სატანიზმი - ბანქოს სიმბოლიკის სატანური ხასიათი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სატანიზმი

მკრეხელობა - ბანქოს სიმბოლიკის სატანური ხასიათი

ბანქოს სიმბოლიზმი

ჯვრის-მოძულეთა და მბრძოლთა მხრიდან წმიდა ჯვრის შეგნებული გმობისა თუ შეურაცხყოფის მცდელობები სრუილიად გასაგებია. მაგრამ როდესაც ვხედავთ ქრისტეანებს, რომლებიც ჩათრეულნი არიან ამ უბილწეს საქმიანობაში, დუმილი დანაშაულის ტოლფასოვნად მიგვიჩნს, რადგან - წმიდა ბასილი დიდის თქმით "დუმილი ღმერთის ღალატია"!

ლაპარაკია ე. წ. "სათამაშო ბანქოზე" (კარტზე), რომელიც, საუბედუროდ, მრავალ სახლებში აქვთ, და წარმაოდგენს დემონთურთიერთობის მძაფრ იარაღს, რომლის მეშვეობით ადამიანი უცილობლივ შედის კონტაქტში ღმრთის მტრებთან, დაცემულ სულებთან. ბანქოს ყველა "მასტი" სხვა არაფერია თუ არა ქრისტეს ჯვარი და ქრისტეანობისთვის წმიდა საგნები: ლახვარი, ღრუბელი და სამსჭვალნი, ანუ ყოველივე ის, რაც იყო ღვთაებრივი მაცხოვრის ვნებისა და სიკვდილის იარაღები.

ბანქოს ჩვენთან ყველგან თამაშობენ, მაგრამ მცირედმა თუ იცის ადამიანის სულისთვის მისი მომაკვდინებელი ძალა. ბანქოთი გატაცება ადამიანს უღვივებს პირველობისა და მოწინააღმდეგეზე გამარჯვების სურვილს, უძლიერებს ვნებას და სურვილს იდგეს სხვებზე მაღლა და ზრდის ამპარტავნებას.

წაგების შემთხვევაში მოთამაშე მოთამაშე ღიზიანდება, ვარდება მრისხანებაში, რასაც მოსდევს გააფთრება, სასოწარკვეთა და ზოგჯერ თვითმკვლელობაც კი. ბანქოს თამაშები მთავრდება მოტყუებით, ჩხუბით, შეურაცხყოფით, ქონების დაკარგვით და მკვლელობითაც კი.

ბანქო რყვნის ადამიანის სულს, და ამიტომაც ის ჯადოქართა და მისანთა საყვარელი თამაშია; ის არის შულერების, ყალთაბანდების, მკითხავების, ქურდებისა და ლოთების საყვარელი იარაღი... ქრისტეანთათვის კი ბანქო განსაკუთრებულად საშიშია, რადგან ართმევს მათ მარადიულ სიცოცხლეს.

მაინც რაშია ბანქოს მომაკვდინებელი ძალა? სათამაშო ბანქო - ეს არის საშუალება, რომელითაც ადამიანი ურთიერთობაში შედის დემონებთან. ბანქო ბნელი ძალების ქმნილებაა, რომელშიც ისინი კიცხავენ და დასცინიან ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ჯვარცმასა და მის მაცხოვნებელ ვნებებს.

ბანქოს მასტებს თავისი მნიშვნელობა გააჩნიათ: ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი იყო გაკრული, ლახვარი, რომლითაც ის ფერდში განგმირეს, ღრუბელი, რომელიც ძმრით დაასველეს და მაცხოვარს წყლის მაგიერ მიართვეს, და ოთხკუთხათავიანი ლურსმნები, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე მიამსჭვალეს.

მრავალი ადამიანი, თავისი უცოდინრობით თავს უფლებას აძლევს ღმერთი შეურაცხყოს. მაგალითად, იღებს კარტს რომელზეც ე. წ. "სამფურცელა" ჯვარია გამოსახული, ანუ ჯვარი ქრისტესი, რომელსაც ნახევარი მსოფლიო სცემს თაყვანს, და დაუდევრად ისვრის მაგიდაზე სიტყვით (უფალო მოგვიტევე!) "ტრეფა", რაც ებრაულიდან თარგმანში "ბილწს", "უწმინდურს" ნიშნავს. მეტიც, ყველაფერთან ერთად ამ გაკადნიერებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ეთამაშებიან, სჯერათ, რომ ჯვრის "გაჭრა" შეიძლება რაღაც უბრალო "კოზირის ექვსიანით" (საგულისხმოა აქ ციფრი ექვსიანი, როგორც იუდეველთათვის საყვარელი ნიშანი) და არ უწყიან, რომ "კოზირი" და "კოშერი", მაგალითად, ლათინურად ერთნაირად იწერება და აღნიშნავს რიტუალურ მსხვერპლშეწირვას.

დიდი ხანია საჭიროა, გაირკვეს ბანქოს თამაშის ნამდვილი წესები, ანუ მიზნები, რომლის დროსაც "სულელად" რჩება ყველა მოთამაშე: ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, რიტუალური მსხვერპლშეწირვა, რომელსაც ებრაელი თალმუდისტები უწოდებენ ქოშერს (ანუ "წმინდას"), თითქოსდა ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს!

ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეანული სიწმიდეების შეურაცხყოფისთვის ეშმაკთა გასახარად. აქედან გასაგები გახდება ბანქოს როლი "მკითხაობებში", ამ დემონურ "გამოცხადებებში". ამის შემდეგ, არის კი საჭირო იმის მტკიცება, რომ ყოველი ვინც კი ეხება ბანქოს და გულწრფელად არ შეინანებს ამ ღმრთის შეურაცხმყოფელ ცოდვას, გარანტირებული აქვს საგზური ჯოჯოხეთში?

ამრიგად, თუ "ტრეფა" - ეს არის ღმრთის გმობა ეშმაკით შეპყრობილ ბანქოს მოთამაშეთა მიერ, რომლებიც ამისთვის იყენებენ ბანქოზე გამოსახულ ნიშნებს და მათ ჯვრებს უწოდებენ, მაშ რაღას უნდა ნიშნავდეს სხვა "მასტები" – "ყვავი", "გული" და "აგური"?

ბანქოს მასტი "ყვავი", სხვაგვარად "პიკი" (ფრანგ.Pique; ესპ. Picas; იტალ. Picche, უკრაინულში გამოიყენება "ვინი" - რედ.) ნიშნავს მახვილს და გმობს სახარებისეულ "პიკს", წმიდა მოწამე ლონგინოზ ასმეთაურის მახვილს. როგორც ზაქარია წინასწარმეტყველის პირით წინასწარმეტყველებდა უფალი თავის განგმირვაზე, რომ "იხილავენ მას, ვინც განგმირეს" (შეად. ზაქ. 12:10), ასეც მოხდა: " ერთმა ჯარისკაცმა (ლონგინოზმა - რედ.)) შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა" (იოანე 19:34)

ბანქოს მასტი "გული" (რუს-უკრ.: "черви") გმობს სახარებისეულ ღრუბელს, რომლითაც მაცხოვარს ძმარი ასვეს. ამის შესახებ ქრისტე წინასწარმეტყველებდა მეფე დავითის პირით: "და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი" (ფსალმ. 68:22), ასეც მოხდა: "მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და მიაწოდა სასმელად" (მათე 27:48).

მომდევნო მასტი "აგური" (რუს-უკრ.:"бубны") გმობს ოთხკუთხათავიან, წამახვილებულ ლურსმნებს, რომლითაც ჯვარზე მიაჭედეს მაცხოვრის ხელები და ფეხები. უფალი დავით ფსალმუნთმგალობელის პირით წინასწარმეტყველებდა: "განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი" (ფსალმ. 21:18), ასეც მოხდა: მოციქული თომა, რომელმაც თქვა "თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ" (იოანე 20:25), ირწმუნა, რადგან იხილა (იხ. იოანე 20:29); და მოციქული პეტრე, როდესაც თანამემამულეთ მიმართავდა, ადასტურებდა: " კაცნო ისრაელტნო... იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით... შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.... მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, ... ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი" (საქმე. 2:22, 24).

ქრისტესთან ერთად ჯვარცმულმა ავაზაკმა, რომელმაც არ შეინანა და, ბანქოს მოყვარულთა მსგავსად, დაჰგმო ჯვარი და ღმრთის ძის მაცხოვნებელი ვნება, თავისი მიკერძოებულებით, ამპარტავნებითა და მოუნანიებლობით სამუდამო გეჰენა დაიმკვიდრა; ხოლო კეთილგონიერმა ავაზაკმა, რომელმაც ყველას მაგალითი მისცა ჯვარზე სინანულით, ღმერთთან მარადიული სუფევა მოიპოვა. ამიტომაც, მტკიცედ გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის, ქრისტეანთათვის, შეუძლებელია არსებობდეს სასოებისა და ძლევამოსილების სხვა რაიმე საგანი, სხვა რაიმე საყრდენი ცხოვრებაში, ან სხვა გამაერთიანებელი და შთამაგონებელი ძალა, ვიდრე არის უფლის უძლეველი და მაცხოვნებელი ჯვარი!

მაშ ასე, ქრისტეანო, რომელიც თამაშობ ან სახლში ინახავ ბანქოს (ან კიდევ მეგობრებთან და მეზობლებთან ერთობი მისით), უფლის ჯვარზე ვნების მგმობარი ხდები და ადგილს იმზადებ ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა მის მსახურთან ერთად.

ბანქოს თამაშით შემცოდემ აუცილებლად უნდა შეინანოს აღსარებაზე, სინანულის საიდუმლოში, რათა შემდგომ მართლებთან ერთად შესძლოს უფლის დიდება გალობით: "აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა"

წყარო: hramilek.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню