რელიგია - განხეთქილების ზღვარზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

განხეთქილების ზღვარზე

პატრ. ბართლომე

18.09.2018.

2018 წლის 14 სექტემბერს მოსკოვში, დანიელის მონასტრის (Данилов монастырь), საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის რიგგარეშ სხდომა.

წმიდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი; კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი იუვენალი; კიშინიოვისა და სრულიად მოლდავეთის მიტროპოლიტი ვლადიმირი; ყაზახეთის სამიტროპოლიო ოლქის მეთაური, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუააზიის სამიტროპოლიო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ვიტალი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსონუფი; სრულიად ბელორუსიის ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოკოლოლამის მიტროპოლიტი ილარიონი.

სინოდმა მიიღო შემდეგი დადგენილებები:

"- შეჩერდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის ლოცვითი მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.

- შეჩერდეს თანამსახურება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქებთან.

-
შეჩერდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ყველა საეპისკოპოსო შეკრებში, საღვთისმეტყველო დიალოგებში, მრავალმხრივ კომისიებსა და სხვა სტრუქტურებში, რომლებშიც თავმჯდომარეობენ ან თანათავმჯდომარეობენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები.

- მიღებულ იქნას წმიდა სინოდის განცხადება უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკურ მოქმედებებთან დაკავშირებით.

- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში ყოველ საღმრთო ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსში ჩართულ იქნას შემდეგი სათხოვარი:

"მერმეცა გევედრებით უფალო ჩვენო და მაცხოვარო, რათა ერთობასა და მართლმორწმუნეობაში დაიცვა მთელ მსოფლიოში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესია, მიანიჭო მას მშვიდობა და უშფოთველობა, სიყვარული და თანხმობა, ყოველნი გევედრებით, ისმინე უფალო და შეგვიწყალენ" (რუსულ ტექსტშია: Еще молимся Господу и Спасителю нашему о еже сохранити в единении и правоверии Церковь Православную, во всем мире пребывающую, и даровати ей мир и безмятежие, любовь и согласие, рцем вси, Господи, услыши и помилуй).


"მერმეცა გევედრებით შენი მოწყალებით მოჰხედო წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას და დაიცვა იგი განყოფისა და განხეთქილებებისგან, მტრობის და უწესივრობებისგან, დე ნუ დაკნინდება და შეირყევა მისი ერთობა, არამედ დე იდიდებოდეს მასში შენი სამწმიდა სახელი, ყოველნი გევედრებით, ისმინე უფალო და შეგვიწყალენ" (რუსულად: Еще молимся о еже благосердием и милостию призрети на Святую Церковь Православную и сохранити ю от разделений и расколов, от вражды и нестроений, да не умалится и не поколеблется единство ея, но да славится в ней Трисвятое имя Твое, рцем вси, Господи, услыши и помилуй).


ამ განყოფის ტრაგიკულ შედეგებზე პასუხისმგებლობის მთელი სისრულე ეკისრება პირადად კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს და მის მხარდამჭერ მღვდელმთავრებს.

შეგნებული გვაქვს რა, რომ მიმდინარე მოვლენები წარმოადგენენ დიდ საშიშროებას მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის, ამ მძიმე ჟამს მხარდაჭერისთვის მივმართავთ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიებს, მოვუწოდებთ ეკლესიათა წინამძღვრებს გაგებით მოეკიდონ ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას მსოფლიო მართლმადიდებლობის ბედისთვის და მოახდინონ ინიცირება უკრაინაში შექმნილი საეკლესიო ვითარების სრულიადმართლმადიდებლური განხილვისთვის.

მოვუწოდებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისრულეს მხურვალე ლოცვისკენ, რათა შენარჩუნებულ იქნას წმიდა მართლმადიდებლობის ერთობა".

ამასთან პატრიარქ კირილეს პრეს-მდივანმა განმარტა, რომ მოცემულ მომენტში ევქარისტული კავშირი ეკლესიებს შორის შეწყვეტილი არ არის, ანუ კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოს კლერიკოსებს შეუძლიათ შეასრულონ ერთობლივი ღვთისმსახურებანი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომდევნო გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება კონსტანტინოპოლის მოქმედებებზე.

საერო ცხოვრებაში სინოდის ასეთ გადაწყვეტილებას შეიძლება შევადაროთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სახელმწიფოთა შორის.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ ახალი ამბის კომენტირებისას განაცხადა, რომ კრემლში თვალს ადევნებენ მოვლენების განვითარებას, მაგრამ "საეკლესიო საქმეებში სახელმწიფოს ჩარევის უფლება არა აქვს".

"თუ ისინი თავიანთ შავ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, ჩვენ სრულიად გავწყვეტთ ევქარისტულ ერთობას მათთან", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი).

"ყოველთვის, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ექცეოდა რთულ ვითარებებში, ძმური მხარდაჭერის ნაცვლად, სოლიდარობის ნაცვლად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ყოველთვის ვღებულობდით დარტყმას ზურგში", - დაამატა მიტროპოლიტმა
(თუმცა, "ზურგში დარტყმები" არც რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიისთვის არის უცხო ხილი. ეს კარგად ვიცით ჩვენ, ქართველმა მართლმადიდებლებმა - "აპოკ". რედ.).

სინოდის სხდომის გახსნისას, პატრიარქმა კირილემ კონსტანტინოპოლის მიერ თავისი ეგზარქოსების უკრაინაში დანიშვნა შეადარა ამ საპატრიარქოს მოქმედებას XX ს-ის 20-იანი წლების მოქმედებებს.

"პატრიარქი ტიხონი უმძიმეს ზეწოლას განიცდიდა ხელისუფლების მხრიდან, მათი მხარდაჭერით მოქმედი სქიზმატი-ობნოვლენცები ძალებს იკრებდნენ, და მაშინ კონსტანტინოპოლში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსკოვში გაეგზავნათ ე. წ. კომისია, ვიღაც მართლმადიდებლების თხოვნით. ბუნებრივია, რომ რმე-ს არავითარი თხოვნა პატრიარქისთვის არ გაუგზავნია. როგორც ჩანს, ეს თხოვნა გააგზავნეს სქიზმატმა-ობნოვლენცებმა", - თქვა რმე-ს მეთაურმა.

მან ყველას შეახსენა, რომ პატრიარქმა ტიხონმა, რომელიც იმ მომენტისთვის ფაქტობრივად იმყოფებოდა პატიმრობაში, დაწერა ძალზედ მკაფიო და გასაგები საპროტესტო წერილი, რომელშიც მამაცურად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია.

ასი წლის წინათ წარმოთქმული მისი სიტყვები, დღესაც აქტუალურია: "ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა და გაგვაკვირვა იმან, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაური, ჩვენთან, როგორც მთელი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან და წარმომადგენელთან, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ერევა რუსეთის ავტოკეფალური ეკლესიის შიდა ცხოვრებაში... რაიმე კომისიების წარმოგზავნა ჩემთან, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ კანონიერ და მართლმადიდებელ პირველიერარქთან შეთანხმების გარეშე, მიღებული არი იქნება რუსი ერის მიერ და შემოიტანს არა მშვიდობას, არამედ კიდევ უფრო მეტ მშფოთვარებას და განხეთქილებას ისედაც მრავალტანჯული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში".

იმდროინდელმა ვითარებებმა ხელი შეუშალა ამ კომისიის მოსკოვში ჩამოსვლას. მისი მოსვლა უკვე უბრალო ჩარევა კი არ იქნებოდა, არამედ პირდაპირი შეჭრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში, როგორც ეს ხდება დღეს.

"ამიტომ, დღესაც უნდა მივდიოთ მის ხაზს (იგულისხმება პატრ. ტიხონი - "აპოკ." რედ.), რომელიც არის მხოლოდ სწორი, ერთადერთი და კანონიკურად დასაბუთებული გზა", - განაცხადა პატრიარქმა.

წყარო: http://www.odigitria.by/2018/09/17/prekratit-pominat-patriarxa-varfolomeya/#more-42688

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню