რელიგია - ქრისტეს მტრებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ათწლეული - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ქრისტეს მტრებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ათწლეული

პატრიარქი კირილე

06.06.2017

წმიდა-ტიხონის ინსტიტუტში ჩატარდა "იტალიური კვირეული". ეს იყო კათოლიკეებთან ათწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის აღმნიშვნელი ღონისძიება, რომლის ფარგლებში მილანის (იტალია) კათოლიკური უნივერსიტეტისა და წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მასწავლებლებმა ჩაატარეეს ლექციები და სემინარები.

როგორც ხსენებული უმაღლესის პრეს-სამსახური იუწყება, 29 მაისს წმიდა ტიხონის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შედგა იტალიური კვირეულის საზეიმო გახსნა, რომელიც მიეძღვნა მილანის კათოლიკურ უნივერსიტეტთან აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის ათწლეულს.


იტალიური კვირეულის დატვირთული პროგრამა მოიცავს: ლექციებს, მრგვალ მაგიდებს, სამეცნიერო სემინარებს სხვადასხვა თემებზე. საქმიანი ღონისძიებების გარდა, გათვალისწინებულია ექსკურსიები და კულტურული პროგრამა.


ტიხონის უნივერსიტეტის პრორექტორმა საერთაშორიო მუშაობის სფეროში, დეკანოზმა გეორგი ორეხანოვმა "კვირეულის" საზეიმო გახსნაზე გამოსვლისას თქვა: "წმიდა ტიხონის უნივერსიტეტი - ერთ-ერთი უმსხვილესი მართლმადიდებლური უნივერსიტეტია რუსეთში და შესაძლოა მსოფლიოშიც. მილანის კათოლიკური უნივერსიტეტი (UCSC) კი ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო რელიგიური უნივერსიტეტი იტალიაში. 10 წლის წინ აღმოცენდა ჩვენი თანამშრომლობის იდეა".


ღონისძიებათა შორის გათვალისწინებულია ლათინი პროფესორ-მწვალებლის გამოსვლა, რომელიც გაინიხილავს მადლისა და რეალობის ურთიერთქმედებას. რეალიზმი, მისი აზრით, თვითმიზნური არ არის, არამედ ღრმად არის დაკავშირებული ღმრთის მადლის მოქმედების აღწერასთან ყოველდღიურობაში, რომელიც მას რაღაც უჩვეულოდ და უნივერსალურად გარდაქმნის. ასეთი მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ, თუ როგორ ხდება ნათელი, რომელიც ეფინება ადამიანებსა და საგნებს და მოუწოდებს მათ ყოფიერებისკენ, თვით მადლის სიმბოლო, რომელიც აქ და ახლა მოქმედებს.


რედ. შენიშვნა: აი ასე. ღმრთითსაძაგელი მწვალებლები მომავალ "მართლმადიდებელ" ეპისკოპოსებსა და მღვდლებს ღვთისმეტყველებასა და სარწმუნოებას ასწავლიან.  


წყარო: 3rm.info

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню