რელიგია - კონსტანტინოპოლის პატრიარქი იმუქრება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კონსტანტინოპოლის პატრიარქი იმუქრება

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა კრეტის კრების კრიტიკოსებს "უკეთურები" უწოდა და დაიმუქრა, რომ გაწყვეტს მათთან ევქარისტულ ერთობას

პატრიარქი ბართლომე

19.12.2016

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ევქარისტული თანაზიარობის გაწყვეტით ემუქრება იმ იერარქებს, რომლებიც აკრიტიკებენ სრულიად მართლმადიდებელთა კრებას, რომელიც ამა წლის ივნისში კუნძულ კრეტაზე გაიმართა.

როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ათენის არქიეპისკოპოს იერონიმესადმი მიწერილ წერილში პატრ. ბართლომეოსმა მიუთითა, რომ მთელი რიგი ბერძენი მღვდლებისა და ერისკაცებისა თავიანთი გამონათქვამებით მართლმადიდებელ ერს "ამბოხისა და წარმატებულად ჩატარებული წმიდა და დიდი კრების წინააღმდეგ უბიძგებენ".

პატრიარქმა ბართლომეოსმა კრების კრიტიკოსთა საქმიანობას "დამღუპველი", "შეშფოთების გამომწვევი" და "უკეთური" უწოდა.

მან ასეთ იერარქთა რიცხს ელადის ოფიციალური ეკლესიის იერარქებიც მიაკუთვნა, კერძოდ პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე და კალავრიტელი ამბროსი, და ათენის არქიეპისკოპოსს მოუწოდა მიიღოს საჭირო წომები "ანტიეკლესიურად და ანტიკანონიკურად" მოქმედი იერარქების წინააღმდეგ, და დააყენოს ისინი "კანონებით განსაზღვრული სანქციების დადების" მუქარის წინაშე.

ბართლომეოსის თქმით, თუ ეს იერარქები "გონს არ მოვლენ", კონსტანტინოპოლის საპატრიარქო "იძულებული იქნება შეწყვიტოს მათთან საეკლესიო და ევქარისტული ერთობა".

როგორც ცნობილია ბულგარეთის, ანტიოქიის, საქართველოს და სერბეთის საპატრიარქოები, ასევე რმე-ს მოსკოვის საპატრიარქო, როგორც ძირითადი ინიციატორი, ოფიციალურად გამოვიდნენ კრების გადატანის წინადადებით, ვიდრე დარეგულირდებოდა ეკლესიათა შორის არსებული უთანხმოებანი და კრების დოკუმენტების საბოლოოდ დამუშავდებოდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომელიც პასუხისმგებელია ამ კრების ჩატარებაზე, სხვადასხვა ეკლესიათა და იერარქთა პრეტენზიები გაბუქებულად ჩათვალა და ჯიუტად მოითხოვა დათქმულ ვადაში მისი ჩატარება. შედეგად კრეტის კრებაზე მონაწილეობა არ მიიღეს "ოფიციალური მართლმადიდებლობის" ზემოთჩამოთვლილი საპატრიარქოების წარმომადგენლებმა.

სრულიად მართლმადიდებელთა კრება ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა და მისი მოწვევის მომზადება ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდებოდა.




წყარო: http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=123283

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню