რელიგია - საეკლესიო მომსახურეობის ტერმინალი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

საეკლესიო მომსახურეობის ტერმინალ

საეკლესიო მომსახურეობის ტერმინალი

03.11.2016.

რუსეთში, მურმანსკის ოლქში, ქ. აპატიტში გაჩნდა საგადასახადო ტერმნალი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სანთელი დაანთო ცოცხალზე ან მიცვალებულზე, ასევე შეუკვეთო ლოცვა.

ამის შესახებ იუწყებიან სოცქსელ ВКонтакте-ში და გამოქვეყნებულია ფოტოებიც.




ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ჰყვება: "დღეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ პავილიონში შევედი და სანამ რიგში ვიდექი, ჩემი მზერა საგადასახადო ტერმინალზე შეჩერდა. ერთი შეხედვით ტერმინალი, როგორც ტერმინალი, ჩვეულებრივი და სხვა ტერმინალებისგან თითქოსდა არაფრით განსხვავებული, მაგრამ შევამჩნიე, რომ მარჯვენა მაღალ კუთხეში მოთავსებული იყო ხატი. როდესაც მივუახლოვდი შოკში ჩავვარდი. მაშასადამე დღეიდან ამ ტერმინალში ცოცხალთა და მიცვალებულთათვი სანთლის დანთება და თვით ლოცვის შეკვეთაც კი შემიძლია".

როგორც სარეკლამო მომსახურეობაშია ნათქვამი, "მსტიხინოში, ღირ. სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძარში აღსრულდება ღვთისმსახურება თქვენსა და თქვენი ახლობლების სახელზე".

მღვდელი მონიტორიდან გვპირდება, რომ "გააძლიერებს ლოცვას ახლობლებზე, სნეულებზე, ბავშვებზე, ობლებსა და ქვრივებზე!".

ამავე დროს, უცნობია, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ტერმინალთა რმე-ს.

"სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს"... მე რა თქმა უნდა ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია... ასეც წარმოვიდგინე მღვდელი კომპიუტერთან, რომელიც ამოწმებს ვისთვის ილოცოს და პარაკლისისთვის ან პანაშვიდისთვის ვინ რა და რამდენი გადარიცხა", - ამატებს მკითხველი.





აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურად იყენებს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს - ინტერნეტს, ელექტრონულ ფოსტას, SMS და მესინჯერს - საეკლესიო მომსახურეობებისთვის. მაგალითად, ლოცვის შეკვეთა შეიძლება ინტერნეტით საიტებზე: Молитва.ру, Molitva-pr.narod.ru და სხვა.


წყარო: nv.ua // newsru.com

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню