რელიგია - მონაზვნური გლამური - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

მონაზვნური გლამური

ქართველმა მონაზონმა მოდური კოლექციის აქსესუართა ხაზი შექმნა

მონაზონი სიდონია

09.11.2016.

ქართველი მონაზონი სიდონია და მოდური ტანისამოსის მოსკოველი დიზაინერი ალექსანდრე არუთუნოვი, რომელიც წარმომავლობით ასევე საქართველოდან არის, ერთობლივი პროექტის წარსადგენად ემზადებიან.

როგორც newsgeorgia.ge იუწყება, მონაზონი სიდონია საქართველში ცნობილია თავისი ხელნაკეთი მორთულობებით, მან შექმნა აქსესუარების ახალი ხაზი, რომელიც განკუთვნილია არუთუნოვის კოლექციისთვის.

მანამ, სანამ ოფიციალურად წარადგენდნენ მორთულობათა ხაზს, მონაზონმა სიდონიამ თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა ორი ფოტოსურათი, რომლებიც წარმოადგენენ კოლექციის მცირე ნაწილს.




ფოტოებზე მოდელი აღბეჭდილია ტანისამოსში, რომელიც მონაზონის ტანისამოსს გვაგონებს, მაგრამ მკაცრ შესამოსელს ავსებს უჩვეულო აქსესუარები, რომელთა შორისაც არის მსხვილი საყურეები, ბეჭედი და ყელსაბამი-ზონარი.

მონაზონი სიდონია უკვე მესამე წელიწადია მორთულობებს უშვებს ბრენდ Sidonia Nun-ის სახელწოდებით

თავის ნამუშევრებში ის იყენებს სხვადასხვა ტექნიკასა და მასალას. მის მიერ შექმნილ აქსესუარებში არცთუ იშვიათად ვხედავთ ტრადიციულ ქართულ ნაქარგობას, ასევე მინანქარს და ფილიგრანს. ხშირად იყენებს ვერცხლსა და მარგალიტს.

მონაზონ სიდონიას მორთულებებს ატარებენ მოდის ქართველი მიმდევრები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები.






თავისი ოსტატობას მონაზონი სიდონია დაეუფლა წმიდა გიორგის სახელობის ბერძნულ მონასტერში, სადაც მან დაჰყო 12 წელიწადი. როგორც თვით სიდონია ამბობს, ხელსაქმობა - ტრადიციული მონასტრული შრომაა. მრავალი ჩვევა სიდონიამ გადაიღო სხვა მონაზვნებისგან, ოღონდ ფერის შეგრძნება მას გადაეცა მამისგან, რომელიც მხატვარი იყო.




ფოტოზე: მონაზონი სიდონია და ჯაზის მომღერალი ნინო ქათამაძე


საბერძნეთში მონაზონმა სიდონიამ ასევე მოასწრო უნივერსიტეტში ჩაბარება, სადაც სწავლობდა ისტორიას, არქეოლოგიას და ანთროპოლოგიას.

"ის, რომ ჩემი შეგნებული არჩევანი - შავი ფერის ტანისამოსია, არ ნიშნვს, რომ მსოფლიოს სხვა დანარჩენი ფერები ჩემთვის მოკვდნენ. მე აღფრთოვანებული ვარ სამყაროთი და მისი მრავალფეროვნებით. ისევე, როგორც თქვენ, მეც მძაფრად ვგრძნობ სილამაზეს - შესაძლოა, უფრო მეტადაც", -
ამბობს მონაზონი.




მონაზონ სიდონიას ნაკეთობები


დღეს მონაზონი სიდონია თავისი მონაზვნური ცხოვრების უმეტეს ნაწილს უთმობს თბილისში არსებულ სახელოსნოს. მონაზონი მოდური აქსესუარების შექმნას არ განაკუთვნებს ბიზნესს, და მას მხოლოდ თვითგამოხატვის საქმედ მიიჩნევს.

წყარო: https://www.newsgeorgia.ge/43010-2/

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: თავისი არსით მონაზვნობა წარმოადგენს ქრსიტეს ცხოვრებისადმი მიბაძვას. სახარებისეული ქრისტე ჩვენ სრულყოფილი ბერის იდეალად გვეხსნება. ის უცოლოა, თავისუფალია ნათესაური კავშირებისგან, არა აქვს თავშესაფარი, მწირობს, ცხოვრობს ნებაყოფლობით სიღარიბეში, მარხულობს, ღამეებს ლოცვაში ათენებს. ბერ-მონაზვნობა - ეს არის ამ იდეალისადმი მაქსიმალური მიახლოვებისკენ სწრაფვა, ლტოლვა სიწმიდისკენ, ღმრთისკენ, ყოველივე ამქვეყნიურზე უარის თქმა, იმისგან, რაც წუთისოფელში აყოვნებს და აბრკოლებს ცისკენ მიმართულ ადამიანს.

"მარტოობა არასრულყოფილებაა, ნაკულევანებაა, ქორწინებაში ის მეორე ნახევრის მოპოვნებით აღივსება. ბერ-მონაზვნობაში კი ეს სულიერი მეორე ნახევარი - თვით ღმერთია" (
მიტრ. ილარიონ ალფეევი). სარწმუნოების მოსაგრენი წუთისოფელს იმის გამო კი არ ტოვებდნენ, რომ ამსოფლად წარწყმედისა ეშინოდათ და ფიქრობდნენ რომ წუთისოფელში ყოფნით ვერ გადარჩებოდნენ, არამედ მისი უსახურობის გამო.ისინი უდაბნოებში მიდიოდნენ არა როგორც ნესტიან საფლავში, არამედ როგორც სულიერებით აყვავებულ და სიხარულევან ქვეყანაში. დიადოხოს ფოტიკიელმა (V ს.) ასე ჩამოაყალიბა წუთისოფლიდან მონაზვნად შედგომის საერთო წესი: "ჩვენ ამ ცხოვრების სიტკბოებაზე მხოლოდ მაშინ ვამბობთ ნებაყოფლობით უარს, როდესაც ღმრთის სიტკბოებას ვიგემებთ სისრულის მთლიან შეგრძნებაში" (იხ.http://azbyka.ru/1/monashestvo).

როგორც ჩანს, მონაზონ სიდონიას, მიუხედავად 12 წელზე მეტი
ხნის მონაზვნური ცხოვრებისა, ქრისტეს სიტკბოება და მონაზვნური ცხოვრების მშვენიერება ჯერაც ვერ შეუგრძვნია.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню