რელიგია - სინოდი სინოდის წინააღმდეგ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

სინოდი სინოდის წინააღმდეგ

Patriarqi Kirile

16.10.2018.

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი კონსტანტინოპოლის სინოდის გადაწყვეტილებას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ადექვატურად და ხისტად უპასუხებს", განაცხადა პატრ. კირილეს პრეს-მდივანმე მღვდელმა ალექსანდრე ვოლკოვმა.

მისი თქმით, ეს მოხდება ორშაბათს მინსკში, სინოდის სხდომაზე.

გასულ კვირას კონსტანტინოპოლმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა უკრაინისთვის ავტოკეფალიასთან დაკავშირებული ტომოსის მინიჭების პროცედურა, რამაც მოსკოვის მრისხანე რეაქცია გამოიწვია.

შაბათს (13 ოქტომბერს), რმე-ს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მეთაურმა მიტროპოლიტმა ილარიონმა გაიმეორა თეზისი იმის შესახებ, რომ უკრანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება აიძულებს რმე-ს გაწყვიტოს ერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.

"კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა განხეთქილების ლიდრები, რითაც მოახდინა განხეთქილების ლეგალიზება, რომელიც მეოთხედი საუკუნეა არსებობს, და შედეგად, ჩვენთვის შეუძლებელია გახადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ერთობის შენარჩუნება", - აცხადებს მიტროპოლიტი ილარიონი.

თვით პატრიარქმა კირილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რმე-ს სინოდის სხდომაზე დადგება მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი: "მათ შორის რეაგირება იმაზე, რაც ახლა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში, და იმ ვითარებაზეც, რომელიც ყალიბდება უკრაინაში".

დღისით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: "პროვოკაცია, რომელიც ხდება უკრაინაში და რომელშიც არაკანონიკური სქიზმატური ეკლესიები მონაწილეობენ, ხორციელდება პირდაპირ ვაშინგტონის მხარდაჭერით".

ოთხშაბათს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ანათემა (ეკლესიიდან მოკვეთა) მოუხსნას უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის კიევის საპატრიარქოს წინამძღვარს პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს მაკარის.

1997 წელს, იმის შემდეგ რაც ფილარეტი სათავეში ჩაუდგა არაღიარებულ კიევის საპატრიარქოს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) სინოდმა ის ეკლესიისგან განკვეთა და ანათემა დაუწესა.

ამგვარად კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებით გაქრა ერთ-ერთი წინაღობა უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შესაქმნელად.

გარდა ამისა დოკუმენტი შეიცავს კიდევ ოთხ პუნქტს:

1. კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგიის (*) აღდგენის შესახებ.


____________

*
სტავროპიგია - საეკლესიო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელია ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფლებისგან და პირდაპირ ექვემდებარება პატრიარქს ან სინოდს. მოცემულ შემთხვევაში - კონსტანტინოპოლს.

____________

2. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1686 წელს კიევის მიტროპოლიის უკანონო ანექსიის აღიარების შესახებ.

3. გაფრთხილება უკრაინაში ეკლესიათა და მონასტერთა უკანონო დაპყრობის შესახებ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ.

4. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების შესახებ მათ კანონიერ სტატუსში და ამ ეკლესიების მრევლთან კანონიკური ევქარისტული ერთობის აღდგენის შესახებ.


წყარო: https://credo.press/220332/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню