რელიგია - კრეტას კრების შედეგთა კვალდაკვალ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კრეტას კრების შედეგთა კვალდაკვალ

ეკუმენიზმი

ნავპაქტის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი).

კრეტაზე გამართული კრების ერთ-ერთი მონაწილე, ცნობილმა ღვთისმეტყველმა და საეკლესიო მწერალმა, ნავპაქტის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) გამოსცა ოცგვერდიანი მოხსენება, რომელშიც გააკომენტარა "წმიდა და დიდი კრების" ირგვლივ შექმნილი ვითარება. კერძოდ მიტროპოლიტი ჰყვება იმის შესახებ, თუ რატომ თქვა უარი ხელი მოეწერა დოკუმენტზე "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტეანულ სამყაროსთან". ვაქვეყნებთ მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის მოხსენების ყველაზე მნიშვნელოვან თეზისებს.



მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)


1. მიტროპოლიტი იეროთეოსი მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა ლაპარაკი იმაზე, თუ რომელი სახელწოდებით შევა კრეტას კრება ეკლესიის ისტორიაში. მისი სტატუსი და ავტორიტეტი დამოკიდებული იქნება იმაზე, აღიარებს თუ არა მას ეკლესიის სისავსე.

კრებათა მთავარ მსაჯულებაად გამოდიან ისინი, ვინც მოიპოვა ღვთიური განათლება და გონება ქრისტესი. "კრება უნდა იყო ეკლესიის ცხოვრებისა და ცნობიერების, ანუ წმიდათა გამოცდილებისა და ღვთისმეტყველების გამომხატველი, რომლებიც განსჯიან კრების მართლგონიერებაზე. გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: "არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ?" (1 კორ. 6:2).

2. მიტროპოლიტ იეროთეოსის აზრით, დოკუმენტის "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტეანულ სამყაროსთან" ტექსტი არ იყო მოწიფული და საჭიროებდა შემდგომ დამუშავებას. "მისი ხელმოწერა გახდება მომავალ პრობლემათა მაპროვოცირებელი ფაქტორი".

მოცემული დოკუმენტი არ განსაზღვრავს "ვინ არის და ვინ არ არის ეკლესიის წევრი, მისი ნაწილი, რას წარმოადგენენ ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიიდან განდგომილნი, არ ავლებს ზღვარს მართლმადიდებელ ეკლესიას და მწვლებლობას შორის".

3. ნავპაქტის მიტროპოლიტმა მიმდინარე კრებაზე დაინახა რელატივიზმის ელემენტები, კერძოდ ე. წ. განშტოებათა თეორია (გაიჟღერა აზრმა, რომ მოხდა ქრისტეანობის დაყოფა და ქრისტეანობა დაიხა, "როგორც იხევა კლერიკოსის სამოსი" (!) და ყველანი მიისწრაფვიან ერთობისკენ. გაისმა შეხედულება, რომ ყველა ქრისტიანი ფლობს საზოგადო განმასხვავებელ ნიშანს - ნამდვილ ნათლისღებას (ანუ გაიჟღერა ე. წ. "ნათლისღებითმა ღვთისმეტყველებამ").

4. მიტროპოლიტი იეროთეოსი ეწინააღმდეგება აზრს ადგილობრივ ეკლესიებს მიეცეთ უფლება გამოიყენონ იკონომიის პრინციპი მარხვისა და ქორწინების საკითხებში. დროებითი შემსუბუქებანი თანდათანობით შეიძლება დაკანონდეს, რის გამოც დაიკარგება მართლმადიდებლური ასკეზის, ზნეობრიობისა და კანონების ერთსახოვნება.

5. თავისი სტატიის ბოლო, დამამთავრებელ ნაწილში მიტროპოლიტი იეროთეოსი გმობს კრეტას კრებაზე გაჟღერებულ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც "მისი გადაწყვეტილებანი სავალდებულო იქნება ყველა ადგილობრივი ეკლესიისთვის". მსოფლიო კრებათაგან განსხვავებით (რომლებიც მათ დადგენილებებთან უთანხმო ეკლესიებთან ან პირებთან წყვეტდა კავშირს და განიკვეთდა ეკლესიისგან) კრეტას კრებას არ შეუძლია თავს მოახვიოს თავისი დადგენილებები იმ ადგილობრივ ეკლესიებს, რომლებმაც მასში მონაწილეობა არ მიიღეს.

წყარო: http://agionoros.ru/docs/2481.htm

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню