რელიგია - ერთობა სატანაში... - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ერთობა სატანაში...

პატრიარქი ბართლომე

28.07.2017

მწვალებელმა პატრიარქებმა - ბართლომეოსმა და თეოფილემ კაპადოკია კათოლიკეებთან ერთად მოილოცეს.


2017 წლის 16 ივნისს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს, რომელთაც თან ახლდნენ არქიეპისკოპოსი არისტარქე კონსტანტინელი და არქიდიაკონი მარკოზი.

პატრიარქმა ბართლომემ მიიწვია პატრიარქი თეოფილე მონაწილეობა მიეღო კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღვრის ყოველწლიურ კაპადოკიურ მომლოცველობაში.




სტამბულის აეროპორტში იერუსალიმის პატრიარქს შეხვდნენ იკონიის მიტროპოლიტი თეოლიპტე და ანტიდონოსელი არქიეპისკოპოსი ნექტარი, რომელიც არის იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინაშე. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შენობის წინ პატრიარქ თეოფილეს შეხვდნენ კალიუპოლისელი და მადიტელი მიტროპოლიტი სტეფანე და საპატრიარქოს კარის კლერიკოსები, ამ დროს წმიდა გიორგის საპატრიარქო ეკლესიის შესასვლელთან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საერო თანამშრომლები კურთხევის მისაღებად იერუსალიმის პატრიარქს ელოდნენ.

წმ. გიორგის საპატრიარქო ეკლესიაში ხატების თაყვანისცემის შემდეგ, პატრიარქმა თეოფილემ მიაშურა სატახტო დარბაზს, სადაც ის მიიღო პატრიარქმა ბართლომეოსმა. პატრ. თეოფილეს აქვე შეხვდნენ ქალაქების ლეჩესა და ბარის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსები, მღვდელი ანდრეა პალმიერი, რომელიც არის პაპის საბჭოს მდივნის თანაშემწე ქრისტეანული ერთობის მიღწევის სფეროში. პაპისტური ეკლესიის ეს პირები ესწრებოდნენ ორი მართლმადიდებელი პატრიარქის შეხვედრას.




შემდეგში კათოლიკურმა დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო კაპადოკიურ მომლოცველობაში, რომელსაც პატრიარქი ბართლომე ყოველწლიურად ატარებს.

2017 წლის 18 ივნისს, ქ. სინასოსსში (კაპადოკია), წმიდა კონსტანტინესა და ელენას სახელობის ტაძარში, შესრულდა ლიტურგია კათოლიკე სტუმრების თანამონაწილეობით. ლიტურგიას კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთად ატარებდა პატრიარქი თეოფილე. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ამ უკანასკნელმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც აღნიშნა საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა და იერუსალიმის პატრიარქის, კერძოდ პატრიარქ თეოფილეს წვლილი მართლმადიდებელთა დიდი კრების მოწვევის საქმეში.


წყარო
: 3rm.info

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню