რელიგია - განხეთქილება - ეს არის რმე-ს გამყიდველობისა და ეკუმენისტური კურსის შედეგი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

განხეთქილება - ეს არის რმე-ს გამყიდველობისა და ეკუმენისტური კურსის შედეგი

Saeklesio ganxetqileba

25.10.2018.

ინტერვიუ: დოცენტ ოლგა ჩეტვერიკოვასთან.

განხეთქილება უკრაინაში შეიძლება ტაძრებისა და უდანაშაულო მართლმადიდებელ ქრისტიანებზე სისხლიანი ანგარიშსწორებების მიზეზი გახდეს. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი სამართლიანად მიანიშნებს, რომ რმე-სთვის ეს სულაც არ იქნება მოულოდნელობა. ჯერ კიდევ 2014 წელს ფილარეტმა, დღეს უკვე პრაქტიკულად გათავისუფლებულმა ანათემისგან, გააცხადა, რომ კიევო-პეჩორის ლავრა გადავა ახალი ადგილობრივი ეკლესიის საკუთრებაში - მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ "უკრაინელი ნეონაცისტები დაბალ სტარტზე დგანან და ხელის აქნევასღა ელოდებიან".

რაიმე ძალისხმევა თუ იყო საჭირო, ეს ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მაშინ რმე ჰავანაში რომის პაპთან შეხვედრის სამზადისში იყო. ხომ არ არის დღევანდელი მოვლენები ეკუმენისტური დოკუმენტების ხელმოწერის შედეგი? რმე ყველაფერს პოროშენკოს, ბართლომეოსს და მტრულად განწყობილ დასავლურ ელიტას აბრალებს, მაგრამ არამც და არამც ვატიკანს. ჩვენს მასმედიაში ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ კათოლიკური ეკლესია უარს იტყვის უკრაინაში სქიზმატურ დაჯგუფებებთან ურთიერთობაზე, მაგრამ სინამდვილეში, აშკარავდება, რომ ინფორმაცია მომდინარეობს დაუდასტურებელი წყაროებიდან, რომელიღაც "დიპლომატიური წრეებიდან".

ექსპერტი თანამედროვე ევროპის რელიგიისა და პოლიტიკის სფეროში, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (რუს.: МГИМО) დოცენტი ოლგა ჩეტვერიკოვა Накануне.ru-სთან საუბრისას ეჭვ ქვეშ აყენებს ამ საინფორმაციო "ნაკადის" ჭეშმარიტებას და შეგვახსენებს, რომ ვატიკანი სულაც არ არის ჩვენი მეგობარი, როგორც ამის ჩვენებას ცდილობს რმე. განხეთქილების მოსალოდნელ კატასტროფას ექსპერტი სწორედ რმე-ს საქმიანობის შედეგად მიიჩნევს: "ჩვენ დიდი ხნის წინ ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი არის მოსკოვის საპატრიარქოს ეკუმენისტური კურსის შედეგი, ყველაფერს კი ბართლომეოსს აბრალებენ".

- ქ-ნო ოლგა, რითი შეუბრუნდება განხეთქილება რმე-ს, რა ბედი ელის უკრაინის ტერიტორიის ტაძრებს?

ჩვენი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ყურადღების კონცენტრაცია მოვახდინოთ მთავარზე, რადგან მოდის ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელიც გამოიყურება როგორც ნეიროლინგივისტური დაპროგრამება, ჩვენს კონცენტრირებას ახდენენ უკრაინაზე, ბართლომეოსის როლზე უკრაინის საეკლესიო ცხოვრებაში, მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენი ყურადღება დღეს მიპყრობილი უნდა იყოს იმისკნე, თუ როგორ კურსს ატარებს მოსკოვის საპატრიარქო.

დღევანდელი მოვლენები - ეს არის გამყიდველობისა და ეკუმენისტური კურსის შედეგი, რომელსაც დღევანდელი ხელმძღვანელობა ატარებს და რომელიც მკაფიოდ გამოვლინდა ეკუმენისტურ შეხვედრებსა და ეკუმენისტური დოკუმენტების ხელმოწერებში. არსებითად, ჰავანის შეხვედრით ხელი მოეწერა დეკლარაციას მთავარ მწვალებელთან - რომის პაპთან, რომელსაც "ძმა" ეწოდა. და ეს პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად ნიშნავდა მართლმადიდებლობიდან, წმიდა მამების მემკვიდრეობიდან გადახვევას, მივიდა იქამდე, რომ ფაქტობრივად მოსკოვის საპატრიარქოს ავტორიტეტი დღეს უკვე არანაირ როლს აღარ თამაშობს. იმიტომ, რომ ამ პოლიტიკით რმე ჩაეწერა ზოგადეკუმენისტურ კურსში, ანტიეკლესიის შექმნის ზოგადგლობალისტურ თამაშში, რომელშიც წამყვანი როლი რომის პაპს უკავია. ამ მიმართებით რაიმე დამოუკიდებელ ხაზზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ანუ მოსკოვის საპატრიარქო გახდა თამაშის მონაწილე გლობალურ პროცესებში.

- ყველას თავისი როლი აქვს ამ გლობალურ პროცესში, და ალბათ კონსტანტინოპოლსაც, არა?

-დიახ, ყოველ მოთამაშეს თავისი როლი აქვს გაწერილი. თავისი როლი აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესაც, რომელმაც ფაქტობრივად მომაკვდინებელი დარტყმა უნდა მიაყენოს მართლმადიდებლობას უკრაინაში.  თავისი როლი აქვს ვატიკანს, თავისი აშშ-ს ადმინისტრაციას. და, შესაბამისად, ამ დიდ თამაშში ჩაწერილია დღეს მოსკოვის საპატრიარქოც, ამიტომაც, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ და ვიტყვი, არ არსებობს ფართე განსჯა იმის გამოვლენისა და აღიარების გარეშე, რომ ყოველი მიმდინარე მოვლენა - ეს არის მოსკოვის საპატრიარქოს ეკუმენისტური კურსის შედეგი; ყველაფერი დანარჩენი უსარგებლოა.

- შეიძლება თუ არა რაიმე გავლენის მოხდენა ამ პროცესებზე?

- არა, ეს შეუძლბელია, რადგან მათი რეალიზება ხდება არა სტიქიურად, არამედ განსაზღვრული ნებით და ძალიან თანმიმდევრულად, კონკრეტული გეგმის შესაბამისად. და ჩვენ არ ვიცით, როგორი სცენარებია გაწერილი, შეიძლება მოახდინონ შეტაკებების პროვოცირება, თანაც, ეს მართლაც სისხლიანი შეტაკებები იქნება, რომელთა შემდეგ, ჩვენი აზრით, მოხდება საბოლოო განხეთქილება მალოროსებსა და ველიკოროსებს შორის. ადრე თუ ეს იყო განხეთქილება მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, ახლა მტრობა უკვე საეკლესიო დონეზე გადავიდა. საეკლესიო ომი გამოიწვევს არა მარტო იდეას, რომ ჩვენ ორი სხვადასხვა ერი ვართ, თუმცა ველიკოროსები და მალოროსები - ეს ერთი ერია. ჩვენ უკვე დაგვაცალკევეს პოლიტიკურ დონეზე, ახლა ცდილობენ ჩვენს დაცალკევებას რელიგიურ დონეზე. ასეთი სცენარი არსებობს.

- როგორც ჩანს, სწორედ ამას ელტვის პეტრე პოროშენკოც?

- საქმე არ იმათში არ არის, ვინც დღეს მართავენ უკრაინას, არამედ იმაში, თუ რა ხდება დღეს ჩვენს ეკლესიაში, რომლის ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები, რომლებიც ანგრევენ მართლმადიდებლობას - სწორედ ამის შესახებ გვმართებს ლაპარაკი და არა სხვა რამეზე, რითაც ყურადღება სცილდება მთავარ პრობლემას.

- რმე-სთვისაც ეს ყველაფერი მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო, 2014 წელს ფილარეტმა თქვა, რომ ლავრა გადავა ახალი ადგილობრივი ეკლესიის ხელში. ტელევიზიით ის ამბობდა, რომ "უკრაინელი ნეონაცისტები დაბალ სტარტზე დგანან და ხელის აქნევასღა ელოდებიან". რაიმეს გაკეთება თუ იყო საჭირო, ეს ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ?

-
ფაქტობრივად, როგორც ჩვენ ვიცით, 2014 წლიდან მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები ჰავანის შეხვედრასთან დაკავშირებით, ხორციელდებოდა არა მარტო კონტაქტები, არამედ იწერებოდა, თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო იმისთვის, რათა მომხდარიყო ამ შეხვედრის ორგანიზება. მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ უკრაინაში სისხლიანი მოვლენები ვითარდებოდა, ჩვენთან, საეკლესიო წრეებში, რომის პაპთან შეხვედრის სამზადისში იყვნენ. ასე რომ ბართლომეოსის რომელ უშუალო პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, თუკი დავინახეთ, მთელი ამ წლების განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქო არა თუ არ განეშორებოდა, პირიქით, აქტიურ პოლიტიკას აწარმოებდა მართლმადიდებლობის მთავარ მტერთან, ვატიკანთან კავშირურთიერთობების აღსადგენად?!

- თანაც, დღეს ყველაფერი, მართლაც, ისე გამოიყურება, რომ გადაწყვეტილება ავტოკეფალიის შესახებ სრულიად და მთლიანად ეკუთვნოდეს მხოლოდ კონსტანტინოპოლს და ვატიკანი არაფერ შუაში იყოს. დღევანდელი მოვლენებისთვის ბოლო თვეების სამზადისში, როგორც ჩანს, კათოლიკური ეკლესია მხოლოდ თავისი შიდა საქმეებით არის დაკავებული. რომის პაპი შეხვედა მღვდელთა ძალადობის მსხვერპლთა შვილებს, ვატიკანმა დისტანცია დაიჭირა და არანარი კომენტარი არ მისცა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს. რას ნიშნავს ეს - ესეც სტრატეგიაა?

- ეს ბუნებრივია, რადგან ეს არის კლასიკური იეზუიტური ტაქტიკა, ის მოქმედებს არა ღიად, არა ძალადობით, არამედ შეღწევით და მენტალური კონტროლის დამყარებით. ჩვენ ვიცით, რა როლი ითამაშა ვატიკანმა უკრაინის მოვლენებში, როგორ როლს თამაშობდა ის, როდესაც იწყებოდა ეს სისხლიანი მოვლენა. ამ მექანიზმს ფაქტობრივად ქოქავდნენ ბერძენ-კათოლიკეები, რომლებიც ვატიკანში დაწერილი ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებდნენ. შემდეგ კი, როდესაც ყველა მოვლენა უკვე მოხდა, ვატიკანმა დაიწყო აქტიური მშვიდობისმყოფელური ხაზის გატარება, რითაც თავისი კონტროლი დაამყარა, საკუთარი თავი კი არბიტრის როლში წარმოაჩინა.

- და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს არბიტრი ჩვენს სასარგებლოდ რაიმეს გადაწყვეტს?

- მკაცრად რომ ვთქვათ, ვატიკანი არაერთხელ აცხადებდა, რომ არ აღიარებს ყირიმის მიერთებას რუსეთთან, ოფიციალურად განიხილავს მას როგორც უკრაინის ნაწილს და იქ აქტიურ მისიონერულ საქმიანობას ეწევა. ფაქტობრივად ის საიდუმლოდ კურირებს მრავალ პროცესს. ნიშანდობლივია ის, რომ როდესაც ავტოკეფალიის მომზადებაზე გაკეთდა განცხადება, კიევში მდებარე სამოციქულო ნუნციატურა დადუმდა, თუმცა ახლა გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვატიკანი არ აღიარებს უკანონო ეკლესიას. სინამდვილეში კიევის ნუნციატურამ განაცხადა, რომ ასეთი განცხადება არ ყოფილა, და ვატიკანს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ვატიკანის როლი არის მშვიდობისმყოფელობა, რათა ერთმანეთთან "შეარიგოს" ყველა და ამგვარად არბიტრის როლში ყველას კონტროლი გაუწიოს. უკრაინას ვატიკანი საკუთარ კანონიკურ ტერიტორიად განიხილავს, ხოლო ყველა დანარჩენი მისთვის უბრალო საშუალებაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შეავიწროვოს და გააუქმოს მართლმადიდებლობა, რომლის შემდეგაც გამოცარიელებულ ადგილს თვითონ დაიკავებს.

- ანუ, აქ არის ეკუმენისტური კონსტანტინოპოლიც - ოღონდ ის უკვე პაიკია დიდ თამაშში?

- კონსტანტინოპოლი დიდი ხანია დასნებოვნებულია ეკუმენიზმით, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერა უნიას ვატიკანთან, ეს იყო უნიის ახალი ფორმა, რომელშიც რომის პაპი აღიარებულია პირველად, და კონსტანტინოპოლის პატრიარქები დიდი ხნის წინათ აცხადებდნენ, რომ თუ აღიარებული იქნება კონსტანტინოპოლის პრიმატი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაშინ ისინი ღიად აღიარებენ რომის პაპის პრიმატს. ახლა ისინი ამას ჯერ კიდევ მალავენ.

- და მის შეჩერებას არავინ შეეცდება, რადგან რმე-ც დასნებოვნებულია ეკუმენიზმით?

- დიახ, რა თქმა უნდა, თუ ადრე, ჰავანის შეხვედრამდე, ვატიკანი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რმე-ზე თავის ორბიტაში შემოტყუების ინსტრუმენტად იყენებდა, ახლა, როდესაც ეს შეხვედრა უკვე შედგა, როდესაც რომის პაპი აღიარებულია "ძმად", ბართლომე შუამავლად უკვე საჭირო აღარ არის. ამიტომაც, დღეს ის შეიძლება დაექვემდებაროს კრიტიკას, მან თავისი როლი უკვე შეასრულა. ახლა პირდაპირი კონტაქტი უკვე დამყარებულია, და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახლა, როდესაც ეს მოვლენები დაიწყო, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე ილრიონი (ალფეევი) აკეთებს განცხადებებს იმაზე, რომ მათი მთავარი მისია დღეს - კათოლიკურ ეკლესიასთან ერთობლივი საქმიანობაა. სულ ახლახან დამთავრდა მისი მოგზაურობა ფატიმში, რომელიც არის საკრალური ადგილი კათოლიციზმისათვის, სადაც ის ლოცულობდა კათოლიკე წმინდანთა მიმართ და ესეც ფრიად ნიშანდობლივია: მართლმადიდებლობის მთავარი მტერი, მთავარი ერეტიკული საზოგადოება, როგორც უწოდებდნენ რომის-კათოლიკურ ეკლესიას წმიდა მამები - დღეს მოსკოვის საპატრიარქოს მთავარი მოკავშირეა.

გამოდის, რომ სისხლიანი მოვლენები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს უკრაინაში, და მომავალი მოვლენები - ჩვენ არ ვიცით, ეს რითი დამთავრდება, - ყველაფერი მიეწერება ბართლომეს, თუმცა, სინამდვილეში მოსკოვის საპატრიარქო უკვე ატარებს იმავე ეკუმენისტურ პოლიტიკას, რასაც ატარებდა ბართლომე. ოღონდ მისი ცინიზმი დღეს ძლიერ გამომჟღავნდა იმის გამო, რომ ვატიკანი უკრაინას საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, და ამ პირობებში განცხადების გაკეთება, რომ კათოლიკური ეკლესია მოკავშირეა - ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოსახვის მიღმა არსებული საგანია.


წყარო: http://www.odigitria.by/2018/10/23/olga-chetverikova-raskol-eto-rezultat-predatelstva-ekumenicheskogo-kursa-rpc/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню