რელიგია - კრებითობის დასასრული მოსკოვის საპატრიარქოში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კრებითობის დასასრული მოსკოვის საპატრიარქოში

"ვინც თანახმა არ არის გავიდეს პენსიაზე"

პატრიარქი კირილე

29.09.2017.

რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიის "პაპმა" კირილე გუნდიაევმა რმე-ს მთელი სასულიერო დასისგან უსიტყვო მორჩილება მოითხოვა

როგორც რუსული წყაროები წერენ: "ეს არის რუსეთის მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის კრებითი სისავსის ლაჩრული და დანაშაულებრივი დუმილის შედეგი; ასეთია რუსეთის მთელი ეკლესიის პასუხი ცრუპატრიარქ კირილეს ღმრთისგან განდგომილებასა და მწვალებლობაზე, რომელმაც დღეს ფაქტობრივად საკუთარი თავი გამოაცხადა "მართლმადიდებელ პაპად". მან არა მარტო განაცხადა, რომ ყველანი მკაცრად უნდა ასრულებდნენ მის განკარგულებებს, არამედ რეპრესიებითაც დაემუქრა მათ, ვინც მის ამ ბრძანებას არ დაეთანხმება და თქვა, რომ განდევნის მათ საეკლესიო კლერიკოსთა დასიდან.

ამგვარი განცხადებით, როგორც იმოწმებს ამას РИА «Новости», ცრუპატრ. კირილე გამოვიდა ნოვოროსიისკში, მიძინების ტაძარში გამართული ღვთისმსახურების შემდეგ.

"ვინმეს თუ კიდევ დარჩა ეჭვი, უნდა გაკეთდეს ყოველივე ის, რასაც პატრიარქი ბრძანებს, - დატოვეთ ყოველგვარი ეჭვი! და მკაცრად შეასრულეთ ის, რასაც მე გიბრძანებთ! რადგან მე ჩემი ჭკუით კი არ გასწავლით, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ეპისკოპატის სიბრძნით! დღეს ჩვენი ეკლესიისთვის სხვა გზა აღარ არსებობს! ვინც არ მეთანხმებით - გადით პენსიაზე!"

თავისი ამ განცხადებით და სასულიერო პირთადმი მოთხოვნით მკაცრად შეასრულონ მისი ნებისმიერი განკარგულება, ცრუპატრ. კირილემ, რომის პაპის ანალოგიურად, თავი გამოაცხადა "მართლმადიდებელ პაპად", რომლის განკარგულებები თურმე მკაცრად და უსიტყვოდ უნდა შეასრულო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებითობა საბოლოოდ დანგრეულია და განადგურებულია მწვალებელ კირილეს მიერ!

მათთვის, ვინც ეჭვობს, რომ ზემოთმოტანილ ციტატაში ცრუპატრ. კირილემ სიტყვასიტყვით ყველაფერი ასე გადმოსცა ყოველგვარი შემატებებისა და დამახინჯებების გარეშე, უნდა მივუთითოთ, რომ ეს ამბავი გამოქვეყნდა არა რომელიმე ყვითელ გაზეთში, რომელიც სენსაციებს ეძებს, არამედ ისეთ წამყვან სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში, როგორიცაა РИА-НОВОСТИ, და რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკისა და რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების გაშუქება წარმოადგენს. ამ სააგენტოს საკვანძო ხელმძღვანელი გახლავთ გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი
"".

წყარო: http://3rm.info/main/68997-kto-ne-soglasen-na-pensiyu-papa-kirill-gundyaev-potreboval-bezprikoslovnogo-podchineniya-sebe-duhovenstva-rpc-mp.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню