რელიგია - ჰეროდიადული როკვა რმე-ს ტაძრებში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ჰეროდიადული როკვა რმე-ს ტაძრებში

ცეკვა ტაძარში

24.12.2016

"აღმოსავლეთში სტუმრებს ჩვეულებისამებრ ნახევარწრედ სვამდნენ; სალომია შევიდა ამ ნახევარწრეში და მუსიკის ჰანგების თანხლებით როკვა დაიწყო, რითაც ვნებითი გრძნობები აღძრა სტრუმრებში: ჰეროდიადას ქალიშვილი შეკრებილთა წინაშე ცეკვავდა და სიამოვნებას ანიჭებდა ჰეროდესა და მის სტუმრებს. "ეს იყო სატანური და სამარცხვინო სანახაობა, - წერს წმ. იოანე ოქროპირი. - მისი აღმძვრელია ლოთობა და გემოთმოყვარება; მაყურებლებიც გარყვნილი ადამიანები იყვნენ, ხოლო ტრაპეზობის მომწყობი ყველაზე უკეთური; ეს გახლდათ უგუნური გართობა; ქალიშვილი, რომლის მიერაც ჰეროდეს ქორწინება გახდა უსჯულო, და რომელსაც საკუთარი დედის სირცხვილის გამო ხალხში არ უნდა გამოეყო თავი, მორთულ-მოკაზმული ცხადდება შეკრებაზე და, დაივიწყა და ქალწულებრივი სიმორცხვე, ყველა მეძავი დაჩრდილა თავისი როკვით". და მოიგო როგორც ჰეროდეს, ასევე მისი სტუმარების გულიც.

ჭეშმარიტად - "დემონური ტრაპეზი, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - სატანური ურცხვობა! უსჯულო როკვა, ხოლო ჯილდო როკვისთვის - ასჯერ უფრო უკეთური! მიაქციონ ამას ყურადღება ქალიშვილებმა, განსაკუთრებით გათხოვილებმა, რომლებიც სხვის ქორწილებშიც არ უკადრისობენ შეირცხვინონ თავი! მიაქციონ ამას ყურადღება იმ მამაკაცებმა, რომლებსაც უყვართ ფუფუნება და ლოთობაში გატარებული წვეულებანი!" (Троицкие листки).

პატრიარქი კირილე ჩავიდა მაღაროში, ჩაეხუტა ერესიარქ-იეზუიტს, ხელი გადაუსვა პინგვინებს, გასინჯა ირმის ხორცი, ეწვია მასონ მეფეს, ჩაატარა ოცათასიანი ეკუმენისტური "ლიტურგია" და ა. შ. ... მოკლედ, მოასწრო ყველაფერი.

მაგრამ ბოლო თვეების ერთ-ერთი მისი უმთავრესი "მიღწევა" გახლავთ დემონური შაბაშები რუსეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში; გარყვნილი ჰეროდიადები დედოფლობენ იქ ე. წ. "მართლმადიდებელ" "ღვთისმსახურთა" ლოცვა-კურთხევით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/iiGBQpGMlK8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

პატრიარქი კირილე, როგორც ყოველთვის, თავის იდეებს ლამაზად და დამაჯერებლად აყალიბებს და, როგორც ყოველთვის, ამ, ერთი შეხედვით, უზადო ფორმულირებებით, გულმოდგინედ ნიღბავს მის ნამდვილ მიზანს - საეკლესიო ცხოვრების რადიკალურ მოდერნიზაციას, მოცემულ შემთხვევაში მის საკრალურ გულს - ღვთისმსახურებას. იმათ, ვინც გარკვეულნი არიან ამ თემაში, კარგად იციან, რომ ყველა ამ შენიღბვის ქვეშ მიმდინარეობს ღვთისმსახურების მიზანსწრაფვული პროფანაცია.

ასე, მაგალითად, მთელ რიგ სამრევლოებში პატრ. კირილეს ნებართვით შემოიტანეს განსაკუთრებული "საბავშვო ლიტურგიები", რომელთაც ბავშვთა გუნდი ასრულებს. ეს სრულიად ნორმალური იქნებოდა, რომ არა ევქარისტული კანონის შემოკლება (თურმე, ბავშვებს უჭირთ მსახურების ჩატარება სრული წეს-განგებით), რისი გაკეთებაც აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან ღვთისმსახურების დროს მღვდლებმა საკურთხეველში უნდა მოასწრონ თავიანთი საიდუმლო ლოცვების და კვეთის ჩატარება.

წმიდა ძღვენის (პურისა და ღვინოს შეცვალება ქრისტეს ხორცად და სისხლად) შესაძლებელია ანაფორისა და ეპიკლეზის ლოცვების სრული წეს-განგების კონტექსში. აქ კი თვით საიდუმლო (!) შეიწირება რომელიღაც მისიონერულ-სასწავლო მიზნით (რაც სრულიად ტიპიურია თანამედროვე საეკლესიო მოდერნიზმისთვის). გრძელდება საღვთისმსახურებო ტექსტების გათანამედროვეობა, თანდათანობითი გადასვლა საკრალურ-სლავურიდან თანამედროვე რუსულ ენაზე, რაც ასევე უეჭველი პროფანაციაა.

პატრ. კირილეს ნებართვით თანდათანობით იშლება მკაცრი მართლმადიდებლური ტრადიცია, რაც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო
(ხოლო უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ რუსეთის ეკლესიის ისტორიაში, ამგვარი დამანგრეველი რეფორმებს სათავე ეძლევა XVII ს.-ის პატრიარქ ნიკონის რეფორმით - რედ.), რომელსაც სათავეში ედგა ლენინგრადის სასულიერო სკოლა, ნეოგანმაახლებლობისა და საეკლესიო მოდერნიზმის აკვანი. უკვე იმ დროს ეს სასწავლო დაწესებულებები ცნობილნი იყვნენ თავისუფალი ზნე-ჩვეულებებით.

სწორედ იქიდან გამოვიდა ერთ-ერთი ჩვენი დროის ყველაზე ავი ნეოგანმაახლებელი, გამობრძმედილი ერესიარქი და მოსკოვის ეპარქიის შტატგარეშე კლერიკოსი გიორგი კოჩეტკოვი. სწორედ იქ ჰყვავის დღემდე სამღვდლო კაბაში შემოსილი ლიტერატურული ვლასოველი გიორგი მიტროფანოვი. ის, რომ სწორედ ამ "ბუდის" გამოცდილება შეითვისა პატრ. კირილემ და ნიმუშად დასახა თავის გამოსვლებში, წარმოადგენს რუსული საეკლესიო გალობის სერიოზულ განვითარებად ნეგატივს.


წყარო: http://3rm.info/main/65561-do-chego-my-dozhili-irodiadskie-plyaski-v-hramah-rpc-mp-video.html

ფოტოები ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოდან












<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/9VndOFTPuxI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню