რელიგია - ევროკავშირის მომავლისა და მესამე მსოფლიო ომის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კვიპროსის ეკლესიის იერარქი

ევროკავშირის მომავლისა და მესამე მსოფლიო ომის შესახებ

მესამე მსოფლიო ომი

01.05.2017

ევროპა შეიძლება შევადაროთ სუფრას, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. 2017-2018 წლებში ევროპის პროექტი დასრულდება. როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა საიტი იუწყება AgionOros.ru-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ თავის ინტერვიუში განაცხადა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფეოსის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ.

"ჩვენ ვხედავთ, როგორ იშლება ევროკავშირი, რჩება მხოლოდ ძლიერთა გერმანული ევროპა, რომელთანაც ჩვენ (კიპრიოტებს) ურთიერთობა არ გვექნება. სამწუხაროდ, ჩვენ (როგორც ერმა) არასწორად დავდეთ ფსონი. ევროპის დაშორებას მართლმადიდებლობისგან ჰქონდა ზნეობრივი შედეგები: მათ დააკანონეს გარყვნილება, კერპთაყვანისმცემლობა და ხორცი გააღმერთეს.

სერბი წმინდანი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი (1880-19*56) ათწლეულების წინ წერდა: "ევროპელებმა ააშენეს სიკვდილზე დაფუძნებული კავშირი და ხელშეკრულება დადეს პაპთან. ეს არის კაცობრიობის ისტორიის ბოლოს წლების ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა. მთელი ევროპა სიკვდილით ყარს.  ევროპის უნივერსიტეტები ქადაგებენ სიკვდილს. ევროპელი მწერლები ქადაგებენ სიკვდილს, მათი პოლიტიკოსები მუშაობენ სიკვდილისთვის, მათი მასწავლებლები სიკვდილს თესავენ ახალგაზრდობაში. ევროპას არ სურს იცნობდეს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. ჩემო ძმებო, ევროპის ტრაგედია იმაშია, რომ მან უარყო მარადიული სიცოცხლის სამეუფო".

მესამე მსოფლიო ომი ექვსი წლის წინ სირიაში დაიწყო. ეს იწინასწარმეტყველა ღმრთის კაცმა ანტონი კომპოსმა (1920-2005). თავის აღსასრულამდე რამოდენიმე წლის წინ მან თქვა: "როდესაც დაიწყება უბედურება სირიაში - ილოცეთ. იქიდან, სირიიდან დაიწყება ყველაფერი".

ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია. ღმრთის დახმარებით შეიძლება გარკვეულ მოვლენებს ავარიდოთ თავი ან შევამციროთ უბედურების შედეგები. ღმერთი სიყვარულია. იმიტომაც უშვებს იგი ამ მოვლენებს, რომ ჩვენ, საკუთარი ნებით, ჩვენი ფსევდო-მსოფლიოთი (რომელიც ავაშენეთ) და საკუთარი გარყვნილებით, ურწმუნოებითა და სიხარბით პირდაპირ მივექანებით ჯოჯოხეთში" - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა.

ნიქოზია, 2017 წლის 27 აპრილი.

წყარო: http://pravoslavie.ru/103035.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню