სატანიზმი - სატანური კულტის სახელმძღვანელო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სატანიზმი

სატანური კულტის სახელმძღვანელო

Satanuri dgesaswaulebi

ეს დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 1988 წლით და ნაპოვნი იქნა აშს-ს იუსტიციის სამინისტროს არქივებში, გადმოსცემს აშშ-ში მოქმედი სატანური ჯგუფების რიტუალებს, ცნობიერების კონტროლის მეთოდებსა და სიმბოლიკას.

სატანური კულტის სახელმძღვანელო ერთობლივად გამოიკვლიეს და გამოაქვეყნეს მკვლევარებმა და აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა. ამ დოკუმენტში მონაცემები შეგროვდა იმ მიზნით, რათა შემდგომში დახმარება გაუწიოს გამომძიებლებს დანაშაულობათა გამოძიებაში, რომლებიც მოტივირებულ იყვნენ კულტების მიერ სატანური რიტუალების მეშვეობით.

იმ პერიოდში ძალიან გახმაურდა რამოდენიმე საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო სატანურ ძალადობასთან და რომელმაც საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. აშშ-ში მას ახლაც "მორალურ პანიკას" ან "სატანურ პანიკას" უწოდებენ. სრული დოკუმენტი დაარქივებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეროვნული საცნობარო სამსახურის მიერ.


შინაარსი:

შესავალი

ბოროტმოქმედებებისა და წამებების ტიპები

შაბაშებისა და ფესტივალების თარიღები ჯადოქრობასა და სატანიზმში

მესები და რიტუალები

გამომძიებელთა წინადადებები სამართალდამცავი ორგანოებისთვის

სატანიზმისთვის / ჯადოქრობისთვის მნიშვნელოვანი ფერები

ოკულტური სიმბოლოები

ალფავიტი



***

შესავალი


ეს სასწავლო სახელმძღვანელო წარმოადგენს ოკულტური სექტებისა და რიტუალების მრავალწლიანი კვლევისა და ინფორმაციის შეგროვების შედეგს, რომელიც მოიცავს დიდძალ წერილობით დოკუმენტს. მათზე მკვლევარები მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობდნენ.

ვსარგებლობთ შემთხვევით, და მადლობას ვუხდით შემდეგ პირებსა და ორგანიზაციებს ჩვენთვის გადმოცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციისთვის:

დეილ გრიფისი, ფილოსოფიის დოქტორი - ტიფინი, ოჰაიო.

დეტექტივი სანდი გალანტ დალი - სან-ფრანცისკო.

ლეიტენანტი ლარი ჰოუნსი - ბოისე, აიდაჰო.

სერჟანტი ჯ. ჰილი - სან-დიეგო.

კურტ ჯექსონი - ბომონტი, კალიფორნია.

ჰარი ბრედფორდი და ჯიმ კრეიგი - აშშ-ს დაზვერვა.

ეს ინფორმაცია შეიძლება გამოადგეს ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც იძიებს ისეთ დანაშაულობებს, რომლებიც სავარაუდოდ აღსრულებულია სატანური კულტის გავლენით. მრავალ შემთხვევაში ეს არის "უცნაური" და "უჩვეულო" სიმპტომები და სიმბოლოები, რომლებიც დანაშაულის ადგილზე რჩება ან გადმოიცემა სხვადასხვა სახით წერილობითი ფორმით, რომელიც გამომძიებელს არ ესმის და ამიტომაც საქმის გამოძიებაში გათვალისწინებული არ არის. ამ სიმბოლოებს განეკუთვნებიან იეროგლიფებიც, რომლებიც გვხვდება ჯადოქრობასა და სატანიზმში. ეს ყოველივე სერიოზულ დახმარებას გაუწევს გამომძიებელს სწორად გაიგოს და ამხილოს ესა თუ ის დანაშაულებრივი აქტი.



ბოროტმოქმედებათა და წამებათა ტიპები


ადამიანის იზოლირება ვიწრო და დახშულ ადგილებში, ხშირად სენსორული დეპრივაციით
(1): შავი ხვრელი ან ორმო, გალია, კუბო ან საფლავი. ხშირად კონტეინერი ივსება ძვლებით ან გვამებით (ადამიანის ან ცხოველის), გველებით, ობობებით და. ა. შ. ბავშვებს ეუბნებიან, რომ ჭიები შეჭამენ მათ ტვინებს. ხშირად მათ რამოდენიმე დღით ტოვებენ აბსოლუტურ სიბინძურეში. ეს ბოროტმოქმედება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რიტუალებთან ან შეიძლება გამოყენებულ იქნას სასჯელის სახით. ადამიანის გარდასახვა სიმბოლური სიკვდილის მეშვეობით (ცოცხალი ადამიანის ამოყვანა სამარხიდან) სტანდარტულ სატანურ რიტუალს წარმოადგენს.

_____________

1. სენსორული დეპრივაცია
"საინფორმაციო შიმშილი, საინფორმაციო დაუტვირთველობა" (ლათ.: sensus - გრძნობა და ლათ. deprivatio - დაკარგვა, მოკლება) - ეს არის ერთ ან მეტ ორგანოზე გარეგანი ზემოქმედების ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა, რომელიც იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსების ნაკადის შეწყვეტას. სენსორული დეპრივაცია შეიძლება აღმოცენდეს პერსონალის დახურულ სივრცეში იზოლაციის დროს.

დეპრივაციის ყველაზე მარტივი მოწყობილობებია თვალის ასახვევი ტილო ან ყურის საცობები, რომლებიც ამცირებენ ან საერთოდ დახშავენ მხედველობასა და სმენას, მაშინ როდესაც უფრო რთულ მოწყობილობებს შეუძლიათ "გამორთონ" ყნოსვა, შეხება, გემოს შეგრძნება, ტემპერატურული რეცეპტორები და ვესტიბულარული აპარატი. სენსოული დეპრივაცია გამოიყენება არატრადიციულ მედიცინასი, იოგაში, მედიტაციებში, ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში (მაგალითად სენსორული დეპრივაციის კამერით), ასევე BDSM-თამაშებში, წამებებსა და სასჯელებში.

სენსორული დეპრივაციის მოკლე პერიოდებს გააჩნიათ ადამიანზე დამამშვიდებელი ზეგავლენა, ისინი ააქტიურებენ შინაგანი ქვეცნობიერის ანალიზის, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და დახარისხების, თვითგანწყობისა და ფსიქიკის სტაბილიზაციის პროცესს. მაშინ როდესაც, გარეგანი გამაღიზიანებლების ხანრგძლივმა გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტისმეტი მშფოთვარება, კავშირის დაკარგვა რეალობასთან, ჰალუცინაციები, დეპრესია, კონცენტრირების უუნარობა და ასოციალური ქცევა, რომლებმაც შემდეგ შეიძლება ადამიანი მიიყვანონ პოსტტრავმატულ სტრესამდე.

_____________

სექსუალური წამება გამუდმებით და თითქმის ყოველთვის რამოდენიმე დამნაშავის (როგორც მამაკაცის, ასევე ქალის) მიერ აღესრულება; ისინი აგრეთვე იყენებენ გაწვრთნილ ცხოველებს. ყრმები და პატარები მათი უძლურების გამო ადვილად მისაწვდომნი არიან სექსუალური ძალადობისთვის. სექსუალური რიტუალები საკმაოდ გავრცელებულია და ჩვეულებისამებრ მოიცავენ სისხლიან აქტებს (გოგონებს კვეთენ ვაგინალურად, ბიჭებს - აჭრიან სასქესო ორგანოებს). კულტის წევრებს შორის სექსუალური ორგიები მოიცავს სიამოვნებისა და ტკივილის ბალანსს, რათა ემსახურონ სატანას. გოგონებს სატანისტები ამზადებენ უფრო ადრეული ასაკიდან და ასწავლიან, რომ არაანესტეზირებული აბორტი დიდი პატივია.

ფიზიკური დეპრივაცია: ეს არის ძილის ქრონიკული დარღვევა, შიმშილი, სითბოს ან სიცივის გადაჭარბებული ზემოქმედება. ეს არღვევს წინააღმდეგობის უნარს და ააქტიურებს აღქმას ტვინის "გასარეცხად".

სასტიკ მოპყრობაში / მკვლელობაში იძულებითი მონაწილეობა: ბავშვები მონიშნულნი არიან მკვლელების, კაცთმოძულეების, დამნაშავეების მიერ, რომლებიც ხშირად ხდებიან საგიჟეთსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში. საბოლოო ჯამში, მრავალი ბავშვი დაპროგრამებულია მკვლელობაზე კულტის სასარგებლოდ (ეს შეიძლება იყოს სექტანტური აღზრდა კულტისთვის ბავშვობის ასაკიდანვე). მათ "მწვრთნელები" ასწავლიან თუ როგორ მოკლან ვინმე, როგორ შეაგროვონ სისხლი და მსხვერპლთა კანი. მაღალჩინოსანი "მწვრთნელები" მუდმივად აყენებენ ასეთ ტრავმებს ბავშვებს, რათა ბიწიერად დარჩნენ.

ფსიქიკური ძალადობა: ბავშვები ხშირად მიჰყავთ ფსიქოთერაპევტთან (კულტის მონაწილესთან) ან ადამიანთან, რომელიც ამა თუ იმ კულტის წარმომადგენელია და გარკვეულია მსგავს პროცედურებში. ჩვეულებრივი "ფსიქოთერაპევტული ქცევა" დაკავშირებულია ტკივილთან და შიშებთან, რითაც ცოცხლად დარჩენილებში ეფექტურად იწვევენ თერაპიის საჭიროებას. ზოგიერთი ცოცხლად დარჩენილი იუწყება, რომ ისინი ჩაკეტილები არიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

მრავალგვაროვანი ემოციური ძალადობა: ის გამიზნულია ბავშვის თვითშეგნების განადგურებისკენ. ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენას უკარგავენ. სტანდარტული სოციალური მოპყრობა და შეტყობინება ("მე შენ მიყვარხარ", "შენ განსაკუთრებული ბავშვი ხარ" და ა. შ.) დაკავშირებულია წამებების ცდებთან. ბავშვებს ავალებენ შეასრულონ პარადოქსალური ან შეუძლებელი ამოცანა, შემდეგ აწამებენ ბრძანების შეუსრულებლობისთვის ან ბრალს დებენ სხვა ბავშვის მკვლელობაში ან წამებაში. ბავშვები ამბობენ, რომ ისინი არიან უვარგისნი, ბინძურნი, სულელნი, მახინჯნი, ბოროტები და მადლობენ კულტს, რომ შეიწყნარეს ისინი.

რელიგიური / სულიერი ძალადობა: ხშირად რეალურ ან მოჩვენებით (ფასადურ) ქრისტიანულ სექტებში მოღვაწეობა ყოველთვის მიმართულია მოქალაქეთა ქრისტიანობისკენ მოსაქცევად (თუმცა მრავალი სექტანტური დაჯგუფება აქტიურად ინიღებება ქრისტიანობით). მათში ყოველთვის არის ხაზგასმული სატანისა და მის დემონთა მიერ ბავშვის გაკონტროლება. ბავშვებს აუპატიურებენ სიმბოლური ქრისტიანული ნივთებით, და ეუბნებიან, რომ ამას იესუ ამართლებს, რადგან მიიჩნევს რომ ისინი ცუდი ბავშვები არიან. არსებობს რიტუალები, სადაც თვალის კაკალი მოთავსებულია საშოში ან სწორ ნაწლავში, რაც წარმოადგენს იმის სიმბოლოს, რომ დემონები იმყოფებიან ბავშვის შიგნით, რომელიც მათ ყოველთვის უთვალთვალებს. რიტუალების დროს ბავშვებს ათქმევინებენ მრავალრიცხოვან აღთქმებსა და წყევლა-კრულვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "მდუმარების კრულვა", რაც გამიზნულია ბავშვის შესაშინებლად და კულტის საიდუმლოს დასაფარად. მაგალითად, ბავშვს ეუბნებიან, რომ თუ ის ვინმეს მოუყვება კულტზე, ისიც და ვინც კულტზე ინფორმაციას მიიღებს მოკვდებიან. კულტით ბოროტად სარგებლობა გადაჯაჭვულია რელიგიურ დოგმებთან. მამაკაცები და ქალები, ზრდასრული ადამიანები სხვადასხვა დროს "დაქორწინებულნი იყვნენ სატანაზე" (ისინი ბისექსუალებად მიიჩნევიან).

ზოგადი ფიზიკური წამებები: მუტაცია / სხეულის მარკირება სატანისთვის, სისხლის გამოშვება, ხელებით და ფეხებით ცემა, ელექტრონული მუხტის დარტყმა ხერხემალზე, მუხლებზე, თოკებით თრევა ან კისრის ირგვლივ მოხვევა. ასეთ შემთხვევაში მსხვერპლი განიხილება როგორც ცხოველი. ფეკალიებში ან სისხლიან შარდში ჩაძირვა, კბილების ამოგლეჯა, კანის მოწვა (ცეცხლით გამოცდა), სისხლის გადასხმა და კანის ტრანსპლანტაციები მსხვერპლთა სხეულიდან.

ნარკომანია: იწყება სიყრმის ასაკიდან, ჩვეულებრივ წარმოადგენს ტვინების ზოგად გარეცხვას რიტუალების მეშვეობით. ამგვარი რიტუალების (ან ექსპერიმენტების) ჩამტარებლებს გააჩნიათ რთული პრეპარატები. მათით ხშირად მანიპულირებენ სამედიცინო სპეციალისტები. სატანური სექტების წამებებს გადარჩენილები ჰყვებიან, რომ პრეპარატები საცდელ ადამიანებში შეჰყავთ თავის ქალის ნახვრეტებიდან. პრეპარატის ეფექტი რთულია. მაგალითად, ის იწვევს კისრის და მისი ქვედა ნაწილის პარალიზებას. ზოგიერთი სარიტუალო წამება ბავშვს სრულიად არ უნდა მოიცავდეს და უბრალოდ უნდა ემსახურებოდეს სიმბოლურ ან სულიერ მიზნებს. კულტი ასევე იყენებს ამიტალ-ნატრიუმს ინფორმაციის მისაღებად.

ტვინის გარეცხვა: ამ ტერმინში იგულისხმება ადამიანის ცნობიერების დამორჩილება და საკუთარი სურვილებისადმი დაქვემდებარება. ნარკოტიკებთან შეხამებაში - ეს არის რთული ჰიპნოზი, რომელიც მოიცავს ინდუცირებული ტკივილის ასოციაციურ შერწყმას / ტერტორი + საკულტო შეტყობინება + ტრიგერული სიგნალები. ტრიგერული სიგნალები ინერგება ქვეცნობიერში და იმდენად ბევრია, რომ მათი ჩამოთვლა ძალზედ ძნელია. მოგვიანებით კულტი იყენებს მათ ცოცხლად გადარჩენილის გასაკონტროლებლად, მისი ცნობერების ნებსითი თუ უნებლიე მონაწილეობით (ამგვარად "დაპროგრამებული" ადამიანისთვის ვიზუალური სიმბოლოები მისალოც კონვერტებზე, ყვავილების ფერადოვანი ვარიანტები, ხელების ჟესტები, სიტყვიერი ფრაზები, სხეულის პოზები, სახის მოძრაობები და სხვა, გარკვეული ტიპის სიგნალებია, რაც შეიძლება განსაზღვრული ბრძანებების შემცველი იყოს და გამოიწვიოს გარკვეული მოქმედებები). "ტვინების გარეცხვა" რიტუალური ძალადობისა და საკულტო ინდოქტრინაციის განუყოფელი ნაწილია. ის ასევე ემსახურება ამნეზიის წარმოქმნას საკულტო ინფორმაციის სასარგებლოდ. ამ მეთოდებით მალავენ სახელებს, ადგილებს და ა. შ. რაც ხშირ შემთხვევაში იცავს კულტის საიდუმლოს. ვიზუალური გამოსახულებების ჰიპნოტურმა ჩანერგვამ შესაძლოა გაართულოს დაგვიანებული თერაპევტული ძალისხმევა, რათა ადამიანის მეხსიერებიდან ამოღებულ იქნას ზუსტი მოგონებები.

სიკვდილის შემთხვევები: განსაკუთრებით გავრცელებულია მახრჩობელა წამებების დროს, მაგალითად, როდესაც ადამიანს თავს აყოფინებენ წყალში. ისინი გამოიყენება დასასჯელად და განსაზღვრული რიტუალების აღსასრულებლად. მსხვერპლი შესაძლოა რეანიმირებულ იქნას ჯანგბადით, თუ არა და იღუპება.

ადამიანის იძულება ჭამოს ხორცი (ვისთვისაც ეს მიუღებელია), ექსკრემენტები და სხვა მყრალი მასალები: ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მათით ჩვეულებისამებრ ჰკვებავენ ბავშვებს. მათ ჯერ აშიმშილებენ რამოდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი ამ სისაძაგლეებს აძლევენ ღია სახით ან ნორმალურ საკვებში ჩამალულად. სატანურ რიტუალებში არსებობს "საკვების რიტუალური მიღება", რაც გულისხმობს საკვებთან ერთად სისხლის, ადამიანის ხორცის, სპერმის, შარდის და სხვა მიღებას. სატანისადმი მსხვერპლშეწირვის დროს ამგვარი "საკვების" მიღება სავალდებულოა კულტის ყველა მონაწილისთვის (ცხადია, რომ მას თან ახლავს გულისრევები). ცოცხლად გადარჩენილები ისე არიან დაზიანებულნი ფსიქიურად, რომ ეჭვით უყურებენ ყოველგვარ საკვებს და თავს არიდებენ ზოგიერთ მათგანს ფერისა და ტექსტურის გამო, რადგან ისინი მათში არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. ზოგიერთი ცოცხლად დარჩენილი ავადდება ანორექსიით, სხვები ამრეზით ჭამენ, რათა ებრძოლონ "გემოვნებით მოგონებებს".

"ცუდი მშობიარობა": სატანისტი "აღმზრდელები" მიმართავენ ასეთ ხერხს, მათ პატარა გოგონების ფეხებშუა ადგილიდან გამოჰყავთ მკვდარი გველები, ვირთხები და მსგავსი საგნები, რომლებიც ვითომცდა მათ იმშობიარეს და ბავშვებს არწმუნებენ, რომ ისინი შობენ ცუდ, მყრალ საგნებს. ეს პრაქტიკა გამიზულია მომავალი მშობიარობებისთვის. ამით მსხვერპლ ბავშვებს "უმტკიცებენ" თუ რაოდენ უვარგისნი არიან ისინი შინაგანად და რაოდენ საჭიროა მათი გაწმენდა უფრო სასტიკი მოპყრობით.

კოგნიტიური ზიანის მიყენება: საკულტო სწავლებებში ხშირად არის შერწყმული წინააღმდეგობრივი ან ურთიერთსაპირისპირო მოვლენები (მაგ.: იყავი მორჩილი მეამბოხე, სექსი ტკივილის გარეშე - სიამოვნება არ არის (ე. ი. ტკივილი სიამოვნებაა); სიყვარული და სიძულვილი ერთნაირი მოვლენებია; შავი და თეთრი, მახინჯი და ლამაზი, მარცხენა და მარჯვენა ერთი და იგივეა). ბავშვებს უნერგავენ რწმენას, რომ საზოგადოების არც ერთი კონცეფცია არ არის სტაბილური და ხშირად წარმოუსახავენ მას საპირისპირო სახით. ბავშვი შინაგანად უნდა გაიხლიჩოს, რათა შეძლოს ფუნქციონირება ამ საკულტო აბრაკადაბრის პირობებში. კულტის მიმდევარი ოჯახები ხშირად მიმართავენ ამგვარ სხვადასხვა წესებს თავიანთ სახლებში ან საკულტო შეკრებებზე.



შაბაში და ფესტივალების თარიღები ჯადოქრობასა და სატანიზმში


მთელ წელიწადს წარმართები, ჯადოქრები და სატანისტები რვა საზოგადო შაბაშად ჰყოფენ. ყოველ მათგანს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, სატანისტები დიდი პატივით იცავენ მათი სექტის წევრის დაბადების თარიღს. ამ თარიღებზე სატანის ტრადიციული თაყვანისმცემლები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან.

კელტურ (დრუიდულ) სარწმუნოებაში, მომდევნო დღე ღამით იწყება, ამიტომაც დღესასწაული მოვლენის წინაღამეს უწევს.

კელტური წელიწადი იწყება ზამთრით და ნაწილებად იყოფა. ზამთრის ნაწილი იწყება ნოემბრიდან და გრძელდება აპრილამდე. ზაფხულის ნაწილი იწყება მაისში და გრძელდება ოქტომბრამდე. ასევე აღინიშნება ბუნიობა და ნაბუნიობა.

წარმართ
ბი ატარებენ ნაყოფიერების რიტუალებს წმიდა დღეებში, რათა ხელი შეუწყონ შობადობას როგორც სახლში, ასევე სოფლის მეურნეობაში.

რვა შაბაში:




შენიშვნა: სატანური ბიბლიის თანახმად, კოვენთა (მოგვთა) დაბადების დღეებიც ზეიმებად უნდა განიხილებოდეს. ეს თარიღება შეიძლება შეიცვალოს მთვარის ციკლის მიხედვით.

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню