რელიგია - ეკუმენიზმისა და ჰომოსექსუალიზმის აპოლოგეტი - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ეკუმენიზმისა და ჰომოსექსუალიზმის აპოლოგეტი - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

პონტიფიკოსს მღვდელმთავრისთვის საკადრისი პატივით დახვდნენ

ფოტო, ვიდეო

რომის პაპი საქართველოში
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/mlTVswTabkE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>


"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: რომის პაპის ვიზიტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებს მართლმადიდებელთა შორის. ამ ვიზიტს მრავალი მართლმადიდებლური საიტი გამოეხმაურა. არ შევდივართ რა კონკრეტული ფაქტის შეფასებებში,  ინფორმირებულობის მიზნით, მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ რამოდენიმე ანტიეკუმენისტურ საიტზე გამოქვეყნებულ შეფასებას. ქვემოთ გთავაზობთ რუსული და პოლონური საიტებიდან აღებულ ორ პუბლიკაციას.


___________________


მართლმადიდებელთა პროტესტის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტის დროს, მთავარი რომაელი ერეტიკოსი პაპი ფრანცისკე, საქართველოს ოფიციალური ეკლესიის პატრიარქ ილია მეორის, კათოლიკე და მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა და მცველთა მთელი ასეულის თანხლებით ეწვია ქართველი ხალხის უმთავრეს სიწმიდეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, სადაც იეზუიტს მოუწყვეს თბილი და საზეიმო შეხვედრა. საპატრიარქო გუნდის ომახიანი გალობის ქვეშ წინამძღვრებმა სანთლები აანთეს, პირჯვარი გადაიწერეს (მარჯვნიდან-მარცხნივ (პატრიარქმა) და მარცხნიდან მარჯვნივ (პაპმა)) და ილოცეს წმიდა სამების ხატის წინ. ხანგრძლივი მიმართვების შემდეგ "უწმიდესებმა" გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები. მაგრამ მთელი ამ ცერემონიალის პეწი გახდა პაპის წინაშე გალობა არამეულ ენაზე, რომელიც შეასრულა საქართველოს არამეული თემის სულიერმა მოძღვარმა, სქიარქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ ხარიბი), რომელიც არის საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად ცნობილი მართლმადიდებელი მგალობელი და მისიონერ-მქადაგებელი.




სერაფიმ ბიტ ხარიბი

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Ink4pnXOJkE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>


შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დროს, რომელიც შედგა პონტიფიკოსის ვიზიტის პირველივე დღესვე, პატრიარქმა ილია II-მ სტუმარს "საყვარელი ძმა უწოდა" და რომის კათოლიკური ეკლესიის საპატივცემოდ წარმოთქვა სადღეგრძელო.




ფოტო აღებულია საიტიდან:

http://sputnik-georgia.com/society/20160930/233356012/ilia-meorem-romis-paps-sayvareli-zma-uwoda.html


საქართველოში პაპის ვიზიტის სანიმუშო შედეგად შეგვიძლია დავასახელოთ ინტერვიუ, რომელიც პონტიფიკმა უკვე რომში დაბრუნების დროს, თვითმფრინავში ყოფნისას მისცა ჟურნალისტებს. რატომღაც სწორედ თვითმფრინავში და სწორედ ამგვარი ეკუმენისტური შეხვედრების შემდეგ, თვითმრფინავში მოსდის პაპს "ცხელ" და "აკრძალულ" თემებზე მსჯელობის მუზა. ამაოდ როდი იქნა აღნიშმული, რომ "ეკუმენიზმი და ჰომოსექსუალიზმი ტყუპი ძმები არიან" და, რომ "ეკუმენიზმს მოსდევს ჰომოსექსუალიზმი".




სხვათა შორის, თვითმფრინავში, ჟურნალისტებთან საუბარში ფრანცისკემ განაცხადა, "დღეს რომ იესუ მოსულიყო, ის შეიწყნარებდა და დაარიგებდა ჰომოსექსუალებსა და ტრანსსექსუალებს". მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პაპმა გააკრიტიკა გენდერული თეორია, ადამიანები - ეს სულ სხვა საქმეა. ის ჰყვებოდა, რომ მისი პონტიფიკად ყოფნის დროს, ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებსაც გააჩნდათ "ჰომოსექსუალური მიდრეკილებები და გამოცდილება". შემდეგ მოჰყვა გოგონას ისტორია, რომელმაც სქესი შეიცვალა და მამაკაცი გახდა, და ილაპარაკა მასზე მამრობით სქესში: "ის იყო "ქალი", მაგრამ გახდა "კაცი". ხუმრობს: "ოღონდ ახლა არ დაწეროთ, რომ მე ვაპირებ ტრანსსექსუალების მიკუთვნებას წმინდანთა დასისთვის. მე უკვე წარმომიდგენია ჟურნალ-გაზეთების მოწინავე გვერდები..."

- თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, საქართველოში თქვენ ბრძანეთ, რომ გენდერული თეორია "სერიოზული მუქარაა ქორწინებისთვის", ლაპარაკობდით "მსოფლიო ომზეც". რას ეტყოდით მათ, ვინც მიიჩნევს, რომ მათი გარეგნობა არ შეესაბამება მათსავე სექსუალურ იდენტურობას?

- "მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც მე მღვდლად ვმსახურობდი, ვიყავი ეპისკოპოსი და შემდეგ რომის პაპი, ვარიგებდი ჰომოსექსუალური მიდრეკილებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს, მე ისინი მივაახლოვე უფალს და არასოდეს ზურგი არ მიქცევია მათთის. ადამიანები უნდა დაარიგო, როგორც ამას აკეთებდა იესუ. როდესაც ასეთი განწყობის ადამიანი მოვა იესუსთან, ის (ქრისტე) არავითარ შემთხვევაში არ ეტყვის მას: "წადი გამშორდი, რადგან შენ ჰომოსექსუალისტი ხარ. არა. მე ვლაპარაკობდი იმ ბოროტებაზე, რომელსაც აყენებს გენდერული თეორია ქორწინებას. ერთი ფრანგი მიყვებოდა თავის ათი წლის შვილზე, რომელმაც კითხვაზე "ვინ გინდა გახდა, როდესაც გაიზრდები?", უპასუხა: "გოგონა!". მამამ შენიშნა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილი იყო გენდერული თეორია, ხოლო ის ეწინააღმდეგება ბუნებბას. ერთია, როდესაც ადამიანს უკვე აქვს ამისადმი მიდრეკილება, ან უკვე შეიცვალა თავისი სქესი. და სულ სხვა, როდესაც ამას სკოლაში ასწავლი, რათა შეცვალო მენტალობა. მე ამას იდეოლოგიურ კოლონიზაციას ვუწოდებ".

- რას ნიშნავს "დამოძღვრა"?

- "გასულ წელს მე მივიღე ერთი ესპანელის წერილი, რომელიც მიყვებოდა თავის ბავშვობაზე და სიყრმის პერიოდშზე. ფიზიკურად ის გოგო იყო და ძალიან იტანჯებოდა, რადგან თავს ბიჭად თვლიდა. მან დედას მოუყვა, რომ სურს ოპერაციის გაკეთება, დედამ ურჩია მის სიცოცხლეში არ გადაედგა ეს ნაბიჯი. დედის გარდაცვალების შემდეგ, მოწიფულობის ასაკში შესულმა გოგონამ მანეს ოპერაცია  მაინც გაიკეთა. ის მივიდა მოძღვართან, რომელმაც მას დიდი დახმარება გაუწია, ეს ძალიან კარგი ეპისკოპოსი იყო. შემდე მან შეიცვალა პასპორტი, დაქორწინდა და დაწერა, რომ მისთვის დიდი ნუგეშია მოვიდეს ჩემთან თავის ცოლითურთ. ის იყო "ქალი", მაგრამ გახდა "კაცი". მე მივიღე ისინი, უნდა გენახათ რა ბედნიერები იყვნენ. რაიონში, სადაც ის ცხოვრობდა, მოვიდა ახალგაზრდა მღვდელი, რომელმაც მის დანახვაზე იყვირა: "შენ ჯოჯოხეთში მოხვდები!". ხოლო მოხუცი, ოთხმოცი წლის მღვდელი მას ეუბნებოდა: "ბოლო აღსარება როდის თქვი?", "მოდი აღსარებაზე, შემდეგ კი ეზიარე". გესმით? ცხოვრება ცხოვრებაა, ის ნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. ცოდვა ცოდვაა, არის მიდრეკილებები, ჰორმონალური დარღვევები, არსებობს მრავალი პრობლემა და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ ვთქვათ: ეს ერთი და იგივეა, გიხაროდენ. მაგრამ ნებისმიერი შემთხვევა მიღებულ უნდა იქნას, ადამიანი უნდა დაიმოძღვროს და ინტეგრირებაში ხელი შეეწყოს. ეს არის ადამიანური ეთიკის საკითხი, და ის შესაძლებლობის მიხედვით უნდა გადაწყდეს, თანაც დავიწყებულ არ უნდა იქნას ღვთის მოწყალება, მისწრაფება უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებისკენ, ოღონდ ყოველთვის გულწრფელად".


- საქართველოს პატარიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობის რა პერსპექტივებს ხედავთ?

- პატრიარქი - ღვთის კაცია, მან მე გამაოგნა. იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვაერთიანებს და რა განგვყოფს, გეტყვით: არ უნდა შევიდეთ სწავლებათა განხილვის დეტალებში, მოდი ეს თეოლოგებს მივანდოთ, ისინი ამას ჩვენზე უკეთ იზამენ, მათ იციან თავიანთი საქმე, ხოლო ჩვენ, ხალხმა, ერთმანეთზე უნდა ვილოცოთ, ეს არის ყველაზე მთავარი. აუცილებელია თანამშრომლობა ღარიბთა და უპოვართა, ასევე მიგრანტთა თაობაზე. ჩვენ ერთად უნდა ვითანამშრომლოთ სხვათა სასიკეთოდ. ეს არის ეკუმენიზმის გზა, და არა მარტო დოქტრინა, ჩვენ მივუახლოვდებით დასასრულს, მაგრამ ამ გზას ერთად დავიწყებთ, დღეს ეკუმენიზმისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, უნდა ვიარებოდეთ საერთო გზით და ერთმანეთზე ვლოცულობდეთ.

წყარო: vseeresi.ucoz.ru

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/sOp5VJ6wRVg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>


დამატებითი მასალა:

პაპისტური მესა საქართველოში



ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ:
პაპის მესას ესწრებიან "მღვდლები" იისფერ და შავ შესამოსელში, სომხეთის მწვალებელი სასულიერო პირები (10:55 წთ)




ფოტოზე: შემდეგ სხედან მართლმადიდებლები (?), ქართველი მღვდელმთავრები ფერად სამოსში (13:33
წთ)


____________________

"აპოკალიფსისი" რედ. შენიშვნა:
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პოლონური საიტი უშვებს შეცდომას, ფერად (იისფერ) სამოსში გამოწყობილია ევანგელურ-ბაპტისტური "ეკლესიის" "მღვდელმთავარი" მალხაზ სონღულაშვილი. ეს კაცი წასული გვეგონა აქტიური "საღვთისმსახურებო" ცხოვრებიდან, მაგრამ როგორც ჩანს პაპის ჩამოსვლას ძალიან გაუხარებია და კვლავ გამოსულა თავისი "რეგალიებით".

ის, რომ ფოტოზე გამოსახული იისფერსამოსიანი კაცი მალხაზ სონღულაშვილია იხ. ქვემოთ მისი ეკუმენისტური აქტიურობის ამსახველი ფოტოები. მათ შორის გახლავთ ფოტოც, სადაც მ. სონღულაშვილი გამოსახულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად.




მალხაზ სონღულაშვილი



____________________



ფოტოზე: ისლამის წარმომადგენლები პაპის მესაზე თბილისში. (ვიდეო 2:11:16 წთ)



ფოტოზე: მარჯვნიდან მართლმადიდებელი (?) მღვდელი პონტიფიკოსის ხელის საკოცნელად ემზადება (2:11:28)

_____________________________

"აპოკალიფსისი" რედ. შენიშვნა: მკითხველი რომ არ დაიბნეს პოლონური საიტის მიერ შემოთავაზებული სურათზე ეს მღვდელი არ ჩანს; ის ჩნდება ზუსტად 2:11:28 წუთზე. 2:11:34 წუთზე კარგად ჩანს, რომ მან რაღაც საჩუქარიც კი მიიღო პაპისგან. ქვემოთ იხ. მისი ფოტოები:







_____________________________


ამ მოვლენების ამსახველი ვიდეო და ფოტოები იხ. პოლონურ საიტზე:
http://wolna-polska.pl/wiadomosci/gruzja-obrzydliwa-bezbozna-msza-papieska-zebralo-sie-cale-heretyckie-talatajstwo-2016-10

სურათები ამავე საიტიდან:








 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню