რელიგია - ევროკავშირი და გენდერფაშიზმის სადამსჯელო სისტემა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ევროკავშირი და გენდერფაშიზმის სადამსჯელო სისტემა

გენდერფაშიზმი

ავტორი: ოლგა ჩეტვერიკოვა.

2013 წლის ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის (შემდგომში შემოკლებით "ეკ" - მთარგმნ.) საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭომ მიიღო დირექტივები ე. წ. "ლგბტ-თანამეგობრობის" დასაცავად, რომელიც ამზადებს სადამსჯელო ღონისძიებათა ინსტიტუციონალიზაციას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ტრადიციული ღირებულებების დასაცავად გამოვა. ეს არის 20 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც გარყვნილ ჰომოსექსუალისტებს უწოდებს "სუსტ უმცირესობას, რომლის უფლებები ხშირად ირღვევა" (http://www.interfax.ru/world/news.asp?id=314507).

დოკუმენტში ნათქვამია: "ლგბტ-ს უფლებები დაცულია ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით. ლგბტ-ს წარმომადგენლებს გააჩნიათ ისეთივე უფლებები, როგორც სხვა ადამიანებს... ეკ მიისწრაფვის ადამიანის უფლებების უნივერსალიზაციისკენ და ხაზს უსვამს, რომ კულტურული, ტრადიციული და რელიგიური ღირებულებები ვერ გაამართლებს დისკრიმინაციის რომელიმე ფორმას, მათ შორის ლგბტ-სთან მიმართებაშიც".

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეკ მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, თავის საგარეო პოლიტიკაში აპირებს აქტიურად დაიცვას და განამტკიცოს ე. წ. "ლგბტ"-ს უფლებები, ასევე გამოიყენოს ზემოქმედების მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის ფინანსურიც.

ამ დოკუმენტის მიღება მოწმობს იმას, რომ ეკ ამზადებს ინსტიტუციონალურ სადამსჯელო ღონისძიებებს ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ტრადიციული ღირებულებების დასაცავად გამოვა, რომლებიც, სოდომიტების გეგმის მიხედვით, საერთოდ უნდა აიკრძალოს. პირველად დამტკიცებული მკაფიო პოზიცია იმის შესახებ, რომ "ტრადიციული და რელიგიური ღირებულებები ვერ გაამართლებს ვერანაირ დისკრიმინაციას" და, რომელიც განიმარტება საკმაოდ ფართედ და თვითნებურად, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ღირებულებათა ნებისმიერი სისტემა, რომელიც არ აღიარებს გარყვნილებასა და სოდომიტობას, დაუშვებლად იქნება აღიარებული.

ახლა ვიკითხოთ, რომელ საერთაშორისო კანონმდებლობას ეფუძნებიან გარყვნილები?

მათი უმთავრესი იარაღია სიმართლის დამალვა და ცნებათა აღრევა. ეს ეხება მათ საყვარელ ტოლერანტობას, რომელიც უკვე დიდი ხანია გადაიქცა ტოტალიტარულ რელიგიად, რომელიც უმთავრეს დოგმად რაიმე ზნეობრივი ნორმების არარსებობას აღიარებს. ამის შესახებ საკმაოდ ნათლად არის ნათქვამი ფუძემდებლურ დოკუმენტში "ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაცია", რომელიც იუნესკოს 1995 წლის 16 ნოემბრის გენერალური კონფერენციის 28-ე სესიაზე მიიღეს. მასში ნათქვამია: "შემწყნარებლობა - ეს არის ცნება, რომელიც ნიშნავს დოგმატიზმისა და ჭეშმარიტების აბსოლუტიზაციის უარყოფას და აყალიბებს ნორმებს, რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო-უფლებრივ აქტებში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში..." (http://www.un.org/ru/documents/decl_conv/declarations/toleranc.shtml).

ეს ნიშნავს, რომ ტოლერანტობა შეუთავსებელია რომელიმე ტრადიციულ რელიგიასთან, რომლის მორალი, ანუ ძირითად ღირებულებათა სისტემა, ეფუძნება სწორედ აბსოლუტისადმი რწმენას, მკაფიო გარჩევას იმისა, რა არის სიკეთე და რა ბოროტება. მაგრამ, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ის შეუთავსებელია საგანმანათლებლო ჰუმანიზმთანაც, რომელიც მყარ მორალურ შეხედულებებს ეფუძნება, რამეთუ გამორიცხავს ცოდვისა და ვნების ყველას მიერ აღიარებულ გაგებას. აბსოლუტური ზნეობრივი ნეიტრალიტეტის აღიარება კი მორალის დამხობის ტოლფასია.

ამრიგად, უარყოფს რა მორალსა და ზნეობრიობას, ტოლერანტობა მას უპირისპირებს "კანონს", რომელიც "ადამიანის უფლებების" საკრალიზაციიდან გამომდინარეობს. მაგრამ მას ძალზედ თვითნებურად განმარტავს, "კანონი" ხდება თვი ადამიანის განადგურების იარაღი. წარმოდგენილია რა საერთაშორისო-სამართლებრივ აქტთა კომპლექსად, ის ავსებულია ისეთი შინაარსით, რომელიც შეუთავსებელია ადამიანური ცივილიზაციის დაცვასთან, რადგან ამგვარ ამორალურობას ძირითად ადამიანურ ღირებულებათა ტოტალურ განადგურებამდე მივყავართ.

შედეგად, ეს "კანონი" იწყებს საკუთარი თავის უარყოფას, რამეთუ "ადამიანის უფლებებში" შეაქვს უფლება "გენდერულ იდენტურობაზე", რომელიც შეუთავსებელია "ადამიანის" ცნებასთან, და რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება "ბუნებრივი ადამიანის", როგორც მამაკაცისა და დედაკაცის საყოველთაოდ მიღებულ ცნებას. სარგებლობს რა მოსახლეობის გაუნათლებლობით სამართლის სფეროში და ზნეობრივი ცნებების სრული იგნორირებით, ქმნის ახალ "კანონს", რომელშიც ეს ცნება თანდათანობით გამოდევნის "ადამიანის" ცნებას.

ყოვლისშემძლე "უმცირესობამ" თავი საკმაოდ საფუძვლიანად დაიზღვია, რის შესახებაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მან ხელში ჩაიგდო რომის სტატუტი, რომელმაც დააფუძნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს. ის ასევე მოიცავს იმ დანაშაულობათა სიას, რომელიც განიხილება ბოროტმოქმედებად "ადამიანურობის წინააღმდეგ". კერძოდ, მასში არის ასეთი პუნქტიც: "ნებისმიერი იდენტიფიცირებადი ჯგუფის ან თემის დევნა პოლიტიკური, რასული, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, გენდერული ნიშნების ან სხვა მოტივების მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 პუნქტში: Римский статут Международного уголовного суда).

ამგვარად, "სქესის" ცნება უკვე შეცვლილია "გენდერულით", რომელიც, როგორც ვიცით, შეიძლება საკმაოდ ფართოდ იქნეს განმარტებული და გამოყენებულ იქნას იმ ადამიანების დევნისთვის, ვინც ხელს უშლის სოდომიტთა პრივილეგირებული მდგომარეობის დამყარებას. საგულისხმოა, რომ რომის სტატუტისთვის, რომელიც უკვე რატიფიცირებულია 122 სახელმწიფოს მიერ, ჯერ ხელი არ მოუწერია ამერიკის შეერთებულ შტატებს. 2000 წლის შემდეგ, როდესაც მან ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, აშშ-მ უკან გამოითხოვა თავისი ხელმოწერა და ამგვარი მოქმედება გაამართლა იმით, რომ მოცემული სტატუტი არღვევს აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებსა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება რუსეთს, 2000 წლის ნოემბერში მანაც მოაწერა ხელი დოკუმენტს, მაგრამ თავისი ხელმოწერა უკან არ გამოუთხოვია, თუმცა არც მისი რატიფიცირება მოუხდენია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მისი რატიფიკაცია სოდიმიტთა ლობის ინტერესებშიიქნება, რამეთუ ეს იქნება "გენდერული" თეორიის ფაქტობრივი და ტოტალური ლეგიტიმიზაცია.

როგორც უკვე ვუთითებდით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით 2011 წლის 17/19 რეზოლუციის მიღების შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზენაესი კომისრის სამმართველო გადაიქცა მთავარ შტაბად, რომელიც ნამდვილ ომს აწარმოებს ყველა იმ ადამიანის, ადამიანთა საზოგადოებისა თუ თვით სახელმწიფოების წინააღმდეგ, ვინც არ შეიწყნარებს გარყვნილებას ყველა მის გამოვლინებებში.

გამოსცადა რა ევროპაში რეპრესიებისა და წინააღმდეგობების ულმობელი ჩახშობის თავისი ახალი მეთოდები, სადაც გამოვლინდა მისი გამანადგურებელი ხასიათი, ომი უკვე სხვა რეგიონებზეც გადააქვს, რადგან არც ერთი რეგიონი არ უნდა დარჩეს მათი კონტროლის გარეშე.

ევროპის გამოცდილება გვასწავლის, რომ ნებისმიერი კომპრომისი, ნებისმიერი შეთანხმება ცოდვასთან, მორალისა და ზნეობის ტოტალურ განადგურებას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ სულიერი სიკვდილის მიზეზი გახდება. 68 წლის წინათ, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადავარჩინეთ ევროპა ფაშიზმის უფსკრულისგან, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ის უფრო საშინელ უფსკრულში ეფლობა, სატანის უფსკრულში, და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ევროპას ამ ქვესკნელში მის ირგვლივ არსებული ქვეყნებიც თან ჩაჰყავს.

მაგრამ ჩვენ, ვინც ვინარჩუნებთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, არ უნდა ვუშინდებოდეთ თავისი სახელი ვუწოდოთ ყველა საგანს. მაშასადამე, უნდა გამოვდიოდეთ იმ ჭეშმარიტებიდან, რომ ნებისმიერი გარყვნილება დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ და არა მარტო უნდა დაიგმოს, არამედ უნდა დაისაჯოს კიდევაც სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ნიმუშად ავიღოთ მოლდავეთის გამოცდილება. აქ, იმის შემდეგ, რაც პარლამენტმა პედერასტების დაცვის კანონი მიიღო და ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს მართლმადიდებელთა "ანტიდისკრიმინაციის" შესახებ, მოლდავეთის სასულიერო დასმა განაცხადა, რომ ეკლესიიდან მოიკვეთს ყველა პროჰომოსექსუალ დეპუტატს და პოლიტიკოსს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერს და იუსტიციის მინისტრს.

საეკლესიო მსახურთა თქმით, ეს არის მცირე მოკვეთა, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს უზიარებლობას. მაგრამ, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ქვეყნის ხელისუფლებას ელოდება დიდი განკვეთა, ანუ ანათემა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი გარდაიცვლება, შეუძლებელი გახდება მისი ქრისტეანული წესის აგება და დაკრძალვა, ასევე საეკლესიო ლოცვებში მისი მოხსენიება.

მიტროპოლიის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ გამოვლენ მასობრივ აქციებზე, მათ შორის, მოაწყობენ ლიტანიობებს და ჩაატარებენ საყოველთაო რეფერენდუმებს, თუ ხელისუფლება არ გააუქმებს მათ მიერ ამასწინათ მიღებულ კანონს, რომელიც ქრისტეანული რელიგიის ნორმებს ეწინააღმდეგება. ამ საკითხთან დაკავშირებით მიტროპოლიის წარმომადგენელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ "თუ შეცვლიან კანონს, ჩავთვლით, რომ ინციდენტი არ ყოფილა. მაგრამ თუ ამას ასე არ გააკეთებთ, მაშინ ამ ფაქტს არც ჩვენ დავტოვებთ უყურადღებოდ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეთა 95% მორწმუნეა, და როდესაც მსგავს კანონებს ღებულობთ, ქელავთ იმ კანონებს, რომლითაც დღემდე ვცხოვრობთ".

წყარო: http://uri71.livejournal.com/11025.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню