რელიგია - სრულიად მართლმადიდებელთა კრების ოკულტური სიმბოლიკა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

"სრულიად მართლმადიდებელთა კრების" ნიშანდობლივი სიმბოლიკა

კუნძულ კრეტას მართლმადიდებლური აკადემიის ოკულტურ-ეკუმენისტური ვიტრაჟი

ოკულტური სიმბოლიკა

კრეტაზე, ე. წ. "სრულიადმართლმადიდებელთა დიდი კრების" გამართვამდე ამოტივტივდა მეტად საინტერესო დეტალი, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია. მითუმეტეს, რომ "სრულიად მართლმადიდებელთა კრების" მისამართით სხვადასხვა ეპისკოპოსტა, სასულიერო პირთა და ერისკაცთა მხრიდან საყვედურები მუდმივად გაისმოდა, რომლებიც ახსენებდნენ წმინდანთა წინასწარმეტყველებებს დაკავშირებულთ მერვე მსოფლიო კრებასთან. გამოითქმოდა აზრი, რომ თავისი წყობითა და სულისკვეთებით ეს არ წარმოადგენდა მართლმადიდებლურ კრებას, არამედ მოემსახურებოდა კულისებსმიღმა არსებულ მსოფლიო ძალებს და შეეცდებოდა ეკუმენიზმის დამტკიცებას ზოგადსაეკლესიო დონეზე.



და აი, როგორც აღმოჩნდა, აკადემიის მთავარ შესასვლელში, ეკვდერში, სადაც გაიმართა ცრუკრება, განათავსეს აშკარად ოკულტურ-ეკუმენისტური შინაარსის მქონე ვიტრაჟი. ეს შენიშნა და წერილობითი სახით "წმიდა და დიდი კრების" სამდივნოს მოახსენა ბერძენმა კლერიკოსმა მ. ანასტასი ნჰოცოპულომ (ჰოცოპულო).

ეს ვიტრაჟი შეასრულა R. Bleninger-მა პროგრამა "პიროვნება პიროვნებისკენ" პროგრამის პროექტის მიხედვით. ამ ნამუშევარის ცენტრში, ცეცხლის შუაში გამოსახულია სამი ადამიანური ფიგურა, რაც აშკარად უთითებს მთელს კაცობრიობაზე. ეს სამი ადამიანს ლოცვით მდგომარეობაში აღუპყრია ხელები რელიგიური სიმბოლოებისადმი: პირველია - უფლის ჯვარი (4-დაბოლოებიანი, როგორც კათოოლიკეებთან), მეორე ნახევარმთვარე (ჯვრის მარცხნივ) და მესამე - დავითის ვარკსვლავი (ექვსქიმიანი, ჯვრის მარჯვნივ)! წმიდა ჯვარი და არსებითად ღმრთისმბრძოლი ორი "მონოთეისტური რელიგიის" სიმბოლო, ვიზუალურ ერთიანობაში შეკრულია ახალი ეპოქის სიმბოლოსთან - ცისარტყელასთან; ხოლო თანამედროვე ჰერალდიკის თანახმად - სოდომიის სიმბოლოსთან, რომლის ეკლესიაში დამკვიდრებასაც სჯულმდებლობითად ცდილობენ.

ცხადია, რომ კომპოზიცია ათვალსაჩინეობს და ცალსახად მეტყველებს კონფესიათშორის სინკრეტულ ეკუმენიზმზე, როდესაც "სიტყვა ჯვრის შესახებ" რელატივიზირებულია (1) და გათანაბრებულია იმას, რასაც გამოხატავენ ნახევარმთვარე და ექვსქიმიანი ვარსკვლავი.

______________

1.
რელატივიზმი
- ფილოსოფიური თვალსაზრისი და მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის თანახმადაც ყველა ცოდნა, ყველა ეთიკური, ესთეტიკური და რელიგიური ღირებულება განიხილება როგორც შეფარდებითი, შეზღუდული დროსა და სივრცეში და შედარებადი სხვა ანალოგიურ, ალტერნატიულ ღირებულებებთან) და გათანაბრებულია იმას, რასაც გამოხატავენ ნახევარმთვარე და ექვსქიმიანი ვარკსვლავი!

______________


ასეთი "მხატვრული" შთაგონება და კომპოზიცია, რომლის ღრმა ოკულტური შინაარსი საკმაოდ მკაფიოა, მხოლოდ ოკულტისტ ე. პ. ბლავატსკაიას თეოსოფიური საზოგადოების შტაბ-ბინაშია, რომელიც ინდოეთში, ადიარში მდებაროებს.

სამწუხაროა, რომ მართლმადიდებლური საეკლესიო დაწესებულების ეკვდერის მთავარ შესასვლელს და გარეთა მხარეს, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგიდის ქვეშ იმყოფება, ამ ვიტრაჟის სახით, ასე უსირცხვოდ, თავს ახვევენ ვითომცდა "აბრაამიტული რელიგიების" ღმრთისმგმობ თეორიას.

გარდა ამისა მართლმადიდებლური აკადემიის მთავარ დარბაზში (სადაც მიმდინარეობდა "წმიდა კრების" კოლეგია) გამოფენილია ორი ტილო და კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთეს სკულპტურა. რა თქმა უნდა, მითი პრომეთეს შესახებ, ესქილეს ცნობილი წარმართული "წინასწარმეტყველების" მეშვეობით განიმარტება, რომელიც გამომსყიდველის მოლოდინს გამოხატავს. მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ პრომეთე ოკულტიზმში წარმოადგენს ღმრთის წინააღმდეგ ადამიანის ამხედრების სიმბოლოს, რადგან, მან "ოკულტური ცოდნის ცეცხლი მოჰპარა ღმერთს იმისთვის, რათა კაცობრიობისთვის მიენიჭებინა, რისთვისაც სამუდამოდ დაისაჯა კაცობრიობის სულიერი განვითარების მტრის, ღმერთ-ტირანის მიერ".

წყარო: http://www.inform-relig.ru/news/detail.php?ID=11973


რედაქციის მიერ დამატებული შენიშვნა:


თავისი მიმართვის მეორე ნაწილში პროტოპრესვიტერი ანასტასი აღნიშნავს, რომ აკადემიის მთავარ დარბაზში (სადაც ჩატარდა კრების სხდომები), არ არის გამოფენილი ჩვენი უფლისა და ღმერთის იესუ ქრისტეს არც ერთი ხატი. ისინი პრომეთეს (!?) წარმართული მითოლოგიის გამოსახულებებმა შეცვალა.

პროტოპრესვიტერ ანასტასის სიტყვებს აუცილებელია დავუმატოთ, რომ ნებისმიერ სიმბოლოს გააჩნია ღრმა მისტიკური მნიშვნელობა, მითუმეტეს, ოკულტურ სიმბოლოს, რომელიც იზიდავენ დაცემულ სულთა ლეგიონებს.

განსაზღვრების მიხედვით სიმბოლო ეს არის - 1) განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯგიფის ან საიდუმლო საზოგადოების პირობითი ამოსაცნობი ნიშანი; 2) რომელიმე შეხედულების, გაგების ან იდეის ამსახველი ნივთიერი, გრაფიკული პირობითი ნიშანი,

თავის მხრივ იდეა - ეს არის გონების მისაწვდომი სახე: აზრი, გაგება რაიმე საგანზე ან მოვლენაზე; ძირითადი, არსებითი პრინციპი მსოფლმხედველობისა.

მოტანილი განმარტებებიდან ჩანს, რომ სიმბოლო სულიერი ცნებაა. სიმბოლოს მეშვეობით გამოიხატება იდეა, ხოლო იდეა, როგორც მსოფლმხედველობის ძირითადი პრინციპი, გადმოსცემს სულს. სიმბოლო ატარებს იდეის აზრს, რომელსაც ის გამოხატავს, ხოლო იდეას სული ჰკვებავს.

სიმბოლოს მიერ ხორციელდება სულიერი კავშირი იმ სულიერ არსებასთან, რომელსაც ეს სიმბოლო გამოხატავს. და, ბოლოს, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღებულობს და იყენებს რომელიმე სიმბოლოს, ერთდება ამ სიმბოლოს შესაბამის სულთან. მაშ, რომელ სულთან შეერთებას სთავაზობენ სრულიად მართლმადიდებელთა კრების მონაწილეებს?

პროტოპრესვიტერი ანასტასი სრულიად სამართლიანად აცხადებს, რომ კომპოზიცია კრეტას მართლმადიდებლური აკადემიის შესასვლელზე წარმოადგენს კონფესიათშორის სინკრეტული ეკუმენიზმის სიმბოლოს. სინკრეტული ნიშნავს განსხვავებული ელემენტებისგან შემდგარს, რომლებიც ერთიანნი არ არიან.

კვლავ ჩნდება ასოციაცია ეკუმენისტურ თეორიასთან და იმაზეც, რომ ყველა რელიგიას, ასე თუ ისე, ერთ "ღმერთთან" მივყავართ, ოღონდ განსხვავებული გზებით - ყოველ მათგანში არის მარცვალი ჭეშმარიტებისა, არის კარგიც და არის ცუდით, მაგრამ ყველა მათგანი სიცოცხლის აზრის პოვნაში გვეხმარება. ასეთი სწავლება ხშირად გვესმის ჩვენს თანამედროვეთაგან, რომელთაც არ ესმით, თუ როგორ სულიერ არსებასთან არის კავშირში მსგავსი შეხედულებები.

ის, რომ ცისარტყელა ბოლო დროს გახდა "არატრადიციული უმცირესობის" სიმბოლო ყველამ იცის, მაგრამ ამ შემთხვევასი ის წარმოდგენილია როგორც "ახალი ეპოქის" სიმბოლო, რომელიც ასევე "მრავალფეროვნებაში ერთობის" სიმბოლოცაა, ანუ ადამიანებისა, რომლებიც ეკუთვნიან სხვადასხვა კულტურას, რელიგიას და მოწოდებულნი არიან ურთიერთტოლერანტობისკენ.

"ახალ ეპოქას" ანუ "ახალ ერას" ცნობილი ბერძენი თეოლოგები უწოდებენ იმ მოძღვრებას, რომელსაც ჩვენი პლანეტის მრავალ ადგილას ნერგავენ, როგორც ანტიქრისტეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" იდეოლოგიას.

აი რას წერს ცნობილი ბერძენი მოძღვარი და ჩვენი დროის გამოჩენილი ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი სარანტი სარანტუ: "ჩვენ ვიცით "ახალი ერას" მენტალიტეტის, "ფილოსოფიისა" და მიზნების შესახებ. მას სურს ჭეშმარიტებისა და ქრისტეანული სარწმუნოების არსის დამახინჯება. ურევს მას სიბნელესთან, სიცრუესთან და ყველა სექტისა თუ ცრურელიგიის წარმწყმედელ ცთომილებებთან. ის მიისწრაფვის სრულიად შეცვალოს ყველა ადამიანის სიცოცხლე, არ მიიჩნევს რა ადამიანს ერთარსება სამების ხატად, რომელიც მოწოდებულია განღმრთობისკენ".

"ახალი ერას" იდეებს აქტიურად ქადაგებს ოკულტური მოძრაობა "New Age" ("ნიუ ეიჯი"), რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მრავალ მილიონ ადამიანს აერთიანებს. "ნიუ ეიჯის" მომხრეები ეწევიან აქტიურ ბრძოლას ჰომოსექსუალისტთა, ლესბოსელთა და სხვა გარყვნილთა (ნარკომანთა, მეძავთა და ღმრთის მცნებების სხვა დამრღვევთა) "უფლებების" დასაცავად. სარგებლობს რა ტელეკომუნიკაციების გლობალური ქსელით, "ნიუ ეიჯი" აქტიურად აყალიბებს "ახალი მსოფლიო ცნობიერებას". "ნიუ ეიჯი" "ჭეშმარიტების" მარცვლებს პოულობს ყველა რელიგიასა და შეხედუელებაში, რაშიც ადვილად შეიძლება მოვიაზროთ "ქრისტიანული" ეკუმენიზმიც თეორიაცა და პრაქტიკაც. პრინციპში, ეს მოძრაობა ქრისტესგან განმდგარ, აპოსტასიურ სამყაროში ასრულებს იმავე სამუშაოს, რასაც ეკუმენიზმი - ქრისტეანობაში: ამზადებს ადამიანთა ცნობიერებას ერთიანი მსოფლიო რელიგიის მისაღებად, რომელიც პლანეტაზე "ახალი მსოფლიო წესრიგის" დადგომისთანავე დამყარდება და რომელიც აუცილებელია ანტიქრისტეს შემოსაყვანად.

მაშ, ვის ეკუთვნის ესოდენ მკრეხელური ოკულტური სიმბოლოს განთავსების იდეა მართლმადიდებლური აკადემიის შესასვლელთან, იმ ნაგებობის შესასვლელთან, სადაც გაიმართა სრულიად მართლმადიდებელთა დიდი კრება? გასგებია, რომ ამ მკრეხელობის მთავარი სულისჩამდგმელი - თვით ეშმაკია... რომელიც დასაბამიდანვე კაცის მკვლელი და მატყუარა გახლავთ (იოანე 8:44). ეშმაკია სწორედ ყოველი მწვალებლობის გამომგონებელიც.

უეჭველია ასევე, რომ "უწმინდური და სინკრეტული სამუშაოს" შესახებ კარგად არის ცნობილი კრების ორგანიზატორისთვის - კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის, რომლის იურისდიქციას ეკუთვნის კრეტას მართლმადიდებლური აკადემია. თუმცა, ის მიჩვეულია მწვალებლებთან, იუიდეველებთან, მუსლიმებთან და წარმართებთან ლოცვს.

პაპ ფრანცისკთან ერთად პატრიარქი ბართლომეოსი აქტიურად მონაწილეობს ანტიქრისტეს ერთიანი მსოფლიო რელიგიის ჩამოყალიბების საქმეში.

ამიტომაც იწვევს დიდ გაკვირვებას არცთუ სახუმარო კითხვა: რატომ უნარჩუნებენ მას დღემდე 13 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარნი "პირველობის პატივს"?

წყარო: http://mosvedi.ru/news/society/russia/20514.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню