რელიგია - ყაჩაღები და გარყვნილები წმიდა საყდარზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ყაჩაღები და გარყვნილები წმიდა საყდარზე

რომის პაპი

დღეს რომის საყდარზე მშვიდი და ღვთისმოსავი მოხუცები ინიშნებიან, მაგრამ ასე როდი იყო ყოველთვის. შუასაუკუნეებსი რომის პაპები პირატებს, ყაჩაღებსა და გარყვილებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე მღვდელმსახურებას. ვნახოთ, რითი გაითქვეს სახელი ყველაზე აღვირახსნილმა პონტიფიკოსებმა.

ჯოვანო ბოკაჩიოს "დეკამერონის" ერთ-ერთ ნოველაში ლაპარაკია თუ როგორ ეწვია ებრაელი აბრაამი რომს, სადაც მან ლამის ყველა ამქვეყნიური ცოდვის ზეობა იხილა და ნახა, რომ ამ ამაზრზენ უხამსობას მეთაურობდნენ ხარბი კარდინალები და მღვდლები თვით რომის პაპის მეთაურობით. ამგვარი ჭკუისსასწავლი მოგზაურობის შემდეგ აბრაამმა ქრისტიანობა მიიღო იმ ლოგიკით, რომ თუკი ქრისტიანობა არ კვდება, არამედ, პირიქით, სამღვდელოების მონდომებით ფართოვდება კიდეც, ეს მართლაც ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ყოფილა. დაახლოებით ასე ამართლებენ პაპიზმის ბნელ დროებას თანამედროვე კათოლიკე ღვთისმეტყველები: "რაკიღა ყველა იმ სისხლიანი არეულობებისა და ორგიების შემდეგ, რაც კი პაპის საყდარზე ხდებოდა, ჩვენ კიდევ პოპულარულები ვართ, მაშასადამე სულიწმიდა ჩვენს მხარეს ყოფილაო".


ეშმაკი საყდარზე




იოანე XII პაპი იყო 955-დან 963 წლამდე. ის მიიჩნევა ყველაზე გარყვნილ პაპად ყველა პაპს შორის. მის დროს კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი უკიდურესად დაეცა. იოანე ყველაზე ახალგაზრდა პაპი გახლდათ - ის აღსაყდრდა 18 წლისა. ასეთ ნორჩ ასაკში იოანეს წმიდა წერილზე მეტად ლამაზი ქალები იზიდავდა. თანამედროვეთა მოწმობით, იოანეს დროს პაპის რეზიდენცია ნამდვილ ბორდელად გადაიქცა. შეიძლბა ითქვას, რომ გარყვნილმა პაპმა თავისი საძინებელი წმიდა ადგილთა სიაში ჩართო მომლოცველთათვის. ახალგაზრდა პაპს უყვარდა დალევა და, როგორც ამბობენ, სვამდა სატანის სადღეგრძელოს.

უარს არ ამბობდა პაპი არც აზარტულ თამაშებზე, რომლის დროსაც ხელის გამართვას წარმართ ღმერთებს სთხოვდა. მან ადვილად მოიცილა კონკურენტები, იღებდა და აძლევდა ქრთამს, ხოლო მოკვდა სექსუალური აქტის დროს, როგორც ფიქრობენ, ან აპოპლექსიური ან მის მიერ ცთუნებული ქალბატონის ქმრის დარტყმისგან. ზოგიერთი ამბობს, რომ იოანე XII სექსუალური თავგადასავლები და სატანისადმი სიყვარული ძლიერ გადაჭარბებულია. შესაძლოა მას ჩირქი მოსცხეს პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ინგლისელი მეფის რიჩარდ III-ის შემთხვევაში.


ცისფერი პაპი




პავლე II პაპი იყო XV საუკუნეში. მას სურდა სახელად შერქმეოდა ფორმოზ II, რადგან ფორმოზი ნიშნავს "ლამაზს", მაგრამ რატომღაც ამისი უფლება არ მისცეს. "ლამაზი" პაპი დრო და დრო საჯარო გამოსვლების წინ თავს ილამაზებდა, უყვარდა მდიდრული და მკაფიო ფერის ტანისამოსი, თავისი ტიარა მორთო რუბინებითა და ბრილიანტებით, მოკლედ, ნამდვილი "ცისფერი დედოფალივით " გამოიყურებოდა.

წარმოიდგინეთ "ბეტმენის" პინგვინივით დიდცხვირა მსუქანა, თავისი შეფაკლული ლოყებითა და ძვირფასი თვლებით მორთულ ფერად პაპისტურ ტანისამოსში. პავლე II ცნობილი იყო თავისი ქალურობით. ის სარკის წინ კეკლუცობას უფრო მეტ დროს ანდომებდა, ვიდრე ლოცვას, რისთვისაც მიიღო კიდეც ზედწოდება "მოწყალების ქალბატონი".

ამბობენ, რომ  პავლე II ითხოვდა სხვადასხვა ბრალდებების მომიზეზებით დაეპატიმრებინათ ლამაზი ყმაწვილები და მამაკაცები, შემდეგ კი გადაეგზავნათ ისინი საპატიმროში, სადაც პირადად აწარმოებდა "დამნაშავეთა" დაკითხვას.

ქალური პაპი როგორც ამბობენ ნესვით მოიწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ზოგიერთის თქმით კი გულის შეტევით, რომელიც მან საკმაოდ აღბორგებულ პაჟთან დაუოკებელი სქესობრივი აქტის დროს მიიღო.



"სატანის აფთიაქარი"



კარიკატურა გამოხატავს რომის პაპ ალექსანდრე VI (ერში როდრიგო ბორჯია). თანამედროვენი მას "გარყვნილების ურჩხულსაც" უწოდებდნენ. ამბობენ, რომ ის იწვა თავის ქალიშვილ ლუკრეციასთან და მისგან ორი შვილიც შეეძინა. ბორჯიას დროს ძალიან გავრცელებული იყო ნათლიმამობა. რომში ყველა უმაღლესი პოსტი მის შვილებს, საყვარლებს, ნაბუშრებს და სხვა ნათესავებს ეპყრათ. როდრიგომ ასევე კარგად აითვისა საწამლავები, რის გამოც "სატანის აფთიაქარი" შეარქვეს.

ამ საწამლავებით ალექსანდრე VI და მისი ქილერი შვილი ჩეზარე  გზიდან იცილებდნენ ყველას ვისი მოცილებაც კი შეეძლოთ. გავრცელდა ხმები, რომ ალექსანდრე VI თვითონვე გახდა თავისი საწამლავის მსხვერპლი, როდესაც შემთხვევით დალია მოწამლული ღვინო, მორიგი მსხვერპლისთვის რომ ჰქონდა შემზადებული. სხვათა შორის, ლუკრეცია, ალექსანდრეს შვილი, ძმასთანაც წვებოდა და ეხმარებოდა მას თავისი მამის მაფიოზური საქმეების გარჩევებში.


პირატი ტიარში



იოანე XXIII ანუ ბალთაზარ კოსა სანამ პაპი გახდებოდა მრისხანე პირატი გახლდათ. ბალთაზარი, თავის უფროს ძმასთან ერთად, 13 წლის ასაკიდან მოყოლებული ძარცვავდა გემებს და ჰკლავდა მეზღვაურებს. უეცრად კოსამ პირატის კამზოლი პაპის სამოსელზე გაცვალა, ხოლო რომი - კაჰორზე
(საეკლესიო ღვინო - რედ.) და ბოლონის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ დროისთვის, თავისი ყაჩაღობის წყალობით დიდი ქონებაც დაუგროვდა და, როგორც კი სასულიერო ხარისხი მიიღო, თავისი ბიზნესის მასშტაბირებაც გადაწყვიტა.

გზა პაპის საყდრამდე ეკლიანი და ხიფათით სავსე აღმოჩნდა. ბალთაზარი ჯერ უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, რადგან თავის პირატულ ცხოვრებას უნივერსიტეტის კედლებშიც აგრძელებდა, შემდეგ ძლივს გადაურჩა ინკვიზიციის კოცონს, რომლის მერეც კვლავ გემების ძარცვას მიჰყო ხელი და ბოლოს, ნაცნობების დახმარებით პაპ ბონიფანტე IX-ის თანაშემწედ დაინიშნა.

ბალთაზარისთვის თითქმის არაფერი შეცვლილა, ის აგრძელებდა ძარცვასა და ძალადობას, ოღონდ პირატული შავი დროშა მასზე გამოსახული თავის ქალითა და ძვლებით წმიდა საყდრის ბაირაღებით შეიცვალა. ბონიფანტეს გარდაცვალების შემდეგ, ბალთაზარი გახდა ანტიპაპი. განხეთქილების პერიოდში რამოდენიმე პაპი იყო. იოანე XXIII-ს კათოლიკური ეკლესია არ აღიარებს, ამიტომაც იწოდება ის ანტიპაპად. უცნობია თუ როგორ გაატარა ბალთაზარმა თავისი ცხოვრების ბოლო წლები.


ამაზრზენი სინოდი



ამაზრზენი სინოდი პაპმა სტეფანემ მოიწვია თავისი წინამორბედი პაპის ფორმოსის წინააღმდეგ. შუასაუკუნეებში მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირებების გამო, პაპი იშვიათად თუ რჩებოდა საყდარზე 3-4 წლით. ფორმოსმა თითქმის ხუთი წელი გაძლო, მაგრამ შემდეგ კონკურენტებმა ისიც მოიშორეს. მოკლეს მისი მემკვიდრე ბონიფანტეც (მან პაპობა მხოლოდ ორი კვირაღა მოასწრო), ხოლო ახლადგამომცხვარ სტეფანეს შთააგონეს უკვე გარდაცვლილი და დაკრძალული პონტიფიკოსისათვის სასამართლო მოეწყო.

ნახევრადგახრწნილი ფორმოსი ჯერ საფლავიდან ამოთხარეს, გაწმინდეს მატლებისგან, ჩააცვეს პაპის სამოსი, ჩასვეს სავარძელში და მოუწყვეს სასამართლო. მიცვალებულის გვამმა დანაშაული არ აღიარა. დამნაშავის სავარძლის უკან, აყროლებულ გვამთან სულშეკრული იჯდა ბერი-პაროდისტი და ფორმოსის ხმით მოსამართლის შეკითხვებს პასუხობდა.

ამ ამაზრზენ სასამართლოზე ფორმოსი არაკანონიერ პაპად აღიარეს, ჩამოხიეს ტანისამოსი, მოაჭრეს სამი თითი
(რომლითაც პირჯვარს იწერდა - რედ.), მიაბეს ცხენს და რომის ქუჩებში ათრიეს. შემდეგ კი ძმათა საფლავში ჩააგდეს.

როგორც ამბობენ, სასამართლოს მსვლელობის დროს რომში მოხდა მიწისძვრა და ტაძარი, სადაც ბრალდებული გვამი იმყოფებოდა, ნაწილობრივ დაიშალა. რომაელები ამას თავისებურ განმარტებას აძლევდნენ და ამბობდნენ ღმერთი განრისხდაო ამგვარ მკრეხელობაზე. ერი აჯანყდა, სტეფანე დააპატიმრეს და ციხეში მიაბრძანეს, სადაც მოგვიანებით მოაშთვეს, ხოლო ფორმოსი პატივით დაკრძალეს.


განდობის რიტუალი



და ბოლოს, კიდევ ერთი საკმაოდ პიკანტური ისტორია პონტიფიკოსების ცხოვრებიდან. ლეგენდის მიხედვით პაპი იოანე VIII ქალი იყო, რომელიც თავს მამაკაცად ასაღებდა. ეს გამოირკვა მაშინ, როდესაც რომის პაპესას ქუჩაში მსვლელობის დროს მშობიარობის ტკივილები დაწყო და ბავშვი დაბადა. ამ შემთხვევის შემდეგ რომის პაპის საყდარზე დასანიშნად არჩეულ კანდიდატს სასქესო ორგანოებს უმოწმებდნენ. ამისთვის პაპი ჯდებოდა დიდი ნახვრეტის მქონე სპეციალურ სავარძელში (Sedes stercoraria), პაპობის კანდიდატი იწევდა თავის სამოსს (სამღვდლო კაბას) და შიშველი უკანალით ჯდებოდა ამ ნახვრეტზე. ამ დროს მთავარდიაკვანი შეყოფდა ხელს ნახვრეტში, რათა დარწმუნებულიყო, რომ სავარძელში ნამდვილად მამაკაცი იჯდა და არა დედაკაცი, რაზეც ხმამაღლა და საზეიმოდ აცნობებდა იქ შეკრებილთ. ამის შემდეგ იწყებოდა ხელდასხმის საიდუმლო.

1513 წელს ლეონ X-მ შემოწმების ეს რიტუალი გააუქმა. ამბობენ, როდესაც თვით ლეონს ირჩევდნენ პაპად, დიაკვანი საკმაოდ დიდხანს აფათურებდა ხელს შესაბამის ნახვრეტში, რის შემდეგაც დარბაზი მდუმარედ დატოვა ისე, რომ შეკრებილთათვის არ უცნობებია ტახტზე მჯდომი არსება ქალი იყო თუ კაცი. ბოლოს და ბოლოს ლეონს საკვერცხეები ასე თუ ისე მოუსინჯეს, თუმცა, რამ გააოგნა მთავარდიაკვანი დღემდე საიდუმლოდ დარჩა. სხვათა შორის, ლეონ X სასტიკი მხარჯველიც იყო, და როდესაც მოკვდა, ბუკვალურად მისი დასამარხი თანხა პაპის ხაზინას აღარ აღმოაჩნდა.

წყარო: fishki.net

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню