რელიგია - ნამდვილი შეპყრობილობა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ნამდვილი შეპყრობილობა...

მორიგი მკრეხელობა ტაძარში - თოჯინების წარმოდგენა ამბიონზე

მოდერნიზმი

05.05.2017

მართლმადიდებელ ქრისტეანთა პროტესტების მიუხედავად გრძელდება მღვდელმთავრობის მიერ მართლმადიდებლური ტაძრების თეატრალურ სცენებად გადაქცევის ტენდენცია. ყოველწლიურად მკრეხელები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან უფლის საკურთხეველს.


ამჯერადაც თოჯინების თეატრალიზირებული წარმოდგენა გაიმართა პირდაპირ ტაძრის ამბიონზე, რომელზე ასვლის უფლება საეკლესიო მსახურების გარდა არავის გააჩნია.

16 აპრილს, ქ. ვიდნოეში მდებარე მიძინების ტაძარში ჩატარდა საბავშო ზეიმობა, რომელზეც მოვიდნენ ბავშვები ქ. ვიდნოეს ოთხი საბავშვო ბაღიდან, ასევე მართლმადიდებლური კლუბებიდან "Благостыня" და "Асида", რომელიც იქვე, მიძინების ტაძართან ფუნქციონირებს.



ტაძრის მოძღვარი - მღვდელმონაზონი სოფრონი (გოროხოლსკი)


საღმრთო ლიტურგიაზე გალობდა ახალგაზრდული კლუბის "ხარადრიონის" ("Харадрион") გუნდი. ღვთისმსახურების შემდეგ ტაძრის ამბიონზე ბავშვებს აჩვენეს წარმოდგენა "ზღაპარი მამაც ეგორზე", რომელიც მათთვის მოსკოვის ფოლკლორულმა თეატრმა "სწავლულმა დათვმა" ("Ученый медведь") მოამზადა.

თოჯინების სპექტაკლის შემდეგ ქუჩაში ყველა სტუმარს ელოდა მხიარული თამაშები და საჩუქრები. აღდგომის დღესასწაულობის წინ ამ ტაძრის სამრევლოში ჩატარდა საქველმოქმედო ბაზრობა, - იუწყება ქ. ვიდნოეს მიძინების ტაძრის საიტი.








წყარო: http://www.3rm.info/main/67264-nastoyaschee-besnovanie-ocherednoe-koschunstvo-v-hrame-kukolnoe-predstavlenie-na-amvone.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню