რელიგია - სანტა-კლაუსი, დედ მოროზი და ბოროტი ღმერთები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

საიდან იბზიკებიან რქები?

კიდევ ერთხელ კრეტაზე გამართული კრების დოკუმენტების გარშემო

ეკუმენიზმი

ავტორი: ვალერი ფილიმონოვი, რუსი მწერალი და აგიოგრაფი.

ჯერ კიდევ ქრისტეანობის გარიჟრაჟზე წმიდა მოციქული პეტრე ასე არიგებდა მორწმუნეთ: "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტრე. 5:8). მაშ, რა უნდა ითქვას დღევანდელი დღის შესახებ, როდესაც ამქვეყნად გამოსულნი არიან მრავალნი "ცრუქრისტენი... რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24)?

თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანებს უმეტესწილად ავიწყდებათ, რომ ეშმაკი - ეს რაღაც აბსტრაქტული ბოროტება კი არ არის, არამედ კონკრეტული სულიერი არსება, რომელიც მირიადობით სხვა ბოროტ სულთან ერთად, რომლებიც განვარდნენ ღმრთისგან და აღვსილნი არიან სიცრუითა და ბოროტებით, განუწყვეტელ ბრძოლას აწარმოებენ კაცთა მოდგმისა და ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ. მათი ამოცანაა - რაც შეიძლება მეტი ადამიანის უკვდავი სული შთააგდონ მარადიულ სახმილში და სამუდამოდ წარწყმიდონ.

ჩვენი დრო სავსეა ყველაზე დახვეწილი საცთურებით, როდესაც ცხოვნების მტერი და მისი მსახურები სიკეთის მოქმედ "ანგელოზებად" გვევლინებიან. ჩვენი დროების ერთი მოსაგრის ცხოვრებაში არის ასეთი ნიშანდობლივი და სიმბოლური მოთხრობა: "მასონი, მაგალითად, წარმოგვიდგება კარგ და ღვთისმოშიშ ადამიანად, თვითონ კი უჭირავს ჩანთა, რომელშიც ეშმაკი იმალება. მასონი ირწმუნება, რომ ადამიანები პირდაპირი გზით მიჰყავს, და, როდესაც ის წინ მიდის, ჩანთაში ჩამალული ეშმაკი ცალ რქას ამოუწევს. მასონის მიმდევარი ადამიანები, როდესაც ეჭვდებიან, რომ ეს შეიძლება ეშმაკი იყოს, თავიანთ წინამძღოლს ეკითხებიან: "ეს რა არის?" მასონი კი პასუხობს: "ეს პატრიჯანია. ნუ გეშინიათ, თქვენ მე მომყევით".

ზუსტად ასევე იმალება ეშმაკი კრეტაზე გამართული კრების მიერ მიღებული დოკუმენტების ტექსტებში, რომელსაც ათონელმა მხცოვნებმა სამართლიანად მიანიჭეს ანტიმართლმადიდებლური და "ყაჩაღთა" კრების სტატუსი.

ეს "რქები" ხან აქ გამოჩნდება დოკუმენტებში, ხან იქ, ხოლო სტამბოლელი ღვთისმეტყველები ირწმუნებიან: "ეს - პატრიჯანია. თქვენ ჩვენ მოგვყევით: "მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენისტურ მოძრაობაში მისი გაჩენის დღიდან მონაწილეობდა, და თავისი წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და მომდევნო განვითარებაში... მისდევდა რა ობიექტურ მიზანს - გზა მოემზადებინა ერთობისთვის"..."

რაში მდგომარეობს კაცთა მოდგმის მტრის მთავარი იარაღი? როგორც ადამისა და ევას დროს, დღესაც ეს არის კადნიერი ტყუილი, რომელიც ჭეშმარიტების ნიღაბს არის ამოფარებული. "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:44).
ღებულობს რა სიცრუეს ჭეშმარიტებად, ადამიანი ვარდება სულიერი ხიბლის მდგომარეობაში და უნებლიედ ერთობაში შედის მზაკვართან, ღმრთისგან განდგომილ სულებთან. ამქვეყნიურ ცხვორებაში მათთან კონტაქტში შესული, ამგვარ ურთიერთობას სიკვდილის შემდგომაც გააგრძელებს მარადისობაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უმცირესი ტყუილი, რომელსაც ადამიანი ჭეშმარიტებად ჩათვლის, განკვეთს მას ქრისტესგან, და სულიერად შეუერთებს სიცრუის მამას, დაცემულ ანგელოზთა ლეგიონებს, რომელთაც სამარადისო წარწყმედისკენ მიჰყავთ ადამიანები.

ხოლო ეშმაკი ყოველთვის მცირედან იწყებს: "დაგვეთანხმეთ, - ამბობს, - ქრისტეანთა არსებობაში ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ქრისტეს ეკლესიის გარეთ, - მათაც ხომ სწამთ ღმერთი - მაშასადამე, ისინიც ქრისტიანები არიან... მაშ, რატომ არ მივიღოთ ახლა ჭეშმარიტებად ეს მტკიცება: "მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს სხვა, მასთან ერთობაში არ მყოფ, სხვაგვარად მადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიათა და კონფესიათა ისტორიულ სახელწოდებებს"?"

მაგრამ, სწორედ აქ ებადება ჯანსაღი სულის მქონე ადამიანს კითხვა: "კი მაგრამ, რამდენი ეკლესია დააფუძნა ქრისტემ?", - ჭეშმარიტების მტერი უკან არ იხევს და პასუხობს: "ისინი უკვე დიდი ხანია თვითონ მრავლდებიან - გაკვირტვით. ამიტომაც მოვაწყვე მათთვის მსოფლიო საბჭო. იხილე: 1948 წელს მათი რაოდენობა იყო 145, დღეს კი უკვე 300-ს აღწევს".

ცნობისმოყვარე ადამიანი არ ისვენებს და ახალ შეკითხვებს იძლევა: "მაგრამ, ყველა მათგანი ხომ "ერთსქესიანთა ქორწინებას" აღიარებს და ამ გარყვნილთა "ჯვრისწერასაც" არ თაკილობს?! ე. წ. "დანარჩენი ქრისტეანული სამყარო" ფაქტიურად სოდოად და გომორად გადაიქცა! ეს ხომ ღვთის სჯულის დარღვევაა. წმიდა წერილში ამის შესახებ არაერთხელაა ნათქვამი". ეშმაკი კი პასუხობს: "შენ არაფერი გესმის! ეს ყოველივე უკვე მოძველდა. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ადამიანი იყოს კარგი. ისმინე რას ამბობს პაპი ფრანცისკი. "თუ ვინმე გეია, მაგრამ ღმერთს ეძებს, და მას აქვს კეთილი ზრახვები, ვინ ვარ მე, რათა ის განვსაჯო?". ბოლო ინტერვიუში მან საერთოდ გეების წინაშე ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა! "არ შეიძლება ამ ადამიანების დისკრიმინირება, პირიქით, მათი პატივისცემა გვმართებს", - ზუსტად ასე თქვა. აი ეს არის საქმისადმი სწორი მიდგომა. სხვაგვარად როგორ გინდათ "რწმენასა და სიყვარულში" ერთობის მიღწევა?...

აბა წაიკითხე დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში". იქ შავით თეთრზე წერია: "როგორც ძველ ადამში მოიაზრებოდა მთელი კაცთა მოდგმა, ასევე ახალ ადამში არის შეკრებლი მთელი კაცობრიობა". უკვე შეკრებილია! ამიტომაც ჩვენ ბართლომეოსთან ერთად უცხო სარწმუნოების დამკვირვებელნი საპატიო ადგილებზე დავსვით, ხოლო მომდევნო კრებაზე - იუდეველებსაც მოვიწვევთ. მათაც ხომ ერთი ღმერთისა სწამთ. ხოლო თქვენ, ფუნდამენტალისტ-ფანატიკოსები, ყოველთვის ყველაფერს აფუჭებთ! მაგრამ, წმიდა მარკოზ ეფესელი და ღირსი მაქსიმე აღმსარებელი თქვენგან მაინც ვერ გამოვა".

აი ასეთი "საღვთისმეტყველო დიალოგი" გამოუვიდა ცხოვნების მტერთან ერთ მართლმადიდებელ ქრისტეანს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა... ახლა შესაძლებელი იქნება კრების მიერ კრეტაზე გამართლებული დოკუმენტების გამო გამოხმაურებებისა და შენიშვნების გაგზავნა სინოდალურ ბიბლიურ-საღვთისმეტყველო კომისიებში. ალბათ, ამ მოწმობის გაგზავნაც ჯეროვანი იქნება. იმედია იქ გაარკვევენ.

წყარო: apologet.spb.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню