რელიგია - ტაძრის შებილწვა პეტერბურგში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ტაძრის შებილწვა პეტერბურგში

სხვადასხვაპლანიანი როკ-მუსიკოსები მართლმადიდებლურ ტაძარში

როკ-მუსიკა

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ სანკტ-პეტერბურგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის "ფეოდოროვსკაიას" სახელობის ტაძარში გაიმართა საერთაშორისო კულტურული აქცია "მუზეუმთა ღამე" (Ночь музеев). აქციის მონაწილეებმა ტაძარი ნებაყოფლობით გადააქციეს მუზეუმად, რამაც მართლმადიდებლური საზოგადოების გაოგნება და აღშფოთება გამოიწვია.

ამჯერად ტაძრის კლერიკოსებმა უფრო შორს წასვლა გადაწყვიტეს და ტაძარი უკვე როკ-კლუბად გადააქციეს. ტაძრის საიტზე იუწყებიან, რომ 29 მაისს 19:00-ზე, გამოვლენ ისეთი მრავალპლანიანი როკ-მუსიკოსები, როგორებიც არიან "იგორ ლუნევი, მარკ ბომშტეინი, ანტონ სლონი (ჯგუფი "Лунный пес").

"შესვლა თავისუფალია! ხელიდან არ გაუშვათ! ფოლკ-როკი, კლასიკური როკი, ინსტრუმენტალური იმპროვიზაციები - შესანიშნავი მუსიკის ნახევარი საათი ქალაქის ცენტრში!" - აღფრთოვანებით იუწყებიან ღვთისმსახურნი.

კონცერტი ეძღვნება ჟურნალისტისა და პუბლიცისტის მარინა ნეფედოვას ახალი წიგნის გამოსვლას, რომლის სახელწოდება "Лесник и его нимфа".

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლური ტაძღის საიტი ახდენს ცნობილი პორნოგრაფიული მწერლის ლიუდმილა ულიცკაიას ანოტაციის ციტირებას, რომელიც, როგორც ჩანს, ტაძრის კლერიკოსთათვის დიდი ავტორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ხატ "ფეოდოროვსკაიას" ტაძარში საერო მუსიკისა და სიმღერების კონცერტები მუდმივად ტარდებოდა, თანაც საკურთხევლის წინ - რადგან ამ ტაძარს იკონოსტასი არ გააჩნია! თანაც, ყოველვარი ეკუმენისტური ღონისძიებები ტაძრის კლერიკოსთა მონაწილეობის გარეშე არ ტარდება.









ამაში არაფერია გასაკვირი! რმე-სთან საღვთისმეტყველო გასაუბრებებსა და გერმანელ ეპისკოპოსთა კონფერენციის მონაწილე ლათინი ძაღლები  ასევე იმყოფებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატ "ფიოდოროვსკაიას" სახელობის ტაძარში.




წყარო: 3rm.info

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню