რელიგია - მართლმადიდებლურ ტაძართა გაკათოლიკება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

საყოველთაო აპოსტასია ... მართლმადიდებლურ ტაძართა გაკათოლიკება

სად არის საკურთხეველი? ... სად არის კანკელი?

მოდერნისტული ტაძარი

05.05.2017

რუსეთის გაკათოლიკება გრძელდება. მოდერნისტ-ეკუმენისტები ამახინჯებენ ძველ ტაძრებს, და ამსგავსებენ ისეთ ნაგებობებს, რომლებიც ღვთისმსახურების ჩასატარებელ ადგილს სულაც არ წააგავს. მათში არ არის არც საკურთხეველი, არც ხატები, განთავსებულია ვიტრაჟები და ა. შ.

სად არის საკურთხეველი? ... სად არის კანკელი? ეს მართლმადიდებლური ტაძარია თუ ეკუმენისტური?


2016 წლის 6 მარტს, ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აკურთხა წმიდა კეთილმორწმუნე თავადის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის კურთხევა. შემდეგ კი ახალნაკურთხ ტაძარში საღმრთო ლიტურგიაც ჩაატარა.

მაგრამ სად არის საკურთხეველი და კანკელი? ეს რა ტაძარია? ხალხს ყველაფერში ატყუებენ.




მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ტაძარი, რომელიც პატრიარქმა კირილემ აკურთხა.










ღმრთის საყდრების მოდერნიზაცია ახალ ყაიდაზე


დააკვირდით მაცხოვრის ხატს, და თქვენთვის ყველაფერი ცხადი გახდება... ის უკვე ხატი კი არ არის, არამედ ვიტრაჟია, რომლის თავზე მასონური სიმბოლოა დაკიდული.




საყდარზე არც სახარება დევს და არც ოდიკი (ანტიმინსი), არამედ დევს შუშა, რომელიც  საყდრის მოწყობის დოგმატიკაში ვერანაირად ეწერება. საყდარი (საკურთხეველი) უფლის საფლავის სიმბოლოა. განა გამოქვაბულში, რომელშიც დასაფლავებული ქრისტე იწვა, იდგა თუ არა მიკროფონი ან შუშები თუ ელაგა?




მეტიც, გარდა იმისა, რომ უძრავი საყდარი საკურთხევლიდან ქუჩაში გაიტანეს, მასზე ყვავილებიანი ქოთანი დაუდგამთ, როგორც ჩანს, მოდერნისტებს საერთოდ არ ესმით საყდრის საკრალურ-მისტიკური თვისებები, მისი სიმბოლური მნიშვნელობა, და მას უბრალოდ მაგიდად იყენებენ.




აი აქ, კი რაღაც  უცნაური ხდება. საყდარზე დგას ხვთისმშობლის ხატი, მის წინაშე ანთებულია ლამპარი, რომელიც შვიდსანთლიან სასანთლესთან ერთად იძლევა რვა ნათებას, ასევე სანთლები, რომელთა რაოდენობა თორმეტია. როგორც ვიცით ეს იყო სულთმოფენობაზე, და თუ ასეა, მაშინ რატომ არ არის საყდარი შემოსილი მწვანე საბურავში? ასევე რატომ არ არიან მღვდლები შემოსილნი მწვანე სამოსებში?




ლამპრების ნაცვლად სასანთლეზე პარაფინის სანთლები ანთია, რომლებიც წააგავს იმათ რასაც კათოლიკეები იყენებენ, და საერთოდ, თვით საყდარიც კათოლიკურ სამსხვერპლოს წააგავს, რადგან კათოლიკურ კოსტელში საყდარი საერთოდ არც არსებობს. კვლავ ვხედავთ შუშას, ქსოვილი ძალიან წააგავს სამზარეულოს მუშამბას (Клеёнка). კვლავ არ ჩანს სახარება, და ასევე არ არის საკურთხევლის ჯვარი, რომელიც საყდრის უკან დგას ხოლმე.




რუსეთის გაკათოლიკება გრძელდება, ირგვლივ მხოლოდ ვიტრაჟებია, ჯვარი საერთოდ არ არის, არც კანონიკური და არც გამოსატანი.



აი ეს კი რა არის, ვინმემ ხომ არ იცის? არკაა? როგორ მოგვაბეზრა თავი ამ ყალბმა ბიზანტიურობამ, კვერთხიც კი მხოლოდ ბერძნული უჭირავთ (ორგველიანი) და არა რუსული. განმაახლებლები თავიანთ მიზნად ისახავენ რუსული მართლმადიდებლური ტრადიციის ნარჩენების განადგურებას, და მას რომაულ-კათოლიკურით ცვლიან, ხოლო თავიანთ ნამოქმედარს ადრინდელ ქრისტეანულს, - ბიზანტიურ ტრადიციას უწოდებენ. და რისთვის ეს ყოველივე? რა თქმა უნდა უნიისთვის, "შერიგებისთვის" და მწვალებლებთან ერთობისთვის.




აი ასეთი დაცემული "საყდრებია" კვიპროსზე, მაგიდა არის კიდევაც მაგიდა... სულიერების დეგრადაცია სახეზეა, საყდრის სიმბოლური მნიშვნელობა სრულიად მივიწყებულია და საერთოდ გამქრალია სიღრმისეული აზრი იმ ადგილისა, სადაც ის დგას.




მეტიც, უკვე სამუფო კარებამდეც კი მივიდნენ, რომლებიც უფრო ველური დასავლეთის ლუდხანის კარებს წააგავს. სასანთლეების ნაცვლად ელექტრონათურები დგას, ლამპრების ნაცვლად კი - დიოდები ანთია, მკაფიოდ ბრჭვიალებს ვიტრაჟი. არც მეტი არც ნაკლები - ნამდვილი კათოლიკური კოსტელია მართლმადიდებლური ხატებით.




წყარო: http://3rm.info/main/67254-okatolichivaniya-nashih-cerkvey.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню