რელიგია - რომის პაპის კონფერენც-დარბაზის ბნელი საიდუმლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

რომის პაპის კონფერენც-დარბაზის ბნელი საიდუმლო

რომის პაპი

საიტიდან collective-evolution.com

"როდესაც პირველად შევიგნე ჭეშმარიტი მასშტაბი იმისა, რასაც წარმოაჩენს რომის პაპის კონფერენც-დარბაზის კონსტრუქცია, გაოგნებული დავრჩი. მსოფლიო ელიტის, მსოფლიო კონტროლის, ოკულტიზმისა და მისი სიმბოლიზმის საიდუმლოებებს 10 წელია ვიკვლევ, მაგრამ პაპის კონფერენც-დარბაზის იერმა ყოველივეს გადააჭარბა და მაიძულა ჩემი შთაბეჭდილებები დამეწერა და მომეთხრო თქვენთვის.

გსმენიათ რამე პაპის კონფერენც-დარბაზის შესახებ? ის ასევე ცნობილია პაპ პავლე VI-ის კონფერენც-დარბაზის ან პაპის აუდიტორიის დარბაზის სახელით, ნაწილობრივ ის მდებარეობს ვატიკანის, ნაწილობრივ კი რომის (იტალია) ტერიტორიაზე. დარბაზი აშენებულია პაპ პავლე VI-ის საპატივცემოდ და აგებულია 1971 წელს იტალიელი არქიტექტორის Pier Luigi Nervi-ის მიერ. დარბაზი 6300 ადამიანს იტევს და იქ იმყოფება La Resurrezione-ს ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც Pericle Fazzini-ს შემოქმედებას ეკუთვნის.

დღემდე ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ მოდი ჩავუღრმავდეთ იმას, თუ რა ანიჭებს ამ ნაგებობას ესოდენ გამაოგნებელ იერს. დავიწყოთ ნაკლებად უცნაური საგნებით და თანდათანობით გადავიდეთ უფრო და უფრო უცნაურ საგნებზე.


აშენების მეთოდი და კონსტრუქცია


ნაგებობა დაპროექტდა რკინაბეტონის გამოყენებით. მისი დამპროექტებელია არქიტექტორი Pier Luigi Nervi, რომელიც ცნობილია უბრალო, მაგრამ პრაქტიკული პროექტებით, რომლებიც საკმაოდ მყარია და კეთილსინდისიერად არის აგებული.




შენობის მარტივი მორკალულობა გარედან უპრეტენზიო ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს არის ნაწილი იმისა, რითაც დავიწყებთ ჩვენ ამ შენობის შესწავლას, და გპირდებით, რომ იმ დროისთვის, როდესაც უკვე ჩვენი მიმოხილვით დასასრულს მივუახლოვდებით, დაინახავთ, თუ რას ვგულისხმობთ.

დააკვირდით ქვემოთ მოთავსებულ გამოსახულებას და შეადარეთ იგი მის გვერდით მოთავსებული გველის ფოტოს. მიაქციეთ ყურადღება საერთო ფართე ზურგს, ვიწრო, მომრგვალებულ წინა ნაწილს, შუაში მდებარე თვალებს, წინ მდებარე ნეტსოებს და ჩაზნექილ ზედა ნაწილს.






ფანჯრები


როგორც უკვე ზედა გამოსახულებებიდან ნახეთ, შენობის ორივე მხარეს მხოლოდ ორი ფანჯარა აქვს, რომლებიც თვალებს მოგვაგონებენ. ისინი გაკეთებულია ვიტრაჟული შუშისგან და იმყოფებიან შენობის შუა ნაწილში, მის ორივე მხარეს.

თვალების ფორმის ცენტრში თქვენ დაინახავთ ხვრელს, რომელიც რეპტილიის გუგას წააგავს.




კონსტრუქციის მთელი დაფარული აზრი რომ გავხსნათ, ორივე თვალს ერთობლიობაში დავაკვირდეთ.




უეცრად ჩვენს თვალწინ იშლება გამაოგნებელი სურათი, საგნები თავიანთ ნამდვილ ფორმას ღებულობენ და უკვე ვხედავთ კონსტრუქციის მთელ საიდუმლო მნიშვნელობას - რეპტილიის ორი თვალს, რომლებიც გიყურებენ მაშინ, როდესაც თქვენ სცენას უმზერთ.


ქერცლი და ეშვები


კიდევ ერთხელ შეხედეთ ზემოთ მოთავსებულ ფოტოსურათებს - რას ამჩნევთ მის ცენტრში? იქ დგას ქანდაკების მსგავსი რაღაც, შემდეგ, ორივე მხრიდან ორ ეშვს ვამჩნევთ. შენობის სახურავი და გვერდითი ნაწილები ასევე გველის ქერცლს გვაგონებენ.

აი კიდევ გამოსახულება, რათა წარმოდგენა შეგექმნათ კონსტრუქციაზე და შეიგრძნოთ მისი ნამდვილი მნიშვნელობა...



ახლა მოდი მცირედით გავაფართოვოთ პანორამა, რათა დავინახოთ ის, თუ რას ვუყურებთ. ქვემოთ მდებარე გამოსახულებაზე ყველაფერი ნათელი და გასაგებია. თვალები, ფორმა, ქერცლი, ეშვები, რეპტილიის გარეგანი სახე... ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა.



ახლა კი დავფიქრდეთ ამაზე: თუ მთელი შენობა გველის თავს გვაგონებს და ამისი უგულებელყოფა შეუძლებელია, უნდა შევიგნოთ, რომ ეს ყოველივე დაპროექტებული და აშენებული იყო სპეციალურად.

რეალობა ისეთია, რომ ამ სურათისთვის, როგორც ჩანს, ცხადი მიზეზი არსებობს.


დიდი კითხვა


შეიძლება ვინმემ იკითხოს, რა არის ამისი მიზეზი? რატომ ააშენეს ეს ნაგებობა ასეთი სახით? რას ნიშნავს, რომ პაპი, თითქოსდა რეპტილიის პირით ლაპარაკობს? თუ ამ შეკითხვებს არ დასვამთ, მაშინ თქვენ უბრალოდ თვალს უხუჭავთ რეალობას. საქმე მტკიცებულებების არარსებობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ თქვენ არ გსურთ ამისი დანახვა. არსებობს შვიდი ცალკეული ნაწილი, რომლებიც გველის ან რეპტილიის სიმბოლოებს შეიცავენ. ერთი ან ორი სიმბოლო რომ ყოფიფლიყო გავიგებდი თქვენს სკეპტიციზმს. მაგრამ როდესაც შვიდ სიმბოლოს თავს ერთად მოუყრიან, თანაც ასე ლამაზად და შეხმატკბილებულად, ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს სპეციალურად და მიზანმიმართულად არის გაკეთებული.

მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ის, რასაც მე ვამბობ, შეიძლება ძნელი მისაღები იყოს, მაგრამ ყველა გამაოგნებელი ჭეშმარიტება გადის რამოდენიმე ფაზას - ჯერ იწყება დაცინვებითა და ირონიით, შემდეგ მოდის ნაწილობრივი შეწყნარება, ხოლო ბოლოს, ისინი მოსახლეობისთვის უკვე სრულიად ცხად და აშკარა სახეს ღებულობენ. მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ ვუახლოვდებით მესამე ეტაპს, როდესაც საქმე მიდის იმის შეგნებამდე, თუ ვინ მეთაურობს და ვინ მართავს ჩვენს სამყაროს და ამაზე გველის აქ არსებული სიმბოლიზმიც მიუთითებს.

გამოკვლევები აჩვენებენ, რომ არსებობს სიღრმისეული სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვანწილად მართავს ჩვენს სამყაროს - ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც არ არიან არც ამერიკელები, არც ევროპელები, არც რუსები, არც კანადელები და ა. შ. ისინი ეროვნული იდენტურობის მიღმა არიან და მთელ მსოფლიოს აკონტროლებენ.

არსებობს კონსპიროლოგიუირი თეორიები რეპტილოიდურ რასებზე, არა უცხოპლანეტელთა ყველა რასაზე, არამედ ერთზე, ანუ რეპტილოიდურზე. ეს არის მცირედი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ პლანეტაზე. მე მესმის, თუ როგორ შეიძლება ეს ჟღერდეს, მაგრამ ღირს ამაზე დაფიქრება.

არსებობს კონსპიროლოგიური თეორიები იმაზეც, რომ ET-ის (E.T. the Extra-Terrestrial - უცხოპლანეტელი) არსებობა რეალურია.

არსებობს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწაზე ვითარებას Deep State, ანუ სიღრმისეული მთავრობა აკონტროლებს.




დიდი სახელმწიფოების ზოგიერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარგად იციან ET-ს არსებობის შესახებ, მაგრამ უბრალოდ ამას საზოგადოებას არ ამცნობენ. მთავრობებს დიდი ინფორმაცია გააჩნიათ ET-ის შესახებ და მამხილებელ ინსაიდერებს არერთხელ წარმოუჩენიათ დიდძალი დოკუმენტები ამის თაობაზე. შეგიძლიათ ნახოთ ფილმი Unacknowledged (არაღიარებული) Netflix-ზე, რათა უფრო მეტი გაიგოთ ამის შესახებ
(ამ ფილმის ტრეილერი იხ. ქვემოთ. - რედ.).


<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/3SnLGe1nitQ" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

რატომ გამოიყენება ეს სიმბოლიზმი?


კალიფორნიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ეწოდებოდა "კონტაქტი უდაბნოში", ჩვენ ინტერვიუ ავიღეთ დევიდ უილკოკისგან, რომელიც დიდი ხანია სწავლობს ოკულტიზმს. ინტერვიუს დროს მან ახსენა, რომ ელიტის/ილუმინატების აზრით მათ თავიანთი ზრახვები უნდა გადასცენ კაცობრიობას, რათა, არსებითად, კაცობრიობამ შეძლოს მათი (უცხოპლანეტელების - რედ.) მიღება. ეს ვლინდება იმ რიტუალებსა და სიმბოლოებში, რომლებსაც მასობრივ სპორტულ ღონისძიებებზე (მაგ.: ოლიმპიადებზე და სხვა) გვთავაზობენ; ვლინდება ასევე საზოგადოებაში არსებულ სიმბოლოებში, წარმოების სხვადასხვა დარგებში, ასევე კინოსა და მუსიკაში.

როდესაც დეტალებში აკვირდებით თუ რას წარმოადგენს რომის პაპის კონფერენც-დარბაზის დაფარული აზრი, ნათელი ხდება, რომ პაპი გველის პირით მეტყველებს. ის დგას გველის ხახის წინ და ყველა მის მსმენელს ელიტის ნებას აუწყებს. ელიტა კი კაცობრიობას სიმბოლიზმის ენით ელაპარაკება.




მრავალი სახელგანთქმული მოღვაწე ამბობდა, რომ რელიგიებს მასების სამართავად იყენებენ. თუმცა რელიგიური ისტორიები მრავალ სიმართლეს შეიცავენ და სასარგებლო ინფორმაციასაც გადმოგვცემენ, თუმცა სიმართლეა ისიც, რომ მათ ძირითადად მასების გასაკონტროლებლად იყენებენ. ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს რელიგიები არც ისე სუფთაა და დროთა განმავლობაში ისინიც შერყვნეს. ნახეთ, მაგალითად, რას დაამსგავსეს კათოლიციზმი. ვატიკანში მერამდენედ მალავენ სექსუალური ძალადობის ფაქტებს?!

ბოლოს და ბოლოს, მე არავის ვთხოვ დაიჯეროს ყველაფერი, რაც აქ ითქვა, მაგრამ ასევე გთხოვთ ნუ დამცინებთ. რადგან აქ არის ფაქტები, რომლებიც დეტალურ კვლევას საჭიროებენ. დღეს აშკარად ხდება რაღაც ისეთი, მიზანმიმართული, რომელიც საბოლოო ჯამში საშინელ შედეგს გამოიწვევს, ამაოდ ხომ არ ხარჯავენ ილუმინატები მილიარდებს იმისთვის, რათა დააფინანსონ, დააპროექტონ და ააგონ გველის ფორმის მსგავსი კონფერენც-დარბაზები, პირამიდები და სხვა ოკულტური სიმბოლიზმის მატარებელი ნაგებობები
".




http://www.collective-evolution.com/2017/11/17/the-dark-secrets-behind-the-popes-audience-hall-its-a-giant-reptilian/


_____________________________

აპოკალიფსისის რედაქციისგან: წინამდებარე სტატიამ ძლიერ დაგვაინტერესა, ამიტომაც, გადავწყვიტეთ გვეთარგმნა და შეგვეთავაზებინა ჩვენი მკითხველისთვის, მაგრამ აქვე საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეკეთებინა ჩვენი კომენტარი-მინაწერი, რათა მკითხველს არ ეგონოს, რომ ვიზიარებთ თეორიას უცხოპლანეტურ-რეპტილოიდური რასების შესახებ, რომლებიც თითქოსდა დედამიწას მართავენ. ჩვენი აზრით, ამგვარი რეპტილოიდური სიმბოლიკა დაკავშირებულია არა უცხოპლანეტელებთან, არამედ სატანის საბოლოო გეგმასთან, რომელიც, როგორც მართლმადიდებლური ესქატოლოგიური სწავლებიდან ვიცით, დაკავშირებულია მის დროებით გათავისუფლებასთან და ანტიქრისტეს მოვლინებასთან. გველი ოდითგანვე იყო სატანის სიმბოლო (იხ. დაბ. 3:1-14). იმის შემდეგ, რაც გველში შესულმა სატანამ სამოთხეში აცთუნდა ადამი და ევა, ღმერთმა ის ამ სიტყვებით დასწყევლა: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:15). ამ დროიდან გველი არის სატანის სიმბოლო და სრულიად ბუნებრივია, რომ რეპტილოიდურ სიმბოლიკას ანტიქრისტიანული ძალები თავიანთი ბოროტი ზრახვებისთვის იყენებენ. ჩვენი აზრით აქცენტირების გადატანა ვითომ უცხოპლანეტელ რეპტილოიდებზე არის ან შეგნებულად შემოტანილი ყალბი იდეა ან კიდევ ურწმუნოებიდან გამომდინარე უმეცრების ნაყოფი. წინამდებარე სტატიაშიც ასე უნდა ვიგულისხმოთ. ჩავთვალოთ რომ ავტორი, რომელიც შორს დგას მართლმადიდებლური პოზიციებიდან (სავარაუდოდ ის ან ათეისტია ან პროტესტანტი) და აქცენტირებას რეპტილოიდური რასების შესახებ არსებულ კონსპიროლოგიურ თეორიაზე აკეთებს, გათვითნცნობიერებული არ არის ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) ესქატოლოგიაში და არ იცის, რომ გველის (რეპტილოიდის) სიმბოლიზმი სწორედ ანტიქრისტეანული ძალების მიერ გამოიყენება და არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით (თითქოსდა დედამიწას რეპტილოიდური რასის წარმომადგენლები მართავენ). ხოლო თავისთავად ის, რომ რომის პაპის კონფერენც-დარბაზი რეპტილოიდურ სიმბოლიკას ავლენს, მრავლისმეტყველია და აჩვენებს, თუ ვის სამსახურში დგას ვატიკანი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню