რელიგია - მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი ლიტურგია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

მართლმადიდებელმა "ღვთისმეტყველებმა" პაპის პრიმატი აღიარეს

და კათოლიკურ "სიწმიდეზე" ლიტურგიაც აღასრულეს

განდგომილება

28.09.2016.

როგორც გაზეთი "Сибирский католик" ("ციმბირელი კათოლიკე") იუწყება, იტალიურ ქალაქ კიეტში დასრულდა კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო შერეული კომისიის პლენარული სხდომა, რომელმაც ძმობის, გულწრფელობისა და ღია დიალოგის ატმოსფეროში ჩაიარა. შეხვედრის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენდა ლოცვა: სხდომის მონაწილეები ლოცულობდნენ კიეტის კათედრალურ ტაძარში, ხოლო 18 სექტემბერს მანოპელოს სიწმიდეზე აღასრულეს საღმრთო ლიტურგია.



ფოტოზე: მართლმადიდებელი და კათოლიკე მღვდელმსახურები შედიან მანოპელოს "წმიდა ხატის" ეკლესიაში საღმრტო ლიტურგიის აღსასრულებლად.


გერმანული კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო CNA-ს ცნობით, ლიტურგიას ესწრებოდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები (ფინეთიდან, ესტონეთიდან, კრეტადან, პატმოსიდან, მალტიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ფილიპინების საეგზარქოსოდან, ევროპიდან და ათონის წმიდა მთიდან); ასევე მიტროპოლიტები და არქიეპისკოპოსები ალექსანდრიიდან, ანტიოქიიდან, დამასკოდან, იერუსალიმიდან, სინას მთის ავტონომიური ეკლესიიდან, მართლმადიდებელი მღვდლები რუსეთიდან, საქართველოდან, სერბეთიდან, კვიპროსიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ალბანეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან, რომლებიც წარსდგნენ წმიდა ლიკეს წინაშე და მონაწილეობდნენ ევქარისტიაში. მხოლოდ ბულგარეთის ეკლესიამ არ გამოაგზავნა არც ერთი თავისი წარმომადგენელი. საღმრთო ლიტურგია აჟღერდა იტალიურ, რუსულ, ბერძნულ, ინგლისურ, რუმინულ და ფრანგულ ენებზე.




ფოტოზე: საღმრტო ლიტურგიას კათოლიკურ კოსტელში უძღვება მიტროპოლიტი იობი (გეჩა)



ფოტოზე: ცენტრში ქრისტეანული ერთობის ხელშეწყობის სფეროში პაპის საბჭოს თავმჯდომარე კარდინალი კურტ კოხი სწავლობს მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას


თელმესის მიტროპოლიტმა იობმა (გეჩა), რომელმაც უხელმძღვანელა მსახურებას მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის სახელით, თავის ინგლისურენოვან ქადაგებაში განაცხადა, რომ "ქრისტეს ხატი Manoppello-დან ხელთუქმნელია".

ზოგიერტი კათოლიკე მეცნიერის თანახმად ის წარმოადგენს სუდარას, რომელიც ნახსენებია იოანეს სახარებაში, მაშინ როდესაც სხვა კათოლიკური ტრადიცია მიჰყვება შეხედულებას, რომლის მიხედვითაც მაცხოვრის ხატი გამოსახულია ტილოზე, რომლითაც ვინმე ვერონიკამ სახე მოსწმინდა მაცოხვარს, რომელიც გოლგოთის გზას მიუყვებოდა, თუმცა, ამის შესახებ არც ერთ კანონიკურ სახარებაში არაფერია ნათქვამი და მხოლოდ აპოკრიფებსღა შემორჩა.




"წმიდა სახე" მანოპელოდან (მარცხნივ) სულაც არ წააგავს ტურინის სუდარას ანაბეჭდს


მაგრამ, მოდი დავუბრუნდეთ კიეტის კომისიის მუშაობას: საერთაშორისო შერეული კომისიის სხდომის შედეგად მოწონებულ იქნა დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა "კრებითობა და პირველობა პირველ ათასწლეულში. საეკლესიო ერთობისადმი მსახურების საზოგადო შემეცნებისკენ". დოკუმენტი წარმოადგენს ხანგრძლივი მუშაობის შედეგს, რომელიც დაიწყო რავენაში 2007 წელს. მასში განმარტებულია, თუ როგორ ხორციელდებოდა პირველი ათასწლეულის ეკლესიაში კრებითობა და პირველობა (ცხადია აქ იგულისხმება რომის პაპის პრიველობა - რედ.), და ამ მოდელმა უნდა მიუთითოს ყველას პრობლემის გადაწყვეტის მეთოდები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის.

შერეული კომისიის მუშაობის დროს გამოვლინდა, რომ პირველ ათასწლეულში, რომის საყდარი უეჭველად (!!!) უპირატესობისა და პირველობის მქონედ იყო აღიარებული ეკლესიაში, მაგრამ ეს პირველობა ყოველთვის ხორციელდებოდა კრებითობის კონტექსტში. ახლა კომისიას მართებს ჩამოაყალიბოს ამ პირველობის მნიშვნელობის ფორმულირება და დღეისთვის მისი განხორციელების მეთოდი ისე, რომ ის გახდეს ეკლესიათა შორის მსახურების ნამდვილი ნიმუში.


წყარო: http://protivkart.org/main/9021-pravoslavnye-bogoslovy-priznali-primat-papy-i-otsluzhili-liturgiyu-u-katolicheskoy-ne-priznannoy-v-pravoslavii-svyatyni.html

_______________________________

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ეკუმენისტურ ლოცვაში მონაწილეობდა საქართველოს ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელიც. სამწუხაროდ, სტატიაში ამ პიროვნების ვინაობა მითითებული არ არის. ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს არ ვაგებთ, რადგან სტატია პირდაპირ, სიტყვასიტყვით ვთარგმნეთ რუსული წყაროდან. წყარო იხ. ზემოთ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню