სატანიზმი - ანტონ ლავეის სატანური ბიბლია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სატანიზმი

ანტონ ლავეის "სატანური ბიბლია"

სატანური ბიბლია

ავტორი ვ. ი. პიტანოვი (Блеск и нищета "Сатанинской библии" Лавея).

ანტონ შანდორ ლავეი (Anton Szandor LaVey) - ეს არის ადამიანი, რომელსაც პრესამ "შავი პაპი" უწოდა. ლავეიმ სატანიზმი გამოიყვანა იატაკქვეშეთიდან და ოფიციალურად პირველად გამოიყენა მის მიერ შექმნილი ორგანიზაციის მიმართ ტერმინი "ეკლესიია". შანდორ ლავეი გახლავთ მთელი რიგი წიგნების ავტორი, რომელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სამი: "სატანური რიტუალები" (The Satanic Rituals) (Лавей А. Ш. Сатанинские ритуалы. М.: Unholy Words, Inc. (РЦС), 1997), "სრულყოფილი ჯადოქარი"(The Complete Witch) და მისი ყველაზე სახელგანთქმული შრომა "სატანური ბიბლია" (The Satanic Bible) (Лавей А. Ш. Сатанинская библия. М.: Unholy Words, Inc. (РЦС), 1996).



მრავალი ქრისტიანისთვის ლავეი და მისი ცნობილი წიგნი "სატანური ბიბლია" სატანიზმის სიმბოლოს წარმოადგენენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებნი მას თავის კუმირად მიიჩნევენ, მრავალი კი მას წყევლა-კრულვას უთვლის. დიდი ხნის განმავლობაში ამ ადამიანის სულიერი მემკვიდრეობა "რკინის ფარდის" წყალობით რუსეთამდე (და საერთოდ, საბჭოთა კავშირამდე) ვერ აღწევდა, დღეს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა, მრავალი ჩვენი თანამემამულისათვის სულიერი თვითგამორკვევის საკითხი საკმაოდ მძაფრად დგას და ლავეი, როგორც ქრისტიანობის ალტერნატივა, სრულიად სერიოზულად განიხილება. წინამდებარე სტატია უპირველეს ყოვლისა გამიზნულია მათ საყურადღებოდ, თუმცა, კარგი იქნება თუ მას ყურადღებას მიაპყრობს ყველა, ვისთვისაც ეს თემა საინტერესოა.

ვინ იყო ლავეი? რატომ ჰყავს მას ესოდენ მრავალი მიმდევარი? შეიძლება თუ არა ვენდოთ მის შრომებს და მათზე ავაგოთ სულიერი ცხოვრება? ამ და სხვა კითხვებზე შევეცდებით გავცეთ პასუხი წინამდებარე ნაშრომში. ანალიზის უმთავრესი ობიექტი იქნება "სატანის ბიბლია", რომლის შესახებაც რამოდენიმე სიტყვას ვიტყვით მანამ, სანამ უშუალოდ ლავეის ბიოგრაფიაზე გადავიდოდეთ.

"სატანური ბიბლია" დაიწერა 1969 წელს აშშ-ში, იმავე წელს იქ გამოაქვეყნა გამომცემლობამ "Avon Books", რის შემდეგაც მრავალგზის გამოიცა. ძირითადი ტექსტი ერთი და იგივე რჩებოდა, იცვლებოდა მხოლოდ მადლობების განყოფილება, რამოდენიმეჯერ შეიცვალა შესავალი. "სატანის ბიბლიის" ადრინდელი გამოცემის შესავალი დაწერა ბარტონ ვულფმა, მომდევნო გამოცემებში ეს შესავალი ამოღებულ იქნა და შეიცვალა სხვა შესავლით, რომელიც ეკუთვნის პიტერ გილმორს. სტატიის დაწერის დროს გამოყენებულ იქნა ბარტონ ვულფის შესავლის ვარიანტი. სამწუხაროდ წინამდებარე სტატიის ავტორმა ვერ შესძლო ეპოვა "სატანური ბიბლიის" ბეჭდვითი ვარიანტი, ამიტომაც იძულებული გახდა მიემართა ინტერნეტისთვის. შეადარა რა სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებული "სატანური ბიბლიის" სხვადასხვა ვარიანტი, ავტორი მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი განსხვავებები მდგომარეობენ ვულფის შესავლის არსებობაში ან არარსებობაში, ასევე თარგმანის ხარისხში. როგორც ჩანს, შესრულებულა რამოდენიმე თარგმანი, რომლებიც განსხვავდებიან დეტალებში, თანაც წიგნის აზრობრივი მნიშვნელობა ფაქტობრივად არ იცვლება. თავების სახელწოდებები, თარგმანიდან გამომდინარე, შეიძლება ოდნავ განსხვავებულად ჟღერდეს, მაგრამ მაინც ადვილად ცნობადია.

"სატანური ბიბლია" ოთხ ნაწილად იყოფა: "სატანის წიგნი", "ლუციფერის წიგნი", "ბელიალის წიგნი" და "წიგნი ლევიათანისა". სქოლიოებში წინამდებარე სტატიის ავტორმა გადაწყვიტა ეს სახელწოდებები არ მოიხსენიოს, რადგან, მისი აზრით, წიგნში ციტატის საძიებლად საკმარისია თავის სახელწოდებაც. იმის გათვალისწინებით, რომ "სატანური ბიბლიის" რუსულ ენაზე მოპოვება არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს (ავტორის აზრით, მათი რაოდენობა საკმაოზე მეტია!), ავტორი არ უთითებს რაიმე კონკრეტულ რესურსებს, სადაც ისინი არიან განთავსებულნი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ წიგნის მოძებნა რაიმე სირთულის გარეშე, რა თქმა უნდა, თუ მას წინამდებარე სტატიის გაცნობის შემდეგ მისი წაკითხვის სურვილი კიდევ დარჩება.

მოდი, ჯერ გავეცნოთ ლავეის ბიოგრაფიას, იმ ვარიანტში, როგორც ის არის წარმოდგენილი მისი მიმდევრების მიერ
(ქვემოთ მოტანილი იქნება ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ამ ბიოგრაფიის მრავალ მტკიცებულებას - ავტ.). ეს ბიოგრაფია გადმოცემულია მისი მოწაფისა და "სატანის ეკლესიის" მოგვის ბარტონ ვულფის "ეშმაკის შურისმაძიებელში" (Burton H. Wolfe.The Devil’s Avenger, 1974), და ლავეის პირადი მდივნისა და საყვარლის ბლანშ ბარტონის წიგნში "სატანისტის საიდუმლო ცხოვრება" (Blanche Barton. Secret Life of a Satanist, 1990).

ამრიგად, ანტონ შანდორ ლავეი დაიბადა 1930 წლის 11 აპრილს ქ. ჩიკაგოში (ილინოისის შტატი), ალკოჰოლური სასმელებით მოვაჭრის ოჯახში. მის წინაპრებს შორის იყვნენ ქართველები, რუმინელები და ელზასელები.
ლავეის ბებია ბოშათა მოდგმის იყო და ბავშვობიდან უყვებოდა ლავეის ლეგენდებს ვამპირებსა და ჯადოქრებზე. ლავეი სიყრმის ასაკიდანვე იყო გატაცებული მისტიკური ლიტერატურით. 1942 წელს, როდესაც ლავეის 12 წელი შეუსრულდა, ის სამხედრო საქმით დაინტერესდა. ლავეი გაიტაცა საომარი თემატიკის ლიტერატურამ. სკოლაში სწავლის პერიოდში ლავეი დიდ დროს უთმობდა ოკულტიზმის შესწავლას. 10 წლისამ მან დამოუკიდებლად ისწავლა პიანინოზე დაკვრა, 15 წლისა - მეორე ჰობოისტი იყო სან-ფრანცისკოს დიდ სიმფონიურ ორკესტრში. გამოსაშვებ კლასში ლავეი მიდის სკოლიდან თითქოსდა მოსაწყენი სასკოლო პროგრამის გამო. ის ტოვებს სახლს და უერთდება კლაიდ ბიტის ცირკს უბრალო მუშის რანგში. ცირკში ლავეი უვლის ვეფხვებსა და ლომებს. მომთვინიერებელმა ბიტიმ, როდესაც ნახა, რომ ლავეი არ განიცდის შიშს მტაცებელთა წინაშე, ის თავის თანაშემწედ დანიშნა.

ერთხელ ცირკის მუსიკოსი წარმოდგენის წინ დათვრა, და ის ლავეიმ შეცვალა. ამ შემთხვევის შემდეგ ცირკის ხელმძღვანელობამ მას მუსიკოსის ადგილი დაუთმო, წინამორბედი მუსიკოსი კი გაათავისუფლა. 18 წლისა ლავეი ტოვებს ცირკს და უერთდება კარნავალს, სადაც ილუზიონისტის ასისტენტი ხდება და ჰიპნოზის ხელოვნებასაც ეუფლება. 1951 წელს, ოცდაერთი წლის ასაკში
(1), ლავეი ქორწინდება.

___________

1.
სხვა წყაროების მიხედვით, ლავეი პირველად დაქორწინდა 1952 წელს კეროლ ლენსინგზე, რომელმაც მას უშვა გოგონა - კარლა მარიცა ლავეი (Karla Maritza LaVey). 1960 წელს ის განქორწინდა და დაიწყო ცხოვრება დიანა ჰეგარტისგან, რომელმაც 1964 წელს უშვა მას ქალიშვილი ზინა გალატეა ლავეი (Zeena Galatea LaVey). ოფიციალურად დიანა ლავეიზე ის არ დაქორწინებულა. ოთხმოციანი წლების შუაში ლავეი დაშორდა დიანას და დაიწყო ცხოვრება ბლანშ ბარტონთან, რომელმაც 1993 წელს ლავეისგან შვა ვაჟიშვილი სატანა ქსერქსე კარნაკ ლავეი (Satan Xerxes Carnacki LaVey). მთელი ეს ინფორმაცია "სატანურ ბიბლიაში" გამოტოვებულია, ამიტომაც ის მოგვყავს სქოლიოში შენიშვნის სახით.
___________

დაქორწინების შემდეგ ლავეი ტოვებს კარნავალს და შედის სან-ფრანცისკოს ქალაქის კოლეჯის კრიმინოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესოა აღინიშნოს: ლავეის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ამ დროს მან დროის უმოკლეს პერიოდში მერილინ მონროს შეყვარებული გახდა. შემდეგ მან დაიკავა სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტის ფოტოგრაფის ადგილი. როგორც მისი ბიოგრაფები ამტკიცებენ, იქ ის აწყდება ძალადობის გამოვლინებას და უჩნდება კითხვა: რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში, ლავეი მთლიანად ეშვება ოკულტიზმში, და 1966 წლის აპრილის ბოლო (ვალპურგის) ღამეს ის, მაგიური ტრადიციის თანახმად, იპარსავს თავს და "სატანის ეკლესიის" შექმნის შესახებ აკეთებს განცხადებას.

ამ "ეკლესიის" მსახურად რომ აღნიშნოს საკთარი თავი, იწყებს პასტორის საყელოსა და შავი კოსტიუმის ტარებას. "ეკლესიის" არსებობის პირველ წლებში ლავეი თავის დროს ანაწილებდა მის მიერვე შექმნილი სატანური რიტუალების შესრულებებსა და ოკულტიზმის შესწავლას შორის. იმის შემდეგ, რაც მისი "ეკლესია" გამყარდა, მან დაწერა თავისი სახელგანთქმული წიგნები. მისი ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ ლავეი იყო მთელი რიგი საშინელებათა ფილმების კონსულტანტი
(2), და ზოგიერთ მათგანში როლებიც კი შეასრულა.

___________

2.
ლა ვეის ფილმოგრაფია: "Invocation of my Demon Brother" (სატანის როლის შემსრულებელი., 1969); "The Devil’s Rain" (ტექნიკური კონსულტანტი, უზენაესი მოგვის როლი, 1975); "The Car" (შემოქმედებითი კონსულტანტი, 1977); "Doctor Dracula", ანუ "Svengali" ამერიკულ გაქირავებაში (ტექნიკური კონსულტანტი, 1981); "Charles Manson Superstar" (კონსტულტანტი კვლევების სფეროში, 1989); "Death Scenes" (მთხრობელი/წამყვანი, 1989); "Speak of the Devil" (მონაწილე, 1995); "Satanis: The Devil’s Mass" (მონაწილე, 1970; ფილმი გამოცემულია DVD-ზე კომპანია Something Weird Video-ს მიერ, 2003).

__________



ჯერ გავეცნოთ სატანის ათ მცნებას, რომლებითაც იწყებს ლავეი თავის წიგნს. ავტორი ამ მცნებებს გთავაზობთ ყოველგვარი კომენტარების გარეშე.

1. სატანა განასახიერებს წამქეზებლობას, და არა თავშეკავებულობას!

2. სატანა განასახიერებს ცხოვრებისეულ გზას აღუსრულებელ სულიერ ოცნებათა ნაცვლად.

3. სატანა განასახიერებს შეურყვნელ სიბრძნეს პირმოთნე თავისმოტყუების ნაცვლად!

4. სატანა განასახიერებს მოწყალებას მათდამი, ვინც მას იმსახურებს, მლიქვნელებზე გახარჯული სიყვარულის ნაცვლად!

5. სატანა განასახიერებს შურისგებას, და დარტყმის შემდეგ არ უშვერს მეორე ლოყას!

6. სატანა განასახიერებს პასუხისმგებლობა პასუხისმგებელთათვის სულიერ ვამპირიზმში მონაწილეობის ნაცვლად.

7. სატანა განასახიერებს ადამიანს როგორც ერთ ცხოველთაგანს, ზოგჯერ უკეთესს, უფრო ხშირად უარესს, ვიდრე ისინი, ვინც ოთხ ფეხზე დადიან; ცხოველებს, რომლებიც თავიანთი "ღვთაებრივი, სულიერი და ინტელექტუალური განვითარების" გამო ყველა ცხოველზე უფრო საშიში გახდა!

8. სატანა განასახიერებს ყველა ე. წ. ცოდვას, რადგან მათ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ კმაყოფილებამდე მივყავართ!

9. სატანა ყოველთვის იყო ეკლესიის საუკეთესო მეგობარი, რადგან მთელი ეს წლები მხარს უჭერდა მის ბიზნეს საქმიანობას!



ლავეი სატანისტი იყო. ვის ან რას წარმოადგენდა მისთვის სატანა? როგორც ლავეი წერდა: "სატანისტების უმეტესობა არ ღებულობს სატანას, როგორც ანტროფომორფულ არსებას გაყოფილი ჩლიქებით, კუდითა და რქებით. ის უბრალოდ განასახიერებს ბუნების ძალებს - ძალებს ბნელეთისა, რომლებიც ასე მხოლოდ იმიტომ იწოდებიან, რომ ვერც ერთმა რელიგიამ ვერ მოიცალა ბნელეთისთვის ამ ძალების წასართმევად. მეცნიერებამაც ვერ შესძლო ტექნიკური ტერმინოლოგია მიეყენებინა ამ ძალებისთვის. ისინი - უონკანო ჭურჭლებივით არიან, რომლითაც ადამიანთა მხოლოდ უმცირესმა რაოდენობამ ისარგებლა, რადგან ყველა როდი ფლობს იარაღის გამოყენების უნარს, სანამ მას თავიდან არ დაშლის და სახელწოდებებს არ მისცემს მის ყველა ნაწილს, რომლებიც ამოქმედებენ მას" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Ад, Дьявол и как продать свою душу).

როგორც ვხედავთ, ლავეისთვის, სატანა - თავისი არსით უსახური, ბუნებრივი ძალაა. ლავეი მიიჩნევდა, რომ სატანა ბოროტ პერსონაჟად გაამწესეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის განასახიერებდა ხორციელ, სხეულებრივ ასპექტებს ადამიანური ცხოვრებისა. სატანა, ისევე როგორც კერძო ძალა, ბნელეთის ანგელოზი, მხოლოდ ქრისტეანობის ლიდერთა ფანტაზიამ მოიფიქრა, რათა ემბძანებლა მათ ცნობიერებაზე და სატანის არსებობით დაეშინებინა მათი გონება. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ლავეი უარყოფდა სატანისთვის მისი მიმდევრების მიერ "სულის მიყიდვის" იდეას, რომელიც ქრისტეანობის ლიდერებმა მოიფიქრეს თავიანთი მრევლის გასაკონტროლებლად, მარადის რომ უყვებიან მათ ათასგვარ "ზღაპრებს" სატანიზმის შესახებ.

როგორია ლავეის წარმოდგენა ღმერთზე? ლავეი წერდა: "საკმაოდ პოპულარული ცთომილებაა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სატანისტს არ წამს ღმერთის. ადამიანის წარმოდგენაში "ღმერთის" კონცეფცია ათასწლეულების განმავლობაში იმდენად ძლიერად იცვლებოდა, რომ სატანისტი უბრალოდ ღებულობს იმას, რომელიც მას ყველაზე მეტად აწყობს" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Разыскивается бог – живым или мертвым). ლავეის რწმენით, ღმერთებს ადამიანები იგონებენ. ამიტომაც "სატანისტისთვის ... "ღმერთი", რომელი სახელითაც უნდა იწოდებოდეს იგი, ან თუნდაც საერთოდ არაფერი უწოდონ მას, - ბუნების ერთგვარ გამაწონასწორებელ ფაქტორად წარმოჩნდება, და არაფერი აკავშირებს ტანჯვასთან. ეს არის მძლავრი ძალა, რომელიც სამყაროში აღწევს და ინარჩუნებს მის წონასწორობას; ის საკმაოდ უსახურია, რათა იზრუნოს ხორცისა და სისხლისგან შემდგარ არსებათა ბედნიერებაზე ან უბედურებაზე, რომლებიც ცხოვრობენ ტალახის ბურთულაზე (ანუ დედამიწაზე - რედ.), რომელსაც ჩვენს სახლს უწოდებენ" (იქვე).

"სატანურ ბიბლიაში" სწავლება ღმერთის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ როგორც ჩანს, ის უახლოვდება თეოსოფების შეხედულებას (იხ.: Питанов В.Ю. Теософия: факты против мифов. http://apologet.narod.ru): ღმერთი, როგორც უსახური ენერგია, განფენილია კოსმოსში. ყოველივესთვის, რაც სამყაროში ხდება, მხოლოდ ადამიანები და "სამყაროს მოქმედებისა და წინააღმდეგობის" ძალები არიან პასუხისმგებელნი.

ლავეის სწავლებაში არ არსებობს არც ჯოჯოხეთი, არც სამოთხე; ყოველივე, რაც ადამიანს გააჩნია, მას "აქ და ამჟამად" გააჩნია. ლავეი უარყოფდა რეინკარნაციის კანონს. კერძოდ, ის წერდა: "თუ ამ ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რაშიც ადამიანი შეძლებს თავის ღირსების გამოხატვას, მაშინ ის თავს ინუგეშებს "წინა ცხოვრებებით". რეინკარნაციისადმი მორწმუნეს არასოდეს მოსდის თავში აზრად, რომ მისი მამა, ან ბაბუა, პაპა ან პაპის პაპამ შექმნეს "კარგი კარმა" თავიანთი მიდრეკილებით იმავე რწმენისა და ეთიკისადმი, რას მისი საკუთარი რწმენაა, - მაშ რატომ ცხოვრობს ის გაჭირვებაში, ნაკლოვანებებში, და არა როგორც მახარაჯა? რეინკარნაციისადმი რწმენა გასაქანს აძლევს ფანტაზიის საოცარ სამყაროს, რომელშიც ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი ეგოს გამოხატვის შესაძლებლობა და ამავე დროს ამტკიცოს, რომ ის ერწყმის მას" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Жизнь после смерти через удовлетворение эго).



რეინკარნაციისადმი რწმენა, ლავეის აზრით, - ეს უბრალოდ თავის მოტყუებაა. მაგრამ არ შეიძლება იმის მტკიცება, თითქოსდა ლავეის სწავლება საერთოდ უარყოფდეს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. ლავეის სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ შესაძლოა ცხოვრება, თუმცა არ ავითარებს თავისი სწავლების ამ ნაწილს, არამედ მხოლოდ მსუბუქად და გაკვრით ეხება ამ თემას. კერძოდ, ის წერდა: "სატანიზმი... აქეზებს თავის თაყვანისმცემლებს იმით, რომ ავითარებს კარგ, ძლიერ ეგოს, რომელიც აძლევს მათ თავმოყვარეობას, რომელიც ამ ცხოვრებაში არსებითი ყოფიერებისთვის არის საჭირო. თუ ადამიანი მთელი თავისი ყოფიერების განმავლობაში დაკმაყოფილებული იყო ამ ცხოვრებით და ბოლომდე იბრძოდა მიწიერი არსებობისთვის, სხვა არაფერი, თუ არა მისი ეგო, უარს იტყვის სიკვდილზე ხორცის გარდაცვალების შემდეგაც კი, რომელიც მას ამცხოვრებაში ასაზრდოებდა..." (იქვე).

ლავეი უარყოფდა სიკვდილს, როგორც სულიერ გამოღვიძებას ახალი ცხოვრებისკენ. ამ საკითხზე თავისი სწავლების გადმოცემისას ის წერდა: "მრავალ რელიგიაში სიკვდილი წარმოდგენილია როგორც უდიდესი სულიერი გამოღვიძება (რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც მოემზადა საიქიო ცხოვრებისთვის). ეს კონცეფცია მიმზიდველია მათთვის, ვისაც საკუთარი სიცოცხლე არ აკმაყოფილებს, მაგრამ იმათ, ვინც შეიცნო ამ წუთისოფლის მთელი სიამე, სიკვდილი უდიდესი და საშინელი კატაკლიზმია, ეს არის შიში უმაღლესი ინსტანციის წინაშე. ასეც უნდა იყოს. სწორედ სიცოცხლის წყურვილი აძლევს ხორციელ ადამიანს შესაძლებლობას გააგრძელოს სიცოცხლე მისი ხორციელი გარსის გარდაცვალების შემდეგაც" (იქვე).

რა არის სატანიზმი ლავეის წარმოდგენით? როგორც ის წერდა: "სატანიზმი - ეს არის დაუფარავად ეგოისტური, ულმობელი ფილოსოფია. ის დაფუძნებულია იმ რწმენაზე, რომ ადამიანური არსებები ბუნებრივად ეგოისტურნი და სასტიკნი არიან, რომ სიცოცხლე ეს არის ბუნებრივი შერჩევა, როგორც ამას დარვინი ამბობდა
(3), ეს არის ბრძოლა არსებობისთვის, რომელშიც ყველაზე მორგებულნი იმარჯვებენ, რომ დედამიწა დარჩება მათ, ვინც უწყვეტ ბრძოლაში ბოლომდე, გამარჯვებამდე იბრძვის; ეს არის კანონი, რომელიც ნებისმიერ ჯუნგლებში მოქმედბს, ურბანიზებული საზოგადოების ჩათვლით" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Предисловие Бартона Вулфа).

_____________

3.
თანამედროვე მეცნიერებმა ძლიერ გააკრიტიკეს და ამხილეს დარვინის ეს თეორია. იხ. Гайслер Н.Л. Энциклопедия христианской апологетики. СПб., Библия для всех. 2004.

_____________


სატანიზმი ეს არის "მართვადი ეგოიზმის" სახეობა და დაფუძნებულია "ბუნებრივ ადამიანურ ინსტიქტებზე". მისი უმთავრესი მიზანია - სატანისტის ამ "ბუნებრივი ინსტიქტების" დაკმაყოფილება. არსებითად, სატანიზმი, ეს არის ჰედონიზმის (Фролов И.Т. Философский словарь. М., Республика. 2001. С.115) ფორმა, რომელიც აღრეულია ნიჰილიზმთან (იქვე). ლავეი წერდა: "სატანიზმი იწონებს თავისი მიმდევრების მოქმედებებს, როდესაც ისინი გასაქანს აძლევენ თავიანთ სურვილებს. მხოლოდ ასე შეიძლება გახდე სრულიად დაკმაყოფილებული ადამიანი იმედგაცრუების გარეშე, რომელსაც შეუძლია თქვენც და ირგვლივ მყოფთაც ზიანი მოუტანოს. ეს ფრაზა შეიცავს სატანური სარწმუნოების არსის ყველაზე გამარტივებულ აღწერას" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Не все вампиры сосут кровь.). მატგერიალური წარმატება - სატანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ლავეის "ეკლესიაში" სპეციალური წეს-ჩვეულებებიც კი არსებობს, რომლებიც ხელს უწყობენ მატერიალური კეთილდღეობის მიღწევას.



მოვალეა თუ არა სატანისტი ქმნას ბოროტება? უნდა შევნიშნოთ, რომ ლავეი უარყოფს სიკეთისა და ბოროტების ქრისტეანულ კონცეფციას. მის დოქტრინაში არსებობს მხოლოდ "ბუნებრივი ინსტინქტები", სიკეთე და ბოროტება კი - ეს მხოლოდ "უძლური" ადამიანების ფანტაზიაა, რომელთაც ის "მაზოხისტებს" უწოდებს. ამიტომაც სატანისტი სულაც არ ჩადის ბოროტებას ან სიკეთეს რაიმე აუცილებლობით, ის უბრალოდ აკეთებს იმას, რაც სურს, და სულაც არ განიცდის თავისი ქმედებების მორალურობასა თუ ამორალურობაზე. როგორც ლავეი წერდა: "სატანიზმი - ეს არ არის თეთრი ნათელის რელიგია; ეს ხოციელი, წუთისოფლისეული, სხეულებრივი რელიგიაა; ეს არის ის, რასაც მართავს სატანა, ეს არის მარცხენა გზის განსახიერება... სატანიზმი - ერთდერთი რელიგიაა მსოფლიოში, რომელიც ადამიანს ღებულობს ისეთს, როგორც ის არის სინამდვილეში, და სთავაზობს მას ცუდის კარგად გადაქცევის ლოგიკურ დასაბუთებას და არა ცუდის განადგურებას" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Нет на земле человека полностью лишенного украшений).

მოცემული ფილოსოფიის ლოგიკური შედეგი გახლავთ ნორმად შეწყნარება იმისა, რაც ქრისტეანობაში ცოდვად მიიჩნევა. ლავეი წერდა: "ქრისტეანული სარწმუნოება განსაზღვრავს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას: სიხარბეს, ამპარტავნებას, შურს, მრისხანებას, მუცელღმერთობას, ვნებას და უდებებას (სიზარმაცეს). სატანიზმის კი აქეზებს თითოეულ მათგანს, თუ ამას ადამიანი ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ სიამტკბილობამდე მიჰყავს" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Некоторые признаки новой сатанинской эры). ლავეისთვის ცოდვა არის სრულიად ბუნებრივი რამ, ის წერდა: "სატანას არასოდეს დასჭირვებია კანონების კრებული, რადგან "ცოდვილ" ადამიანს ასულდგმულებს ბუნებრივი მაცოცხლებელი ძალები, რომლის მიზანია ადამიანისა და მისი გრძნობების თვითდაცვა" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Потворство вместо воздержания.).

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მოყვასთან "სატანური ბიბლიის" თანახმად? ლავეი სხვებისადმი დამოკიდებულების შესახებ წერდა: "სატანიზმი მიჰყვება ოქროს წესის
(4) შეცვლილ ფორმულას.

_____________

4.
ზნეობრიობის ოქროს ფორმულაა: მოეპყრა სხვას ისე, როგორც ისურვებდი მოგპყრობოდნენ შენ. წმიდა წერილში ეს ფორმულა ასე ჟღერს: "როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ" (ძვ. ქართ.: "ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ" (მათე 7:12).

_____________


მისი ჩვენეული ინტერპრეტაცია ასეთია: "მიაგე სხვებს ის, რაც მათ თქვენ მოგაგეს", რადგან თუ "ყოველს მიაგებ იმას, რაც მათ მოგაგეს", ხოლო ისინი, საპასუხოდ, ცუდად მოგეპყრობიან, თვით ადამიანური ბუნებისთვის იქნება მიუღებელი ამდაგვართა პატივისცემით მოპყრობა. თვენ შეძლებდით სხვებისთვის მიგეგოთ ისე, როგორც ისინი მოგაგებდნენ თქვენ, მაგრამ თუ თქვენი თავაზიანობა არ დაგიბრუნდებათ, მაშინ საჭიროა მათ მოეპყროთ დამსახურებულად და სასტიკად" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Нет на земле человека полностью лишенного украшений).

ლავეი უარყოფდა სინანულზე ქრისტეანულ წარმოდგენას. კერძოდ, ის წერდა: "როდესაც სატანისტი რაღაცას ისე არ აკეთებს, მას შეგნებული აქვს, რომ შეცდომების დაშვება სრულიად ბუნებრივი რამეა, - და თუ ის რამეს შეინანებს, მაშინ აქედან გამოიტანს გაკვეთილს და იგივეს კვლავ არ გაიმეორებს; ხოლო თუ ის გულწრფელად არ ინანიებს იმას, რაც ჩაიდინა და იცის, რომ ამას მომავალში კვლავ და კვლავ გაიმეორებს, მას სინანული და პატიების თხოვნა არაფერში დასჭირდება" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Разыскивается бог – живым или мертвым). ლავეის მიხედვით, სინანულს აზრი არა აქვს, თუკი ადამიანმა იცის, რომ ის მომავალში კვლავ შესცოდავს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება სატანისტმა შეინანოს, ეს შეცდომის დაშვებაა, და ისიც, იმ პირობით, თუ მას ეს სურს.



სიყვარული ლავეისთვის მხოლოდ ემოციაა. ბევრი ადგილი დაუთმო მან თავის წიგნში სექსუალურ თავისუფლებას. კერძოდ, ის წერდა: "სატანიზმი პროპაგანდას უწევს სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ მხოლოდ ამ სიტყვების ჭეშმარიტი გაგებით. თავისუფალი სიყვარული, სატანურ გაგებაში, შეიძლება აღნიშნავდეს მხოლოდ ერთის თავისუფლებას - იყო ერთი ადამიანის ერთგული თუ შეიძლება გასაქანი მისცე შენს სექსუალურ ვნებებს იმდენ ადამიანთან, რამდენიც შენი ოცნებისთვის არის საჭირო ინდივიდუალური საჭიროების დასაკმაყოფილებლად" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Сатанинский секс). მის სწავლებებში არ არის მკაცრი დადგენილებები ყველა მიეცეს ორგიას. სექსუალურ სფეროში თავის მოწაფეებს ის მოუწოდებს აკეთონ ის, რაც მათ მოსწონთ. ლავეი აგრძელებს: "სატანიზმი არ აქეზებს ორგიასტულ საქმიანობას ან იმათ ქორწინებისგარეთა კავშირებს, ვისთვისაც ეს ბუნებრივი მიდრეკილებაა. მრავლისთვის საკმაოდ არბუნებრივი და საზიანო იქნებოდა თავიანთ რჩეულთა ღალატი. მაგრამ სხვებისთვის სექსუალური მიდრეკილება მხოლოდ ერთი ადამიანისადმი გარკვეული იმედის გაცრუებაა. ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, სექსუალური საქმიანობის რა ფორმა ეთანაწყობა მის ინდივიდუალურ მოთხოვნილებას... სატანიზმი ურიგდება სექსუალური აქტივობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ასე თუ ისე აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებას, იქნება ეს ჰეტერსექსუალური, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური თუ თვით ასექსუალურიც კი, - ეს მხოლოდ თქვენი ასარჩევია. სატანიზმი იწონებს კიდევაც ნებისმიერ ფეტიშს ან გადახრას, რომელიც აუმჯობესებს ან ამდიდრებს თქვენს სექსუალურ საქმიანობას..." (იქვე). ლავეის მიხედვით სექსში ერთადერთი შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმას, რომ სექსი არ უნდა აყენებდეს ზიანს სხვა ადამიანს. შეიძლება მისდევდე ნებისმიერ სექსუალურ გარყვნილებას, თუ ამას იწონებს და ეთანხმება შენი პარტნიორი. ამიტომაც, ლავეის აზრით, ნამდვილი სატანისტი სექსით იმაზე მეტად არ უნდა იყოს დაფიქრებული, ვიდრე სხვა თავისი მოთხოვნილებებით.

"სატანურ ბიბლიაში" განსაკუთრებული ადგილი უკავიათ "სულიერ ვამპირებს". ვინ არიან ესენი? ლავეი ასწავლის, რომ "სულიერი ვამპირები - არიან ინდივიდუუმები, რომლებიც სხვა ადამიანებისგან წოვენ მაცოცხლებელ ენერგიას" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Не все вампиры сосут кровь.). ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, "სატანური ბიბლიის" თანახმად, საზოგადოების ყველა სფეროში იმყოფებიან. "სულიერი ვამპირი" არასოდეს და არაფერს ითხოვს თავისი მსხვერპლისგან, მეტიც, ის შეიძლება მას დაეხმაროს კიდეც, მათ შორის მატერიალურადაც და სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოს. ის "იდუმალი გზებით უბრალოდ გაგრძნობინებთ თავისი სურვილების შესახებ, რაც იცავს მას პარაზიტიზმის ბრალდებებისგან" (იქვე). ლავეის სწავლებიდან ლოგიკურად გამოდის აზრი, რომ "სულიერი ვამპირი" - ეს არის ადამიანი, რომლის წინაშ სატანისტი შეიგრძნობს რაღაც ვალდებულებას. ლავეი წერდა: "... ერიდეთ მათ, ვისაც არ ჰყავს ნამდვილი მეგობრები და ხილული ინტერესი ამ ცხოვრებაში (თქვენდამი ინტერესის გარდა), ის ყოველთვის გაგიმეორებთ, რომ ძალიან გარკვეულია მეგობართა არჩევაში, ან ადვილად ვერ ეთანაწყობა ადამიანებს თავისი მაღალი სტანდარტების გამო (მეგობრები რომ გაიჩინო და შეინარჩუნო, საჭიროა შენც მზად იყო მათთვის თავგასაწირად, რისი გაკეთება სულიერ ვამპირს არანაირად არ შეუძლია (მაგრამ, სატანისტს შეუძლია ამისი გაკეთება?). ის კი იჩქარებს დაგარწმუნოთ, რომ თქვენ აკმაყოფილებთ მის ყველა მოთხოვნილებას და წარმოადგენთ გასაოცარ გამონაკლისს უამრავ ადამიანთაგან: თქვენ - ერთ-ერთი გამორჩეული ხართ, მხოლოდ თქვენ ხართ მისი მეგობრობის ღირსი" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Не все вампиры сосут кровь).

როგორ უნდა მოიქცეს სატანისტი თუ ცხოვრებაში მსგავს "სულიერი ვამპირს" შეხვდა? ლავეი თავის მიმდევრებს აძლევს ასეთ რეკომენდაციას: "ნამდვილი სატანისტისთვის სულიერ ვამპირებთან ურთიერთობის ერთადერთი გზაა "თვალთმაქცობა", ანუ მოიქცე ისე, თითქოსდა ისინი ალტრუისტები არიან და მართლაც არაფერს ითხოვენ სხვათაგან. ასწავლეთ მათ ჭკუა იმითი, რომ თავაზიანად შეიწყნარეთ ყოველივე, რასაც ისინი გაძლევენ, საკმაოდ ხმამაღლა გადაუხადეთ მადლობა, რათა სხვებსაც ესმოდეთ, და სწრაფად გაშორდით მას! ასე, თქვენ გაიმარჯვებთ მათზე. ხოლო "სულიერ ვამპირებს" სათქმელი რაღა დარჩებათ? თუ ისინი მაინც იმას ელოდებიან, რომ საკუთარი "დიდსულოვნებისთვის" სანაცვლოს მიაგებთ (აი არ მდგომარეობს ყველაზე რთული ნაწილი!), თქვენ ეუბნებით "არას" - მაგრამ ისევ და ისევ თავაზიანად! როდესაც ისინი იგრძნობენ, რომ უსხლტებით მათ ხელიდან, ორი რამ მოხდება. პირველი: ისინი გაითამაშებენ "დათრგუნვილობას", თანაც იმ იმედით, რომ მოვალეობის გრძნობა თქვენში და მისდამი თანაგრძნობა მაინც გამოვლინდება, და როდესაც (ან თუ) ის არ გამოვლინდება, ისინი გამოამჟღავნებენ თავიანთ ნამდვილ არსს და უეცრად გაბოროტებულნი და შურისმგებელნი გახდებიან" (იქვე).

ფაქტობრივად, სატანისტს შეუძლია სხვა ადამიანების მონაწილეობა მის ცხოვრებაში და მისდამი ყურადღება გამოაცხადოს "სულიერ ვამპირიზმად", რაც ხელს უწყობს სატანისტის მარტოობას, მის ფსიქოლოგიურ იზოლაციას და გამუდმებულ ეჭვიანობას სხვა ადამიანთა მიმართ, რაც თავის მხრივ იწვევს ფსიქოლოგიური კონტაქტების დამყარების უუნარობას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც აცხადებს სატანისტი ამა თუ იმ პიროვნებას "სულიერ ვამპირად", ისინი იმდენად სუბიექტური ხასიათისაა, რომ შესაძლებლობას აძლევს მათ ამდაგვარად გამოაცხადონ ნებისმიერი ადამიანი. სწავლება "სულიერ ვამპირიზმზე" შესაძლებლობას აძლევს სატანისტებს გაამართლონ თავიანთი ნებისმიერი უმადურობა სხვათა მიმართ, რომლებთანაც ურთიერთობა გააჩნიათ. ფაქტობრივად ეს არის პარაზიტის იდეოლოგია, რომელიც სარგებლობს სხვებით, და სანაცვლოდ არაფერს აძლევს, მეტიც პარაზიტიზმშიაც კი ადანაშაულებს მათ.

როგორი დამოკიდებულება აქვს ლავეის მსხვერპლშეწირვასთან? აქ უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის ავტორმა, სანამ მას დაწერდა, დიდი დრო მოანდომა სხვადასხვა სატანურ ფორუმთა და საიტთა გაცნობას, რომელთაგან შეიტყო, რომ სატანიზმი არ არის ერთიანი, მთლიანი მოძრაობა, ეს უფრო სხვადასხვა დაჯგუფებების ნაკრებია, რომელსაც ხშირად ერთსა და იმავე საგანზე სხვადასხვა შეხედულება გააჩნიათ. უეჭველია, რომ არიან სატანისტები, რომლებიც მისდევენ სისხლიან მსხვერპლშეწირვათ (უკიდურეს შემთხვევაში, ფორუმებზე ისინი განიხილავენ ამ პრაქტიკას), უფრო ხშირად ცხოველებისას, თუმცა, როგორც ცნობილია, არის ადამიანთა მკვლელობის ფაქტებიც. ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართებით მათ იდეოლოგიაში განსაკუთრებული აკრძალვები არ შეიმჩნევა.

რაც შეეხება ლავეის, ის მართლაც მიმართავდა მსხვერპლშეწირვის პრაქტიკას, რომელსაც ერთის მხრივ, მას არ უარყოფდა: "სატანისტმა არავითარ შემთხვევაში პირუტყვი ან ბავშვი არ უნდა შეწიროს მსხვერპლად" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. К вопросу о человеческом жертвоприношении). მეორეს მხრივ, ამტკიცებდა, რომ "სიმბოლურად მსხვერპლი შეფუცვით ან წყევლით ნადგურდება, რაც, თავის მხრივ, იწვევს "მსხვერპლის" ფიზიკურ, სულიერ ან ემოციურ ნგრევას იმ მეთოდებით, რომელიც შემდეგ შეუძლებელია მიეწეროს ჯადოქარს. სატანისტი მსხვერპლად ადამიანს სწირავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს ორ მიზანს: ჯადოქრის გათავისუფლებას ბოროტებისგან წყევლის ფორმით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მეტად ამაზრზენი და ამის ღირსი ინდივიდუუმის თავიდან მოცილებას. თქვენ გაქვთ უფლება, (სიმბოლურად) გაანადგუროთ ისინი, და, თუ თქვენი წყევლა იწვევს ნამდვილ განადგურებას, თავი ინუგეშეთ იმ აზრით, რომ იყავით მავნე ინდივიდუუმისგან სამყაროს გათავისუფლების ინსტრუმენტი (მავნეს ვინაობას, სატანისტი წყვეტს თავისი სურვილის მიხედვით - ავტ.)! თუ თქვენს წარმატებას ან ბედნიერებას ვიღაც ხელს უშლის, - თქვენ მის წინაშე არაფრით ხართ ვალდებული! ის იმსახურებს ფეხქვეშ გაქელვას!" (იქვე).

ლავეის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის მიზანი (მათთვის, ვინც მას ასრულებს) მდგომარეობს ენერგიის გამოტყორცნაში, რომელიც მოკლულის სისხლშია დაგროვილი. ამასტან ამ რიტუალში მთავარი მომენტი მდგომარეობს არა იმდენად სისხლის დაქცევაში, რამდენადაც მსხვერპლის წამებაში სიკვდილის წინ. შესაძლოა, ლავეი არ მისდევდა პირუტყვთა მსხვერპლშეწირვის პრაქტიკას, და მეტიც, არც ადამიანებისას, მაგრამ ის არ უარყოფდა მაგიური მეთოდებით ნებისმიერი ადამიანის მოკვლის შესაძლებლობას, რომელსაც სატანისტი თავის მტრად ჩათვლიდა.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ლავეის შავი მესისადმი? შავ მესას ის ლიტერატურულ გამონაგნად მიიჩნევდა. რადგან შავ მესაზე აუცილებელია იმგვარი სანთლების გამოყენება, რომელიც დამზადებულია მოუნათლავი ბავშვების ქონისგან, მღვდლები, მისი აზრით, ამ "მითს" იყენებდნენ "საწყალი" დედების დასაშინებლად, რათა ამ უკანასკნელთ თავიანთი შვილები გადაუდებლად მოენათლათ და მით გაემდიდრებინათ ეკლესია. ლავეი წერდა: "არსებობს აზრი, რომ სატანური ცერემონია ან მსახურება ყოველთვის შავ მესად იწოდება. შავი მესა არ არის ცერემონია, რომელსაც პრაქტიკაში იყენებს სატანიზმი, სატანისტი მას მხოლოდ ერთ ფსიქოდრამის შემთხვევაში თუ გამოიყენებდა
(5).

___________________

5. ავტორის შენიშვნა:
თეატრალური პაროდია ღვთისმსახურებაზე. როგორც ჩანს, ლავეი საკუთარ რიტუალებსაც ფსიქოდრამებად მიიჩნევდა, რომელთა მიზანი ემოციური რეაქციების გამოწვევა გახლდათ.

___________________

შემდეგ, "უნდა აღინიშნოს, რომ შავ მესაში ყველა მონაწილე სატანისტი როდია. თავისი არსით, შავი მესა არის რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიური მსახურების პაროდია, მაგრამ ის ასევე შეიძლება გადაკეთებული იყოს როგორც სატირა სხვა ნებისმიერ რელიგიურ ცერემონიაზე" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Черная месса).

უმთავრეს სატანურ დღესასწაულებს წარმოადგენენ ვალპურგის ღამე (1 მაისის ღამე) და ჰელოუინი (ყველა წმიდათა ხსენების ღამე, 31 ოქტომბერს), ასევე სატანისტის დაბადების დღე. ლავეი წერდა: "სატანისტი მიიჩნევს: "რატომ არ უნდა იყო პატიოსანი საკუთარ თავთან და თუკი ღმერთი ქმნის ჩემს ხატად და მსგავსად, საკუთარი თავი რატომ არ უნდა მიიჩნიო ამ ღმერთად?". ყოველი ადამიანი ღმერთია, თუ ის საკუთარ თავს ასეთად მიიჩნევს. ასე, რომ სატანისტი ზეიმობს თავისი დაბადების დღეს, როგორც წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Религиозные праздники).



ლავეის სწავლებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მაგიას, რომლის არსს ასე განსაზღვრავს: "ჩვეულებრივი მეთოდების გამოყენებით, შეუძლებელია ვითარებები და მოვლენები ადამიანის ნების შესაბამისად შეიცვალოს" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Теория и практика сатанинской магии). ლავეი არ ჰყოფს მაგიას შავ და თეთრ ნაწილებად, რადგან მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მაგიის მიზანი ძალაუფლების მიღწევა და პირადი სურვილების დაკმაყოფილებაა. კერძოდ, ის წერს: "ის, ვინც თავს იკატუნებს, თითქოსდა მაგია ან ოკულტიზმი მას სხვა მიზნებისთვის აინტერესებს, და არა პირადი ძალაუფლების მისაღწევად, პირმოთნეობისა და ფარისევლობის ყველაზე საზიზღარი ნიმუშია" (ასეთი განცხადებები შეიძლება ვიპოვოთ თეოსოფიაში. იხ.: Питанов В.Ю. Теософия: факты против мифов. http://apologet.narod.ru/)... ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ თეთრი მაგია მხოლოდ კარგი და არაეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენება, ხოლო შავი, როგორც ტვინს გვიბურღავენ, - მხოლოდ ეგოცენტრული მიზნებისთვის, ან "ბოროტი" საქმეებისთვის. სატანიზმი მათ შორის არ ავლებს არანაირ გამყოფს. მაგია მაგიაა, გინდ თავდაცვისთვის გამოიყენე იგი და გინდ ზიანისთვის. სატანისტი, თუ ის ჯადოქარია, თვითონ უნდა იყოს ძალმოსილი გადაწყვიტოს, რა არის სამართლიანი, და მხოლოდ შემდეგ მიმართოს მთელს თავის ჯადოქრობას საკუთარი მიზნის მისაღწევად" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Нет на земле человека полностью лишенного украшений.).

ამასთან ლავეი ძალიან დაბალ შეფასებას აძლევდა მაგიის შესახებ არსებულ ნაშრომთა უმეტესობას, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებაში ვრცელდებოდა. ის წერდა: "... მცირედი გამონაკლისის გარდა, ყველა ტრაქტატი და წიგნი, ყველა "საიდუმლო" მემუარები, ყველა "დიადი ნაშრომი" მაგიის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა მაგიური ცოდნის მფლობელთ ქორონიკონთა კადნიერი თაღლითობა, ცოდვილი ბუტბუტი და ეზოთერული კაკაფონია, რომელთაც ან უნარი არა აქვთ ან არ სურთ ამ საკითხზე ობიექტური აზრი გამოთქვან. მწერლები ერთი მეორის მიყოლებით ცდილობენ გამოჰყონ პრინციპი "თეთრი და შავი მაგიისა", მაგრამ მხოლოდ განსახილველი საგნის გაბუნდოვანებასღა თუ მიაღწიეს; ადამიანი, რომელიც თვითნებურად, დამოუკიდებლად სწავლობს ჯადოქრობას, უსაქმოდ დგას იატაკზე დახატულ პენტაგრამაში და დემონის გამოცხადებას ელოდება, ან კიდევ ყრის კარტებს მომავლის საწინასწარმეტყველოდ, უაზროდ ფლანგავს დროს სემინარებზეც, რომლებიც მხოლოდ მისი საფულის გაბრტყელებას თუ ემსახურება; შედეგად კი იდიოტად წარმოჩინდება მათ თვალში, ვინც ჭეშმარიტება შეიმეცნა" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Предисловие.).

თავის სატანისტ წინამორბედთაგან ვის სცემდა ლავეი ყველაზე მეტ პატივს? ის მიიჩნევდა, რომ მის სულთან ყველაზე ახლოს იყო ცნობილი სატანისტის, ალისტერ კროულის (Aleister Crowley) მიერ შექმნილი რიტუალები. მაგრამ ნაკლი ლავეიმ მასაც კი უპოვა: "მომხიბლავი პოეზიის, ალპინიზმისა და ზოგიერთი მაგიური სათამაშოს ზედაპირული ცოდნის გარდა გარდა, კროულის ცხოვრებამ გამოავლინა პოზიორობის განსაკუთრებული მაგალითი, რომლითაც ცდილობდა თავი მოეჩვენებინა უარესად, ვიდრე სინამდვილეში იყო. როგორც მისი თანამედროვე, ღირსი (?) მონტეგიუ სამერსი, კროულიც, უეჭველად, მთელი ცხოვრება ენაგადმოგდებული დალაქლაქებდა, მაგრამ კროულის დღევანდელი მიმდევრები ტყავში ძვრებიან, რომ მის ყოველ სიტყვაში ეზოთერული მნიშვნელობა დაინახონ" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Черная месса). არსებითად, სატანიზმის მწვერვალად ლავეი საკუთარ თავს მიიჩნევდა, რაც, სხვათა შორის, არც არის გასაკვირი, თუ მის ეგოცენტრიზმს გავითვალისწინებთ, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ მის სწავლებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სატანიზმი შედგება მრავალი ჯგუფისგან, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ სწავლებებითაც და პრაქტიკითაც. ლავეი სულაც არ არის საყოველთაო ავტორიტეტი სატანისტებს შორის, მრავალი მათგანი მას კრიტიკულადაც კი ეკიდება. ამიტომაც უფრო მიზანშეწონილი იქნება რამოდენიმე სიტყვით ვილაპარაკოთ იმ კრიტიკაზე, რასაც მათ დაუქვემდებარეს ლავეი, თუმცა ეს კრიტიკა არ ატარებს "საღვთისმეტყველო" პოლემიკის ხასიათს
(ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი რამ არ არსებობს, უბრალოდ ავტორი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის განხილვა აშკარად ზედმეტია მოცემულ ნაშრომში - ავტ. შენიშვნა).

სულ დასაწყისში, სადაც გადმოცემული გვაქვს ლავეის ბიოგრაფია, ჩვენ ვახსენეთ, რომ ის ზუსტად როდი შეესაბამება ისტორიულ ფაქტებს. მივმართოთ მის კრიტიკოსებს. ჩატარდა მისი ბიოგრაფიის გამოკვლევა, რომელიც შემდეგ წიგნებში გამოიცა: ალფრედ კნოპის "წმინდანები და ცოდვილები" (Knopf, A. "Saints and Sinners", New York, 1993) და მაიკლ აკინოს
(მ. აკინო იყო ლავეის მიმდევარი, შემდეგ მას გამოეყო და შექმნა საკუთარი სატანური ორგანიზაცია "სეტის ტაძარი" - ავტ. შენიშვნა) "სატანის ეკლესია" (Aquino, M. "The Church of Satan", San Francisco: Temple of Set, 1983). ახლა გაგაცნობთ ამ გამოკვლევათა ზოგიერთ დასკვნას (ლავეის აკრიტიკებდა მისი ქალიშვილი ზინაც, რომელმაც 1998 წელს გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით: "ანტონ ლავეი: მითი და რეალობა". ლავეის მომხრებმა ზინა კრიტიკას მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს - ავტ. შენიშვნა).

უპირველეს ყოვლისა, ლავეის ნათესავების მოწმობით, მისი ბებია იყო არა ბოშა ქალი, არამედ უკრაინელი. თხუთმეტი წლის ასაკში ლავეის არ დაუკრავს სან-ფრანცისკოს დიდ სიმფონიურ ორკესტრში, რადგან 1945 წელს ასეთი ორკესტრი უბრალოდ არ არსებობდა. 1947 წელს ლავეი არ გაქცეულა სახლიდან და არ შეერთებია ცირკს, რაზეც მოწმობენ მისი ნათესავები და კლაიდ ბიტის ცირკის საბუღალტრო წიგნი. მერილინ მონროც არასოდეს ყოფილა ლავეის საყვარელი. მეტიც, მას არასოდეს უმუშავია სტრიპტიზიორად იმ კლუბში, სადაც თითქოსდა ლავეიმ ის გაიცნო. ამას მოწმობს კლუბ "Mayan Burlesque Theatre" მფლობელი პოლ ვალენტინი. ლავეის არასოდეს უმუშავია ფოტოგრაფად სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტში. უკიდურეს შემთხვევაში, ამ დაწესებულების არქივებს მის შესახებ არავითარი ცნობები არ გააჩნიათ. მითია ისტორია იმის შესახებაც, რომ 1966 წელს ვალპურგის ღამეს ლავეიმ თითქოსდა გამოაცხადა "სატანის ეკლესიის" შექმნის შესახებ. რეალურად, ამ დროს ლავეი მუშაობდა, კითხულობდა ლექციებს ოკულტიზმზე, რასაც მისთვის მცირეოდენი შემოსავალი მოჰქონდა, და მისი წიგნების მომავალი გამომცემელი ედვარდ ვებერი ურჩევდა მას შეექმნა საკუთარი "ეკლესია", ჟურნალისტთა ყურადღების მისაქცევად. ამგვარად 1966 წლის ზაფხულს თავისი ლექციების განცხადებებში ლავეიმ "სატანის ეკლესიის მღვდელი" საკუთარ თავს პირველად უწოდა.

მითია იმის მტკიცებაც, რომ ლავეი იყო რომან პოლანსკის გახმაურებული ფილმის "როზმარის ბავშვის" ტექნიკური კონსულტანტი, თანაც თითქოსდა იქ მან ეშმაკის როლიც შეასრულა. რეალობაში, ამ ფილმის პროდიუსერების ვილიამ კასტლისა და ჯინა გუტოვსკაიას თქმით, ფილმს არავითარი "ტექნიკური კონსულტანტები" არ ჰყოლია. მეტიც, პოლანსკი და ლავეი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. ხოლო ეშმაკის როლი ფილმში შეასრულა სრულიად უცნობმა ახალგზრდა მოცეკვავემ. საერთოდ რა კავშირი გააჩნია ლავეის ფილმთან "როზმარის ბავშვი"? 1968 წელს, ამ ფილმის პრემიერაზე, სან ფრანცისკოში, კინოთეატრის ადმინისტრატორმა, სადაც ის უნდა ეჩვენებინათ, ლავეის სთხოვა ფილმის რეკლამირება, რაც ლავეიმ გააკეთა კიდეც.

ახლა რაც შეეხება ლავეის ცნობილ წიგნს "სატანური ბიბლია". 20-ე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს ამერიკაში სატანიზმისადმი ინტერესი დიდად გაიზარდა, და გამომცემლობამ "Avon Books" ლავეის შესთავაზა დაეწერა წიგნი, რომელიც მოცემულ თემას მიეძღვნებოდა. დაიდო ხელშეკრულება, მაგრამ ლავეი დათქმული ვადისთვის წიგნის დაწერას ვერ ასწრებდა, და მაშინ მან მიმართა პლაგიატს. მის "სატანურ ბიბლიაში" მთელი რიგი ადგილები აღებულია წიგნებიდან: "რაგნარ რედბირდის "ძალა კანონია" (Ragnar Redbeard, "Might is Right", Port Townsend: Loompanics (reprint), 1896), ალისტერ კროულის "ბუნიობა" (Equinox), ეინ რენდის "ატლასი მხრებს იჩეჩავს" (Atlas Shrugged). ლავეი მოკვდა არა 1997 წლის 31 დეკემბერს, ჰელოუინის ღამეს, როგორც მისი მიმდევრები ირწმუნებიან, არამედ 29 ოქტომბერს, როგორც ადასტურებს ამას გარდაცვალების მოწმობა №380278667, რომელსაც ხელი დოქტორმა ჯაილს მილერმა მოაწერა.

ახლა ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ლავეის რელიგიებთან. უპირველეს ყოვლისა, ის მიიჩნევდა, რომ "ყველა რელიგია საეჭვოა. არც ერთი მორალური დოგმა არ უნდა იქნეს მიღებული, არც ერთი ამკრძალავი კანონი არ უნდა გააღმერთონ. მორალურ კოდექსებში არ არსებობს თავდაპირველი სიწმიდე" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия). და ასეთი პოზიცია არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი აზრით "ადამიანი ყოველთვის თვითონ ქმნიდა ღმერთებს, და არა პირიქით" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Разыскивается бог – живым или мертвым). "ყველა სულიერი ხასიათის რელიგია ადამიანის გამოგონილია. სხვა არაფრით, თუ არა თავისი ხორციელი ტვინით, მან შექმნა ღმერთების მთელი სისტემა. ადამიანს აქვს ეს, მისი დაფარული "მე", და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ურიგდება მას, იძულებულია განკერძოვებულად წარმოიდგინოს იგი საკუთარ თავს გარეთ, როგორც ერთგვარი სულიერი ქმნილებაშ რომელსაც "ღმერთი" ეწოდება" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Бог, которому ты поклоняешься, может быть тобой).

ფაქტობრივად ლავეი უარყოფდა ყველა მსოფლიო რელიგიას, და ჭეშმარიტად მხოლოდ საკუთარს მიიჩნევდა. კერძოდ, ის წერდა: "აღმოსავლურმა მისტიკურმა სარწმუნოებებმა ადამიანებს ასწავლეს ჭიპისთვის საკუთარი თავის მიდება, თავზე დგომა, ცარიელი კედლებისთვის მიშტერება, ყოველდღიურობისგან გაქცევა და საკუთარი თავის შეზღუდვა მატერიალური სიამტკბილობის ყოველ გამოვლინებაში. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ალბათ გინახავთ მრავალი ე. წ. იოგა, რომელსაც ვერ დაუძლევია სიგარეტის მოწევის ჩვევა. ან "ამაღლებული" ბუდისტი, რომელიც ფრიად ღელავს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან შეხვედრისას, ზოგ შემთხვევაში კი საკუთარი სქესის წარმომადგენელთანაც. მაგრამ, როდეესაც მათ ეკითხებიან თავიანთი პირმოთნეობის შესახებ, ისინი ორაზროვნებაში ვარდებიან, რაც ასე ახასიათებს მათ რწმენას - არავის შეუძლია მათი განკითხვა, სანამ პირდაპირ პასუხს არ მიიღებს. თავისი არსით ეს უბრალოდ ფაქტია - ამ ტიპის ადამიანები, რომლებიც მიმართავენ სარწმუნოებას და აღიარებენ თავშეკავებას, ფარისევლობენ. მათი იძულებული მაზოხიზმი მათი რელიგიის არჩევანის მიზეზია, რომელიც არა თუ იცავს თვითუარყოფას, არამედ აქეზებს კიდევაც მას და აკკურთხებს თავის მორწმუნეებს თავიანთ მაზოხისტურ მოთხოვნილებებში. რაც უფრო მეტი დოზით ითმენენ ცუდ მოპყრობას, იმდენად "წმინდანები" ხდებიან" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Потворство… но не принуждение). ყველა რელიგიური ადამიანი, სატანისტების გამოკლებით, ლავეისთვის მაზოხისტია. მეტიც, სარწმუნოებისთვის მოწამეობა, როდესაც ადამიანები სიკვდილზეც კი მიდიან ღმრთისადმი ერთგულების გამო და არს სურთ მისი ღალატი, ლავეის მაზოხიზმის ერთ-ერთ ფორმად მიაჩნია. ის წერდა: "... საკუთარი სიცოცხლის მიცემა რაღაც პირადულისთვის, ისეთისთვის, როგორიცაა პოლიტიკური ან რელიგიური რწმენა, სხვა არაფერია, თუ არა მაზოხიზმის უმაღლესი გამოვლინება" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Жизнь после смерти через удовлетворения эго). განაკუთვნებდა თუ არა ლავეი თავის რწმენას "პირადის" კატეგორიას თუ არა, კითხვის ქვეშ რჩება. შეეძლო თუ არა მას მომკვდარიყო თავისი სარწმუნოებისთვის, ან საჭიროების შემთხვევაში შეეძლო თუ არა მისი უარყოფა? სხვათა შორის, თუ რელიგია აღიქმება როგორც ბიზნეს-პროექტი, მაშინ მართლაც, ასეთი რელიგიისთვის თავის გაწირვა სისულელეა.

"სატანის ბიბლიის" კითხვისას გაგიკვირდება როგორ ამახინჯებს და შეურაცხყოფს ლავეი ქრისტეანობას. თუმცა, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს არა მარტო ლავეის სურვილთან დააკნინოს ქრისტეანობა, არამედ "სატანის ბიბლიის" ავტორის ელემენტარულ უმეცრებასთანაც. ნებისმიერ შემთხვევაში, შევეცდებით აღვწეროთ ძირითადი ბრალდებები, რომელსაც ლავეი უყენებს ქრისტეანობას, არამედ მივცეთ მას საკუთარი შეფასებაც, ასევე გავარკვიოთ, რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდებანი. მაშ ასე, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ლავეის ქრისტეანობასთან?



ძნელი არ არის მიხვედრა, რომ ლავეის არ უყვარდა ქრისტეანობა. თავის წიგნში "სატანური ბიბლია", ქრისტეანობაზე თხრობისას ის იყენებს ხერხს, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ მებრძოლი ათეისტები ყოფილ საბჭოთა კავშირში (Ярославский Е. Библия для верующих и неверующих. М., Политическая литература. 1959), და რომლის არსი ქრისტეანობის პროფანაციაში, გროტესკულ ფორმაში მის წარმოდგენაში მდგომარეობს, რასაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ლავეის მიმდევართა უმეტესობას მწირი წარმოდგენა აქვთ ქრისტეანობაზე (ძირითადად ახალგაზრდობას), ეს ხერხი კარგად მუშაობს. თუმცა, ომი "ქარის წისქვილებთან" ყოველთვის პოპულარული საქმიანობა იყო მათთვის, ვინც ქრისტეანობის კრიტიკით გამოდიოდა. უკიდურეს შემთხვევაში, სექტანტური ლიტერატურის შესწავლისას, მუდმივად ვაწყდებით სხვადასხვა იდეოლოგთა აქტიურ ბრძოლას მათ მიერვე გამოგონილ "ქრისტიანობასთან" (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru). რაც შეეხება ლავეის, ის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეანებს პირმოთნეებად მიიჩნევდა. კერძოდ, მუსიკოსად "მუშაობის" დროს (მუშაობდა კი?!) უნახავს "... მამაკაცები, რომლებიც თვალებით ჭამდნენ კარნავალზე ნახევრად შიშველ მოცეკვავეებს", ხოლო კვირა დილით, როდესაც ის კარნავალის მეორე ბოლოს, "კარვის ევანგელისტებთან ორღანზე უკრავდა", ხედავდა იმავე მამაკაცებს თავიანთი ცოლ-შვილით, რომლებიც "ღმერთს ევედრებოდნენ განეწმინდა ისინი ხორციელი ცოდვებისგან. თუმცა, მომდევნო შაბათ საღამოს კვლავ კარნავალზე იყვნენ ან სხვა ადგილას (საინტერესოა, როგორ ახერხებდა ლავეი ერთდროულად კარნავალზეც და "სხვა ადგილზე" ყოფნასაც? - ავტ.), იკმაყოფილებდნენ თავიანთ მოთხოვნილებას.

"უკვე მაშინ ვიცოდიო, - წერს ლავეი, - რომ ქრისტეანული ეკლესია პირმოთნეობაზე ჰყვავის"
(ადამიანი, რომელსაც, არსებითად, არ გააჩნდა არავითარი ქრისტიანული აღზრდა და განათლება; რომელიც უშვებდა ძალზედ უხეშ ისტორიულ და საღვთისმეტყველო შეცდომებს ქრისტიანული სწავლა-მოძღვრებისა და ისტორიის გადმოცემაში, ასეთი განცხადებებით გამოდის. რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა თავდაჯერებულობა და სიბრიყვე? როგორ შეიძლება ლავეი იყო ქრისტიანობის მსაჯული? - ავტ. შენიშვნა), ხოლო "ადამიანური ბუნება მაინც პოულობს გამოსავალს, იმ ხრიკებისდა მიუხედავად, რომელთა დახმარებითაც მას სწვავს და შანთავს მას ნათელმოსილი რელიგია" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Предисловие издателей).

უნდა აღვნიშნოთ, რომ უპირველეს ყოვლისა პირმოთნეობა დაგმობილია თვით ქრისტეანთა მიერ. წმიდა წერილში ამისი დამადასტურებელი უამრავი მაგალითი გაგვაჩნია (იხ.: "მათე 6:2; 6:16; 15:7-9; მარკოზი 12:15 და ა. შ.). ადამიანის უძლურებაზე წერდა მოციქული პავლეც: "ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს" (რომ. 7:15). ასე, რომ ლავეის ახალი არაფერი აღმოუჩენია, და ის, რომ ადამიანი უძლურია, ქრისტეანთათვის კარგად ცნობილი ჭეშმარიტებაა. თუ ადამიანი უძლურია, გონივრული ხომ არ იქნება მიანიშნო მას გზა, რომელზეც ის უფრო გაძლიერდება? ვნებებთან ბრძოლა ძალზედ მძიმეა, და ყველა როდი აღწევს უვნებობის მწვერვალს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მაინც ამის გაკეთებას, და ესენი სწორედ ქრისტეანები არიან.

მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებიც უბრალოდ თავიანთი ვნებების "დინებას მიჰყვებიან", და ამასთან თავს ერთგვარ რჩეულებად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ლავეის ფილოსოფია - ეს უძლური ადამიანების ფილოსოფიაა. ცოდნა შრომითა და ღვაწლით მიიღწევა, სპორტშიც კი რაიმე მიღწევისთვის დიდი შრომაა საჭირო. საკუთარ თავზე მუშაობა - ეს დიდი შრომაა, დიდი ღვაწლია. ლავეი, არსებითად, თავის მიმდევრებს საკუთარი ვნებების "დინების მიჰოლას" ურჩევს. ლავეის გზა - ეს ვნებათა მონის გზაა. გზა, რომელიც ადამიანს პირუტყვად, ბიოლოგიურ მანქანად აქცევს. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ლავეისთვის ადამიანი ხომ უბრალო "პირუტყვია". მაშ სად არის აქ თავისუფლება? იმაში, რომ ისინი თავიან პირუტყვულ ჟინს იკმაყოფილებენ? ასე, "ბუნებრივი მოთხოვნილებებით", ინსტინტქებით ცხოვრობენ ძროხებიც, სწორედ იმიტომ არიანი ისინი ძროხები. მაშასადამე სატანიზმის გზა - უძლური ადამიანების გზაა, რომელთაც ძალა არ ჰყოფნით საკუთარი ინსტინქტების მოსათოკად და, რომლებიც "სატანური ბიბლიის" მსგავს სხვადასხვა წიგნებში გადმოცემული იდეოლოგიის მეშვეობით ცდილობენ გაამართლონ საკუთარი უძლურება.

"სატანურ ბიბლიაში" ნათქვამია, რომ: "... ეკლესიებმა თავიანთი სწავლება დააფუძნეს სულის თაყვანისცემას და უარყვეს ხორცი და ინტელექტი. ხოლო მან (ლავეიმ - ავტ.) შეიგნო ეკლესიის (იგულისხმება სატანური ეკლესიის - მთარგმნ.) დაფუძნების აუცილებლობა, რომელიც ადამიანის ინტელექტსა და ხორციელ მოთხოვნილებებს კვლავ აიყვანდა თაყვანისცემის ობიექტის რანგში აიყვანდა" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Предисловие Бартона Вулфа).

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მტკიცებულება სიცრუეა. ლავეის უფრო ყურადღებით რომ შეესწავლა ბიბლია (54), შეიტყობდა, რომ ის სულ სხვა რამეს ასწავლის, კერძოდ მასში ნათქვამია: " თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან, წორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან, ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ, რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია" (იგავნი 2:10-14).

მეტიც, ქრისტეანობა უარყოფს ბრმა რწმენას, მოციქული პავლე მოუწოდებდა ყველაფერი გამოეკვლიათ და მიჰყოლოდნენ იმას, რაც უკეთესია (1 თესალონიკ. 5:21). ხოლო ხორცის უარყოფა დამახასიათებელია არა ქრისტეანთათვის, არამედ მანიქეველთათვის
(6), რომელთაც ქრისტეანობა დაუღალავად ებრძოდა. მანიქველები მატერიას ბოროტ საწყისად მიიჩნევდნენ, რომელსაც ებრძოდნენ, კერძოდ, ხორცის მოკვდინებით. ხოლო ქრისტეანები, პირიქით, უარყოფდნენ ასეთ იდეას, როგორც იმის მტკიცებულებას, რომ მატერია თითქოსდა ბოროტია. როგორ შეიძლება მატერია იყოს ბოროტი, თუკი მისით ღმერთი შეიმოსა? (56). მატერია ღმერთმა შექმნა, ხოლოდ ღმერთს ბოროტი არაფერი შეუქმნია (დაბ. 1:31).

______________

6.
მანიქეველობა -
ეს არის რელიგია, რომელიც აღმოცენდა III ს.-ის სპარსეთში და იქიდან გავრცელდა მრავალ ქვეყანაში. მისი დამფუძნებელია ნახევრადლეგენდარული მქადაგებელი მანესი (216-277). მანიქეველობა წარმოადგენდა ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის სინთეზს. ქრისტიანობიდან მან აიღო მესიანობის იდეა: მანესი ნათლის ზეციური სამყაროს წარმომადგენლად მიაჩნდათ. ხოლო მანიქეველობის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ზოროასტრული დუალიზმი, ყოფიერების ორი სუბსტანციონალური საწყისის აღიარება - ურთიერთდაპირისპირებული ნათლის, სიკეთისა და სულის სამყარო და ბნელეთის, ბოროტებისა და მატერიის სამყარო. პირველში (ანუ ნათლის სამყაროში) მეუფებს ღმერთი, ხოლო მეორეში - ეშმაკი. ამ ორი სამეფოს ურთიერთბრძოლა დამთავრდება კატასტროფით, რომლის შედეგადაც მატერია დაიღუპება, ხოლო სული გათავისუფლდება. სამყარო, მანიქეველური წარმოდგენების მიხედვით, ბოროტების განსახიერებაა.

______________


ქრისტიანობაში ასკეტური პრაქტიკის მიზანი ხორცთან ბრძოლა კი არ არის მისი განადგურების მიზნით, ეს თვითმკვლელობა და მიუტევებელი ცოდვა იქნებოდა, არამედ ვნებათა მოსათოკად, ხორცზე კონტროლის დამყარების მიზნით, რაც სულაც არ არის ერთი და იგივე.

არ მოსწონდა ლავეის სინანულის ქრისტიანული საიდუმლოც. კერძოდ, ის წერდა: "... ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრებაც ისე იცხოვროს, რომ არ მისდევდეს თავისი სარწმუნოების კანონებს, უკანასკნელ წუთს მაინც აქვს უფლება, ვინმე გააგზავნის მღვდელთან და სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ შეინანოს. მღვდელიც იმწამსვე მოირბენს და ღმერთთან საქმეს "ჩააწყობს", რათა მოუპოვოს მონანულს ცათა სასუფეველის საშვი..." (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Разыскивается бог – живым или мертвым).

მართლაც, ქრისტიანობა ადასტურებს ღმრთის უსაზღვრო სიყვარულს ადამიანისადმი. ღმერთი იმგვარი მსაჯლუი როდია, რომელიც მოქმედებს ფორმალური სჯულმდებლობის მიხედვით, არამედ აღმატებულია მასზე, რადგან თვითონვეა სჯულმდებელი! ამასთან მოწყალებას ის ფორმალურ სამართლიანობაზე მაღლა აყენებს. ეს ჩანს იგავიდან მევენახეთა შესახებ (მათე 20:1-15). ღმერთი უყურებს არა იმას, რა სამაგიერო მიუზღას ადამიანს მის მიერ ჩადენილი ბოროტებისთვის, არამედ იმას, თუ ვინ არის თვით ადამიანი. განსჯის არა ფორმის, არამედ თვით ადამიანის არსის მიხედვით. რაც შეეხება სინანულის საიდუმლოს, ლავეი მასაც დამახინჯებული სახით წარმოაჩენს.

სინანული მაგიური რიტუალი როდია, რომლის შედეგადაც ადამიანს ავტომატურად ეხსნებოდეს ცოდვები, და ის მექანიკურად ხვდებოდეს სამოთხეში. ვინც ასე ასწავლის, ის ამახინჯებს ქრისტიანულ სწავლებას. უკიდურეს შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესია ამ საიდუმლოს ასე არ აღიქვამს. სინანულის საიდუმლო უფრო ღრმაა, ვიდრე მაგიური აქტი, რომელსაც მიჩვეული იყო ანტონ ლავეი. ქრისტეანი ინანიებს არა მღვდლის, არამედ უპირველეს ყოვლისა ღმრთის წინაშე, მღვდელი მხოლოდ მოწმეა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მღვდელი კი არ მიუტევებს ცოდვებს, არამედ ღმერთი. მღვდელი მხოლოდ ევედრება ღმერთს მიტევებას, მაგრამ თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანს არა აქვს გულწრფელი სინანული (ხოლო სინანული, უპირველეს ყოვლისა, სწორედ გონების შეცვლაა, მზადყოფნაა სრულიად გამორიცხო ცოდვა შენი ცხოვრებიდან), რომ ადამიანი სულაც არ შეცვლილა შინაგანად, არავითარი ავტომატური მიტევება ცოდვათა არ მოხდება, და არც სამოთხეში მოხვდება ასეთი ადამიანი, სინანულის რამდენი საიდუმლოც გინდა ჩაიტაროს მან თავის ცხოვრებაში (Шиманский Г.И. Литургика. М., Изд. Сретенского монастыря. 2003.С.54-55).

ძალზედ თავისებურად ესმოდა ლავეის "პირველდაწყებითი ცოდვა"
. კერძოდ ის წერდა: "კაცობრიობის გამრავლების პროცესი რომ დაეზღვია, ბუნებამ ლტოლვა მეორე უძლიერეს ინსტინტად უბოძა ადამიანს თვითშენარჩუნების ინსტინქტის შემდეგ. ამის შეგნების მიუხედავად, ქრისტიანულმა ეკლესიამ სიძვას "პირველდაწყებითი ცოდვა" უწოდა. ამგვარად, გამოდის, რომ ცოდვას ვერავინ აიცილებს თავიდან, რადგან თვით ჩვენი არსებობის ფაქტი პირველდაწყებითი ცოდვის შედეგია" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Нет на земле человека полностью лишенного украшений).

უნდა აღინიშნოს, რომ ლავეის განცხადება წარმოადგენს აშკარა სისულელეს. სამწუხაროდ, მის ნაშრომში არ წყაროების არ არსებობს და გაუგებარია, თვითონ მოიფიქრა მან ის, რაც დაწერა ქრისტიანობაზე, თუ სადღაც სექტანტურ ლიტერატურაში ამოკრიბა, რომელიც ამერიკაში ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცით, არც მართლმადიდებელნი, არც რომაელ-კათოლიკენი და არც პროტესტანტები (უკიდურეს შემთხვევაში ლუთერანები მაინც), "პირველდაწყებით ცოდვას" არ აიგივებენ სექსთან.

სექსი თავისთავად სულაც არ არის ცოდვა, მეტიც, ღმერთმა ის აკურთხა ქორწინების საიდუმლოში (დაბ. 1:28). ხოლო სიძვა არის საყვარელი ადამიანის ღალატი. მეძავი და მრუში საკუთარ თავს განაშორებს საყვარელ ადამიანთან სულიერი ერთობისგან (მათე 19:6), და მით იუქმებს სულიერი ზრდის შესაძლებლობას, დგება დეგრადაციის გზაზე. ქრისტიანობაში ოჯახს მცირე ეკლესიად მიიჩნევენ. როგორც იესუ ქრისტე გაერთიანებულია თავის ეკლესიასთან და მის თავს წარმოადგენს, ასევე ქმარი და ცოლიც ერთიანნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან. ეს სულიერი ერთობა ურთიერთაღავსებს მეუღლეებს, გადაჰყავს ისინი ახალ სულიერ დონეზე, რომელიც იკარგება სიძვა-მრუშობის მიერ.

მაგრამ კვლავ, სიძვა და "პირველდაწყებითი ცოდვა" - მაინც ერთი და იგივე როდია, სიძვა "პირველდაწყებითი ცოდვის" შედეგია, და არა მისი ტოლფარდი მოვლენა. რაც შეეხება თვით "პირველდაწყებით ცოდვას", ის მდგომარეობს ღმრთის უარყოფაში, სურვილში არაკანონიერი მაგიური გზით "განღმრთობაში" ღმრთის გარეშე, სურვილში მიაღწიო ამას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე და, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი ძალისხმევის გარეშე. ადამიანებში "პირველდაწყებითი ცოდვა" ვლინდება ცოდვილ მიდრეკილებებში. "პირველდაწყებითი ცოდვის" ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა ლავეის იდეოლოგია, რომელშიც, როგორც თვითონვე აღიარებდა, მთავარია არა სექსი, არამედ საკუთარი ეგოსადმი მსახურება. ასე, რომ "პირველდაწყებითი ცოდვის" პრობლემა სექსში კი არ არის, არამედ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში, სადაც ადამიანი განუდგა ღმერთს (Иерей О. Давыденков. Догматическое богословие. М. ПСТГУ. 2006.С.238-239).

უცნაურად ესმის ლავეის ქრისტეანული სწავლება სიკვდილისშემდგომ მდგომარეობაზეც. ის წერდა: "თუკი ბუნებრივ ინსტინქტებს ადამიანი ცოდვაში შეჰყავთ, მაშინ ყველა ადამიანი ცოდვილი ყოფილა; ხოლო ცოდვილები ხვდებიან ჯოჯოხეთში. მაშ, თუკი ყველა ჩვენგანი ჯოჯოხეთში ხვდება, მაშინ იქ ჩვენს მეგობრებსაც შევხვდებით. სამოთხე მეტად უცნაური არსებებით დასახლებული უნდა იყოს, რაკიღა ყველაფერი, რის გამოც ისინი აქ ქრისტიანულ მოღვაწეობას ეწეოდნენ, - თურმე ისეთ ადგილას მოხვედრა ყოფილა, სადაც არფაზე ჩხაკუნს მარადიულად შეძლებდნენ" (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Нет на земле человека полностью лишенного украшений).

უნდა შევნიშნოთ, რომ ადამიანის "ბუნებრივ ინსტინტქებს" ადამიანის არც სამოთხეში მიყვანა ძალუძთ და არც ჯოჯოხეთში. იქ მიჰყავს ცოდვილი მიდრეკილებების ან არსებობას ან არარსებობას, ანუ "არაბუნებრივ ინსტინქტებს". ცოდვა ღმრთის უარყოფაა, ეს არის სწორედ არაბუნებრივი მისწრაფება, და ის ნამდვილად აისახება ყოველი ადამიანის სიკვდილისშემდგომ მდგომარეობაზე. ხოლო "არფაზე ჩხაკუნს" ქრისტიანები არ გეგმავენ, ასევე ჯოჯოხეთი არ წარმოუდგენიათ ეშმაკებით დასახლებულ ადგილად, სადაც ისინი ტაფებს ახურებენ.

სამოხთე ადამიანის ღმერთთან თანამყოფობის სულიერი მდგომარეობაა, მაგრამ ეს არ არის რაღაც სიზმარი ან სრული უმოქმედობის მდგომარეობა, ან მითუმეტეს "არფაზე ჩხაკუნი", არა, პირიქით, ეს არის ღმრთის შემეცნების მიერ სულიერი ზრდის მარადიული პროცესი, ღმერთთან მარადიული ურთიერთობა (Иерей О. Давыденков. Догматическое богословие. М. ПСТГУ. 2006.С. 409-410).

რაც შეეხება ჯოჯოხეთს, ეს არის ადგილი, რომელიც მოკლებულია ნათელს, ადგილი, სადაც არ არის ღმერთი (თუმცა, შესაძლებელია კი საერთოდ ასეთი ადგილი?!) (აქ უფრო ღმრთის მადლმოსილი მყოფობა იგულისხმება. ანუ ღმერთი ჯოჯოხეთში არის თავის ბუნებით, რადგან ის ყველგანმყოფია, მაგრამ არ არის მადლით - მთარგმნ.). ნებისმიერ შემთხვევაში, ჯოჯოხეთი - ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი თავის მოწყალებით შესაძლებლობას აძლევს იყონ მთ, ვისაც მის გარეშე ყოფნა სურს და აძლევს შესაძლებლობა განახორციელოს ეს ოცნება პრაქტიკაში. ჯოჯოხეთი - ეს არის ადგილი, სადაც არ იქნება სიმშვიდე, სადაც ადამიანს დატანჯავენ დაუკმაყოფილებელი ვნებები, რომელთა განვითარებისკენაც ასე აქეზებს მათ ანტონ ლავეი. ვნების დაკმაყოფილება შეიძლება, სანამ არსებობს სხეული, მაგრამ თუ ის არ არსებობს - მისი დაკმაყოფილება იქნება შეუძლებელი, ხოლო ვნება ფიზიკური სხეულის მოკვდინებასთან ერთად როდი კვდება. ჯოჯოხეთი, რომელშიც მოხვდებიან ლავეის მოწაფეები, მათშივეა, თუმცა მათ ჯერ ეს არ ესმით. მთლიანობაში ქრისტიანობა თავის მიზნად არ ისახავს დახატოს სამოთხისა და ჯოჯოხეთის სურათები, ის უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ზნეობრივი სრულყოფილების საკითხს. ხოლო სად, რა და როგორ იქნება ვნახავთ მაშინ, როდესაც იქ მოვხვდებით.



ქრისტეანობის დამფუძნებლებს ლავეი ადანაშაულებდა იმაში, რომ ისინი ადამიანების ღმრთის შიშს უნერგავენო, კერძოდ, ის წერდა: "პირმოთნე წინასწარმეტყველებმა ადამიანებს სატანის შიში შთააგონეს. მაგრამ მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა "ღმრთისმოშიშება"? თუ ღმერთი ესოდენ მოწყალეა, მაშინ რატომ უნდა ეშინოდეთ მისი ადამიანებს? (Антон Шандор Лавей. Сатанинская библия. Гл. Ад, Дьявол и как продать свою душу).

მართლაც, ბიბლიაში გამოიყენება ტერმინი "ღვთისმოშიშება". მაგალითად, ღვთისმოშიშად იწოდებოდა იობი (იობი 1:1). ღვთისმოშიშებისკენ მოუწოდებდა ქრისტეანთ მოციქული პეტრეც (1 პეტრე 3,:2). მაგრამ ქრისტიანთა ღვთისმოშიშება - ეს ლავეის "ღვთისმოშიშება" კი არ არის, როდესაც ღმერთი წარმოდგენილი გყავს, როგორც ყოველგვარი ტანჯვა-წამების წყარო. ქრისტიანობა ამ ცნებაში დებს სხვა აზრს. როგორც წმიდა წერილი ასწავლის: "... ღმერთი სიყვარულ არს" (1 იოანე 4:8). ხოლო ღვთისმოშიშება - ეს არის შიში იმისა ტკივილი არ მიაყენო იმას, ვინც გიყვარს. ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს სრულყოფილი სიყვარულისკენ, ხოლო "სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში" (1 იოანე 4:18). ასე, რომ ტერმინი ტერმინი "ღვთისმოშიშება" განმარტებული ანტონ ლავეის მიერ არაკორექტულია. შეიძლებოდა კიდევ გაგვეგრძელებინა ბრალდებების განხილვა, რომელსაც ლავეი აყენებს ქრისტიანობის წინააღმდეგ, მაგრამ, ჩემის აზრით, მოტანილი მასალაც საკმარისია, რათა გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ ლავეი ცუდად იცნობდა ქრისტეანობას.

სანამ ჩვენს წინამდებარე ნაშრომს დავასრულებდეთ, რამოდენიმე სიტყვით გვსურს ვთქვათ სატანის ქრისტეანულ გაგებაზე, და მასთან კონტაქტის შედეგებზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სატანა არის დაცემული ანგელოზი, სული, რომელიც პიროვნებაა. ის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ანგელოზები, შექმნილ იყო ღმრთის "ხატად", მაგრამ გაამპარტავნდა და ისურვა ღმერთად გახდომა ღმრთის გარეშე. მაგრამ რადგან ღმერთია ყოველგვარი სიცოცხლის წყარო, უარყო რა ღმერთი, სატანა სიკვდილის მამა გახდა, რამეთუ საკუთარ თავში მას არ გააჩნია წყარო სიცოცხლისა.

მისი ლტოლვა გაღმერთებისკენ არ გამართლდა, მან ფიასკო განიცადა, თუმცა მისი მედიდურობა შესაძლებლობას არ აძლევს მას ეს აღიაროს. როგორც ყველა ამპარტავანი, ისიც საკუთარი პრობლემების წყროს ეძებს არა საკუთარ თავში, არამედ გარშემომყოფებში, და თუკი გზა განღმრთობისკენ (მცდელობა ზნეობრივად ემსგავსო უფალს და ამით გახდა თანაშემოქმედი ღმრთისა) სატანისა და მისი მსახურებისთვის დახურულია, ღიაა ის მათთვის ვისაც ზნეობრივი სრულყოფა შეუძლია, ანუ ადამიანთათვის. ამიტომაც სატანისა და მის მსახურთა მთელი ძირითადი საქმიანობა, ადამიანის შექმნის დღიდან მომდინარე, მდგომარეობს იმაში, რათა ხელი შეუშალოს კაცთა მოდგმას სულიერად ამაღლდეს და მიაღწიოს ღმრთისშემეცნებას, ზნეობრივ სრულყოფას, ამისთვის კი სატანა აცთუნებს ადამიანებს იმ გზაზე, რომელზეც თვითონ ნებაყოფლობით შედგნენ. ასე ცდილობენ დაცემული ანგელოზები გააღვივონ ადამიანებში ამპარტავნება, უბიძგონ მათ ღმრთის წინააღმდეგობისკენ. წმიდა წერილში სატანის ეს საქმიანობა ასახულია იგავში მთესველის შესახებ (მათე 1:24-30). ეს ყველაფერი სატანისა და მის მსახურთათვის ძალიან ცუდად დამთავრდება (См.: Иерей О. Давыденков. Догматическое богословие. М. ПСТГУ. 2006).

ჯოჯოხეთში ის პირისპირ დარჩება თავის ბრიყვ თაყვანისმცემლებთან ერთად, რომელთაც ძალზედ ბევრი დრო ექნებათ იფიქრონ იმის შესახებ, როგორი უდიდესი სისულელე ჩაიდინეს მათ, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ და სატანიზმის გზაზე შედგნენ.

ამრიგად, შევაჯამოთ ჩვენი მცირედი გამოკვლევა და ვიკითხოთ, რა შეიძლება ითქვას ანტონ ლავეისა და მისი "სატანური ბიბლიის" შესახებ? მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ რამოდენიმე მომენტს. უპირველეს ყოვლისა, ვიკითხოთ, რატომ გამოიყენა ლავეიმ თავისი წიგნის სახელწოდებად სიტყვა "ბიბლია"? რატომ უწოდა მან თავის ორგანიზაციას "ეკლესია" და დაიწყო მღვდელმსახურთა ტანისამოსის ტარება? ძნელი არ არის მიხვდე, რომ ეს გაკეთებულია მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების, უპირველეს ყოვლისა - პრესის ყურადღების მისაქცევად. ლავეი ელტვის ბანალურ რეკლამას. მთელი შოუ-ბიზნესი ამგვარ ხრიკებზეა აგებული. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია გავიხსენოთ ლუიზა ჩიკონე, რომელმაც ფსევდონიმად აიღო სახელი "მადონა". ლავეიც იქცევა არა როგორც ის კაცი, რომელიც მართლაც რაღაც საიდუმლოსაა ნაზიარები, არამედ როგორც შოუმენი. საიდან იღებს ის თავის "გამოცხადებას"? ღმრთისგან? - არა! სატანისგან? - არა! ის ხომ სატანასაც უარყოფს, როგორც სულს, როგორც პიროვნებას. ასე, რომ "სატანური ბიბლიის" წყარო, - თვით ლავეია, რა თქმა უნდა, თუ მან არ მიმართა პლაგიატს და როგორც აბრალებდნენ, საკუთარი ნაშრომი სხვადასხვა უკვე მითითებული შრომებიდან არ შეაკოწიწა.

არსებობს თუ არა ლავეის ნდობის რაიმე წანამძღვარი? იქნებ მას კარგი განათლება ჰქონდა? არა! იქნებ ის პრეტენზიას აცხადებდა ყოფილიყო რომელიმე საიდუმლო ტრადიციის მიმდევარი? - ასევე არა! ის იყო ადამიანი, რომელიც გაჟღენთილი გახლდატ ოკულტური ლიტერატურით, რომელიც ამქვეყნად უამრავია. კიდევ უნდა დავამატოთ, რომ მან საკუთარ თავს ნება მისცა ეწერა ისეთ საგნებზე, რომელიც მისთვის სრულიად უცნობია, მაგალითად, ქრისტეანობაზე. ფაქტობრივად, თავის "სატანურ ბიბლიაში" მან მხოლოდ მის მიერ ბიბლიაზე და ქრისტეანობაზე შეთხზული ზღაპრები წარმოადგინა.

რას იძლევა ახალს "სატანური ბიბლია"? რა მისცა მან მსოფლიოს? განსაკუთრებული არაფერი, მხოლოდ ჰედონიზმისა და ნიჰილიზმის იდეები, რომლებიც ლავეიმდე ისედაც კარგად იყო ცნობილი. არსებითად, ის იყო სხვათა იდეების კომპილატორი, ყველაზე დიდი, რაც მან თავისი მიიტანა "სატანის ბიბლიაში" გახლავთ მხოლოდ ის, რომ სხვისი იდეები გაახვია სკანდალურ "გარსში". არავითარი ახალი ფილოსოფიური იდეა მის წიგნში არ არის. რომ არა მისი წიგნისა და მისი ორგანიზაციის ხმაურიანი სახელწოდებები, ახლა ლავეის შესახებ არც არავის ეცოდინებოდა.

რატომ მოიპოვა ლავეიმ ესოდენი პოპულარობა მრავალ ადამიანთა შორის და ისიც დასავლეთის საზოგადოებაში? აქტიურ რეკლამას თუ გამოვრიცხავთ, რომელსაც ის მასმედიას უნდა უმადლოდეს, ჩვენის აზრით, ამისთვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ-ერთი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სატანისტები ხდებიან ქრისტიანობის წინააღმდეგ პროტესტის გამო, მათ სატანის "სიყვარული" იმდენად არ აერთიანებთ, რამდენადაც ქრისტესადმი სიძულვილი. მეორეც, მრავალს აცთუნებს ყოვლისდამშვებლობა, რომელსაც ლავეი ქადაგებს, მათ სორის სექსუალურიც. მესამე, მრავალ იქ ან უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ან კიდევ მძაფრი შეგრძნებების საძიებლად მიდის. თუმცა, შესაძლოა ლავეის პოპულარობის სხვა მიზეზებიც არსებობდეს. ჩვენი აზრით, ლავეი წააგავს კულტურის პროდუქტს, რომლისგანაც განდევნეს ღმერთი. ლავეის დასავლურ კულტურაში შეაქვს "სიმძაფრე", რათა ცოტა ნერვები აუშალოს ობივატელებს, რის გამოც ის ხშირად იყო ჟურნალისტური სტატიების მთავარი პერსონაჟი. მასმედიისთვის ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ეპატაჟურობით შესაძლებლობა მისცა მათ გაეზარდათ გაზეთთა ტირაჟები.

ლავეის ძირითადი მავნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი წიგნები რყვნიან ადამიანებს, რადგან ავითარებს მათში ეგოიზმს, მიჰყავს ის სხვა ადამიანთაგან ფსიქოლოგიურ იზოლაციაში, განაშორებს ღმერთს. რაც შეეხება ადამიანებს, რომელთა წინაშეც დგას არჩევანი, მიიღონ თუ უარყონ ლავეი, როგორც სულიერი წინამძღვარი, ჩვენ ვურჩევდით ძლიერ დაფიქრებულიყვნენ მანამ, სანამ თუნდაც ნაბიჯს გადადგამდნენ ლავეის ცხოვრებისეული პრინციპებისკენ.

სტატიის დასრულება გვსურს წმიდა წერილის სიტყვებით: "დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი" (იოანე 12:40).

წყარო: მასალა აღებულია საიტიდან http://unrel.org/index.php/ro/populyarnoe/navigatsiya/biblioteka/pitanov-vyu-blesk-i-nischeta-sataninskoy-bi blii-laveya.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню