელი, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია არსებობს და სწრაფად ვითარდება კანადასა და აშშ-ში. ტორონტოში (კანადა) ის ყველაზე რეკლამირებული პროდუქტია და ამიტომაც ყოველდღიურად იზიდავს უამრავ მყიდველს. ნაყინ Sweet Jesus-ის ქსელი სარგებლობს მასმედიითაც და ამიტომაც, მისი მაღაზიების რეკლამას შეიძლება შევხვდეთ Instagrammable-შიც. Sweet Jesus-ი ასევე არსებობს ყველა სოციალურ ქსელში.

მაგრამ ნაყინის ხსენებული ქსელი თავის კლიენტებს მარტო ნაყინით როდი უმასპინძლდება: "გამოცდილება" ასევე მოიცავს ბიბლიურ სიმბოლოებსა და გზავნილებს. ამ თავისებურებამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა პრესაში, სადაც გაანალიზებულ იქნა მაღაზიის "ქრისტიანული სიმბოლიზმი". მართალია, სტატია ძალიან შინაარსობრივია და ბევრ მოწმობებს შეიცავს, მაგრამ მასში აბსოლუტურად მივიწყებულია ერთი პუნქტი: მაღაზიის სიმბოლიზმი არის არა ქრისტიანული, არამედ სატანური. რამეთუ სატანური სიმბოლიზმი ეფუძნება ქრისტიანული სიმბოლოებისა და ბიბლიური გზავნილების ინვერსიასა და კორუფციას.



ლოგოტიპი შედგება სიტყვებისგან "ტკბილი იესუ", რომელთანაც შერწყმულია ორი სატანური სიმბოლო: გადმობრუნებული ჯვარი და ელვა


ეს ორი სიმბოლო სატანის ეკლესიის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.



სატანის ეკლესიის საკურთხეველი გადმობრუნებული ჯვრებით.


არიან ვიეთნიმე, რომლებიც ამბობენ, რომ: "გადმობრუნებული ჯვარი სატანური კი არა წმიდა პეტრეს ჯვარიაო
(ცნობილია, რომ წმ. პეტრე მოციქული ჯვარზე თავდაყირა გააკრეს - "აპოკ". რედ.). ასეთი განმარტება შეიძლება წავიკითხოთ "ვიკიპედიაში". მაგრამ, ამგვარი "არგუმენტი" უსაფუძვლოა, რადგან ქრისტიანობაში გადმობრუნებული ჯვარი კონკრეტული აზრით ასოცირდება სატანიზმთან, ჯვრის შეურაცხყოფასთან, მის გაქელვასთან, ხოლო ზოგადი აზრით - ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლასთან, მისი დამხობის სურვილთან. ამიტომაც, ამ კონტექსტში გადმობრუნებული ჯვარი არის სატანიზმის სიმბოლო. სატანური შავი მესა ქელავს ყოველგვარ ქრისტიანულ სიმბოლოს, რათა ამით წარმოაჩინოს ქრისტიანობისგან დიამეტრალურად საპირისპირო ფილოსოფია.

ელვაც საკმაოდ გავრცელებული სიმბოლოა სატანიზმში. ის აღებულია ბიბლიური ტექსტიდან, სადაც მაცხოვარი ბრძანებს: "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10:18).



სატანის ეკლესიის დამფუძნებლის, ანტონ ლავეის სიგილიუმში, გადმობრუნებული პენტაგრამის შიგნით ჩახატულია ელვა. სიგილიუმი - ეს არის სიმბოლო, რომელიც გამოიყენება რიტუალურ მაგიაში დემონთა გამოსაწვევად.



მერილინ მენსონის (როკ მუსიკოსის) სარეკლამო პლაკატი. მერლინ მენსონიც სატანის ეკლესიის წევრია.


აი ეს ორი სატანური ნიშანი მაღაზია Sweet Jesus-ის სიმბოლოებად არის აღებული.





Sweet Jesus-ის ლოგოტიპი მაღაზიის წინ (შესასვლელში)



იგივეს ვხედავთ ჭიქებზე



გადმობრუნებული ჯვარი, ელვა, პირამიდა, თვალის გუგები. გაიხსენეთ, როდის იყო ნაყინის ჭამა სატანური რიტუალი?


ბრენდის მარკეტინგი დაკავშირებულია იესუს დაცინვასთან და სატანურ სიმბოლოებთან მისი სახელის დაკავშირებასთან.

ეს ძალზედ მკრეხელურია, რადგან სანამ ჯვარზე გააკრავდნენ, იესუმ ატარა თავისი ჯვარი. გარდა ამისა, მუცელღმერთობა ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება ქრისტიანულ კონფესიებში.




ეს ძალზედ მკრეხელურია, რადგან იესუს სახელს არქმევენ ყველაფერს, რაც კი მოეპრიანებათ


სხვა განცხადებებში ქრისტიანობა დაკავშირებულია ოსტატურად შენიღბულ სექსუალურ ინსინუაციებთან.




"მოდი გადაუშვი ტკბილი იესუ (ელვა) (გადმობრუნებული ჯვარი) პირდაპირ შენს პირში"


"სიყვარული
ითმენს, სიყვარული კეთილია" - ეს არის ბიბილიის ერთ-ერთი პოპულარული სიტყვები. ამ განცხადებაში კი ნათქვამია: ""სიყვარული ითმენს, სიყვარული კეთილია, მაგრამ თქვენ ვერ ალოკავთ, და ვის ადარდებს... " კარგად თუ დააკვირდებით სარეკლამო ნახატს, შეამჩნევთ, რომ ის გამოხატავს ორალური სექსის მიმანიშნებელ სიმბოლიზმს.



ეს რეკლამები არღვევენ უფლის იმ მცნებას, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ღმრთის სახელის ამაოდ ხსენება. და, რა თქმა უნდა, მათზე სატანური სიმბოლოებია გამოსახული

აი იმავე გრაფიკული დიზაინერის კიდევ ერთი პროექტი. ამჯერად ის კიდევ უფრო კადნიერია, რადგან არ წარმოადგენს ნაყინის რეკლამას.



გრაფიკული დიზაინერის მურილიო მასიელის სხვა "შედევრი"


ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ეს რეკლამები რომ დასცინოდნენ ისლამს და მუჰამედს. ჩვენც ხომ შეგვიძლია უარვყოთ მსგავსი პროდუქცია და მისი უნიჭო "ხუმრობები". მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი ქრისტიანი ყრუა და ბრმა ამგვარი მოვლენების მიმართ.

"ტკბილმა იესუმ" (მაღაზიამ) შექმნა რეკლამები ბავშვების მონაწილეობითაც. და ეს რეკლამებიც ისევე ამაზრზენია, როგორც დანარჩენი. ისინი ადასტურებენ, რომ აქ მარტო "ხუმრობებზე" არ არის ლაპარაკი... აქ უფრო ბნელი, პირქუში და საძაგელი კავშირია წარმოჩენილი. ეს არის ოკულტური ელიტის ნადირობა ბავშვებზე.



ბავშვების გამოყენება მკრეხელურ რეკლამებში


მარკეტინგის უდიდესი ნაწილი, რომელიც Sweet Jesus-თან არის დაკავშირებული, მოიცავს ფოტოსურათებს მოდური ჟურნალის სტილში, რომლებშიც მონაწილეობენ ბავშვები ხსენებული ნაყინით ხელში. "ეს ხომ ნორმალურია?" - იტყვის ვინმე. "ბავშვებს უყვართ ნაყინი". მაგრამ ეს სურათები ამაზრზენია თავისი შინაარსით და დანიშნულებით: მათზე ასახულია თუ როგორ ახდენენ პატარები უფროსების (ზრდასრული ადამიანების) სექსუალიზირებას.




ამ პატარას მეზღვაურის ფორმა აცვია, და ის გამოიყურება როგორც ზრდასრული მეზღვაური: თამბაქოს მოწევა, ტატუ, ყავის დალევა ჭიქით, რომელზეც სატანური ლოგოტიპია გამოსაული. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ აქვს პატარას ცალი თვალი ჩალურჯებული? რა არის ეს - ბავშვების მიმართ სასტიკი და დამცინავი დამოკიდებულების ნიშანი ხომ არა?



მორიგი სურათი წინაზე უფრო ამაზრზენია. ჯერ-ერთი, ეს ყველაფერი მოგვაგონებს ბავშვთა ექსპლოატატორული სამყაროს კონკურსს. ეს ქერათმიანი გოგონა უცნაურად გამოიყურება და ძლიერ წააგავს JonB enet Ramsey-ის - საბავშვო შოუს ვარსკვლავს, რომელიც სასტიკად მოკლეს იდუმალ ვითარებაში. გარდა ამისა, გოგონას პირი მოთხუპნული აქვს წითელი ფერის სითხით, რომელიც სისხლს მოგვაგონებს. და რაც კიდევ უფრო ამაზრზენია, გოგონას თავზე წამოცმული აქვს კურდღლის ყურები - Playboy-ის მახასიათებელი ნიშანი. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პატარა ბავშვები უნდათ გაზარდონ პორნო-ბიზნესისთვის?





Playboy-ის "კურდღლები"



ამ ორ პატარა ბიჭუნას თავზე ცხოველთა საშინელი ნიღბები ჩამოუცვამთ. არ იცით ვის უყვარს ცხოველთა უჩვეულო ნიღბების ტარება?



აი ამ ბიჭებს! (ეს არის ფოტო სატანის ეკლესიის ვებ-საიტიდან)



ამ გოგონას ერთი თვალზე აფარებული აქვს გამადიდებელი შუშა, რაც ეფექტურად წარმოაჩენს "ყოვლისმხედველი თვალის", მსოფლიო გლობალური კონტროლის უტყუარ სიმბოლოს. ნიშანდობლივია, რომ გამადიდებელი შუშის სახელური, რომელიც გოგონას უჭირავს, მხეცის რქებია.



ოკულტურ წრეებში ცხოველთა რქები წარმოადგენენ ბაფომეტის (სატანის) სიმბოლოს.




ოკულტისტ მარია აბრამოვიჩს ხელში თხის რქა უჭირავს.
ამ სიმბოლოში მძლავრი ოკულტური შინაარსია მოაზრებული




ამ გოგონას ახურავს რქებიანი "გვირგვინი". გოგონა ისე გამოიყურება, თითქოსდა მას ხელზე სისხლი სცხია, თვითონ კი თავისი დიდი თითიდან ლოკავს ამ სისხლს



ადამიანები "ტკბილი იესუდან" ქველმოქმედებას ეწევიან "ავადმყოფი ბავშვებისთვის"... მაგრამ, მანამ, თითებით "ეშმაკის რქების" კომბინაციის შეკვრას ასწავლიან



დასკვნა


ეშმაკის ასეთი პოპულარიზება დღეს გასაკვირი უკვე არ არის. მიუხედავად ამისა, "ტკბილი იესუ" ამაზე უფრო შორს მიდის. ლაპარაკია არა მარტო "მძაფრ გამოსახულებებზე", არამედ მთლიან კულტურაზე, რომელიც სრულიად შეესაბამება ოკულტური ელიტის იდეოლოგიასა და მიზნებს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოკულტური ელიტის ძირითადი მიზანი საზოგადოებაში სატანის სიმბოლიზმის ნორმალიზაციაა, რომელიც ეფუძნება ქრისტიანული სიმბოლიზმის შებილწვასა და შეურაცხყოფას. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. "ტკბილი იესუს" მარკეტინგი დაფარულად გულისხმობს ბავშვების შერყვნას, მათი მომავლის მართვას ოკულტური ელიტის ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის ის სფერო, საიდანაც შემაძრწუნებლად იმზირება პირწავარდნილი ბოროტების მახინჯი თავი.

და ამაში არაფერია სახალისო.

წყარო: https://vigilantcitizen.com/vigilantreport/sweet-jesus-disturbing-marketing-trendy-ice-cream-franchise/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню