რელიგია - ვატიკანი იმორჩილებს სომხების კონფესიას - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ვატიკანი იმორჩილებს სომხების კონფესიას

გრიგორიანელობა

ავტორი: იგორ დრუზი.

ჩვენს დროში უსწრაფესი ტემპებით მიმდინარეობს ერთიანი პლანეტარული იმპერიის მშენებლობა, რომელსაც სათავეში დასავლური ოლიგარქია ჩაუდგება. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ბანკების, კორპორაციების, სახელმწიფოთა გამსხვილების პროცესი - რასაც მრავალი მცირე ბანკის, კორპორაციისა და სახელმწიფოს ინტერესი ეწირება. ისინი ზესახელმწიფოებრივი გაერთიანებებს ერწყმიან. თავის მხრივ, ეს სახელმწიფოებრივი გაერთიანებები იწყებენ კიდევ უფრო მსხვილ კონგლომერატებში გაერთიანებას, ასე რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის სუვერენიტეტი უკვე ქაღალდზეღა თუ არსებობს. ზუსტად ასეთივე პროცესები მიმდინარეობს რელიგიის სფეროშიც. "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" ერთგვარი ჩანასახი გახდა ერთიანი მსოფლიო რელიგიისა. ეკუმენიზმის განვითარების მოცემულ პროცესში, უდავოდ, ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს ვატიკანი, ზოგჯერ დე-იურე, ზოგჯერ კი - დე-ფაქტოც, და სხვადასხვა კონფესიებს ერთიმეორის მიყოლებით ნთქავს.

ბოლო დროს ვატიკანმა დააჩქარა "სომხეთის სამოციქულო ეკლესიის" თანდათანობრივი დაპყრობის პროცესი. რომის პაპის ბოლო ნაბიჯები სომხეთში ამ მხრივ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.



24-26 ივნისს რომის პაპი ფრანცისკი სომხეთში ჩავიდა. ხოლო მისი რევერანსები ხალხის მხარეს უპრეცედენტო იყო, ამან ძლიერ აამაღლა სომხეთში მისი ისედაც დიდი პოპულარობა. ეს არც არის გასაკვირი. ფრანცისკმა 1915 წლის სომხების გენოციდი XX საუკუნის სამიდან ერთ-ერთ უპირველეს ტრაგედიად გამოაცხადა. და მისი სომხეთში მოგზაურობა მიმდინარეობდა სომხებისთვის სასიამოვნო ლოზუნგით "ვიზიტი პირველ ქრისტეანულ ქვეყანაში".

ერევნის გარდა, პაპი ეწვია ქალაქ ეჩმიაძინს, სადაც სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის საკათედრო ტაძარი იმყოფება, ასევე ქალაქ გიუმრის, რომელშიც მდებარეობს სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკეთა უმთავრესი ტაძარი.



სომხეთის ხელისუფალნი და სომხეთის "სამოციქულო ეკლესიის" ხელმძღვანელობა ფრანცისკს არნახული პატივისცემით შეხვდნენ. მანამდე ორი დღით ადრე, ერევნის ცენტრალური ქუჩები გადაიკეტა, რადგან მოედანზე სცენა იდგმებოდა. სცენისა და აპარატურის დასადგმელად მოწვეულ იქნა სპეციალური ჯგუფი რუსეთიდან. მთელი ერევნის მასშტაბით გამოჰფინეს რომის პაპის სურათები და ვატიკანის სხვა სიმბოლოები. ქალა გიუმრიში ორგანიზებულ იქნა ფეიერვერკი, რომლის დროსაც ჰაერში გაიფანტა 1 მლნ. დრამის ოდენობის თანხა. საერთო ჯამში გიუმრიში პაპთან შესახვედრად ჩატარებული სამუშაოების საერთო რაოდენობამ 6 მლნ. დრამს მიაღწია. ღატაკი სომხეთისთვის, რომელიც ნაწილობრივი ბლოკადის და აზერბაიჯანთან პერიოდული საბრძოლო მოქმედებების პირობებში იმყოფება, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია. ამასთან, ეს, რა თქმა უნდა, დანახარჯთა მხოლოდ ხილული მხარეა, სინამდვილეში ხარჯები უფრო მეტია.

როგორც ცნობილია, მრავალი მიზეზი გამო დასავლეთი ახლა ახორციელებს ძლიერ ზემოქმედებას თურქეთზე. კერძოდ, გერმიანიამ 2 ივნისს თურქების მიერ სომხების გენოციდი აღიარა.

თურქეთი - პროდასავლური სატელიტი-ქვეყანაა, ის ნატო-ს წევრია და ევროკავშირში გაწევრიანების დამცირებული მსურველია; ამაში ის უკრაინას ემსგავსება. მაგრამ მაინც ის საკმაოდ დიდია და შედარებით ძლიერია თავის რეგიონში. ის არცთუ იშვიათად ცდილობს დამოუკიდებელი როლის გათამაშებას. ამიტომაც თურქეთს ნაწილ ნაწილ დაანაწევრებენ. მიმართულებით აშშ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგალითად, აფინანსებს ქურთებს. დასავლეთის თურქეთთან დამოკიდებულების ვითრება მოგვაგონებს ევროპის დამოკიდებულებას ელცინისეული რუსეთთან. რამდენიც არ ინდომეს იმდროინდელი რუსეთის ხელისუფლებაში დამეგობრებოდნენ ევროკავშირსა და აშშ-ს, დასავლეთი მაინც ახორციელებდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე... ასე ხდება თურქეთთან დაკავშირებითაც: ერდოგანის დამცირებული მორჩილება დასავლეთისადმი ვერ ეხმარება მას მიიღოს მისი კეთილგანწყობა, ხოლო რუსეთთან მეგობრობა მან დაჰკარგა.



რომის პაპის ვიზიტი და სომხების მიერ მისი მხარდაჭერა - ეს თურქეთზე კიდევ ერთი საინფორმაციო-პოლიტიკური დარტყმაა. რა თქმა უნდა, ევროკავშირს სულაც არ ადარდებს სომხების გენოციდი. მითუმეტეს, რომ სომხებმა ის იმდროინდელი ევროპელების, განსაკუთრებით გერმანელების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განახორციელეს, რომლებიც იმ დროს თურქეთის ჯარის არცთუ უმნიშვნელო შემადგენლობას წარმოადგენდნენ. მაგრამ როგორც პოლიტიკური ზეწოლის საშუალება მივიწყებული გენოციდის (მართლაც დანაშაულებრივისა და საშინელის!) გახსენება კარგად გამოადგათ. ამიტომაც, ზეწოლა გაპიარებული "წმინდანის" პაპ ფრანცისკის ავტორიტეტის დახმარებით ბრიუსელს საკმაოდ კარგად გამოადგა.

მაგრამ, მაინც, როგორც ჩანს ვატიკანის მიზანი სომხეთში მაინც სხვაა. კერძოდ: სომხების კონფესიის თანდათანობითი შთანთქმა. ასეთი შთანთქმა, მილიონობით ახალი მორწმუნის კათოლიციზმთან მიერთებით, არა მარტო გააძლიერებდა პაპ ფრანცისკის პოზიციას, არამედ, დროთა განმავლობაში, შეიძლება სულაც შეეცვალა სომხეთის პოლიტიკური კურსი (რომელიც დღეისთვის ასე თუ ისე რუსეთისადმი ლოიალურია) და ის სრულიად რუსოფობული გაეხადა. საერთოდ, რომისადმი მორჩილება - ეს ყოველთვის იწვევს ხალხთა ცნობიერების გადაფორმატირებას, ეს არის მისი მენტალიტეტის კარდინალური ცვალებადობა. ეს ნათლად ჩანს, მაგალითად, გალიჩელებისა და ხორვატების მაგალითზე, რომლებიც ოდესღაც მართლმადიდებლები იყვნენ, მაგრამ რომლებიც შემდეგ ფანატიკური პროდასავლეთელები და ასევე ფანატიკური რუსოფობები გახდნენ.

ამისთვის პაპმა ფრანცისკმა სპეციალურად მოაწყო თავისი ვიზიტი 3 ათას მომლოცველთან ერთად, რომელთა უმეტესობა - სომეხი-კათოლიკეა. ისინი - ამგვარი უნიის ყველაზე თავგამოდებული პროპაგანდისტები არიან. ვატიკანი დიდი ხანია წარმატებით აკათოლიკებს სომხურ დიასპორას, თანაც ამისთვის სულაც არ ითხოვს მის სრულ ასიმილაციას. გაკათოლიკებული სომხების საერთო რაოდენობამ 99 სამრევლოში 2015 წელს 373 ათასი ადამიანი შეადგინა, თანაც, ესენი უმეტესწილად მდიდარი და ზეგავლენის მქონე ადამიანები არიან, რომლებსაც, ერთის მხრივ, მოგების გამო სურთ შეერწყან დასავლურ სამყაროს, მეორეს მხრივ კი - შეინარჩუნონ მოგონება თავიანთ ფესვებზე. მათი უმეტესობა ევროპასა და აშშ-ში ცხოვრობს. მათი ნაწილი არასოდეს ყოფილა სომხეთში და მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით თუ სმენია. მაგრამ უკვე თვით სომხეთში, მისი 3 მილიონიანი მოსახლეობით, 130 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს საკმაოდ დიდი ციფრია.

მაგრამ ვატიკანი ამჯობინებს ხალხების დაქვემდებარებას არა ნაწილ-ნაწილ, არამედ ერთბაშად.



"დიდი სიხარულით ვიზიარებთ მრავალრიცხოვან ნაბიჯებს საერთო გზაზე, რომელზეც უკვე არცთუ მცირე მანძილი გაგვივლია, და ნამდვილი ნდობით შევცქერით იმ დღეს, როდესაც, ღმრთის შეწევნით, ქრისტეს საყდრის გარშემო, ევქარისტული თანაზიარობის სისრულეში გავერთიანდებით", - თქვა პაპმა ფრანცისკმა.

სრულიად სომხეთის კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ რომის პაპთან ერთობლივად აღსრულებული "ლიტურგიის" დროს ეჩმიაძინში განაცხადა, რომ მათი ერთობლივი ლოცვა ადასტურებს - "ქრისტეს წმიდა ეკლესია მსოფლიოში მხოლოდ ერთია".

შევნიშნავ, რომ სომხური კონფესიის საზომებით, რომის პაპთან ლოცვა დაუშვებელია. როგორც კათოლიციზმის ტრადიციული კანონების მიხედვითაც, რომელსაც, სხვათა სორის, ვატიკანის მეორე კ რების შემდეგ რომში ყურადღებას არავინ აქცევს... პაპისტებს ტრადიციული კათოლიციზმიდან მხოლოდ ერთი - ძალაუფლებისკენ ლტოლვაღა შერჩათ.

სააგენტო "Новости-Армения"-ს მოჰავს "სომხეთის სამოციქულო ეკლესიის" მეთაურის სრული გამოსვლის ტექსტი.

"თქვენო უწმიდესობავ, ქრისტეში უსაყვარლესო ძმაო!

სომხეთის რესპუბლიკის დიდად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

სულიერო ძმებო და ღვთისმოსავო ერო!"

თვით შესავალი - წმიდად პოლიტიკური, და სომხეთის კონფესიის კანონებით დაუშვებელი მიმართვაა. სსე-ს მეთაური ჯერ მიესალმება რომის პაპს და მოიხსენიებს მას "უწმიდესის" ტიტულით. შედეგად, სრულიად აღიარებს მის ტიტულს. თუმცა, ეს უბრალოდ ტიტული კი არ არის, ეს პირველობის აღიარებაა, მეთაურობაა, ეს არის მისი უპირატესობისადმი დემონსტრატიული მიმართვა. გვერდით დგანან მისი კონფესიის კლერიკოსები, მაგრამ მათ ის საერთოდ არც კი ახსენებს, და პირველ ადგილზე "მის უწმიდესობა ფრანცისკს" აყენებს. შემდეგ, მეორე ადგილზე ის აყენებს სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც არანაირი სასულიერო პირი არ გახლავთ. ხოლო მესამე ადგილზე "სულიერ ძმებს" და "ღვთისმოსავ ერს", საკუთარი კლერიკოსების მოხსენიების გარეშე.



გარეგინ მეორემ თავისი სიტყვა ასეთივე პოლიტკორექტულ სტილში განაგრძო:

"ძვირფასებო, ამ დღეებში ჩვენს სულიერ ძმასთან, პაპ ფრანცისკთან ერთობლივი ვიზიტებითა და ლოცვებით ჩვენ კვლავ დავადასტურეთ, რომ ქრისტეს წმიდა ეკლესია მსოფლიოში ერთია, ქრისტეს სახარების გავრცელების სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი მისია, ზრუნვა ქმნილებაზე, საერთო პრობლემებისადმი წინააღმდეგობა, ადამიანის გადარჩენა - ღმრთის ქმნილების დიდება და გვირგვინია. ქრისტეს ეკლესიის მისიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს სოლიდარობის, ძმობისა და თანამშრომლობის განმტკიცება ერებსა და ხალხებს შორის, რის დასტურსაც წარმოადგენს დღეს, ამ წმიდა ლიტურგიაზე სომხეთის ეროვნული უმცირესობების ყოფნა: ასირიელთა, ბელორუსთა, ბერძენთა, იეზიდთა, ქურთთა, გერმანელთა, პოლონელთა, რუსთა, უკრაინელთა, რომლებსაც ჩვენს ერთან ძმურ თანაარსებობაში საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განმტკიცებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების საქმეში.

ამ მადლმოსილ დღეს ჩვენთვის ბედნიერებაა კვლავ გამოვხატოთ ჩვენი მადლობა პაპ ფრანცისკის მიმართ მისი ძმური ვიზიტისთვის. ჩვენ და ჩვენი ერი ყოველთვის ვილოცებთ თქვენთვის, საყვარელო ძმაო, თქვენი მცდელობისთვის კაცობრიობის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის დასამყარებლად, ქრისტეს წმიდა ეკლესიის ასაყვავებლად. დე გიცავდეთ უფალი... დე აკურთხოს უფლმა და მტკიცედ დაიცვას ჩვენი ეკლესიები სიყვარულის ერთობითა და თანამშრომლობით".

გარეგინ მეორემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი "კათოლიკურ ეკლესიასთან" ერთობას, კათოლიკეებთან ერთობლივი ლოცვების მნიშვნელობას (რომელიც სომხური კონფესიის საზომებით დაუშვებელია). მადლობს რომის პაპს - უკრაინის გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორს, მისი მცდელობისთვის "დაიცვას კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრება", "მცდელობისთვის ააყვავოს ქრისტეს ერთი წმიდა ეკლესია", ანუ კათოლიციზმს, რომელსაც რომის პაპი ავრცელებს მსოფლიოში - ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარებს.

გარეგინ მეორეს აღიარებით, "ქრისტეს ეკლესიის მისიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ერთა შორის სოლიდარობის, ძმობისა და თანამშრომლობის გაღვივება". არადა, თვით მონოფიზიტი-სომხებიც კი ფიქრობენ, რომ ეკლესიის მისია - ეს ადამიანთა მარადიული ცხოვნებაა. ხოლო ეს ლოზუნგები "სოლიდარობაზე, ძმობასა და ერებს შორის თანამშრომლობაზე" - რევოლუციონერ-მასონთა რეპერტუარიდანაა, რომლებიც ყალბი "თავისუფლება-თანსწორობა-ძმობისთვის" სისხლის მდინარეებს ღვრიან. ბიბლიაში, პირიქით, მუდმივად არის ლაპარაკი ღმრთის ერთგულ ერთა გამოსვლაზე იმ ხალხების გარემოცვიდან, რომლებიც უსჯულოებაში ვარდებიან, და არსადაა მოწოდება სოლიდარობა ჰქონდეთ და ითანამშრომლონ მათთან. ასეთი თვითმიზანი ეკლესიას არასოდეს ჰქონდა, არა აქვს და არც ექნება.

მაგრამ ყველაზე "ეკუმენისტური" მაინც რომის პაპისა და კათოლიკოსის ერთობლივი დეკლარაცია გახდა. ის, ვფიქრობ, მკაფიოდ მოწმობს სომხური და კათოლიკური "ეკლესიების" გაერთიანების პროცესის უკვე შორს წასულ პროცესზე.

ამასთან ამ ლიბერალურ-ეკუმენისტური და პოლიტიკური შეხვედრის ორგანიზატორებს კარგად ესმოდათ, რომ შეიძლება ამით გამოეწვიათ რუსეთის ნეგატივური რეაქცია, ამიტომაც რუსული აუდიტორიისთვის დაამუშავეს და შემოგვთავაზეს შემოკლებული და "გაშალაშინებული" ტექსტი. სომხეთისთვის რუსეთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. და, რა თქმა უნდა, მოსკოვი არ ჩაერევა მის საშინაო საქმეებში, მათ შორის - "ეკლესიათა გაერთიანებაში". მაგრამ მაინც მოსკოვში ზოგიერთი პირები ძალზედ განაწყენდებიან იმის გამო, რომ მრავალი სომეხი უკვე თავის ავტორიტეტად მიიჩნევს რუსეთის დაუძინებელ მტერს - პაპ ფრანცისკს, რამაც შეიძლება რუსთთან დადებული ზოგიერთი კონტრაქტი ეჭვქვეშ დააყენოს. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც, თეორიულად შესაძლებელია.



რომის პაპსაც არ სჭირდება ახლა ზედმეტი გახმაურება - მართლმადიდებელთა თვალში ეს მისი პოლიტიკური ექსპანსიის ზედმეტი მტკიცებულება იქნებოდა. საერთოდ, როგორც ამ, ასევე სხვა მოსაზრებებით, ყველაზე მყვირალა მომენტები, რომლებიც " ეკლესიათა შერწყმაზე" მოწმობდნენ, ამოღებულ იქნა. არადა სრული ტექსტი პაპ ფრანცისკის ვიზიტის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს სხვადასხვა ენებზე, რომლებზეც, როგორც ისინი ფიქრობენ, მარტო "თავისიანები", სულიერად უფო ახლოს მდგომი ადამიანები წაიკითხავდნენ.

აი დეკლარაციის ტექსტი ინგლისურ ენაზე "სომხეთის რადიოს" საიტიდან: http://www.armradio.am/en/2016/06/26/pope-francis-catholicos-of-all-armenians-sign-joint-declara tion/

We are spiritually gratified to remember that in 2001, on the occasion of the 1700th anniversary of the proclamation of Christianity as the religion of Armenia, Saint John Paul II visited Armenia and was a witness to a new page in warm and fraternal relations between the Armenian Apostolic Church and the Catholic Church. We are grateful that we had the grace of being together, at a solemn liturgy in Saint Peter’s Basilica in Rome on 12 April 2015, where we pledged our will to oppose every form of discrimination and violence (27 September 2001).

აი ნაწყვეტი უკრაინულ ენაზე, უნიატური საიტიდან: "Католицький оглядач" (კათოლიკური მიმომხილველი):

http://catholicnews.org.ua/spilna-deklaraciya-yogo-svyatosti-franciska-i-yogo-svyatosti-karekina-ii

З духовним задоволенням згадуємо про те, що 2001 року, з нагоди 1700-річчя проголошення християнства релігією Вірменії, святий Іван Павло ІІ відвідав Вірменію та став свідком нової сторінки теплих та братерських стосунків між Вірменською Апостольською Церквою та Католицькою Церквою. Ми вдячні за те, що отримали благодать зібратися разом на урочистій літургії в базиліці Святого Петра у Римі 12 квітня 2015 р., під час якої ми зобов’язалися протистояти будь-якій формі дискримінації та насильства (27 вересня 2001).

აი, კიდევ იგივე ადგილი რუსულ ენაზე საიტიდან "არმენპრესი":

https://armenpress.am/rus/news/852281/nadeemsya-chto-vopros-nagornogo-karabakha-naiydet-mirnoe-razreshenie.html

"Мы с духовной радостью и удовлетворением отмечаем, что в 2001 году по случаю 1700-летия провозглашения христианства как государственной религии Армении, Папа Иоанн-Павел II (приставка «святой» исчезла – прим. авт.) посетил Армению и был свидетелем открытия новой страницы в теплых и братских отношениях между Армянской Апостольской Церковью и Католической церковью. Мы благодарны, что мы имели благодать быть вместе на торжественной литургии в соборе Святого Петра в Риме 12 апреля 2015 года, где мы выразили нашу волю, чтобы выступить против любых форм дискриминации и насилия".

მოკლედ, "წმიდა პაპ იოანეზე" ლაპარაკიც კი არ არის. ასე, რომ სინამდვილეში დეკლარაციის ნამდვილი ტექსტი რუსულ ენაზე ასეთი უნდა ყოფილიყო: "სულიერი კმაყოფილებით ვიხსენებთ იმას, რომ 2001 წელს, სომხეთში ქრისტეანობის აღიარების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, წმიდა იოანე პავლე II ეწვია სომხეთს და გახდა მოწმე ახალი, თბილი და ძმური ურთიერთობისა სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. ჩვენ მადლობელნი ვრთ იმისთვის, რომ მივიღეთ მადლი შევკრებილიყავით ერთობლივ საზეიმო ლიტურგიაზე წმიდა პეტრეს ბაზილიკაში რომში, 2015 წლის 12 აპრილს, რომლის დროსაც დავთქვით წინ აღვდგომოდით დისკრიმინაციისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას".

როგორც ჩანს, ერთის შეხედვით, დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ სინამდვილეში სხვაობა უზარმაზარია. რუსულ ტექსტში რომის პაპ იოანე პავლე მეორეს მიმართ ამოჭრილია სიტყვა "წმიდა". რელიგიური საზომებით - ეს უზარმაზარი შეუსაბამობაა. რადგან თუ სიმართლეს წერენ ამ ფრაზის დამმოწმებელი კათოლიკური საიტები, რაშიც დაეჭვებაც კი ზედმეტია, ეს ნიშნავს, რომ სომხების კათოლიკოსმა იოანე პავლე II-ის "სიწმიდე" აღიარა. აღიარა ვატიკანის უფლება დანიშნოს წმინდანები. ფაქტიურად ეს რომის პაპის პირველობის აღიარებას ნიშნავს.

მე უკვე აღარაფერს ვამბობ თვით ამ გარდაცვლილი პაპის "სიწმიდეზე", რომელიც ოკულტისტი, რუსოფობი და პოლონეთში "ფერადი რევოლუციის" ორგანიზატორი, ასევე კათოლიციზმში გამანადგურებელი ლიბერალურ-პოლიტიკური რეფორმის დამამკვიდრებელი გახლდათ. აქ არსია მთავარი, კერძოდ კათოლიკოსის მიერ ახალი კათოლიკე "წმინდანების" აღიარება, ვატიკანის დადგენილებების ერთგულების აღიარება.

სურვილი გვიჩნდება სომხეთის რადიოს დავუსვათ შეკითხვა, უფრო მეტად კი - ლიბერალურ-პოლიტიკური და ეკუმენისტური "სამიტის" ორგანიზატორებს: "სად წაიღეთ სიტყვა "წმიდა" იოანე პავლე მეორეზე მსჯელობისას?" კაცობრიობაზე მზრუნველები ისე ჩქარობენ კაცობრიობის "გაბედნიერებას", რომ გამუდმებით რაღაცას მალავენ...

ახლა რაც შეეხება "დისკრიმინაციის" წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევას: ეს არის ლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიის ტერმინი, და არა ქრისტიანობისა. რამეთუ "დისკრიმინაციისგან" სხვადასხვა "უმცირესობების" დაცვის ქვეშ ახალი მსოფლიო წესრიგი ნერგავს ყველაზე ველურ ვნებებს... ქრისტიანები უნდა ფიქრობდნენ საკუთარი სულის ცხოვნებაზე, და არა "დისკრიმინაციისა და ძალადობის ნებისმიერი ფორმისადმი წინააღმდეგობაზე". მაგალითად, ბავშვები დაცვა, უხეში ლოთისგან, რომელიც მას არაყს უსხამს, ან მოძალადისგან, რომელიც ცდილობს ბავშვების გარყვნას, ხომ ასევე "ძალადობის ფორმაა". თანაც ეს შეიძლება შეირაცხოს ლოთებისა და მოძალადეების დისკრიმინაციად...

რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური თვალსაზრისით სომეხი მონოფიზიტები მწვალებლები არიან. მაგრამ, ისინი, ყოველ შემთხვევაში, ზნეობრივი ძალა იყვნენ, და რუსეთის იმპერია არასოდეს ახვევდა მათ მართლმადიდებლობას
(ჩვენი შენიშვნა: ცოტა საეჭვოა სომეხი-მონოფიზიტების ზნეობრივი ძალა... საქართველში ისინი ყოველთვის ასრულებდნენ შავ სამუშაოს რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ, და არც მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო გამოხდომებს უკადრისობდნენ... ასე, რომ ავტორი აქ ფერებს ცოტათი არბილებს, თუმცა რა გასაკვირია...). ხოლო ვატიკანს უკვე ფაქტობრივად სატანისტები მეთაურობენ, რომლებმაც უარყვეს არა მარტო ქრისტიანობის კანონები, არამედ ანგრევენ ყოველგვარ ზნეობრიობას, და კადნიერად ცდილობენ თავიანთი ბატონობის გავრცელებას. შემთხვევით როდი განუცხადა სომხეთიდან მობრუნებულმა პაპმა ფრანცისკმა ჟურნალისტებს, რომ ქრისტიანები ვითომცდა ვალდებულნი არიან ბოდიში მოუხადონ სოდომიტებს იმ "დისკრიმინაციისთვის", რომელთან ბრძოლის პირობაც მისცა მას სომეხთა კათალიკოსმა ("ჩვენ ვალდებული ვართ წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას"). გამოდის, რომ რომის პაპმა მოითხოვა სოდომიტების წინაშე თვით ღმერთმაც მოიხადოს ბოდიში, რომელმაც დაწვა მათი ქალაქები სოდომი და გომორა. ბოდიშის მოხდა მოსთხოვა მოციქულ პავლეს, რომელმაც მკვეთრად დაგმო მათი არაკაცობა და თქვა: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით" (1 კორინთ. 6:9-11).

რა თქმა უნდა, ერევანში მიმდინარე ეკუმენისტური მოქმედება - ეს სომხების საშინაო საქმეა. მათი უფლებაა ვის დაემორჩილებიან რუსეთს თუ ვატიკანს. რაც შეეხება თვით ვატიკანს, მისი "კეთილი ჟესტები" უპირველეს ყოვლისა მიმართულია "საზარბაზნე ხორცის" დასამზადებლად რუსეთის წინააღმდეგ. პაპ ფრანცისკის მოღვაწეობის ნაყოფი კარგად ჩანს უკრაინის მაგალითზე. დაახლოებით ასეთ ხრიკებს ამზადებს ვატიკანი სომხეთშიც, და ლამაზი ჟესტებითა და განცხადებებით აცთუნებს მას დაემორჩილოს დასავლეთს. მაგრამ უკრაინას მაინც დიდი რესურსები და ტერიტორია აქვს, რომელთ წყალობით ის ჯერაც სუნთქავს, ხოლო სომხეთი რუსეთის გარეშე სრულ კოლაფსში ჩავარდება.

წყარო: http://rossiyaplyus.info/vatikan-podchinyaet-konfessiyu-armyan/

_____________________

ჩვენი შენიშვნა: "აპოკალიფსისის" რედაქცია შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად არ ეთანხმებოდეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა ავტორებს. პუბლიკაციები ქვეყნდება მხოლოდ გაცნობის მიზნით, სხვადასხვა პოლიტიკურ და რელიგიურ ვითარებათა გასაანალიზებლად.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню