რელიგია - ილუმინატების მისტიკურ-ოკულტური ნაგებობანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ილუმინატების მისტიკურ-ოკულტური ნაგებობანი

ოკულტური ნაგებობანი

ყველასთვის კარგად არის ცნობილი მსოფლიო საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ცდილობს მიიღოს ძალაუფლება პლანეტის მთელს მოსახლეობაზე. ზოგიერთი მათ ილუმინატებს უწოედებს. ეს არის საზოგადოება, რომლის შესახებაც ხშირად ლაპარაკობენ პრესაში და ვისი საეჭვო არსებობა ფართოდ იქადაგება მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში. ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებულნი უძველეს მეცნიერებებს, მაგიას და ჯადოქრობას. არსებობს ნაგებობებიც, რომლებიც ოკულტურ ცოდნასთან არის დაკავშირებული. მათზე ან უბრალოდ განთავსებულია გარკვეული სიმბოლოები, ან კიდევ ისინი განსაკუთრებული არქიტექტურული სტილით არიან აშენებულნი. ასეთი ნაგებობები შეიძლება ვიპოვოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოულოდნელ ადგილებში. სახლებზე, რომლებიც ეკუთვნის მნიშვნელოვან პერსონებს, ამგვარ სიმბოლიზმს არც კი მალავენ.


6. პირამიდები





მთელს მსოფლიოში შეიძელება ვიპოვოთ პირამიდები, რომლებიც დღემდე გაუგებარი დანიშნულების ნაგებობათა რიცხვს განეკუთვნებიან და რომელთა შესახებაც დღემდე დავობენ მეცნიერები. ყველაზე პოპულარული მათ შორის ეგვიპტის პირამიდებია. ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ პირამიდები თითქოსდა იყო გარდაცვლილ ფარაონთა სამარხი, და ძველ ეგვიპტელთა რწმენით ისინი ეხმარებოდნენ ფარაონთა სულებს გადასახლებულიყვნენ საიქიოში მომავალი რეინკარნაციებისთვის. სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ პირამიდები ძველი ცივილიზაციის ტექნიკური ნაგებობებია. ეგვიპტური პირამიდების სიმბოლოები გვხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ფულად კუპიურებზე (დოლარზე). პარიზში, ლუვრში იმყოფება ეგვიპტის პირამიდის შუშის ასლი.


5. ევროპის კათედრალური ტაძრები



ეკლესია ასწლეულობის განმავლობაში მართავდა ევროპას და აშენებდა იმ დროის ყველაზე დიდ ნაგებობებს. შუასაუკუნეების მრავალი ტაძარი ტამპლიერთა ორდენის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ესენი იყვნენ მდიდარი კათოლიკური ოჯახებისგან გამოსული მეომრები. თავიანთ დეკორში ევროპის კათედრალური ტაძრები მოიცავენ როგორც წარმართულ, ასევე ქრისტეანულ სიმბოლოებსა და ელემენტებს. იმ დროს ტამპლიერები ჰყვებოდნენ ისტორიებს დემონებზე, რათა თავიანთი საიდუმლოებანი კარგად შეენიღბათ პუბლიკისა და ინკვიზიციისთვის. ყველაზე ცნობილი ნაგებობა, რომელსაც თავისებური პოპულარიზაცია გაუწია დენ ბრაუნის "და ვინჩის კოდმა" გახლავთ როსლინის სამრეკლო. პატარა განმარტოვებული ეკლესია, რომელცი ედინბურგიდან რამოდენიმე მილში მდებარეობს. ის ეწინააღმდეგებოდა ჰენრიხ VIII დესპოტიზმს და მონასტერთა გაპარტახებას. ეს არის უბრალოდ "ქვაში გამოკვეთილი ბიბლია", რომელიც შემოსილია წარმართული სიმბოლოებითა და მითებით, ნორვეგიული მითოლოგიით. ამ ეკლესიაში ფიქსირდება ილუმინატების სიმბოლოთა უმეტესი რაოდენობა. ძნელია გაფიქრება იმაზე, რომ ეს შესანიშნავი და ლამაზი ნაგებობა აშენებულია ბოროტი მიზნებისთვის.


4. ვეველსბურგის ციხე-სიმაგრე





ვეველსბურგის ციხე-სიმაგრე, გერმანიაში, გამოიყენებოდა ჰიმლერელი SS-ელების მიერ მეორე მსოფლიო ომის მთელ პერიოდში. დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ჰიმლერი ძლიერ იყო დაინტერესებული ოკულტური მეცნიერებებით, სიმბოლოებით, საგნებით და სურდა მათი თავისდა სასარგებლოდ გამოყენება. ციხე-სიმაგრეში იყო ოთახი, რომელიც სტილიზებულია ბრიტანეთის სტოუნჰენდჯის მიხედვით, და რომელთანაც ბევრი საიდუმლოა დაკავშირებული. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ფაშისტები იყენებდნენ შავი მაგიის ოკულტურ ცოდნას და იმედოვნებდნენ, რომ მისი დახმარებით მიიღებდნენ განუსაზღვრელ ძალასა და ზეგავლენას. ომის შემდეგ თვითმფრინავიდან შეამჩნიეს, რომ ციხე-სიმაგრე "ბედის მახვილის" წვეტის ფორმით არის აგებული. 1945 წლის მარტში ჰიმლერმა განკარგულება გასცა აეფეთქებინათ ციხე-სიმაგრე იმ მიზნით, რათა არავის გაეგო მათი საიდუმლოებანი.


3. ვაშინგტონი





მთელს ვაშინგტონში მიმობნეულია ნაგებობები და შენობები, რომლებიც ეძღვნება მასონობას ან ოკულტურ საზოგაოდებებს, და ეს შენობები აქ უკვე საუკუნეებია დგას. ქალაქი ოკულტიზმის მკვლევართათვის წმიდა მიწად ითვლება, რადგან ვაშინგტონთან მრავალი ლეგენდებია დაკავშირებული სიმბოლოებიდან მოყოლებული დამარხული საგანძურებით დამთავრებუილ. და ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ აშშ-ს პირველი პრეზიდენტები მასონები იყვნენ. თვით ვაშინგტონი პენტაგრამის ფორმით არის აშენებული, რომელიც ასოცირდება სატანიზმთან. ამბობენ, რომ ვაშინგტონი, აშშ-ს სახელმწიფოს დედაქალაქი, დაპროექტებულია ისე, რათა მასებზე ჰქონდეს ზეგავლენა. მაგრამ ამას აზრი ექნებოდა მაშინ, თუ ის მთელს თავის საქმიანოას ააგებდა ოკულტიზმზე (ვაშინგტონის ოკულტურ ისტორიასა და სიმბოლიზმზე იხილეთ სტატია: "ვინ არის სამყაროს "დიადი არქიტექტორი?")


2. ლოს-ანჟელესის ბიბლიოთეკა






საგანმანათლებლო დაწესებულებები, რა თქმა უნდა, მასებზე უდიდესი ზეგავლენით სარგებლობენ. შენობებში თუ არის ოკულტური სიმბოლოები, უთუოდ, ისინი ზეგავლენას ახდენენ მნახველებზე. მრავალი ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტი, რომლებიც მდიდარი ქველმოქმედების მიერ არის დაფინანსებული და აშენებული, აღსავსეა მისტიკური ნიშნებით. ტურისტული გზათამკვლევები, რომლებიც ლოს-ანჟელესის ბიბლიოთეკას აღწერენ, ამბობენ, რომ მის არქიტექტურაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ხმელთაშუა ზღვისა და ეგვიპტური არქიტექტურის სტილმა. ხოლო ისინი, ვინც საკითხს უფრო ღრმად სწავლობს, აღნიშნავს, რომ ამ შენობის კედლებზე და სახურავზე გამოსახული სიმბოლოები უბრალოდ მორთულობა ან არქიტექტურული გადაწყვეტა როდია. ეს არის მიტიკური სწავლებების გამოხატულებანი. შენობა აგებულ იქნა საკრალური პროპორციებისა და გეომეტრიის გათვალისწინებით. პირამიდის წვერზე, რომელიც ბიბლიოთეკის სახურავზე მდებარეობს, იმყოფება ლუციფერის სიმბოლო - ხელში დაჭერილი ჩირაღდანი. ოკულტური სწავლებებიდან ცნობილია, რომ ეს არის ადამიანის აღზევების სიმბოლო მისი შემეცნებითი საქმიანობის წყალობით. ამ სიმბოლოს გარდა, არის კიდევ მრავალი მისტიკური ქანდაკება და წარწერა, რომელიც უძველეს სწავლებებთან არის დაკავშირებული (ლოს-ანჟელესის ბიბლიოთეკის ოკულტურ სიმბოლიზმზე უფრო დეტალურად იხილეთ სტატიაში: "ლოს-ანჟელესის ბიბლიოთეკის ოკულტური სიმბოლიკა")


1. მასონური ნაგებობანი



ტაძრის სახლი ვაშინგტონში

მასონთა ნაგებობები ადვილი ამოსაცნობია სახურავქვეშ მოცემული დევიზის და შესავალში განთავსებული სფინქსების მიხედვით. სამკუთხედზე და მასში ჩახატულ თვალზე ხომ ლეგენდები დადის. მრავალი მასონური შენობა აგებული იყო ეზოთერული ცერემონიებისა და რიტუალების ჩასატარებლად. თუ ორგანიზაცია საიდუმლოა, ხოლო მისი წევრები აცხადებენ თავის კუთვნილება მისდამი, მაშინ იბადება ეჭვი მათი სამიანობისადმიც. როგორც ამბობენ, ორგანიზაციის ზედა საფეხურებზე არცთუ იშვიათიაო მსხვერპლშეწირვებიც და შავი მაგიის რიტუალებიც. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და თვითონ გადავწყვიტოთ რამდენად მართებულია ან არამართებული მოცემული ინფორმაცია. რაც შეეხება სასაფლაოების არქიტექტურას, ის ნამდვილად იწვევს მისტიურ შიშ, თუმცა, აქ თითქოსდა ყველაფერი მარტივი და გასაგებია. ესენი უბრალოდ არიან მიცვალებულთა ქალაქები.

ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню