რელიგია - იეზუიტი იპყრობს კავკასიას. პაპ ფრანცისკის ვიზიტის შედეგები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

იეზუიტი იპყრობს კავკასიას: პაპ ფრანცისკის ვიზიტის შედეგები

რომის პაპი

ავტორი: იგორ დრუზი.

დასრულდა რომის პაპ ფრანცისკის ახალი ვიზიტი კავკასიაში. 30 სექტემბრიდან 1 ოქტომრბის ჩათვლით პაპი საქართველოს ეწვია, 2 ოქტომბერს ის ჩავიდა აზერბაიჯანში.

შეგვიძლია აღვნიშნოთ საქართველოს მიმართულებით ვატიკანის ექსპანსიის არცთუ მცირედი წარმატებები. თუკი 1999 წელს საქართველოში პაპ იოანე-პავლე II-ს ჩაოსვლის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის სამწყსოს მოუწოდებდა უგულებელეყოთ პაპის ვიზიტი, და პროტესტსაც კი გამოთქვამდა მისი ჩამოსვლის გამო, ახლა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე პირადად შეხვდა ფრანცისკ ბერგოლიოს თანაც აეროპორტში, როგორც ეს მაღალჩინოსან სტუმარს ეკადრება. პატრიარქი თავაზიანად საუბრობდა მასთან და სტუმარს "ძვირფასი ძმა" უწოდა, მან სადღეგრძელოც კი შესვა რომის კათოლიკური "ეკლესიის" დღეგრძელობისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მკვეთრ წინააღმდეგობაშია მართლმადიდებლურ კანონებთან, რომლებიც კრძალავენ ერეტიკოსთან მჭიდრო ურთიერთობას, მითუმეტეს, რომ რადიკალური ლიბერალი ბერგოლიო, რომელიც აკრიტიკებს მრავალშვილიან ევროპელ ქალებს და საჯაროდ კოცნის ბოზებს და სოდომიტებს, უკვე დიდი ხანია გასცდა მწვალებლობის ფარგლებსაც კი. მეტიც, პატრიარქმა ილია II-მ პირადად შეიყვანა ფრანცისკი საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ტაძარში - მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

სვეტიცხოველში ინახება უფლის კვართი, და ბერგოლიომ ამით ისარგებლა, რათა კიდევ ერთხელ ალაპარაკებულიყო ეკუმენიზმის "აუცილებლობაზე":

"წმიდა კვართი, ერთობის საიდუმლო, აღძრავს დიდი ტკივილს იმ გაყოფის გამო, რომელსაც განიცდიან ქრისტიანები ისტორიის მანძილზე: ეს უფლის სხეულის ყველაზე ნამდვილი განყოფაა".

"ვატიკანის რადიოს" გადმოცემით, "პაპი ითხოვს ხელები არ ჩამოუშვან ქრისტიანთა განყოფის გამო, არამედ "წმიდა ქრისტიანული ძმობის სულით შთაგონებულებმა, აღადგინონ გაწყვეტილი ქსოვილი". ეს კი ითხოვს "მოთმინებას, ერთმანეთისადმი ნდობას და მორჩილებას", - განმარტავს პაპი, ასევე "ქრისტიანული სასოებას":

"ის გვაიძულებს გვწამდეს, რომ წინააღმდეგობანი შეიძლება განიკურნოს, ხოლო წინაღობანი დაძლეულ იქნენ, მოგვიწვევს არასოდეს ვთქვათ უარი შეხვედრებისა და დიალოგის შესაძლებლობაზე, დავიცვათ და ერთობლივად გავაუმჯობესოთ ის, რაც უკვე მიღწეულ იქნა".

ქრისტიანული იდენტობა, ამტკიცებს პაპი ფრანცისკი, "დაცულია, როდესაც ის მყარად ეფუძნება რწმენას და ამავე დროს გახსნილია". საფუძვლებისადმი ერთგულება ნიშნავს არ დაუთმო "ჩაკეტილობას, რომელსაც მოაქვს სიბნელე ჩვენს ცხოვრებაში", და ყოველთვის მზად იყო მიიღო "ის, რაც ჭეშმარიტია და სასარგებლო".

ამრიგად, ეს ტექსტი ვატიკანის იეზუიტური დიპლომატიიდან ჩვეულებრივ, ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ბერგოლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ XI საუკუნეში კათოლიკეთა განდრეკა ქრისტეანული ეკლესიიდან თურმე ყოფილა არა განხეთქილება, არა სქიზმა, არამედ "ქრისტეანთა განყოფა". და, თურმე, მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა ყოფილა - "ჩაკეტილობა, რომელსაც სიბნელე მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში". ზედმეტია ლაპარაკიც კი იმაზე, რომ ამგვარი გამოსვლები შეუთავსებელია მართლმადიდებლურ სწავლებასთან, რომელიც ითხოვს მწვალებელთაგან განდგომას და მათგან განშორებას, რადგან ნათქვამია: "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა" (ფსალმ. 1:1).

"ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (1 კორინთ. 15:33).

ბიბლიაში კიდევ უხვადაა მსგავსი ციტატები, სადაც უფალი მოგვიწოდებს მწვალებელთაგან იზოლაციისა და ჩააკეტილობის სარგებლიანობისკენ, მათგან ჩაკეტილობისკენ, ვისაც ცრუსწავლებები და განსაკუთრებულად მძიმე ცოდვების ქადაგებები მოაქვთ.

გასაგებია, რომ ჩვენი სწავლება არავის აიძულებს ძალადობით შეაცვლევინოს მწვალებელთ თავიანთი შეხედულებები, როგორც ამტკიცებენ ამას ჩვენი დამადანაშაულებელი ლიბერალები. მაგრამ, ამასთან, მართლმადიდებელთა გზა სრულიად შეუთავსებელია პაპის განცხადებულ დარიგებასთან "არასოდეს თქვა უარი შეხვედრისა და დიალოგის შესაძლებლობაზე". როგორც ცნობილია, მოციქული პავლე საპირისპიროს გვასწავლიდა: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ" (ტიტეს 3:10).

მაგრამ ყველაფერი როდი გამოსდიოდა რომის პაპს. დიდება ღმერთს, რომ განსაზღვრული პროტესტი მისი ვიზიტისადმი ქართველ მართლმადიდებელ ქრისტეანთა და კლერიკოსთა შორის ჯერაც არის.

მას პიკეტირება მოუწყო "საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა". მართალია, პროტესტი ბევარად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ადრე მოხსენიებულ პაპ იოანე პავლე მეორის დროს 90-იან წლებში. ქართველი ხალხი, სამწუხაროდ, საკმაოდ სწრაფად იხრწნება მასმედიის დეგენერატიული ლიბერალური პროპაგანდის და განათლების სისტემის ზეგავლენით.

მაგრამ პაპის თავგამოდებული მომხრეები ჯერ კიდევ არც ისე მრავლად არიან. როდესაც 1 ოქტომბერს ფრანცისკ ბერგოლიომ საზეიმო მესა ჩაატარა მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე, ტრიბუნები ბოლომდე გავსებული არ იყო. სულ რაღაც რამოდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო მესას, მაშინ როდესაც სტადიონი 30 000 ადამიანს იტევს. ტრიუმფის მომლოდინე პაპის პიარისტები მისი მსახურების ადგილის შერჩევაში ძლიერ გაწბილდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთის მიერ დამონებულ "მართლმადიდებელ" უმაღლეს ხელისუფალთა მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეთაურობით, პაპთან ერთად ლოცულობდა ხსენებულ სტადიონზე.  თუმცა, სიტყვა "ლოცვა" ნაკლებად თუ მიესადაგება სტადიონზე გამართულ პოლიტიკურ შოუს და საქართველოს ხსენებულ პარტნომენკლატურას. ისინი მზად არიან ემსახურონ ვისაც გინდა, ილოცონ ვისთანაც გინდა და რომელიც გინდ "ღმრთის" მიმართ, ოღონდ ეს მათთვის მომგებიანი იყოს. გასაგებია, რომ ქართველ მარიონეტთა ამერიკელი კურატორები მოითხოვდნენ მათ დასწრებას მესაზე. მაგრამ, თვით პაპი-იეზუიტიც ვირტუოზული მსახიობური ჟესტებით შეეცადა გაეზარდა თავისი ქართველი მომხრეების რიცხვი. მაგალითად, პაპმა ფრანცისკ ბერგოლიომ "მორჩილად" ეამბორა პატრიარქ ილია მეორის სამკერდე პანაღიას. ერთის მხრივ, ეს გამოზომილი ჟესტი მრავალ ქართველს მოეწონა, რამეთუ ხაზს უსვამს მათი პატრიარქის სიდიადეს, რომლის წინაშეც ვითომცდა ქედი მოიხარა რომის პაპმაც კი. მეორეს მხრივ, ფრანცისკის კათოლიკური მრევლისთვის იგივე ჟესტი არ იყო მათი პონტიფიკოსის დამამცირებელი, რადგან ის ხომ სიწმიდეს ემთხვია და არა პატრიარქ ილია მეორეს.

ასევე იეზუიტი ბერგოლიო შეეცადა მართლმადიდებელ ქართველთა გულები მიეზიდა ტკბილი საუბრებით, რომლის მიხედვითაც, უარყოფდა ისტორიულად ჩამოყალიბებულ აზრს ვატიკანის პროზელიტური პოლიტიკის აგრესიულობის შესახებ.

"არსებობს დიდი ცოდვა ეკუმენიზმის წინააღმდეგ: პროზელიტიზმი, - თქვა ფრანცისკმა, - თქვენ არასოდეს უნდა ეცადოთ მართლმადიდებელთა პროზელიტიზმს, ისინი ხომ ჩვენი ძმები და დები არიან, იესუ ქრისტეს მოწაფეები".

უნდა ითქვას, რომ რომის პაპი ასეთ დაპირებებს იძლეოდა პატრიარქ კირილესთან შეხვედრის დროსაც, როდესაც მათ ხელი მოაწერეს ჰავანის დეკლარაციას, და რომელშიც განსაკუთრებულად იყო აღნიშნული "უნიატიზმის პრაქტიკაზე" უარის თქმა. მაგრამ ძველმა იეზუიტმა არა თუ დატოვა ძველი პრაქტიკა, არამედ გააძლიერა თავისი პროზელიტიზმი უკრაინაში, სადაც შენდება უამრავი ახალი უნიატური და კათოლიკური ტაძარი, თანაც ისეთ ადგილებში, სდაც პაპისტები არასოდეს ყოფილან.

თუმცა, ბერგოლიოს სიტყვებში არის სიმართლის მარცვალიც: დღეს ვატიკანი ცდილობს "ერთად" აიღოს ის, რასაც ადრე იღებდა "ცალობით". რა გვაქვს მხედველობაში? მაგალითად, ამასწინათ ვატიკანმა "გადაყლაპა" მთელი კონფესია უკრაინაში - "უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია". და მზად არის დაიქვემდებაროს სხვა ადგილობრივი კონფესიებიც, უბრალოდ პაპი ჯერ იცდის, თანდათანობით არაფორმალურად იბირებს მათი მრევლის სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს, რათა დროთა განმავლობაში გააფორმოს საკუთარი ძალაუფლება მათზე. ჩვენი ანგარიშით, უკვე დღეისთვის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგებში იმყოფება რომის პაპის ფაქატობრივ  მომხრეთა მეოთხედი ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირებშიც და ეპისკოპატშიც. ისინი გამოდიან კათოლიკური კალენდრის შემოღებისთვის, მარხვათა მოსპობის ან შემცირებისთვის, ტოლერანტობის იდეებით სოდომიისა და ეკუმენიზმისადმი, რითაც გამოირჩევა დღეს კათოლიკური "ეკლესია". ვატიკანი პროზელიტიზმის პლანში "მუშაობს" არა იმდენად ერისკაცებთან, რამდენადაც მათ მოძღვრებთან, სასულიერო სასწავლებელთა სტუდენტებთან, რომელთაც გაუჩნდათ შანსი უფასოდ ისწავლონ ვატიკანის სასწავლებლებში.

უეჭველად, საქართველოშიც ბერგოლიოს იეზუიტები არც ისე თავგამოდებით შეეცდებიან თავიანთ მხარეს გადაიბირონ ქართველი მართლმადიდებლები: პაპისტები შეუდგნენ საქართველოს მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალურ გადაკეთებას, მის ორიენტირებას რომის პაპთან ეკუმენისტური დაახლოების მიზნით. უბრალოდ ძნელია წარმოიდგინო, რა ძალის ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს საკმაოდ კონსერვატულ პატრიარქზე და მის ეპისკოპატზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამასწინანდელ "მსოფლიო" კრებაზე გატანილი ზოგიერთი საკითხის ჩაშლაში, რომ ესოდენი თავაზიანობით შეხვედროდნენ პაპ ფრანცისკს.

კავკასიური მოგზაურობის დასასრულს, თვითმფრინავში მიცემულ ინტერვიუში პაპმა ფრანცისკმა მიანიშნა, თუ როგორ შეეცდებიან საქართველოს ეკლესიის დაპყრობას პაპისტები:

"ერთმანეთისთვის ლოცვა - ეს არის ყველაზე მთავარი. შემდეგ, ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ღარიბთათვის, არსებობს უამრავი სხვადასხვა პრობლემა, და რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ ერთად მათი გადაწყვეტისთვის?"

აქ აღნიშნულია ორი მომენტი. პირველი - პაპისთვის მნიშვნელოვანია მართლმადიდებლურ ტაძრებსა და მართლმადიდებლურ ღონისძიებებზე კათოლიკე ქსენძების მუდმივი დასწრება. ეს არის ასევე, კანონებით აკრძალული ერთობლივი ლოცვაა მწვალებლებთან და სხვაგვარად მორწმუნეებთან. და კიდევ - ე. წ. ქველმოქმედება, რომლის მომიზეზებით პაპისტები ხშირად ახორციელებდნენ და ახორციელებენ თავიანთ პროზელიტიზმს. ორივე ამ მიმართულებას პაპისტები აქტიურად იყენებენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფაქტობრივად არ არის სახელმწიფო, ეს მხოლოდ აშშ-ს და ევროკავშირის პროტექტორატია, ასე, რომ საქართველოს ეკლესია იმყოფება ძალზედ მძიმე სიტუაციაში, რაც, სხვათა შორის, სულაც არ ამართლებს მის მღვდელმთავართა ეკუმენისტურ და ანტიკანონიკურ ქმედებებს. უეჭველად, სმე-ზე დასავლეთის ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ვატიკანი ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კავკასის, რადგან ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, სადაც რუსეთს სამხრეთის მხრიდან შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემები. თანაც სომხეთის კონფესიის დაპყრობაში ვატიკანმა, სამწუხაროდ, მიაღწია კიდევ უფრო მნიშვნელოვან წარმატებებს. სომხეთში პაპის ტრიუმფალური ვიზიტის წინააღმდეგ საერთოდ არავინ გამოსულა, პროტესტი აქ არავის გამოუხატავს, თუმცა, ეს ვიზიტიც აშკარად საწინააღმდეგო იყო სომხური ეკლესიის კანონების.

(იხ. ვატიკანმა დაიპყრო სომხეთის ეკლესია დაიპყრო")

ვატიკანი ამჟამად დასაქმებულია რუსეთისთვის მტრული სახელმწიფოების ჩამოყალიბებით მთელ მის პერიმეტრზე. ხოლო ამისი გაკეთება ყველაზე ეფექტურია მათი მოსახლეობის რელიგიური "კოდირების" მეშვეობით დასავლურ სტილში, რაშიც რომის პაპმა საკმაო წარმატებებს მიაღწია უკრაინაში.

კანონზომიერია, რომ პაპი ფრანცისკი ეწვია ამიერკავკასიის მესამე პოსტსაბჭოურ რესპუბლიკას - ბუნებრივი რესურსებით მდიდარ აზერბაიჯანს. მითუმეტეს, რომ ბერგოლიოსთვის აუცილებელია ერთგვარად "გააწონასწოროს" თავისი საზაფხულო ვიზიტი სომხეთში, რომელიც ასე არ უყვართ ბაქოში. თუმცა, მუსლიმური აზერბაიჯანი ვატიკანის პოლიტიკისთვის ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც საქართველო და სომხეთი.

ამიტომაც აზერბაიჯანის დედაქალაქში პაპმა ფრანცისკმა დაჰყო მხოლოდ ერთი დღე, რომლის განმავლობაშიც მან მესა შეასრულა ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში, შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს "პირისპირ შეხვედრის" ფორმატში, საზოგადოების წინაშე გამოვიდა ჰეიდარ ალიევის ცენტრში, ასევე ესაუბრა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ ულ-ისლამ ალლაჰშუქურს პაშაზადეს და აზერბაიჯანის რელიგიურ თემთა მეთაურებს. ბოლოს კი ის ეწვია კავკასიის უდიდეს მეჩეთს - ჰეიდარის მეჩთს, სადაც შეხვდა რესპუბლიკაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის მეთაურს.

აზერბაიჯანში პაპისტებს არაფერი უთქვამთ "ქრისტეანთა ერთობაზე", როგორც ეს იყო საქართველოში ან უკრაინაში. აქ რომის პაპი არიგებს დაპირებებს აზერბაიჯანის მთავრობა ჩაამონტაჟოს დასავლურ სამყაროში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლიბერალიზმის იდეოლგიის მიღების გზით, რისთვისაც ითხოვს უარის თქმას განთქმულ "ფუნდამენტალიზმზე", ფაქტობრივად კი საკუთარ კულტურულ და რელიგიურ ფესვებზე.

პაპ ფრანცისკის ბაქოში მოგზაურობის ერთ-ერთი პუნქტი გახლდათ ჰეიდარ ალიევის მეჩეთი. აქ ისევ გაისმა "უწმიდესი მამის" მოწოდება: "უარი ძალადობას ღმრთის სახელით!", რაც ძალზედ დამახასიათებელია მისი მიმართვებისთვის მუსლიმთადმი.

კონფლიქტთა ბურანში რელიგიები "ქვეყნიერების ნათელნი" უნდა იყონ, ხაზი გაუსვა პაპმა შეიხ-ულ-ისლამ ჰაჯი ალლახშუქურ გუმეთ ოღლი ფაშაზადესთან საუბარში, რომელიც კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მეთაური გახლავთ.

მაგრამ რა უნდა ვიგულისხმოთ "ძალადობაში ღვთის სახელით"? საკუთარი სარწმუნოებისა და სამშობლოს დაცვა, მაგალითად, ყველა ტრადიციული რელიგიისთვის არის დამახასიათებელი, მათ შორის ტრადიციული ისლამისთვისაც (აქ არ შევჩერდებით აგრესიულ ფსევდოისლამისტური სექტების საქმიანობაზე, როგორებიც არიან ვაჰაბიტები, რომლებიც, სხვათა შორის, იმავე დასავლეთის გამოზრდილია). და ტრადიციული ისლამის ამ ნიშნებს რუსეთის იმპერიაც აქეზებდა. მრავალი მუსლიმი მსახურობდა იმპერატორის ჯარში, ამასთან ისინი სულიერ დაპურებას თავიანთი მოლებისგან ღებულობდნენ, რომლებიც იწონებდნენ საკუთარი რწმენისა და რუსეთის, როგორც საერთო სამშობლოს დაცვას. ასე იყო, მაგალითად, ნაპოლეონური საფრანგეთისა და კაიზერული გერმანიის წინააღმდეგ ომების დროს.

რა თქმა უნდა, დღეს აზერბაიჯანი არ იმყოფება რუსეთის შემადგენლობაში. მაგრამ მისდამი პაპისტების მიერ თავსმოხვეული ფსევდოისლამური პაციფიზმი არანაკლებ საზიანოა, ვიდრე იგივე ვაჰაბიზმი. რამეთუ სინამდვილეში ასეთი პაციფიზმი და "ყველა რელიგიის გაბრწინვება" ნიშნავს აზერბაიჯანის კულტურულ და რელიგიურ კაპიტულაციას დასავლეთის წინაშე, აზერბაიჯანელებზე ლიბერალური უკანდახევის სრულ თავსმოხვევას.

დიახ, ჩვენ, მართლმადიდებლები, არ ვღებულობთ ისლამს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკუნეობრივი გამოცდილება. თუმცა, არც ვაჰაბიზმთან, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და აშშ აფინანსებს, და არც პაციფისტურ "ევროისლამთან", რომელსაც ვატიკანი აქეზებს, ჩვენ მშვიდობიანი თანაარსებობა არ შეგვიძლია. რადგან ეს არის ნამდვილი ანტიქრისტიანობა.

პაპმა ფრანცისკმა ბაქოს ხელისუფლება შეაქო იმისთვის, რომ აზერბაიჯანი აშენებს სულ უფრო "ღია საზოგადოებას", სადაც თავისი ადგილი ჰპოვა კათოლიკურმა თემმაც. ამ კავკასიური ქვეყნის მოწოდებაა - "გულღიაობა და შეხვედრა", აღნიშნა პაპმა და განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებაში რელიგიის აღმზრდელობით როლზე გაამახვილა.

პრაქტიკაში აზერბაიჯანის რელიგიური პოლიტიკა, რომელსაც გლობალისტურ ტიარში ასე იწონებენ, უფრო მეტად აღიშნავს ტრადიციული ისლამის კანონების უგლებელყოფას ლიბერალურ-ოკულტური იდეოლოგიის სასარგებლოდ. ზოგჯერ ეს გახლავთ ნეოწარმართული მოძრაობის, ნიუ-ეიჯის პირიდაპირი წაქეზება. ასე, მაგალითად, პირველი "ევროპული თამაშების" ცეცხლი, რომელიც ბაქოში ჩატარდა 2015 წელს, დემონსტრატიულად აინთო "ათეშგიახის" სამუზეუმო-ისტორიულ კომპლექსში - ეს კიდევ ძველ წარმართ-ცეცხლთაყვანისმცემელთა უძველესი ტაძარი გახლავთ.

კავკასიაში ვიზიტის დროს პაპი ფრანცისკი, როგორც ყოველთვის, შეეხო მისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას - ჰომოსექსუალიზმს, რომლის იდეოლოგიასაც ფრთხილად, მაგრამ მყარად ნერგავს მასებში.

ამჯერად ფრანციკს ბერგოლიო არც ისე რადიკალური იყო თავის გამონათქვამებში ამის შესახებ, როგორც თუნდაც სომხეთში ვიზიტის დროს. მაშინ, როგორც ცნობილია, მან განაცხადა, რომ ქრისტიანებმა, ვითომ ბოდიში უნდა მოუხადონ სოდომიტებს მათი დევნულების გამო. ამ ზეტოლერანტული გამონათქვამის გამო მაშინ დიდი ხმაური ატყდა. ამჯერად კი პაპმა გადაწყვიტა ოდნავ "უკან დაეხია", მაგრამ სწორედაც რომ ოდნავ. როგორც ჭკვიან პოლიტიკოსს, მას კარგად ესმის, რომ მისი ახალი რადიკალური ნაბიჯები ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ კათოლიციზმში ახალ განხეთქილებას გამოიწვევენ. ბერგოლიოს ბრწყინვალედ ესმის ოჯახის ინსტიტუტის ეტაპობრივი განადგურების მნიშვნელობა. ამიტომაც ჰომოსექსუალისტების მხარდაჭერა ამჯერად თავშეკავებულად გაისმა.

როდესაც მოცემული ვიზიტის ფარგლებში პაპს კიდევ ერთხელ ჰკითხეს ჰომოსექსუალისტებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ, აი მან რა უპასუხა:

"თუკი ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანი წარსდგება იესუს წინაშე, იესუ ზუსტად არ ეტყვის მას: "წადი აქედან, იმიტომ რომ სენ ჰომოსექსუალისტი ხარ!".

დედამიწაზე ეს "ღმრთის ნაცვალი", გაუგონარი კადნიერებით განსჯის ქრისტეზე, და მიაწერს მას თავის დამპალ ტოლერანტობას. წმიდა წერილში კი ნათლად არის ნათქვამი, რომ "... მამათმავალნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (1 კორ. 6:9-10). ასე, რომ არა, იეზუიტ ბერგოლიოს მტკიცების საპირისპიროდ, ქრისტე გააგდებს მოუნანიებელ ცოდვილთ თავისი სასუფევლიდან, რის შესახებაც თავის სახარებაშიც იწინასწარმეტყველა: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41).

მართალია, იეზუიტ ბერგოლიოს ორაზროვანი ფორმულირებები, როგორც ყოველთვის, ფილიგრანული და დახვეწილია. მან ხომ თქვა, ღმრთის წინაშე წარსდგება "ადამიანი ჰომოსექსუალური მიდრეკილებებით". ამიტომაც, კათოლიციზმში კონსერვატორები მას ვერაფერში გამოიჭერენ. ხომ შესაძლებელია რომის პაპს ეგულისხმა სოდომიტი, რომელმაც ასეთი მიდრეკილება უკვე შეინანა? სასიკვდილო ცოდვის პროპაგანდა აქ აშკარაა თვით პაპის გამოსვლის სულისკვეთებიან გამომდინარე, მაგრამ არა ასოს მიხედვით. იეზუიტი ძალიან გონივრულად ატრიალებს "ოვერტონის ფანჯარას", და თავისი მრევლის სულში ღვრის იმდენ შხამს, რამდენსაც ის ერთბაშად ვერ მოერევა.

რომის თანამედროვე პაპები სახარების წინააღმდეგ გამოდიან, სადაც ქრისტეანებს მართებს ან მტკიცე უარის ან კიდევ მტკიცე თანხმობის განცხადება. ხოლო პაპისტთა "ღვთისმეტყველება" ყოველთვის დახლართული და უკუღმართია, რაც, სხვათა შორის, ძალზედ დამახასიათებელია მართლმადიდებელი "განმაახლებლებისთვისაც".

შემდეგ, იეზუიტმა ფრანცისკმა გააგრძელა დახვეწილი ლაპარაკი იმავე ორაზროვან სტილში. მან ახსენა ესპანელი ახალგაზრდა, რომელმაც "სქესი შეიცვალა":

"ჰორმონალური პროცესები და დარღვევები იწვევენ მრავალ პრობლემას, რის გამოც უნდა მოვერიდოთ თქმას, თითქოსდა არავითარი პროცესი არ არსებობს და ყველაფერი კარგადაა. არა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიღოთ, ჩავატაროთ გამოკვლევები და გავარკვიოთ".

მოდი და გაარკვიეთ ახლა, რა იგულისხმა რომის პაპმა. მან დაგმო "სქესის შეცვლის" ოპერაციები და თქვა რომ ეს ცოდვაა? არა, მას ეს არ უთქვამს. მან განაცხადა, რომ ასეთი ოპერაციები "იწვევენ მრავალ პრობლემას"! ამის შესახებ მუდმივად ლაპარაკობენ პედერასტული მოძრაობის ღია აქტივისტები, და თავიანთი სახელმწიფოებისგან ითხოვენ სახსრებს ამგვარი ოპერაციების სრულყოფილების ასამაღლებლად.

და, უკვე საბოლოოდ რომ დააბნიოს ყველა, პაპი ამატებს (ალბათ იხსენებდა მასმედიის ტრადიციულ სათაურებს ამ თემაზე):

"... გეთაყვა, ნუ იტყვით, რომ პაპმა მოახდინა ტრანსსექსუალების კანონიზაცია!".

მიაწერა რა მასმედიას აბსურდული მტკიცებულებები თითქოსდა ის აპირებდა ყველა ტრანსსექსუალის კანონიზაციას, სიცილით წამოსწია საკითხი ნამდვილად რეალურ პრობლემაზე - ვატიკანის მიერ ჰომოსექსუალიზმის იდელოგიის გატარებაზე, კერძოდ, ფრანცისკის ჩახუტებაზე ჰომოსექსუალისტებთან, რომელთაც ნაცვლად იმისა ამხილოს თავიანთ სასიკვდილო ცოდვაში, არწმუნებს, რომ "უფალს ისინი უყვარს". ხოლო რომის პაპის საჯარო სიტყვებსა და ჟესტებს, როგორც ცნობილია, კათოლიციზმში კანონმდებლობითი ძალა გააჩნია.

თანაც რომის პაპმა, თავისი ადრინდელი სიტყვების საწინააღმდეოდ, ასევე განაცხადა, რომ გმობს გენდერულ იდეოლოგიას: "გენდერული იდეოლოგია - ეს არის დოქტრინის წინასწარგანზრახული დანერგვა, უპირველეს ყოვლისა სკოლებში და მისი მიზანი - მენტალიტეტის ცვლილებაა, ეს კი "იდეოლოგიური კოლონიზაციაა". რა თქმა უნდა, ეს სიტყვები გაახარებს კათოლიკე კონსერვატორებს, რომელთა მოტყუებაც კი არ არის საჭირო იმდენად მოხარულნი არიან თვითონ მოიტყუონ თავი "ეკლესიის ერთობის" მოჩვენებითი დაცვით.  მაგრამ, მაშინ რატომ ნერგავს რომის პაპი მთელს მსოფლიოში გენდერულ იდეოლოგიას, ნერგავს მას კათოლიკურ სკოლათა და უმაღლეს სასწავლებელთა უმეტესობაში, ცვლის უბედურ მოსწავლეთა მენტალიტეტს, რომლებიც "უწმიდესი საყდრის" მთავარ მოაზროვნეს ასე ენდობიან? რატომ აფინანსებენ პაპის "საქველმოქმედო ფონდები", რომელთაც უფრო "ბოროტმოქმედი ფონდები" უნდა ეწოდოთ, ლგბტ-ორგანიზაციებს? საქმე იქამდეც მიდის, რომ სოდომიტი აქტივისტები თავიანთ მეთოდურ ღონისძიებებში ჰომოსექსუალისტებს რეკომენდაციებს აძლევენ მხარი დაუჭირონ თავიანთი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ამისთვის მიმართონ კათოლიკე კლერიკოსებს?

იეზუიტების სიცრუე და პირმოთნეობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ვატიკანში თავიდანვე იუწყებოდნენ, რომ საქართველოში პაპ ფრანცისკის ჩასვლა მოხდებოდა დევიზით "მშვიდობა თქვენდა". პონტიფიკოსს დაახლოებული და იტალიური იეზუიტური ჟურნალის
Civiltà Cattolica-ს მთავარი რედაქტორი ანტონიო სპარადო ამბობდა, რომ "რომის პაპი არ აპირებს პოლიტიკური საკითხების წამოწევას, ეს ვიზიტი ჩაივლის შერიგების ნიშნით" და ახალი ეტაპი გახდება ფრანცისკის "მოწყალების დიპლომატიისა".

მაგრამ, როდესაც უყურებ "ძმა ფრანცისკის" ყველა ნაბიჯს, უნებლიედ გახსენდება სახარების სიტყვები: "როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი" (1 თესალონიკ. 5:3).

წყარო: rossiyaplyus.info.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню