სატანიზმი - სატანური სკულპტურა საშობაო ნაძვისხის გვერდით - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სატანიზმი

სატანური სკულპტურა საშობაო ნაძვისხის გვერდით

ილინოისის სამთავრობო შენობაში საშობაო ნაძვისხის გვერდით სატანის "სადღესასწაულო" სკულპტურაც დადგეს

Satanuri skulptura

როგორც The State Journal-Register-ი იუწყება აშშ-ს შტატ ილინოისში სატანის სკულპტურა პირველად შეუერთდა ტრადიციულ საშობაო მორთულობებს ქრისტეს შობის ამსახველ სცენასა და ხანუქას, რომლებიც ყოველწლიურად გამოაქვთ ადგილობრივი კაპიტოლიუმის დარბაზში.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/ImhUn_5xQvw" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

სკულპტურა წარმოადგენს ქალის ხელს, რომელსაც შავი ვაშლი უჭირავს და გველი შემოჰხვევია. სკულპტურის პოსტამენტს აწერია: "ცოდნა - უდიდესი ნიჭია". "სატანის ეკლესიის" ჩიკაგოს განყოფილებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქანდაკების მიზანი ეშმაკისადმი რწმენის პროპაგანდა არ ყოფილა, არამედ "სიკეთისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერა ადამიანთა შორის". ფული მონუმენტისთვის შეგროვდა კრაუდფანდინგის მეშვეობით (сrowd funding, сrowd "ბრბო", funding "დაფინანსება" ადამიანების (დონორების) კოლექტიური თანამშრომლობა, რომლებიც ნებაყოფლობით აერთიანებენ საკუთარ სახსრებს ან სხვა რესურსებს ინტერნეტის მეშვეობით (ვიკიპედია)  - "აპოკ". რედ.).



სკულპტურა დადგეს საშობაო ნაძვისხისა და შვიდსასანთლიან მენორას შორის. ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაცია აღშფოთდა ამ "მორთულობით", მაგრამ შტატის ხელისუფლებამ ყველას შეახსენა, რომ აშშ-ში ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს კაპიტოლიუმის დარბაზში თავისი ექსპონატის გამოფენის უფლება აქვს.

როგორც The Hill-ი წერს: ილინოისის შტატის სახმდივანის სპიკერმა დეივ დრიუკერმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის პირველი ჩასწორების თანახმად, ადამიანებს აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი გრძნობები და აზრები.

ამრიგად, სკულპტურის სიმბოლიკა ეხება დაბადების წიგნს და მომდინარეობს თვით ლუციფერიანული ფილოსოფიის არსიდან. მასზე გამოსახულია ევა, რომელიც წყვეტს ცოდნის აკრძალული ხის ნაყოფს გველად გარდასახულმა ლუციფერმა რომ ურჩია. ლუციფერმა ევას უთხრა, რომ აკრძალული ნაყოფის ჭამა მათ "ღმერთებივით, სიკეთისა და ბოროტების მცოდნეებად" შექმნიდა. ადამისა და ევას ამ ცოდვას "პირველდაწყებითი ცოდვა" ეწოდება, რის გამოც ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან განდევნა.

ლუციფერიანელებისთვის გველი არის არა მატყუარა, არამედ "მაცხოვარი", რომელმაც ადამიანს მისცა საკუთარი ძალისხმევით განღმრთობის მიღწევისთვის საჭირო ცოდნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ქანდაკების ქვემოთ არის წარწერა: "ცოდნა - უდიდესი ნიჭია", სადაც "ნიჭი" აღნიშნავს ლუციფერის მიერ ადამიანისთვის ბოძებულ ცოდნას. დაბადების წიგნის ამგვარი განმარტება საუკუნეთა განმავლობაში წარმოადგენდა განმასხვავებელ ნიშანს თეისტურ რელიგიებსა და ოკულტურ სკოლებს შორის.

მიუხედავად ბიბლიურ წარმოშობაზე პრეტენზიისა, სატანური ეკლესია ირწმუნება, რომ მისი მიზანი არ არის პროზელიტიზმი და საკუთარი რელიგიის პროპაგანდირება. სატანურ ტაძარში სკულპტურის გვერდით ასევე დადგმულია წარწერა: "რელიგია - ეს მხოლოდ მითი და ცრურწმენაა, რომელიც აქვავებს გულებს და იმონებს გონებას".

GoFundMe-ს საქველმოქმედო კამპანიაში სკულპტურას სატანურმა ეკლესიამ მიაწერა: "ჩიკაგოს სატანის ეკლესია ამიერიდან არცერთ რელიგიურ ჯგუფს არ მისცემს დომინირების უფლებას ილინოისის სამთავრობო სახლში საკურორტო სეზონის დროს... იფიქრეთ, გეთაყვა, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რათა დაგვეხმაროთ მოვიყვანოთ სატანა სპრინგფილდში".



სატანური პიარი


ეს სატანის ეკლესიის მიერ ჩატარებული პირველი პიარ-ტრიუკი როდია. ყოველთვის, როდესაც სატანის ეკლესია რაიმეს აკეთებს, მასმედიის წყაროები ხაზს უსვამენ, რომ სატანის ეკლესია - "ეშმაკის თაყვანისმცემელთა ჯგუფი კი არ არის, არამედ ლიბერალური პოლიტიკური აქტივისტები არიან, რომლებიც ამერიკულ პოლიტიკაში რელიგიური უფლების გავლენის წინააღმდეგ გამოდიან".

მიუხედავად იმისა, რომ სატანის ეკლესიის წევრები ბევრს ლაპარაკობენ ადამიანის "უფლებებზე", საზოგადოების "პრინციპებზე" და "ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფაზე", ყველაფერი, რასაც ისინი სინამდვილეში აღწევენ, - ეს არის სატანური სიმბოლოების გამოფენა საზოგადოებრივ ადგილებში. აი რამოდენიმე ნიმუში:



2014 წელს სატანის ეკლესიამ სადღესასწაულო ექპოზიცია დადგა მიჩიგანის კაპიტოლიუმის წინ. გველი და ჯვარი წარმოქმნიან სატანური ჯვრის სიმბოლოს, რომელიც გოგირდის ალქიმიურ სიმბოლოს ეფუძნება. რატომ გოგირდი? იმიტომ, რომ ბიბლიის მიხედვით ჯოჯოხეთი გოგირდივით ყარს.



დაფაზე პოტენციურ ვანდალებს კანონიერი დასჯით აფრთხილებენ


2015 წელს სატანის ეკლესიამ დეტროიტში გამოჰფინა ბაფომეტის ქანდაკება, რომელიც "ისტორიაში ყველაზე უდიდეს სატანურ მოვლენად" აღიარეს".




სკულპტურა გაიხსნა მდინარე დეტროიტიდან ახლოს მდებარე შენობაში. თავიდან სატანისტებმა მისი დადგმა შტატ ოკლაჰომას კაპიტოლიუმში სცადეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. მოედანზე შესვლისას სტუმრებს ხელი უნდა მოეწერათ ხელშეკრულებისთვის, რომ "თავიანთ სულს მიჰყიდიდნენ ეშმაკს". ღონისძიების მთელი შემოსაავალი მოხმარდა უფლებას აბორტზე (ანუ ბავშვების მკვლელობაზე), რომელიც სატანის ტაძრის "ქველმოქმედების" ერთ-ერთი უსაყვარლესი მიზეზია.

2016 წელს სატანის ეკლესიამ შექმნა კლასგარეშე პროგრამა "სკოლის შემდეგ სატანა". პროგრამა აქტიურად ვითარდება აშშ-ს რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის: ატლანტაში, ლოს ანჟელესში, სოლტ-ლეიკ-სიტიში, პენსაკოლში, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ტუსონში, სპრინგფილდში, მისურიში, სიეტლში, პორტლენდში, ორეგონში.


სატანის ეკლესია სხვა პროექტებზეც მუშაობს. დასავლეთ მიჩიგანში სატანის ეკლესიის მომხრეები ამჟამად აგროვებენ სახსრებს, რათა მიჩიგანის შტატში, სამთავრობო შენობაში საკუთარი "სატანური სადღესასწაულო ძეგლი" დადგან.

"იდეა - სუფთაა, ბაფომეტს ვარსკვლავის ფორმის თავი ექნება, დიოდური ნათებებით, რომლებიც საფუძვლიდან ანათებს. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ბნელის განმაქარვებელი ნათელი
(გასაგები უნდა იყოს, რომ სატანისტებისთვის "ნათელში" იგულისხმება ლუციფერი (ნათელმოსილი), ხოლო "ბნელში" ჭეშმარიტი ღმერთი - "აპოკ". რედ) -  გამოდის უნივერსალური თანასწორობის ცეცხლიდან. თითქმის მთელი ორეოლი გააერთიანებს რქებს და ყურებს, და შეჩერდება საფუძველზე, რათა მიანიშნოს მატერიალური ფორმის თანდაყოლილი არასრულყოფილება (ანუ, სატანური პროპაგანდით ღმერთის შემოქმედება არასრულყოფილია - "აპოკ". რედ.).

მართალია, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს უყვართ ლაპარაკი, რომ სატანური ეკლესია ეძღვნება "მეცნიერებას" და "რაციონალიზმს", ფაქტი ფაქტად რჩება: მათ ამ მრავალი წლის განმავლობაში არც ერთი მეცნიერული იდეა არ წამოუყენებიათ. ერთადერთი, რასაც სატანის ეკლესიამ მიაღწია, - ეს არის ელიტის გეგმებისადმი სრული შესაბამისობა, რომელიც მიზნად ისახავს სატანიზმისა და მისი სიმბოლიზმის ნორმალიზებას საჯარო სივრცეში, მასებისათვის მის მიმზიდველობას და პროპაგანდირებას.

წყაროები: https://www.newsru.com/religy/06dec2018/satan_statue.html // https://vigilantcitizen.com/latestnews/satanic-sculpture-installed-at-the-illinois-statehouse

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню