რელიგია - კრეტაზე ჩატარებულმა კრებამ ჰომოსექსუალისტებს მწვანე შუქი აუნთო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კრეტაზე ჩატარებულმა კრებამ ჰომოსექსუალისტებს მწვანე შუქი აუნთო

ეკუმენიზმი

ავტორი: დეკ. ბოჟიდარ გლავევი.

კრეტაზე გამართული კრების მიერ მიღებული და მოწონებული დოკუმენტების დეტალური განხილვა ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ ზოგიერთი დაწყებითი დასკვნები. გამართლდა ვარაუდები, რომ თვით "კრებაზე" შეუძლებელი იქნებოდა წინასაკრებო დოკუმენტებში აუცილებელი ჩასწორებების გაკეთება ან, რომ ჩასწორებები წმიდად კოსმეტიკური ხასიათისა იქნებოდა. დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შედარება წინასაკრებო დოკუმენტების ვარიანტებთან აჩვენებს, რომ არ ყოფილა დაშვებული არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილებანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები თანახმანი არ იყვნენ მათი შინაარსის. დადასტურდა მოლოდინი იმისა, რომ კრეტაზე გაიმართებობოდა სპექტაკლი წინასწარ ცნობილი ეპილოგით.

"დიდი და წმიდა კრების" ძირითად "მიღწევებს" შორის გახლავთ დოკუმენტი - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები". ვინმეს კიდევ თუ გააჩნია სასოება იმისა, რომ კრეტაზე არავინ შეხებია მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლებს, კარგი იქნება გაეცნოს დოკუმენტს ქორწინების შესახებ.

სად უნდა გამოეხატა ეკლესიას თავისი დამოკიდებულება სადღეისოდ საკმაოდ აქტუალურ თემაზე - ერთსქესოვანთა "ქორწინებაზე", თუ არა დოკუმენტში "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები"? და შეიძლება თუ არა ეკლესიამ არ ჩართოს საიდუმლოსთან მიახლების მოსურნე ერთი და იგივე სქესი "დამაბრკოლებელ მიზეზთა" რიცხვში? განა ასეთი დამაბრკოლებელი მიზეზი არ არის სწორედ დოკუმენტის უმთავრესი თემა? მაგრამ ერთსქესოვან "ქორწინებათა" ცალსახა და კატეგორიული დაგმობისგან დოკუმენტის შემდგენლებმა თავი შეიკავეს, თანაც მეტად ეშმაკური ხერხით. და არა მხოლოდ ეს. დოკუმენტში ჰომოსექსუალისტები განიხილებიან როგორც ეკლესიის აბსოლუტურად სრულუფლებიანი წევრები.

16-ე პუნქტში ვკითხულობთ: "ეკლესია ყოველთვის აუცილებელი სიმკაცრით და ჯეროვანი სამოძღვრო სიფხიზლით, მოციქულ პავლესეული შემწყნარებლობით, რომელიც მას ახასიათებდა წარმართთადმი (რომ. 7:2-3; 1 კორ. 7:12-15, 39 და სხვა), უდგება როგორც დადებით პირობებს (სქესთან განსხვავებანი, აუცილებელი ასაკი და სხვა), ასევე დამაბრკოლებელ მიზეზებს ჯვრისწერისათვის (სისხლით ნათესაობა, თვისება, სულიერი ნათესაობა, უკვე მიღებული ჯვრისწერა, სხვადასხვა სარწმუნოება და ა. შ.)"

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ყველგან კრეტაზე მიღებულ დოკუმენტში, ბიბლიური ან წმიდა მამებისეული ტექსტების დამოწმება ეს მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრაა
(1), და სინამდვილეში არანაირ კავშირში არ არის დადგენილებათა საფუძვლებთან, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი პრობლემაა.

უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ: ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზთა შორის სქესთა ერთნაირობა რომ არ ყოფილიყო ნახსენები მოფიქრებულ იქნა სპეციალური ტერმინი "დადებითი პირობები" (ე. ი. აუცილებელი მოთხოვნები), სადაც ხვდება "სქესთა შორის განსხვავებანიც". ლოგიკური იქნებოდა ერთი და იგივე სქესი ჩართულიყო "დაბრკოლებებში", მაგრამ "გაუგებარია" რატომ არ მოისურვეს ამისი გაკეთება დოკუმენტის შემდგენლებმა.

იბადება ასეთი შეკითხვაც: განა ეკლესია და მოციქული პავლე ყოველთვის შემწყნარებლურად უდგებოდნენ ქორწინების როგორც დადებით პირობებს, ასევე მის დამაბრკოლებელ ვითარებებს? მოდი შევამოწმოთ ამ თეზისის უტყუარობა კონკრეტული მაგალითის მიხედვით.

განა ეკლესია და მოციქული პავლე ყოველთვის შემწყნარებლურად უდგებოდნენ ქორწინების როგორც დადებით პირობებს, ასევე მის დამაბრკოლებელ ვითარებებს?

ეკლესია და მოციქული პავლე ყოველთვის შემწყნარებლურად უდგებოდნენ თუ არა პირებს, ვინც მიეახლებოდა ქორწინების საიდუმლოს, მაგრამ რომლებსაც არ გააჩნდათ ისეთი "დადებითი პირობა", როგორიცაა "სქესთა შორის განსხვავება"? ან, ფანარის შიფრს თუ გავხსნით - შემწყნარებლურად უდგებოდნენ თუ არა ისინი ჰომოსექსუალურ წყვილებს? ნათქვამს აქ მკაფიო შუქს ფენს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს 6:9 მუხლი, რომ "მამათმავალნი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ" (შეად. 1 კორ. 6:9), მაგრამ აქ ეს მუხლი დამოწმებული არ არის, და ეს არც არის გასაკვირი. რადგან ეს სიტყვები რომ წარმოთქმულიყო, მაშინ არაინფორმირებული ადამიანიც კი გაიგებდა, რომ წმ. მოციქულ პავლეს დამოკიდებულება "ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზებთან", მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჰომოსექსუალიზმთან, სულაც არ არის შემწყნარებლური, არამედ პირიქით: მოციქულისთვის ჰომოსექსუალიზმი ცათა სასუფეველის დამკვიდრების დამაბრკოლებელი გარემოებაა.

აი როგორ არის ჩაბეჭდილი სიცრუე დოკუმენტში "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები", რომელიც განკუთვნილია შთამომავლობისთვის. სიცრუე ვითომცდა ეკლესიისა და მოციქულ პავლეს შემწყნარებლობის შესახებ სოდომური ცოდვისადმი. იმის ნაცვლად, სამართლიანად დაეგმოთ ჰომოსექსუალიზმი, როგორც გზა, რომელსაც წარწყმედამდე მიჰყავს ადამიანი, კრეტაზე შეკრებილმა სჯულმდებლებმა უსამართლოდ ცილი სწამეს ეკლესიას და მოციქულ პავლეს, და მიაკერეს მათ "ჰომოსექსუალურ ქორწინებათა შემწყნარებლების" იარლიყები.

როგორღაც მოულოდნელად მივედით იმ დრომდე, როდესაც საეკლესიო-კრებით დოკუმენტში ჰომოსექსუალისტები განიხილებიან როგორც ერთი წმიდა საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის თანასწორუფლებიანი წევრები! რომ ეს ფაქტია, და ამ ფაქტს, როგორც კრეტაზე შეკრებილი სჯულმდებლები ფიქრობენ, მოვალენი იქნებიან ანგარიში გაუწიონ დანარჩენმა ადგილობრივმა ეკლესიებმა, ნათლად მეტყველებს I.10 პუნქტში ნათქვამი, რომელშიც გამოცხადებულია ეკლესიის დამოკიდებულება ე. წ. სამოქალაქო კავშირებისა და კონტრაქტული თანაცხოვრებისადმი.

"ეკლესია თავისი წევრებისთვის შესაძლებლად არ აღიარებს სამოქალაქო კავშირებს - როგორც ჰომოსექსუალურ, ასევე ჰეტეროსექსუალურს, - ასევე თანაცხოვრების ნებისმიერ სხვა ფორმას, ჯვრისწერის გარდა".

გავიმეორებ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მოეჩვენა:

"თავისი წევრებისთვის" - ჰომოსექსუალებისთვის (!) ან ჰეტეროსექსუალებისთვის - ეკლესია "შესაძლებლად არ აღიარებს სამოქალაქო კავშირებს, ასევე თანაცხოვრების ნებისმიერ სხვა ფორმას, ჯვრისწერის გარდა".

პირველთა და მეორეთათვის ჯვრისწერა კატეგორიულად გამოირიცხება თანაცხოვრების მიუღებელი ფორმებიდან. მაშ, თუ ასეა, მაშინ ქორწინება, როგორც სოდომიტებისთვის, ასევე ქრისტეანთათვის აღიარებულია თანაცხოვრების შესაძლო ფორმებად! შედეგად, ამიერიდან ჰომოსექსუალებს ეკლესია არა მარტო აძლევს იგივე უფლებებს, როგორსაც ჰეტეროსექსუალებს, არამედ დასაშვებად მიიჩნევს ერთსქესოვან ქორწინებებსაც.

და კიდევ ერთხელ მათთვის, ვისაც საკუთარ ყურებში ძლივს ესმის: "ეკლესია არ აღიარებს ჰომოსექსუალურ ან ჰეტეროსექსუალურ წყვილთა სამოქალაქო კავშირს ან თანაცხოვრების ნებისმიერ სხვა ფორმას, ჯვრისწერის გარდა". აი, ამას ამტკიცებს კრეტაზე გამართული "კრება"!

აი რატომ არ არის ჩართული ჰომოსექსუალიზმი ქორწინების დამაბრკოლებელ ვითარებათა შორის I.6-ე პუნქტში, ისევე როგორც II განყოფილებაში "ქორწინების დამაბრკოლებელი ვითარებებისა და იკონომიის გამოყენების შესახებ". პრაქტიკაში პუნქტ I.10-ის ტექსტი წარმოადგენს ღია მოწოდებას ჰომოსექსუალური წყვილებისადმი ჯვარი დაიწერონ ეკლესიურად, რადგან "ყოველ სხვა ფორმას თანაცხოვრებისა, ჯვრისწერის გარდა, ეკლესია თავისი წევრებისთვის შესაძლებლად არ თვლის". ხოლო კრეტაზე გამართული კრების შემდეგ ჰომოსექსუალისტები აღიარებულნი არიან "ეკლესიის წევრებად".

შეიძლება მოგვჩვენებოდა, რომ კრეტაზე შეკრებილი სჯულმდებლებმა კეთილი წამოწყებას მისცეს დასაბამი, როდესაც დოკუმენტში ამბობდნენ, რომ "მამაკაცსა და დედაკაცს შორის თავისუფალი კავშირი ქორწინების აუცილებელი პირობაა".

მაგრამ, გამოდის, რომ აქ აქცენტი გაკეთებულია სიტყვებზე: "თავისუფალი კავშირი", და არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო სიტყვებში: "მამაკაცსა და დედაკაცს შორის". რადგან შემდეგ, თუ დოკუმენტში ისინი დასაშვებად მიიჩნევენ ქორწინებას მამაკაცსა და მამაკაცს ან დედაკაცსა და დედაკაცს შორის, ამ შემთხვევებშიც ქორწინების პირობად შესაბამისად წარმოჩინდება "თავისუფალი კავშირი" მამაკაცსა და მამაკაცს და დედაკაცსა და დედაკაცს შორის. და რა ფასი აქვს მაშინ ისეთ განცხადებას, როგორიცაა: "ქრისტეში კავშირი მამაკაცსა და დედაკაცს შორისწარმოადგენს "მცირე ეკლესიას", ეკლესიის სახეს?" ხომ არ არის ეს უბრალოდ ტრადიციისადმი გაღებული ხარკი?

როდესაც ვხედავთ, როგორი მონდომებით უარყოფენ საკუთარ თავს კრეტაზე შეკრებილი სჯულმდებლები მხოლოდ ერთ დოკუმენტში, გვიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათი დამოკიდებულება მათ მიერვე დაწესებულ სამართლებრივ ნორმებთან ისეთივეია, როგორიცაა თუნდაც წყალზე დაწერილი სიტყვები: ისინი იყვნენ და აი, უკვე აღარ არიან. საკმაოდ ფუქსავატური და სასაცილოა მათგან სხვა დამოკიდებულების მოლოდინი.

მაცხოვრის გაფრთხილებისდა მიუხედავად, რომ ადამიანს არ შეუძლია ემსახუროს ორ ბატონს, კრეტის მამებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ქრისტესთვის და ცდილიყვნენ ერთსა და იმავე დროს ყოფილიყვნენ როგორც ქრისტიანებიც და კაცთმაამებლებიც (შეად. გალატ. 1:10), ეს კი, იმავე წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, რომელსაც ვითომცდა ისინი მისდევენ, სრულიად შეუძლებელია.

კრეტაზე მიღებულ დანარჩენ დოკუმენტებთან დაკავშირებითაც არსებობს არაერთი ასეთი "კაზუსები". მაგრამ ეს ერთიც საკმარისია, რომ ასი წლის განმავლობაში მომზადებული "დიდი და წმიდა კრება" გამოვაცხადოდ ... დიდ ჩავარდნათ. ადგილობრივ ეკლესიათა სინოდები, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს კრეტის კრებაზე, ყურადღებით შეისწავლიან მის დოკუმენტებს და იტყვიან თავიანთ აზრს მათ შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმის შემდეგ, რაც ამ ეკლესიათა მღვდელმთავრებმა გადადგეს პირველი გაბედული ნაბიჯები უარი ეთქვათ ამ კრებაში მონაწილეობაზე, ახლა საკმაოდ მტკიცენი იქნებიან და უფრო თანმიმდევრულნიც, რათა გადადგან მეორე ნაბიჯი და მკაფიოდ განაცხადონ, რომ მათი ადგილობრივი ეკლესიების ნებაა - არ იყონ და არც არასოდეს გახდნენ ამ უდიდესი სულიერი კატასტროფის მონაწილენი. და ეს კატასტროფა არის არა მარტო სტამბულის იდეოლგების კატასტროფა, არამედ იმათიც, ვინც ამა თუ იმ მიზეზით მიჰყვა მათ ნებას.


შენიშვნები:

1. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს (7:12-15) ტექსტი ("დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან") ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც უკვე სამოქალაქო სამართლით დაქორწინებულ მეუღლეთაგან ერთ-ერთმა მიიღო ქრისტიანობა, ხოლო მეორე წარმართობაში დარჩა. ამიტომაც, ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას "იკონომიისა" და ე. წ. შერეული ქორწინებების გამართლებისთვის.

ხოლო ტექსტი რომაელთა მიმართ ეპისტოლედან (7:2-3):
("რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად"). და ანალოგიური ტექსტი კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან (7:39) ("ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ") წარმოადგენენ მღვდელთა მეორედ ქორწინების მომხრეთა ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტებს, მაგრამ სპეციალურად არ ეხება ჩამოთვლილ "დადებით პირობებს" და "დაბრკოლებებს", ასე რომ მათი დამოწმება სრულიად უადგილოა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню