რელიგია - განკითხვის დღე ანუ ეკუმენიზმიდან ანტიქრისტეს ეკლესიამდე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

განკითხვის დღე

ანუ

ეკუმენიზმიდან ანტიქრისტეს ეკლესიამდე

განდგომილება

ავტორი: ვ. პ. ფილიმონოვი

"და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი,
რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე.
და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა
პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა" (დაბ. 11:4).


ყოველდღიურად და ობივატელისთვის შეუმჩნევლად სრულდება "უსჯულოების საიდუმლო" (2 თესალონიკ. 2:7). ამასთანავე, ანტიქრისტეს სახელმწიფოს მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მოქმედებენ რა "ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა" (2 თესალონიკ. 2:10) "წარწყმედის ძის" წინამორბედები და მსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რათა, "თუკი შესძლებენ, აცთუნონ რჩეულნიც" (მათე 24:24).

საყოველთაო თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა; განვითარების მყარი ტემპები, სტაბილურობა და აყვავება; მშვიდობა და უსაფრთხოება, ჯანდაცვა და გარემოს დაცვა მსოფლიო დონეზე, მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა და "დიდი შვიდეულის" პრეზიდენტთა შეხვედრებზე, გერმანიაში, 2007 წელს, დასახელებულ იქნა უმთავრეს მიზნებს შორის.

ლამაზ სიტყვებსა და მაღალფარდოვან ლოზუნგებს მიღმა იმალება ნამდვილი სატანური მუშაობა, რომელსაც "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლები აწარმოებენ.

"ჩვენ შეგნებული უნდა გვქონდეს, რომელ დროში ვცხოვრობთ. მხოლოდ სულიერად ბრმა ან უკვე ეშმაკს მიყიდული სული და ეკლესიისა და ჩვენი სარწმუნოების მტერი თუ ვერ შეიგრძნობს, რა ხდება ამჟამად მსოფლიოში და, რომ ახლოა უკვე ანტიქრისტეს მოსვლა" - წერდა ჯერ კიდევ 70-იან წლებში ეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) (Преосвященнейший Аверкий, архиепископ Сиракузский и Троицкий. Стойте в истине. СПб. 1993. С.14 ).

წმინდა წერილი ნათლად გვიჩვენებს, რომ ანტიქრისტე ერთდროულად იქნება მსოფლიო პოლიტიკური ლიდერი: "... და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა" (გამოცხ. 13:7) და ყველა რელიგიის გურუ და მეთაური: "... მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:4).

ამგვარად, ეს გლობალური დიქტატორი, "განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად" (2 თესალონიკ. 2:4), მოითხოვს ღმრთის საფერ პატივსა და თაყვანისცემას ყველა რელიგიისგან: "და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა" (გამოცხ 13:8).

ამიტომაც, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ ბოლო დროს, მსოფლიოს წამყვანი რელიგიური მოღვაწეები, თავიანთ შეხვედრებს უკავშირებენ ე. წ. "დიდი შვიდეულის" პრეზიდენტთა სამიტებს. ეს უკანასკნელნი, არსებითად, არიან მსოფლიო მთავრობის მენეჯერები, რომლის არსებობა რუსეთში ოფიციალურად აღიარებულია პრეზიდენტის ახლო წრეებშიც.

სტატიაში "გლობალიზაციური ლიდერობის სტრატეგია რუსეთისთვის", რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მართვის სამსახურთან არსებული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იგნატოვი წერს:

"გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც თანამედროვე გლობალურ პროცესებზე მოქმედებს, არის მსოფლიო მთავრობის საქმიანობა. სულისშემძვრელ დეტალებს რომ თავი დავანებოთ, რომელსაც გვიხატავენ რაღაც შეთქმულების მრავალგვარ თეორიათა ავტორები, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურა სრულიად ეფექტურად ასრულებს "ახალი მსოფლიო წესრიგის" შტაბის ფუნქციას. მაგრამ თავის მუშაობაში ეს ორგანიზაცია ორიენტირებულია მცირერიცხოვანი ელიტის ინტერესებზე, რომელსაც აერთიანებს ეთნიკური ნათესაობა და ინიციაცია დესტრუქციული მიმართულების ლოჟებში. ეს კი ხელს უწყობს - ხასიდურ-პარამასონური დაჯგუფების ძალაუფლების უზურპაციას მსოფლიო მთავრობაში..." (Игнатов А.А. Стратегия «глобализационного лидерства» для России. Независимая газета. 7 сентября 2000).

აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ დევიდ როკფელერის სიტყვები, რომელიც მან ჯერ კიდევ 1991 წელს ბილდერბერგის კლუბის სხდომაზე წარმოთქვა: "დღეს მსოფლიო უფროა განწყობილი ერთიანი მსოფლიო მთავრობის შესაქმნელად. ინტელექტუალური ელიტისა და მსოფლიო ბანკირების ზენაციონალური ძალაუფლება უფრო სასურველია, ვიდრე ერების უფლება თვითგამორკვევაზე, რომელსაც მისდევდნენ ისინი საუკუნეების განმავლობაში" (Русский Вестник. №22-23. 2001. С.14).

უკვე 1994 წელს სანკტ-პეტერბურგელი და ლადოგელი მიტროპოლიტი იოანე (სნიჩევი) წერდა: "ნაციონალური სახელმწიფოებიობა დღეს მნიშვნელოვანწილად გამოყენებულია როგორც დეკორატიული საფარი რეალური ძალაუფლებისთვის - რაც გნებავთ უწოდეთ მას: მსოფლიო მასონობის ძალაუფლება, ან საერთაშორისო კაპიტალის მმართველობა, ტრანსნაციონალური კორპორაცია, ან კოსმოპოლიტური ელიტა... მთავარი აქ სხვაა: დღეს ეს ძალაუფლება მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის" (Собеседник православных христиан. №1(5).1994. С.14).

"პრეზიდენტები მარიონეტები არიან სხვის ხელში... მათ უკვე აღარა აქვთ ძალაუფლება. რეალურ ძალაუფლებას ამ პლანეტაზე ფლობენ ისინი, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების კომუნიკაციური ქსელის წყალობით, აკონტროლებენ და ცვლიან მსოფლიოს ეკონომიკას ისე, როგორც მოეპრიანებათ" (Череш Р.Т. Ответ Джо Соросу или изучение мудрости. СПб. 2000. С.464-465) - ეს გახლავთ მსოფლიოს მთელი რიგი წამყვანი მილიარდერების კერძო კონსულტანტის-ფსიქოლოგის, ექსტრასენს ანტონიო მენეგეტის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა გასული საუკუნის 90-იან წლებში.

დღეს ჩვენს თვალწინ საერთაშორისო ფინანსურ საქმოსანთა ხროვა - მსოფლიო მასშტაბის სპეკულიანეტები და მევახშეები - მიმართავენ ავანტიურულ მცდელობას პლანეტა დედამიწაზე შექმნან ერთიანი ზენაციონალური დიქტატურა, სადაც არ იქნება თვით სახელმწიფოს მცნებაც კი. მცხოვანი პაისი მთაწმინდელის თქმით ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებელთა მეთოდებისა და საქმიანობის უმთავრესი საფუძველია უმზაკვრესი ტყუილი, შემაძრწუნებელი ცბიერება და აშკარა უსჯულოება.

იყენებენ რა პარაზიტულ შემოსავლებს, მათ ძალის გამოყენებით მოახდინეს ძალაუფლების უზურპაცია, რომელიც მოქცეულია ფინანსებში (ფულში). ეს არის მსოფლიო მამონის, სატანური, ღვთივმბრძოლი ძალაუფლება.

ამ ჯერ კიდევ ანონიმურ ძალაუფლებაში იმყოფებიან ხილული სახელმწიფო ძალაუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანებში - პრეზიდენტები, პრემიერები, პარლამენტარები და სხვა უმაღლესი ეშელონების ჩინოვნიკები, რომლებიც ფაქტიურად, ემსახურებიან ამ ზენაციონალური ძალაუფლების ინტერესებს.

ადრე თუ გვიან უკვე ნახსენები ხასიდურ-პარამასონური დაჯგუფება წამოაყენებს ერთპიროვნულ გლობალურ ლიდერს, რომელსაც კიდეც თავის "აღთქმულ მესიად" გამოაცხადებს. მისი გამოჩენის დრომდე კაცობრიობა გაერთიანებულ უნდა იქნეს ერთიან საზოგადოებაში, ერთიანი სულისკვეთებით დამუხტული საერთო ინტერესებითა და მიზნებით.

ამიტომაც სრული სურათის წარმოსადგენად დავიმოწმოთ XX საუკუნის კიდევ ერთი ცნობილი რელიგიური მოაზროვნე სერაფიმე როუზი, რომელიც ამბობს: "ყველა საეკლესიო ორგანიზაცია, საბოლოოდ, თაყვანს სცემს ანტიქრისტეს" (Иеромонах Дамаскин (Христенсен). Не от мира сего. М.2001. С.806). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომლებიც მოინდომებენ თავიანთი ოფიციალური სტატუსისა და მსოფლიოში ხილული არსებობის შენარჩუნებას, იძულებული იქნება აღიაროს მსოფლიო დიქტატორის ძალაუფლება და მიიღოს მისგან ლეგალიზაცია. ასე რომ, ძალაუფლების გლობალური თავმოყრა ე. წ. მსოფლიო ელიტის ხელში, პირდაპირ არის დაკავშირებული ანტიქრისტეს მსოფლიო ეკლესიასთან.

ყველაფერი რაც დღეს ხდება უმაღლეს რელიგიურ წრეებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფოებში - ეს სხვა არა არის რა, თუ არა მომავალი ანტიქრისტეს მსახურთა მოსამზადებელი პერიოდი მის გასაბატონებლად. ამ სამუშაოში ჩართულნი არიან, როგორც "ქრისტეანები", ასევე არაქრისტეანებიც.

წლიდან წლამდე, ოკულტური მსოფლიო მთავრობის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აქტიური მომზადება მსოფლიო მონარქის "ღმერთკაცის" - ანტიქრისტეს გასამეფებლად. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილეობას ღებულობენ "მსოფლიო საზოგადოების" პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. სადღეისოდ მათ ხელი მოაწერეს მთელ რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და დოკუმენტებს, რომელიც ხელს უწყობენ მსოფლიო ტოტალიტარული დიქტატურის დამყარებას, რომელსაც ექნება ღვთივმბრძოლი და ანტიქრისტეანული არსი.

1992 წლის ნოემბერში მიღებულ იქნა "ერთიანი, მსოფლიო, ლოკალურად-გადანაწილებული საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების - ახალი საინფორმაციო-კოსმიური ცივილიზაციის საინფორმაციო კონვენცია" (Юзвишин И.И. Основы информациологии. М. 2000. С.483-493). ეს კონვენცია წარმოადგენს გაერო-ს საპროგრამო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კაცობრიობის განვითარებას უახლოეს მომავალში.

ამ დოკუმენტის სამეცნიერო ხასიათი ნიღბავს მის ოკულტურ და მართლმადიდებლობისადმი მტრულად განწყობილ არსს. აი რას ქადაგებენ ამ კონვენციის ავტორები:

"ინფორმაცია - სამყაროს პირველწყაროა. ინფორმაცია თვით ჩვენშია და ჩვენ გარეთ. ყოველივე, რაც გარს გვაკრავს, ყველგან - ინფორმაციაა... ინფორმაცია პირველადია. მატერია მეორადი...

ერთიანი საინფორმაციო მსოფლიო შედგება არა მარტო კოსმოსისგან და ბუნებისგან, არამედ საზოგადოებისგანაც. საზოგადოების შეგნება ეკუთვნის მსოფლიოს საინფორმაციო სამყაროს და წარმოადგენს და მაღალორგანიზებულ სტრუქტურულ-კოდური ინფორმაციის ბუნებრივ თვისებას...

ინფორმაცია წარმოადგენს აუცილებელ პირობას მსოფლიო საზოგადოების ახალ თვისობრიობაში გადასასვლელად...

ერთიანი მსოფლიო საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების განვითარების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საინფორმაციო საზოგადოებიდან საინფორმაციო - ნოოსფერულ საზოგადოებაში გადასვლის უზრუნველყოფა, შემდეგ კი კაცობრიობის მიყვანა საბოლოო მიზანთან, რომელიც არის - საინფორმაციო კოსმიური ცივილიზაცია...

საინფორმაციო საზოგადოებაში არ არის ადამიანების დაყოფა მუშებად და გლეხებად, ინტელიგენციად და მოსამსახურეებად და ა. შ.; ასევე არ არის რასობრივი და ნაციონალური ნიშნებით დაყოფა: ყველა ადამიანი - თავისუფალი ინფორმაციოლოგიური პიროვნებაა... ადამიანი შეიძენს ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ საინფორმაციო-ფიჭურ საზოგადოებაში (სფს)...

სფს-ში არ არის საკანონმდებლო ძალაუფლება, არ არის აღმასრულებელი ძალაუფლება, არ არის სასამართლო... მთელ სამყაროში და პლანეტაზე იქნება მხოლოდ ერთი, ინფორმაციის ძალაუფლება... სფს-ში გაქრება საზღვრები. სახელმწიფოები, როგორც ასეთი, აღარ იქნება. პლანეტა დედამიწა დროთა განმავლობაში ყველასთვის ერთადერთი სამშობლო გახდება...

ინფორმაცია წარმოადგენს კაცობრიობის მყარი განვითარების უმთავრეს რესურსს. საინფორმაციო საზოგადოებაში გადასვლა - ეს არის სოციალური და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, ინტელექტუალური განვითარებისა და დემოკრატიული გარდაქმნების მიზნების მისაღწევად, ინფორმაციის საყოველთაო გამოყენების სულ უფრო და უფრო მზარდი პროცესი. სამყაროს უსაზღვრო საინფორმაციო რესურსების დახმარებით უნდა შეიცვალოს ცნობიერებისა და ყოფიერების თანაფარდობა. იმისთვის, რათა კაცობრიობა გადარჩეს, მისმა კოლექტიურმა (ინტეგრალურმა) ცნობიერებამ უნდა გაასწროს ყოფიერებას, განჭვრიტოს გარდამქმნელი საქმიანობის საბოლოო შედეგები და წარმათოს იგი მყარი საინფორმაციო მსოფლმხედველობისა და განვითარების ტრაექტორიით...

სფს-ში არსებობს სტრუქტურის ერთეული მიღებულია ტერიტორიული-თვითმართველობის საინფორმაციო-ფიჭური დაყოფა. ფიჭა - ეს არის ტერიტორია მოსახლეობით რამოდენიმე ათეულიდან 20 ათას ადამიანამდე... ოპტიმალური ფიჭები მოიცავენ მოსახლეობას 10-დან 20 ათას ადამიანამდე...

ადამიანები ფიჭებში და ფიჭებს შორის ურთიერთზემოქმედებენ თნამედროვე და უეჭველი ინფორმაციის - რადიოტელეკომუნიკაციების მეშვეობით... საინფორმაციო ქსელი საზოგადოების თითოეული წევრისთვის იქნება საინფორმაციო რესურსების, თვითდისციპლინის, თვითორგანიზების, თვითმმართველობის, მაღალზნეობრივი მორალისა და წესრიგის წყარო თითოეულ ფიჭაში...

სფს-ში ხორციელდება ინფორმაციის, სამუშაო რესურსების, პროდუქციის თავისუფალი გადაადგილება. ფული არ იქნება. ფულად ბანკებს საინფორმაციო-საცნობარო ბანკები შეცვლიან. ანგარიშგება განხორციელდება საინფორმაციო-საკრედიტო (ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური და სხვა) ბარათების მეშვეობით...

საინფორმაციო საზოგადოებაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი წესრიგის ადგილობრივი დაცვა. ფაქტიურად ის გააკონტროლებს ყოველგვარ შესაძლო სოციალურ გადახრას, ასე რომ, განვითარებული და მთელ საზოგადოებაში ფუნქციონირებადი უსაფრთხოების პირობებში, რომელიც ყველა ფიჭური წარმონაქმნისთვის და თითოეული პიროვნებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, დროთა განმავლობაში, გამოთქმა "დაცვა" დაკარგავს თავის აზრს. საინფორმაციო უშიშროეგბას განეკუთვნება მიკრობიოლოგიური ელექტრონიკის, ინფრაწითელ, ლაზერულ და ზებიოქიმიურ მიკროსაშუალებათა (მიკროჩიპები) ელემენტები, რომლებიც ფაქტიურად პიროვნებისა და საზოგადოების სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ..."

მთელი ზემოთციტირებული მასალა - ბოდვა ან ფანტასტიკა არ გეგონოთ, ეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" "არქიტექტორთა" ჯოჯოხეთური გეგმებია, რომელსაც ჩვენს თვალწინ ეტაპობრივად ახორციელებენ. საბოლოო ჯამში პლანეტა დედამიწაზე უნდა აღმოცენდეს ადამიანთა მართვადი ჯოგი, რომელიც აუცილებლად მარკირებული იქნება სხეულზე დატანებული სპეციალური საიდენტიფიკაციო "ნიშებით" და სხეულში ჩანერგილი "ჩიპებით", რომელიც ღვთის ქნილებას, ადამიანს, "ელექტრონული ინტელექტისა და სულის" ჰიბრიდად გადააქცევს. ადამიანი გახდება ავტომატიურად მოქმედი კიბერნეტიკული სისტემის მანიპულირებადი ობიექტი ან ზომბირებული დანამატი...

1993 წლის 28 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩიკაგოში შედგა "მსოფლიო რელიგიათა პარლამენტის" სხდომა. ექვსი ათას ნახევრამდე მონაწილე წარმოადგენდა დაახლოებით 120 - მდე მსოფლიო რელიგიას. მათ შორის იყვნენ ბუდისტები, ინდუისტები, მუსულმანები, ამერიკელი ინდიელები, მართლმადიდებლები, რომაელი-კათოლიკეები, პროტესტანტები, ზოროასტროელები, ქალღმერთ იზიდას მიმდევარი ნეოწარმართები, ჰუმანისტები და სხვა მეტად ეგზოტიკურ რელიგიათა წევრები. ყოველდღე ტარდებოდა ლოცვები, მედიტაციები, პლენარული სხდომები. ძირითადი ნაწილი დასრულდა საზეიმო ცერემონიიტ, რომლის მსვლელობისას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა გარდამოიწვიეს კურთხევა XXI საუკუნეზე. სამიტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გახდა სიტყვა "ღმერთის" გამოყენება, რომელსაც ბევრი გაურბოდა სხვადასხვა რელიგიაში ამ სიტყვის სხვადასხვაგვარი გაგებისა და გამოყენების გამო.

სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წამოყენებული იყო ახალი, "გლობალური ეთიკის" შექმნის აუცილებლობის საკითხი. მის გამოვლინებად უნდა გახდნენ სოციალუირ სამართლიანობა, ეკუმენიზმი, პლურალიზმი, ტოლერანტულობა, ფემინიზმი, "ადამიანის უფლებათა" დაცვა, ასევე "სინდისის ტრანსფორმაცია". "ახალი მსოფლიო წესრიგის" "მორალის" ეს კოდექსი შემუშავებულ იქნა ცნობილი თეოლოგის ჰას კიუნგის მიერ.

წამოყენებული იქნა "გლობალური ქრისტეანობის" სინთეზის იდეაც. "ქრისტეანულ ოჯახში" არსებული ყველა განხეთქილება და დაყოფა, რელიგიათა მსოფლიო პარლამენტის იდეოლოგთა აზრით, უნდა აღმოიფხვრას, ხოლო ქრისტეანულ კონფესიათა კლასიფიკაციაში მართლმადიდებლობა ადვენტიზმს, იეღოველობას და სხვა სულისწარმწყმედელ სწავლებებს უნდა გაუთანაბრდეს.

რელიგიათა მსოფლიო პარლამენტის მიერ გამოცხადებული ეკუმენისტური დოქტრინის არსი "ახალი რელიგიური სინდისის" ფორმირებაში მდგომარეობს, რომეილიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შეინარჩუნონ "თავიანთი რიტუალები და ჩვეულებები", იმ პირობით, რომ ყველა მათგანი უარს იტყვის სხვა რელიგიათა მიმართ შეუწყნარებლობაზე და მიიღებს იდეას, რომლის თანახმადაც ყველა რელიგია წარმოადგენს ერთი სულიერი არსის სხვადასხვა გამოვლინებას, ანუ, საბოლოო ჯამში, - ყველა რელიგია ერთი და იგივეს ქადაგებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადებულია სრული ტოლერანტობა და საერთო რწმენა იმისა, რომ ყველა რელიგიას ასე თუ ისე, ღმერთთან მივყავართ და საღმრთო წარმომავლობა გააჩნია (Иеромонах Савва (Янич). Вероотступничество. http://www. rusidea.org/?a=40316).

1995 წელს ქ. სან-ფრანცისკოში ჩატარდა კონფესიათაშორისი კონფერენცია "მსოფლიო რელიგიები და მომავალი გლობალური ცივილიზაცია". ამ ღონისძიების უმთავრესი არსი იყო: "კონტროლი მსოფლიო რელიგიებზე - კაცობრიობაზე კონტროლია..." ამგვარი ზედამხედველობის განსახორციელებლად იქნა სწორედ წამოყენებული ე. წ. "გლობალური ეთიკის" იდეა, რომელიც წარმოადგენს ძირითად მორალურ განწესებათა კრებულს და რომელიც მსოფლიო რელიგიათათვის საერთო უნდა იყოს. ამ პროექტს მხარი დაუჭირეს ჯორჯ ბუშმა უფროსმა, მარგარეტ ტეტჩერმა, ჯეიმს ბეიკერმა, ბილ გეიტსმა, ჯორჯ სოროსმა, ტედ ტერნერმა და სხვა ცნობილმა პიროვნებებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ "ახალი მსოფლიო წესრიგის", ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობაში.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ეპისკოპალური ეკლესიის კალიფორნიის ეპარქია, ეპისკოპოსი უილიამ სვინგი, გორბაჩოვის ფონდი და მთელი რიგი კათოლიკე ეპისკოპოსები, რომლებიც წარმოადგენდნენ მსოფლიო კონფერენციას "რელიგია მშვიდობისათვის" (მკრმ). მათ მიმართეს "დიდ რელიგიურ ტრადიციებს (ე. ი. თვით აღმსარებლობებს - მთარგმნ.) შესულიყვნენ ერთმანეთთან უფრო ღრმა დიალოგში, მსოფლიო კეთილდღეობისთვის, როგორც დედამიწის სიწმინდის გარანტია..." (Корнелия Феррейра. «Миротворцы» от лукаваго... http://zavtra.ru/cgi/veil/data/zavtra/97/178/64liars.html).

კონფერენციის უმთავრესი მიზანი გახდა "გლობალური ცივილიზაციის გზაზე მიმავალი კაცობრიობის განვითარების ფუნდამენტალურ პრიორიტეტთა, ღირებულებათა და ქმედებათა" გადმოცემა. ასე ჩაეყარა საფუძველი გაერთიანებულ რელიგიათა ორგანიზაციას (გრო).

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სან ფრანცისკოს ფორუმის მომზადებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მკრმ-ს წარმომადგენლებს. ეს ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს გორბაჩოვის ფონდთან. მისი წევრები უარყოფენ ეროვნულ მოქალაქეობას, გამოდიან პლანეტარული მოქალაქეობისა და მსოფლიო მთავრობის იდეით.

როკფელერის ფონდის ფინანსური დახმარებით მკრმ ქმნის საერთაშორისო ცენტრებს კონფლიქტებისა და რელიგიური პრობლემების გადასაწყვეტად. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა განთავსებულია ნიუ-იორკში, გაეროს შენობაში. მას გააჩნია ფილიალები მრავალ ქვეყანაში. მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, იუნესკოსთან და სხვა საერთაშორისო მასონურ ორგანიზაციებთან (იქვე).

1970 წლიდან მკრმ-ს მუშაობაში აქტიურად არის ჩაბმული მოსკოვის საპატრიარქო. 1999 წელს ამ ორგანიზაციის ერთ ერთ თანაპრეზიდენტად არჩეულ იქნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირთა განყოფილების თავმჯდომარე, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე (ადრე ის იყო საპატიო პრეზიდენტი).

1970 წლის მკრმ-ს შემაჯამებელი დოკუმენტის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც. შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია: "არსებობს ერთი აზრი (მონაწილეთა შორის), რომ რელიგიური ინსტიტუტებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მოსახლეობის აფეთქებაზე. ჩვენ უფრო ნათლად უნდა გამოვთქვათ აზრი სექსუალურ პრობლემატიკაზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, აბორტებზე... რადგან ეკოლოგიური კრიზისი ეს არის მოსახლეობის კრიზისი. შეამცირეთ მოსახლეობა 90 პროცენტით და ეკოლოგიას სერიოზულ ზიანის უკვე ვეღარავინ მიაყენებს".

ეპისკოპოს სვინგის თქმით, გრო გაავრცელებს "მსოფლიო სულიერ ტრადიციათა ნათელს (წარმართობისა და ოკულტიზმის ჩათვლით), მსოფლიოში, რომელიც ასე საჭიროებს ნათელს". გრო ასევე განახორციელებს გლობალურ კონტროლს მსოფლიოს ყველა რელიგიაზე და აიძულებს მათ მიიღოს ის გადაწყვეტილებანი, რომელიც გამომუშავებულია მსოფლიო მთავრობის მიერ, რჩეული უმცირესობის ინტერესების სასარგებლოდ. განზრახულია გააერთიანონ ყველა რელიგიის ადამიანები მასონური "თანააზროვნების" პრინციპით, ხოლო ყველას, ვინც არ გაიზიარებს ამ იდეას, დაუქვემდებარებს რეპრესიებს: "მშვიდობა შეუძლებელი იქნება ფუნდამენტალიზმის მოთოკვის გარეშე", - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მასონმა რობერტ მიულერმა (გაეროსგენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე) (მითითებული წყარო. №10).

1998 წლის 18-19 თებერვალს ლამბერტის სასახლეში - კენტერბერიის ეპისკოპოსის რეზიდენციაში - ჩატარდა კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო მსოფლიო ბანკი. მასში მონაწილეობდნენ ყველა ძირითადი, მსოფლიო რელიგიის წარმომადგენლები. "ფორუმზე, რომელმაც მიიღო სახელწოდება "მსოფლიო რელიგიები და დიალოგი განვითარებისთვის", შეიკრიბნენ ბუდისტური, ქრისტეანული, მუსულმანური, იუდეური, ინდუისტური, სიკხური, ჯაინური და ბახაიტური სასულიერო ცენტრებიდან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოდგენილი იყო საეკლესიო საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომლით, არქიმანდრიტ თეოფანე აშურკოვით - რომელიც, ამავე დროს, არის ერთგვარი მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო-საგარეო განყოფილების კომერციული დირექტორი (2000 წელს, აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში, ამჟამად არის სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის ეპისკოპოსი, რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი პალატის წევრი - ავტ.).

ამ საბჭოს თავმჯდომარეობდა ჯეიმს ვულფენზონი - მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი (სწორედ ის დ. ვულფენზონი, რომელიც ერთდროულად არის "როკფელერის ფონდის" ფინანსური კომიტეტის დირექტორი და ბილდერბერგის კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ერთი იმათთაგანი, ვინც პასუხისმგებელია მსოფლიოს ნედლეულის მომპოვებელი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, მოსახლეობის შემცირების პროგრამისთვის - ავტ.). მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის სიტყვით, ლამბერტის სასახლეში შეკრების უმთავრესი ამოცანა გახდა მსოფლიო რელიგიათა ჩართვა მსოფლიო ინტეგრაციისა და "ახალი მსოფლიო წესრიგის" ფორმირების პროცესში. შემაჯამებელ დოკუმენტში ლაპარაკია ამ პროცესში სულიერ ლიდერთა მნიშვნელოვან როლზე. "მათ უნდა უზრუნველყონ სულიერი მათი სულიერი ხელმძღვანელობა, ჩამოაყალიბონ ახალი მსოფლიო წესრიგის მორალური კოდექსი. თანაც, - როგორც ხაზგასმულია დოკუმენტში, - ცალ-ცალკე კი არა, ერთობლიობაში, რელიგიათა მთელი კონსორციუმით"... (კონსორციუმი - თანამეგობრობა, საზოგადოება; ვაჭრობასა და ფინანსებში - რამოდენიმე ბანკის ან კომპანიის გაერთიანება, დიდი მასშტაბის კომერციული ოპერაციის ჩასატარებლად - ავტ.).

ეს უკვე გარკვეული ტიპის ეკუმენიზმიც კი არ არის, არამედ რელიგიურ ფორმაში შემოსილი საიდუმლო ძალთა იდეოლოგია, უხილავი სისტემის ზედა ნაწილი, დაგეგმილი მსოფლიო რეჟიმის - ახალი ბაბილონის, იდეურ-ორგანიზაციული კარკასი", - აღნიშნულია წიგნში "ვიდრე ჰხუალ, ბაბილონ?" (Камо грядеши, Вавилон? «Тайное знание» в свете Православия. М. 2002. С. 330-332).

1998 წლის "Московские новости"-ს მე-12 ნომერში დაიბეჭდა ცნობა კონფერენციის შესახებ, რომელიც მოაწყო მსოფლიო ბანკმა ინგლისში. კონფერენცია დამთავრდა სიტყვებით: "ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლამბერტის კონფერენციის უმთავრესი შედეგი იქნება ის, რომ ძლიერი ფინანსური სტიმული გაააქტიურებს მსოფლიო რელიგიათაშორისი სტრუქტურებში გაწევრიანებულ მსოფლიო რელიგიურ ორგანიზაციებს". ამიტომაც, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სწორედ ვულფენზონისა და სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, 1998 წლის 23 დეკემბრისთვის, ჩამოყალიბდა რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭო, რომელშიაც შედიან მართლმადიდებლები, იუდეველები, მუსულმანები და ბუდისტები.

"ახალი მსოფლიო წესრიგის" რელიგია ნამდვილად გამოირჩევა ტრადიციული ეკუმენიზმისგან. მისი საიდუმლო სულიერი არსი კარგად გახსნა პაისი მთაწმინდელმა, რომელმაც ბრძანა: "შენ გწამდეს, როგორც გსურს!" ისინი თვითონ ჩაგდებენ თვიანთ კალათში და წაგათრევენ იქეთ, სადაც მოესურვებათ. ასე გამოდის: მე შენ წაგიყვან, სადაც მინდა, შენ კი გწამდეს, ვისიც გსურს. ეს არის მათი სატანური სისტემა..." (Воробьевский Ю.Ю. Стук в Золотые врата. М. 2000. С. 363).

2000 წლის ივლისში "დიდი რვიანის" პრეზიდენტებმა ოკინავაში ხელი მოაწერეს "გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ქარტიას" (Копылов В.А. Информационное право. М. 2003. С.24-34). ეს არის საპროგრამო პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს XXI საუკუნის ერთიანი მსოფლიო ქსელური საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების "ფორმირებისა და განვითარების" პირველ ეტაპს, უფრო ზუსტად - მსოფლიო ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკს ანუ ტექნოტრონულ დიქტატურას. შემთხვევითი არ არის, რომ ქარტიაში განცადებულია "რევოლუციურ", "სოციალურ ტრანსფორმაციაზე", რომელიც "შეეხება ადამიანთა ცხოვრების წესს, მათ სამუშაოს და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობას".

გლობალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეჟინსკიმ ჯერ კიდევ 1968 წელს განაცხადა: "ჩვენი ეპოქა არ არის უბრალოდ რევოლუციური: ჩვენ შევედით მთელი კაცობრიობის ისტორიის ახალი მეტამორფოზის ფაზაში. მსოფლიო ტრანსფორმაციის ზღურბლზე დგას, რომელიც თავისი ისტორიული და ადამიანური შედეგებით უფრო დრამატული იქნება, ვიდრე ის, რომელიც გამოწვეული იყო საფრანგეთის ან ბოლშევიკური რევოლუციებით... 2000 წელს აღიარებენ, რომ რობესპიერი და ლენინი იყვნენ მსუბუქი რეფორმატორები" (Brzezinski Z. America in the Technotronic Age.Encounter.Vol.ХХХ.N1.Jan.1968.Р.16).

ბჟეჟინსკი გამუდმებით ლაპარაკობდა ადამიანთა "მასების" კონტროლის განხორციელებასა და მის მართვაზე: "გაიზრდება პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობა. ძალიან მალე შესაძლებელი გახდება განხორციელდეს თითქმის განუწყვეტელი კონტროლი თითოეულ მოქალაქეზე და წარმოებულ იქნას მუდმივად განახლებადი კომპიუტერული ფაილ-დოსიეები, რომლებშიაც უბრალო ინფორმაციასთან ერთად შეტანილი იქნება ყველაზე კონფიდენციალური დეტალები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის ქცევაზე (ამ ექსპერიმენტს სკოლის მოსწავლეებზე უკვე ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო - მთარგმნ.)... საიდუმლო სამსახურებისთვის ეს ფაილები ადვილად მისაწვდომი იქნება. მთელი ძალაუფლება კონცენტრირებული იქნება იმ ადამიანების ხელში, ვინც აკონტროლებს ამ ინფორმაციას... ეს, ცხადია, მთელი ათწლეულების განმავლობაში წარმოშობს ტენდენციას, რომელიც მიგვიყვანს ტექნოტრონულ ერამდე - დიქტატურამდე, რომლის დროსაც ამჟამად არსებული პოლიტიკური პროცედურები თითქმის გაუქმდება..." (იქვე).

ამგვარად, იქმნება საზოგადოება, რომელშიაც ადამიანის ცხოვრება ყველგან მყოფი კომპიუტერული სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა, რომელიც გააკონტროლებს და წარმართავს მის ქცევას ამ სისტემის მეპატრონის ინტერესებისდა შესაბამისად. ეს იქნება საზოგადოება, სადაც თითოეული თავისუფალი პიროვნება იქცევა კიბერნეტიკის კანონებით მართვად, მორჩილ, დანომრილ ობიექტად, ხოლო მაღალი საინფორმაციო ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამის შესახებ, ბუნებრივია, პლანეტის მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, რადგან ახალი ბაბილონის ჭეშმარიტი მიზნები, როგორც წესი, გულდასმით არის შენიღბული "მთელი კაცობრიობის ბედნიერი მომავლის" იდეით.

"მიუხედავად სიცოცხლის ფორმებისა და კულტურათა უთვალავი მრავალფეროვნებისა, ჩვენ, ერთი მსოფლიო თანამეგობრობითა და ბედით შეკავშირებული ერთი ოჯახი ვართ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ ახალი, მყარი გლობალური საზოგადოება, რომელიც დაეფუძნება ბუნებისადმი პატივისცემას, ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, ეკონომიკურ სამართლიანობასა და მსოფლიო კულტურას. ამისთვის კი აუცილებელია, რათა, ჩვენ, პლანეტის მოსახლეობამ, გავიცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის, მსოფლიო საზოგადოებისა და მომავალი თაობების წინაშე", - ეს არის სიტყვების ე. წ. "მიწის ქარტიიდან" (http://www.earthcharter.ru/zchart.ru), რომელიც დღე და ღამ მღერის "ახალი მსოფლიო წესრიგის" უპირატესობაზე, რომლის არსი მთელ მსოფლიოში ერთი პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური წყობილების დამყარებაში მდგომარეობს.

დოკუმენტის ავტორები (მიხეილ გორბაჩოვი, საერთაშორისო ორგანიზაციის "დედამიწის საბჭოს" პრეზიდენტი მორის სტრონგი და როკფელერთა ოჯახის ფონდის პრეზიდენტი - სტივ როკფელერი) არც მალავენ თავიანთ თანაზიარობას გლობალიზაციის იდეებისადმი, რომელიც პლანეტა დედამიწაზე, უგვარტომო, ერთფეროვან "ზოგადადამიანთა" მსოფლიო საზოგადოების შექმნას ქადაგებს: "1994 წელს, გლობალური მასშტაბის ჰუმანიტარული იდეის - მიწის ქარტიის - გამოჩენას ჩვენ აღვიქვამდით, როგორც "უზენაესის მიერ გამოწვდილ ხელს"... მიწის ქარტია - ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ფუნდამენტალურ პრინციპებს XXI საუკუნის სამართლიანი, მყარი და მშვიდობიანი გლობალური საზოგადოების შესაქმნელად... ეს არის სახალხო ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს გლობალური სამოქალაქო საზოგადოების იმედებსა და მიზნებს ჰქონდეს უფრო სტაბილური ცხოვრება გლობალიზაციის დაჩქარებული პროცესის სამართავად".

სხვათა შორის, სიტყვა "გლობალიზაცია", გლობალიზაციის საგნის მიუთითებლად, არის უსაგნო არაფერი, რადგან მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს. როდესაც ამ სიტყვას იყენებენს, როგორც რამ საგნობრივს, უნამუსო ადამიანები თვალს უხვევენ ხალხებს მსოფლიო და საყოველთაო საშიშროების წინაშე. სახეზეა პლანეტარული დიქტატურის არქიტექტორთა ეშმაკური ხერხები.

ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ბოლო ჟამის ნიშნები, უეჭველია, რომ "გლობალიზაციის დაჩქარებული პროცესი" - ეს არის ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობის პროცესი, რადგან გლობალიზაციის უმთავრესი საკითხი არის ძალაუფლების საკითხი, მაგრამ ამაზე შეგნებულად დუმან "ახალი მსოფლიო წესრიგის" მქადაგებლები. და მართლაც, რატომღაც არავინ კითხულობს: ვინ მეთაურობს ამ "მყარ გლობალურ საზოგადოებას", ვის გადაეცემა ძალაუფლება "ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა" (გამოცხ. 13:7)?

VIII მსოფლიო რუსულ კრებაზე წარმოთქმულ თავის მოხსენებაში ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ასე ახსნა გლობალიზაციის შინაგანი არსი: "მხოლოდ მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით თუ შეიძლება ჭეშმარიტად და სწორად შეფასდეს გლობალიზაციის პროცესი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონმიკური და სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის სიბრტყიდან კი არა, "ზემოდან", სულიერი გადასახედიდან იქნეს დანახული. კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა მრავალი სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემა: მონარქიული, რესპუბლიკანური, ტოტალიტარული, დემოკრატიული, რომლებიც ეფუძნებოდნენ იდეოლოგიათა, პიროვნებათა და პარტიათა დიქტატს. მაგრამ გლობალური საზოგადოება დღეს შენდება. ამის მსგავსი არასდროს ყოფილა, ბაბილონის გოდოლის მშენებლობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში. ეს გზა, უეჭველად, რეგრესიულია, რომელიც უცილობლივ ჩიხში მოამწყვდევს და გაანადგუებს ცივილიზაციას. გლობალიზაციის ამჟამინდელი პროცესი, უეჭველად გაამეფებს ანტიქრისტეს და დააჩქარებს სამყაროს აღსასრულს. ჩვენ ამას ვაცხადებთ, როგორც უეჭველ ჭეშმარიტებას. ანტიქრისტეს მომავალი პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური და მსოფლმხედველობრივი ბაზა დღეს შენდება, ხოლო ამ ბაზის მშენებლობის მთელი პროცესი აღნიშნულია ტერმინით "გლობალიზაცია".

სულიერი თვალსაზრისით, არ არსებობენ პროცესები, რომლებიც აღესრულებოდნენ თავისით, ბუნებრივად. ამგვარი "ბუნებრივი" პროცესების აღიარება არის ფარული ათეიზმი, სამყაროსა და ადამიანზე ღმრთის განგებულების უარყოფა, ამიტომაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გლობალიზაციის პროცესი არ არის ბუნებრივი. ეს პროცესი წარმოადგენს "უსჯულოების საიდუმლოს" რეალიზაციას, რომლის შესახებაც ბრძანებდა წმ. მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში" (Архипастыри, пастыри и монашествующие о глобализации и цифровом кодировании людей. СПб. 2004. с.24).

2000 წლის 28 აგვისტოდან 31 აგვისტომდე, ქ. ნიუ იორკში ჩატარდა "ათასწლეულის სამიტი", რომელმაც გაეროს ეგიდით შეკრიბა მსოფლიოს ყველა რელიგიის თითქმის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი, დაწყებული მიროპოლიტებიდან და რაბინებიდან, აფრიკელ და ავსტრალიელი ჯადოქრებითა და შემლოცველებით დამთავრებული. "სამიტი" გაიხსნა, იაპონური, სინტოისტური კულტის მედიტაციით: დოლებისა და ტამტამების ბრახუნით.

მოსკოვის საპატრიარქომ ამ შეკრებაზე გამოაგზავნა საკმაოდ შთამბეჭდავი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ წმინდა სინოდის მუდმივი წევრი კიშინიოვისა და სრულიად მოლდავეთის მიტროპოლიტი ვლადიმირი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი პიტირიმე, ვინიცკის არქიეპისკოპოსი მაკარი, ზარაელი ეპისკოპოსი პავლე (ამჟამად რიაზანის არქიეპისკოპოსი - ავტ.) და, ასევე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე პროტოპრესვიტერი ვსევოლოდ ჩაპლინი. მათ ხელი მოაწერეს შემაჯამებელ დოკუმენტს სახელწოდებით "ათასწლეულის დეკლარაცია" (http://www.lenta.ru/world/2000/09/09/summit_finish), რომელშიც ლაპარაკია იმ ტექნოლოგიების უარყოფაზე, "რომელიც გარემოს და ადამიანის ცხოვრების ხარისხს ანადგურებს". რელიგიურმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ბირთვული და მასიური განადგურების სხვა იარაღის აკრძალვის პროგრამას. დოკუმენტში უდიდესი ადგილი უჭირავს სქესთა თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაფართოების საკითხს.

ერთი კვირის შემდეგ, 2000 წლის 6 – 8 სექტემბერს, "ათასწლეულის სამიტზე" გაეროში ერთმანეთს შეხვდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების 150-მდე წარმომადგენლები, მათ შორის ვ. პუტინი და ბ. კლინტონი. როგორც "მსოფლიო რელიგიის" წარმომადგენლებმა, მათ ასევე ერთხმად დაამტკიცეს "ათასწლეულის დეკლარაცია", რომელშიაც ფორმულირებულია ამოცანები "მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში, გარემოს დაცვისა, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა" და "სწორი მმართველობის სფეროებში".

"დეკლარაციაში" ჩამოთვლილია "ფუნდამენტალური ის ღირებულებები, რომელთაც არსებითი და უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭებათ XXI-ე საუკუნეში". ესენია: "თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, შემწყნარებლობა, ბუნებისადმი პატივისცემა და გლობალური ეკონომიკური და სოციალური განვითარებისადმი საერთო ვალდებულება".

დოკუმენტში ნათქვამია, რომ, უმთავრესი ამოცანა, რომელიც XXI-ე საუკუნეში დადგება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, არის "გლობალიზაციის, როგორც პოზიტიური ფაქტორის უზრუნველყოფის საკითხი, მსოფლიოს ყველა ხალხისთვის". "ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან (Millenium Development Goals) განსაკუთრებით გამოყოფილია: ა) "ერთიანი, მსოფლიო სავაჭრო-ფინანსური სისტემის შექმნა; ბ) "ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში ახალიი ტექნოლოგიების დანერგვა"; მითითებულმა მიმართულებებმა განვითარებისთვის უნდა უზრუნველჰყონ "გლობალური თანამშრომლობა".

დეკლარაციაში დადასტურებულია რწმენა გაეროსა და მისი განაწესისადმი "როგორც ურყევი საფუძვლებისადმი უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი მსოფლიოს აღსაშენებლად". სამიტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აღვსილნი არიან მონდომებით მძაფრი წინააღმდეგობა გაუწიონა საერთაშორისო ტერორიზმს.

როგორც ცნობილია, 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში დატრიალდა ტრაგედია, რომელიც მთელი რიგი დამოუკიდებელი სპეციალისტების აღიარებით, შეფასებულია როგორც გრანდიოზული პოლიტიკური პროვოკაცია. მას შედეგად მოჰყვა "გლობალური ანტიტერორისტული ოპერაცია". ამასთან, ამერიკელებს იმწუთასვე მოუწოდეს "მშვიდობისა და უსაფრთხოების" დასამყარებლად დაეთმოთ თავიანთი უფლებები და თავისუფლება.

როგორც არა ერთხელ დამტკიცდა, წვერებიანი ბენ-ლადენი, რომელიც სადღაც ავღანეთში გამოქვაბულში ზის, წარმოადგენდა მხოლოდ შირმას ნიუ-იორკში დატრიალებული სისხლიანი დრამის ჭეშმარიტ რეჟისორთათვის. მიუხედავად ამისა, "ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან" გახდა ის ბაირაღი, რომლის ქვეშ მიმდინარეობს დიდქტატორული რეჟიმის ფორმირება, არა დამნაშავეთა წინააღმდეგ, არამედ კეთილსინდისიერ მოქალაქეთა დასამორჩილებლად. ყველამ უნდა დათმოს თავისუფლება "მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის". ასეთია ანტიქრისტეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებელთა ლოგიკა.

2001 დან 2007 წლამდე ჩატარდა "დიდი რვიანის" ქვეყნების პრეზიდენტთა შვიდი ყოველწლიური შეხვედრა (სამიტი) (G 8) - გენუაში (იტალია), კანანასკისში (კანადა), ებიანში (საფრანგეთი), სი-აილენდში (აშშ), გლენიგლსში (შოტლანდია), სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) და ჰაილიგენდამში (გერმანია)

ე. წ. პრეზიდენტთა ელიტური კლუბი, არსებითად, ოკულტური მსოფლიო მთავრობის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს, - გლობალური მართვის სისტემის ხილულ ნაწილს, რომლის ფესვები ჯოჯოხეთამდე ჩადის. უმაღლესი ლუციფერისტები მსოფლიო პროცესებს მართავენ თავიანთი ნაციონალური სტრუქტურების მეშვეობით - ეს არის მრგვალი მაგიდა, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო, სამმხრივი კომისია, ბილდერბერგის და რომის კლუბები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა.

პრეზიდენტები უკვე დიდი ხანია არაფერს წყვეტენ, არამედ მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების ცნობიერებამდე მიჰყავთ მითითებები, რომლებსაც ღებულობენ "დესტრუქციური მიმართულების ლოჟებთან ეთნიკური ნათესაობით დაკავშირებული მცირერიცხოვანი ელიტის" წარმომადგენლებისგან.

თვითონ G-8 ახმოვანებს მხოლოდ გლობალიზაციის ძირითადი მიმართულებების შემდგომი განვითარების პროცესებს. ეს არის მსოფლიო მთავრობის გეგმები, რომლებიც მკაცრად და თანამიმდევრულად ხორციელდება ცხოვრებაში.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის საზღვრების, ეკონომიკისა და მთავრობათა გამჭვირვალობა, მათი ანგარიშვალდებულობა ზენაციონალურ სტრუქტურებზე, ისეთებზე, როგორიცაა: მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა.

ფაქტიურად, ეს ორგანიზაციები ახორციელებენ მეთვალყურეობას "ნაციონალურ" მთავრობებზე, რათა უმტკივნეულოდ და წარმატებით აღსრულდეს დეინდუსტრიალიზაციის, ანუ ეროვნული მრეწველობის, მეცნიერების, უმაღლესი და სპეციალური განათლების განადგურების პროგრამა. გეგმაზომიერად ხორციელდება უმნიშვნელოვანესი სამრეწველო დარგების გაბანკროტება, საწარმოები, როგორც "არარენტაბელურნი", მათი ლიკვიდაციის მიზნით, იყიდება ჩალის ფასად. ყველაფერი, რაც ვერ თავსდება "შრომის ახალ საერთაშორისო დანაწილებაში", დემონტირებულ და განადგურებულ უნდა იქნეს.

გქონდეს საკუთარი გადამამუშავებელი საწარმო და წარმოების დარგები, რომელიც მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევებით ვითარდება, მხოლოდ რამოდენიმე პრივილეგირებული სახელმწიფოსთვის არის ნებადართული. დანარჩენი ქვეყნები იაფფასიანი მუშახელისა და ნედლეულის მიმწოდებელთა როლს უნდა დაკმაყოფილდნენ.

ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განადგურების კვალად, იძულებითი "ეკონომიკური გლობალიზაციის" პროგრამას ერები და სახელმწიფოები მიჰყავს სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, სახალხო განათლებისა და კულტურის განვითარების სისტემათა ლიკვიდაციამდე.

ასეთია ნება "ძლიერთა ამა ქვეყნისათა", რომლებმაც ფაქტიურად ხელში ჩაიგდეს მთელი ძალაუფლება მთელს პლანეტაზე. დღეს ლაპარაკია ეროვნულ სახელმწიფოთა ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტების სრულ და საბოლოო განადგურებაზე და მსოფლიო მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილ, გამჭვირვალე ტერიტორიულ წარმონაქმნებად მათ გარდაქმნაზე.

შემთხვევითი კი არ არის, რომ მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საბჭოს დონეზე აქტიურად ინერგება თეზისები რუსეთის გლობალური საინფორმაციო "სამოთხის" ქსელურ სტრუქტურებში აუცილებელ გაწევრიანებაზე: "დღეს მსოფლიო საზოგადოება, მთლიანობაში, და მათ შორის, რუსეთიც, განიცდიან "უხმაურო", მაგრამ მეტად რადიკალურ ცვლილებებს საზოგადოებრივ წყობილებაში... უახლოეს პერიოდში მოხდება სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები...

მსოფლიო საზოგადოება რადიკალურად გადასინჯავს ცნებას "სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ"... სახელმწიფო, როგორც სტრუქტურა, დაკარგავს კავშირს რაიმე კონკრეტულ ტარიტორიასთან, და სულ უფრო და უფრო შეიძენს საერთაშორისო ხასიათს... ქსელის ზეგავლენის ქვეშ ის გახდება უფრო გამჭვირვალე... მოცემული ტენდენციის განხორციელებისდა კვალად, ცნება "სახელმწიფო სუვერენიტეტი" დაკარგავს თავის აზრს, რადგან სახელმწიფოს უკვე აღარ ექნება ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა მაგალითად "ტერიტორია" ან "შინაგანი საქმეები"...

ამასთან დაკავშირებით უნდა ველოდოთ, რომ სულ უფრო და უფრო წამყვან მნიშვნელობას და იდეური ზემოქმედების შესაძლებლობებს შეიძენენ არასახელმწიფოებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ აზრთა, შეხედულებათა და მოქმედებათა ერთგვაროვნობას. ისეთები, როგორებიც არიან, მაგალითად, სამმხრივი კომისია და ბილდერბერგის კლუბი..." (Аналитический вестник №17(173) Совета Федерации Федерального Собрания РФ.10.05.2002. О некоторых социально-политических особенностях становления сетевой структуры общества.С.1-7).

ამგვარად, "ახალი მსოფლიო წესრიგის" "შემოქმედებმა" ყველა დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოს საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე ხელი მოაწერინეს...

"დიდი რვიანის" შეხვედრებზე "საერთაშორისო ტერორიზმთან" ბრძოლა ერთ-ერთ ცენტრალურ თემას წარმოადგენს. ამ მიზნით მიმდინარეობს "ანტიტერორისტული ინტერნაციონალის" გაძლიერება, ზენაციონალური პოლიციური ძალების ფორმირება, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის ინფრასტრუქტურის შექმნა, "უსაფრთხოების უზრუნველყოფის" ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და მრავალი სხვა.

მოკლედ, ვის არ ესმის, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით მიმდინარეობს "ახალი მსოფლიო წესრიგის" - მსოფლიო ზენაციონალური დიქტატურის - ანტიქრისტეს სამეფოს ჩამოყალიბების პროცესი?

ვინ ვერ გაიგო, ჯერაც, რომ უმთავრესმა საერთაშორისო ტერორისტებმა გაანადგურეს ასობით მართლმადიდებლური ტაძარი სერბეთში, ბომბები დააყარეს უდანაშაულო მოსახლეობას წარწერებით: "გისურვებთ ბედნიერ აღდგომას" (ამერიკულმა ბომბდამშენებმა სერბეთი დაბომბეს უდიდესი ქრისტეანული დღესასწაულის, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღეებში - ადმ.); ასობით მშვიდობიანი ქალაქი მიწასთან გაასწორეს ავღანეთში, აყვავებული ოაზისები მიაქციეს უდაბნოდ, ამჟამად კი სიკვდილს თესავენ ერაყში?!

მიუხედავად ამისა, ყველგან, ყველა სახელმწიფოში, ერთი კალკიდან გადააქვთ "კანონები" ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, ნაციონალიზმთან და პატრიოტიზმთან ბრძოლის შესახებ, ხოლო ყველა "წესიერ და კანონმორჩილ" მოქალაქეს სთავაზობენ ღმრთის მიერ ბოძებული თავისუფლება გაცვალონ რაღაც მითიურ უსაფრთხოებაზე.

ყველგან შემოაქვთ ერთიანი მსოფლიო სტანდარტის დოკუმენტები ბიომეტრიული მონაცემებითა და პირადი კოდებით (საქართველოში უკვე ალაპარაკდნენ ასეთი ტიპის ახალ პასპორტებზე - ადმ.), რომელთაც ნომრები ეძლევათ მაგიის ერთ-ერთი სახეობის, ნუმეროლოგიის პრინციპებით. ადგენენ მონაცემთა უზუსტეს ბაზებს პლანეტის მთელ მოსახლეობაზე, უძრავ და მოძრავ ქონებაზე, მიწა-წყალზე, ტყის მასივებზე და სხვა ბუნებრივ რესურსებზე, ზენაციონალური სტრუქტურების მიერ მათი აღრიცხვის, კონტროლისა და მართვის მიზნით.

სრულყოფენ გლობალური პოზიცირების (ანუ ადამიანთა და სატრანსპორტო საშუალებათა ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა) სისტემას. მიმდინარეობს დაჩქარებული მუშაობა ყიდვა-გაყიდვის ყველა ოპერაციის ვირტუალურ, ელექტრონულ ფულზე გადასაყვანად და გადახდის ბიომეტრიული საშუალებების დასანერგად, რომელიც დატანებულ უნდა იქნეს ადამიანის სხეულზე შტრიხ-კოდებისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე გადანერგვადი საიდენტიფიკაციო მიკროჩიპების სახით.

საიდენტიფიკაციო მიკროჩიპები - ეს არის რადიოსიხშირეზე მომუშავე, მრავალდანიშნულებიანი მიმღებ-გადამცემი მიკროპროცესორული მოწყობილობა. ერთდროულად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო პიროვნების საიდენტიფიკაციო საშუალებად, არამედ ელექტრონულ საშვად, სამედიცინო ბარათად, მძღოლის მოწმობად, ელექტრონულ ქისად და კიდევ სხვა მრავალი დანიშნულებით. ეს მოწყობილობები შესაძლებლობას იძლევა განსაზღვრულ იქნას ადამიანის ადგილმდებარეობა დედამიწის ზედაპირზე, თვალი მიადევნოს ყველა მის გადაადგილებას და გააკონტროლოს მისი ფინანსური საქმიანობა. ამასთანავე, უკვე ცნობილია მიკროჩიპების იმგვარი ახალი მოდიფიკაციების შესახებ, რომლებიც ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარებაზე ზემოქმედებით უშუალოდ მოახდენენ ზეგავლენას მის საქციელზე.

ადამიანის საიდენტიფიკაციო ნომერი შეიძლება დაბლოკილ იქნას ცენტრალურ კომპიუტერში და მით, მიუწვდომელი გახადონ მისთვის საკუთარი მატერიალური, საინფორმაციო და სხვა ნებისმიერი სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი მომსახურება. "ობიექტის" (ანუ ადამიანის - ეპ. პ.) მოსპობა შესაძლებელი სპეციალური სიგნალის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა, გამოიწვიონ არითმია (გულისცემის რიტმის დარღვევა. ვაზომოტორული ცენტრის ბლოკადა) ან სასუნთქი ცენტრის ბლოკადა.

2005 წლის მარტში ევროკავშირის კომისიამ მიიღო ეთიკაში, მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებში ევროპის ჯგუფის დასკვნა, რომელშიაც მასებში მიკროჩიპების, როგორც პიროვნების საიდენტიფიკაციო და ელექტრონულ საგადასახადო საშუალებებად დანერგვა შეფასებულია დადებითად (http://europa.eu.int/comm/european_group_ethics/clocs/avis2Den.pdf). დოკუმენტის ავტორები მიკროჩიპს უწოდებენ "ადამიანურ შტრიხ-კოდს", რომელიც "მეტად მოხერხებულია სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად".

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ: "ჩვენს საზოგადოებაში სხეული - ნედლეულია, რომლის შეცვლა, რომლითაც მანიპულირება შესაძლებელია, თანაც იმისათვის, რათა აღდგენილ იქნას ფუნქციები, რომლებიც დაიკარგა ან პირიქით მიიღოს ჯერაც უცნობი ფუნქციები... ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს ორივე ტექნოლოგიებთან: თვისებათა აღდგენა და გაუმჯობესება, სხეულზე დადებითად მოქმედი ტექნოლოგიებით, რომლებსაც შეუძლიათ განავითარონ და შეცვალონ სხეულზე ზრუნვის კონცეფცია, გვაუწყონ პოსტადამიანური სხეულების - "კიბორგების" გამოჩენა.

მუშავდება კაცობრიობის ამ ჯოგის სამართავი პროგრამული უზრუნველყოფა ელექტრონული მთავრობის დახმარებით. ანტიქრისტეს სამეფოს აშენების უმთავრეს ინტრუმენტს კი წარმოადგენს თითოეული ადამიანისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის "მხეცის სახელის" მინიჭება (გამოცხ. 13:17), რათა "არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ" (გამოცხ. 13:17). თანაც ეს აპოკალიპსური პრინციპი პრაქტიკულად უკვე მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამიტომაც პიროვნების ციფრული საიდენტიფიკაციო საშუალებების საკითხი შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ღვთის სიტყვის სწავლების შუქზე და პლანეტის მოსახლეობის ტოტალური კონტროლისა და მართვის გლობალური სისტემის მშენებლობის კონტექსტში. ნაბიჯ ნაბიჯ ერეკებიან ხალხებს ელექტრონულ მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკში, რომლის კარიბჭეზე გეჰენიის ცეცხლით არის ამოტვიფრული რიცხვი - "666".

რელიგიური მოღვაწენი თავიანთ აპოსტასიურ საქმიანობაში პოლიტიკოსებს არაფრით ჩამორჩებიან. უკანასკნელ წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა უმსხვილესი რელიგიათაშორისი შეხვედრები. საკმარისია დავიმოწმოთ რამოდენიმე, ყველაზე მკაფიო მაგალითი.

2000 წლის 13-14 ნოემბერს მოსკოვში ჩატარდა რელიგიათშორისი სამშვიდობო ფორუმი. მასში მონაწილეობა მიიღეს: რუსეთის (ყოფილმა, აწ გარდაცვლილმა) პატრიარქმა ალექსი II; საქართველოს პატრიარქმა ილია II; რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ იუდაურ თემთა მთავარმა რაბინებმა ადოლფ შაევიჩმა და ბერლ ლაზარმა; მუფტიების საბჭოს თავმჯდომარემ რუსეთში რავილ გაინუტდინმა; რუსეთის მაჰმადიანთა და დსთ-ს მუფტიათა ცენტრალული სულიერი სამმართველოს თავმჯდომარემ ტალგარ ტადჯუდდინმა; რუსეთის ტრადიციული ბუდისტური სანგხის თავმჯდომარემ პანდიტო-ხამბო-ლამამ დამბა აუშიევმა; მსოფლიო კონფერენციის -"რელიგია მშვიდობისათვის" გენერალურმა მდივანმა იულიამ ვენდლიმ; კონფერენციის "მსოფლიო რელიგიები და დიალოგი განვითარებისთვის" კოორდინატორმა ვენდი ტინდეილმა; ქრისტეანთა და იუდეველთა საერთაშორისო საბჭოს გენერალურმა მდივანმა პასტორმა ფრიდჰელმ პიპპერმა; მსოფლიო ეკუმენისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და დსთ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მთავარი თემა იყო - "ეროვნებათშორისი და რელიგიათშორისი კონფლიქტების თავიდან აცილება და დაძლევა; კოორდინაცია რელიგიათაშორის ორგანიზაციებთან; რელიგიათაშორისი ურთიერთობის, ძალაუფლებისა და საზოგადოების პრობლემები".

ფორუმის მონაწილეებს თავისი მიმართვა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა, რომელმაც მოუწოდა შეკრებილებს "რელიგიურ გაერთიანებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა სახელმწიფოსთან პოზიტიური თანამშრომლობის" განვითარებისკენ მოუწოდა. ამაზე უფრო ამქვეყნიური სულისკვეთებით გამოვიდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი კირილე (გუნდიაევი). მისი გამოსვლა მიეძღვნა "ლიბერალურ-კონსერვატიულ სინთეზს", როგორც მეთოდს ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტების გადასალახავად. მისი აზრით, რელიგია (რომელი? - ავტ.) შემძლეა წინ აღუდგეს "ეროვნებათაშორის და ეთნიკურ კონფლიქტებს" რადგან, მას "ჭეშმარიტებისა და მშვიდობის გაგება" ახასიათებს (თუმცა არ დაუკონკრეტებია, "ჭეშმარიტების გაგების ეს ხასიათი" როგორ არის დამოკიდებული ამა თუ იმ რელიგიისთვის). საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მეთაურმა განაცხადა, რომ შესაძლოა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, თუ საფუძველშივე გადავსინჯავთ ჩვენს შეხედულებას რელიგიის როლზე მსოფლიოს ხალხების ცხოვრებაში...

ფორუმის შედეგების მიხედვით გამოიცა დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა შეხვედრის ყველა მონაწილემ, მათ შორის მოსკოვის საპატრიარქოს იერარქებმაც. მასში მითითებულია, რომ "ტრადიციული რელიგიის მიმდევრები აღსავსე არიან გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირონ ურთიერთობასა და თანამშრომლობას", განსაკუთრებით ხაზგასმულია "ინტეგრაციული პროცესებისადმი ხელშეწყობის საჭიროება...", რომ "უნდა განვითარდეს დიალოგი ევროპულ და გლობალურ სამთავრობო სტრუქტურებს შორის"; უნდა გამყარდეს "ურთიერთკავშირი და თანამშრომლობა საერთაშორისო ეკუმენისტურ ორგანიზაციებთან" (http://vertograd.narod.ru/1100/oicumene.htm). მსგავსი შეხვედრები გაიმართა მოსკოვში 2002 და 2004 წლებში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, 2003 წლის 18 ივნისის საინფორმაციო ბიულეტენში მოტანილია ცნობა "რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო საბჭოს დამფუძნებელი ფორუმის შედეგების შესახებ".

ამ ცნობის თანახმად: "2003 წლის 12-14 ივნისს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა მსოფლიო რელიგიათა და მსხვილ რეგიონალურ კონფესიათა ცენტრების მეთაურთა და წარმომადგენელთა დამფუძნებელი ფორუმი, რომელზეც ერთხმად შეიქმნა რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო საბჭო და დამტკიცდა ამ ორგანიზაციის განაწესი.
ფორუმის მუშაობაში, რომელიც მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით და, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა ნიუ-იორკში, 2000 წლის აგვისტოს გამართული რელიგიურ და სულიერ ლიდერთა მსოფლიო სამიტის გადწყვეტილებანი და რეკომენდაციები, მონაწილეობა მიიღეს როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წამყვანმა პოლიტიკოსებმა, ასევე უმაღლესმა რელიგიურმა ლიდერებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ბუდიზმს, იუდაიზმს, დაოსიზმს, ინდუიზმს, სინტოიზმს და სხვა ქრისტეანულ დენომინაციებს. ფორუმის მუშაობაში განხილულ იქნა რელიგიათშორისი თანამშრომლობისა და რელიგიური მშვიდობისმყოფელობის აქტუალური საკითხები. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ფონდის "სინდისისკენ მოწოდება" პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურ მდივანთა არსებული უმაღლესი დონის ჯგუფის, "ცივილიზაციის ალიანსის" წევრმა, რაბინმა არტურ შნაიერმა".

2006 წლის 23 თებერვალს, ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში დასრულდა მსოფლიო მთავრობის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვეგანყოფილების (იხ. Джон Колеман. Комите 300. Тайны Мирового правительства. М. 2001) , ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) IX გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 700-ზე მეტმა დელეგატმა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა უმეტესობის წარმომადგენლები. წინა ასამბლეასთან შედარებით, რომელიც ჩატარდა 1998 წელს ჰარარეში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იყო უფრო წარმომადგენლობითი. თუ 1998 წელს მის შემადგენლობაში იყვნენ მხოლოდ მღვდლები და ერისკაცები, 2006 წელს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ილარიონი (ალფეევი). საპატიო სტუმართა შორის იყვნენ სმოლენსკისა და კალინინგრადის ეპისკოპოსი კირილე (გუნდიაევი) (ამჟამად უკვე რუსეთის პატრიარქი - ადმ.). მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელთა მონაწილეობაზე ეკუმენისტურ შეკრებებზე მრავლად არის ნათქვამი. რას ნიშნავს ემს, თუ ჩვენ გვწამს მხოლოდ ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის?!

ემს - ეს არის "ეკლესიათა" საბჭო, რომლებიც მართლმადიდებლობისთვის წარმოადგენენ არა ეკლესიებს, არამედ მწვალებლურ საკრებულოებს. ნახეთ ვის მოუყარა თავი ეშმაკმა პორტუ-ალეგრიში: ლათინებსა და პროტესტანტებს; მონოფიზიტებს; ე. წ. "ქრისტეს ზეციური ეკლესიის" წარმომადგენლებს (მრავალცოლიანებს); იმ "ეკლესიათა" წარმომადგენლებს, რომლებსაც დაშვებული აქვთ ერთსქესიანი (ანუ მამათმავლებისა და ლესბოსელების) ქორწინებანი; "არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის" ეპისკოპოსები და პასტორები (ქალებიც და კაცებიც)... ემს-ს 2006 წლის გენერალური ასამბლეის საპროგრამო დოკუმენტში ყველანი მოწოდებულნი არიან "იყონ ერთი ეკლესია" (Сalled to be the one church) (http://www.wcc-assembly.info/en/theme-issues/assembly-documents/official-working-documents/ecclesiology.htm), რომელსაც ხელი მოაწერეს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც, ნათქვამია: "რწმენა ერთი ეკლესიის შიგნით შესაძლოა განსხვავებული იყოს, მთავარია საერთო ძმური უერთიერთობა გვქონდეს. ეს ურთიერთობა არ არის სავალდებულო გამომდინარეობდეს საერთო ევქარისტიიდან ("ერთი ეკლესიის" შიგნით შესაძლოა თურმე არსებობდნენ ისეთი ნაწილები, რომელთაც არ გააჩნიათ საერთო ევქარისტია), არამედ უერთიერთ მხარდაჭერიდან და ლოცვიდან ერთი ეკლესიისა მეორისთვის" (!!!).

ამგვარად, ემს-ს IX ასამბლეაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია მთელის საეკლესიო სისრულის სახელით დაეთანხმა "ერთიანი ეკლესიის" შექმნას, რომელიც აერთიანებს სოდომიტებსა და ლესბოსელებსაც (მ. შ. "მღვდელმსახურებსაც"), მრავალცოლიანებს, დედაკაც-"ეპისკოპოსებს" და ყველა ეთნიკურ გაერთიანებათა წარმომადგენლებს.

2006 წლის 3-დან 5 ივლისამდე მოსკოვში ჩატარდა რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტი, რომელშიაც ერთხმად მიიღეს მიმართვა "დიდი რვიანის" პრეზიდენტებისადმი, რომელიც შედგენილია საუკეთესო მასონური ტრადიციისამებრ. ეს დოკუმენტი, რომელიც "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს" უგალობს, ქადაგებს "თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას", ასევე "მშვიდობას მთელ მსოფლიოში", დაამტკიცეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე 2006 წლის 17 ივლისს, შემდეგ კი გაავრცელეს, როგორც გაეროს ოფიციალური დოკუმენტი (http://www.rambler.ru/news/culture/religions/10514044.html).

უპირველეს ყოვლისა მასში ყურადღებას იქცევს ერთადერთი მაცხოვნებელი სარწმუნოების, მართლმადიდებლობის, თავისი მნიშვნელობით სხვა რელიგიებთან გათნაბრება, ეს კი დახვეწილი ღვთისმბრძოლობაა, რომელსაც დათანხმდნენ მართლმადიდებელი იერარქები - სამიტის მონაწილეები. ფაქტიურად, ეს არის ღვთაებრივი ჭეშმარიტების უარყოფა იმ რელიგიებთან და აღმსარებლობებთან ხელოვნური "ერთობის" მისაღწევად, რომლებსაც მართლმადიდებლობის აღიარება არ სურთ. თანაც მართლმადიდებლობა არა მარტო არ გამოუყვიათ სხვა "ქრისტეანული კონფესიებისგან", არამედ გაუთანაბრეს კიდევაც სხვა "რელიგიურ თემებს" - მაჰმადიანებს, იუდეველებს, ბუდისტებს, ინდუისტებს და სინტოისტებს, თუმცა კარგად არის ცნობილი, რომ ქრისტემ შექმნა არა თემი, არამედ ეკლესია, თანაც ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო. დოკუმენტის შემქმნელებმა განაცხადეს რომ ყველა რელიგიას ჰყავს ერთი "უზენაესი" და "ერთი საზოგადო ზნეობრივი ღირებულებები", საბოლოოდ შეთანხმდნენ "საზოგადო ჭეშმარიტებაზე", ასევე მოუწოდეს ყველას მიიღონ მონაწილეობა ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას.

ნუთუ სამიტის მართლმადიდებელმა მონაწილეებმა დაივიწყეს ღმრთის სიტყვის ნაბრძანები? "საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად. ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს; და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს" (1 იოანე 4:1-3).

"რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ. ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა" (2 იოანე 1:7-11).

ვისთვის წერდა სულიწმიდით ამ სიტყვებს ღვთითგანბრძნობილი სიყვარულის მოციქული იოანე ღვთისმეტყველი? მოსკოვის სამიტის მიმართვა პრაქტიკულად უარყოფს წმინდა სახარებას უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მოგვიწოდებს: " ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათე 6:33). ვინც ჭეშმარიტი ქრისტეანია, ის უცილობლივ ასრულებს ღმრთის სიტყვის ნაბრძანებს!

"მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14:6) - ეუბნება ძე ღმრთისა თავის მოწაფეებს. მაშ ასე, გზა, მამა ღმერთთან მიმსვლელი, ეს არის თვით ქრისტე, რომელმაც კაცობრიობას გაუხსნა ღვთიური ჭეშმარიტება და გზა მარადიული ცხოვრებისკენ, ზეციური მამის სასუფეველისკენ.

მაშ, ქრისტეს მოძულე და მის უარმყოფელებთან რომელ "ერთობაზე" შეთანხმდნენ მართლმადიდებელი იერარქები ან "ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულ საერთო სახლში" უნდა იცხოვრონ მათ ამ მწვალებლებთან ერთად? მაშასადამე, რელიგიური ლიდერები მოუწოდებდნენ ყველას არა იესუ ქრისტეში გაერთიანებისაკენ, არამედ ამ წუთისოფელთან გაერთიანებისკენ, რომელიც ბოროტებაში სუფევს. წუთისოფელთან, რომელიც ემზადება ანტიქრისტესთან შესახვედრად...

ამ ცხოვრებაში ჩვენ ვართ ლტოლვილნი. ჩვენი სამშობლო ზეცაშია. ჩვენ გვწამს მიცვალებულთა აღდგომის და მომავალი დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრების. მიწიერის მეძებლები ცხოვრობენ ჯოჯოხეთისთვის. ვისაც წყურია დროებითი, წუთიერი, წარმავალი ცხოვრება, ის კარგავს მარადიულს და დაუსრულებელ სიცოცხლეს!

ყოვლად შეუძლებელია ერთდროულად თაყვანს სცემდე ღმერთსაც და წუთისოფელსაც; მეგობარსაც და მტერსაც. წუთისოფლის სიყვარული ადამიანს ღმერთს განაშორებს! "მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობი 4:4).

ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვით, ადამიანის ცხოვნება მდგომარეობს სატანისა და სხვა დაცემულ სულთაგან განშორებაში და ურთიერთობის აღდგენაში ღმერთთან. განა შესაძლებელია ღმერთთან კავშირი ათასი დემონით მოცულ ეშმაკის მსახურთა წრეში?

2006 წლის 28 აგვისტოს იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიხსნა მსოფლიო კონფერენციის "რელიგიები მშვიდობისათვის" VIII ასამბლეა, რომელმაც შეკრიბა ორი ათასამდე "რელიგიური ლიდერი" 500 ორგანიზაციიდან, რომელიც წარმოადგენდა 100-ზე მეტ ეროვნებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მკრმ წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციას, რომლის შტაბ-ბინა არის ნიუ-იორკში და რომლის ერთ-ერთი თანაპრეზიდენტი გახლავთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი (დღეს უკვე რუსეთის პატრიარქი - ადმ.) კირილე (გუნდიაევი). კონფერენციის სამმართველოში ასევე შედიან: მეხელენ-ბრიუსელის არქიეპისკოპოსი კარდინალი გოდფრიდ დანეელსი (რომაულ-კათოლიკური ეკლესია); კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ლორდი კერი (ანგლიკანური ეკლესია); ცნობილი "ღვთისმეტყველი", პროფესორი ჰანს კიუნგი (ცნობილი "გლობალური ეთიკის" ავტორი); ტეგუსეგალპას არქიეპისკოპოსი, კარდინალი ოსკარ როდრიგესი (ჰონდურასი), მოძრაობა მუჰამმადიას მეთაური ახმატ სიაფი მაარიფი (ინდონეზია). ВКРМ - ს შემადგენლობაში ასევე შედიან, მრავალ ტრადიციულ და არატრადიციულ რელიგიურ თემთა და მრავალგვაროვან "აღმსარებლობათა" წარმომადგენლები. ВКРМ - ეს არის ერთ ერთი უმსხვილესი გლობალური პროექტი რელიგიის სფეროში, რომელშიაც მონაწილეობენ მასონური ორგანიზაციებიც. ფაქტიურად ეს არის მსოფლიო მთავრობის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვეგანყოფილება.

კიოტოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას მეთაურობდა ბერლინისა და გერმანიის არქიეპისკოპოსი თეოფანე (გალინსკი) და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე პროტოპრესვიტერი ვსევოლოდ ჩაპლინი. ასამბლეაზე განიხილებოდა "რელიგიათა შორისი მუშაობის მოდელები კონფლიქტების დაძლევისა და სხვადასხვა რელიგიათა მორწმუნეების კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები".

"მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რელიგიათშორისი საბჭოს მხარდაჭერის საკითხს სხვადასხვა ქვეყნებში" რუსეთისა და დსთ-ს რელიგიათშორისი საბჭოები აფილირებულნი (აფილირება - ერთი საწარმოს მეორე, უფრო მსხვილ და ამავე დროს თვისობრივად მონათესავე საწარმოსთან) არიან მკრმ - სთან.

მკრმ - ს გენერალური მდივნის, დოქტორ უილიამ ვენდლის თქმით, სხვადასხვა აღმსარებლობათა ურთიერთპატივისცემის პირობებში, რელიგიურ ლიდერებს მართებთ ეძებონ საზოგადო მორალური საფუძვლები, როგორც ნაციონალურ, ასევე მსოფლიო დონეზე. ისევ არაფერი ითქვა სულის ცხოვნებაზე, არაფერი ცათა სასუფეველში მიმყვანებელ გზაზე. თუმც, წმ. წერილიდან ცნობილია, რომ "რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა" (რომ. 8:5). რომელ საზოგადო საერთო მორალურ საფუძვლებზე შეიძლება ლაპარაკი ქრისტესა და ბელიარს შორის?

2007 წლის 5 დან 6 ივნისამდე, ქ. კიოლნში (გერმანია) ჩატარდა რელიგიურ ლიდერთა მორიგი მსოფლიო სამიტი, რომელიც ისევ დაამთხვიეს "დიდი რვიანის" სამიტს. ეს უკანასკნელი ასევე გერმანიაში ჩატარდა 6 დან 8 ივნისამდე, ქ. ჰაილიგენდამში. კიოლნში შეიკრიბნენ მართლმადიდებლურ ადგილობრივ ეკლესიათა, რომის-კათოლიკური და მსოფლიოს მრავალ პროტესტანტულ ეკლესიათა წარმომადგენლები. აქვე იყვნენ ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის, სინტოიზმის, აფრიკის ეთნიკურ რელიგიათა "სასულიერო" წარმომადგენლები (ანუ ჯადოქრები და შემლოცველები), ასევე საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციათა დელეგატები.

რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგაერო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე კირილე (დღევანელი პატრიარქი - ადმ.), რუსეთის ებრაულ თემთა ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბორუხ გორინი, ისლამისა და ბუდისტურ თემთა წარმომადგენლები.

როგორც პრესაში იუწყებოდნენ, რელიგიური ბელადებს სურთ "განვითარებული ქვეყნების ხელმძღვანელთა ყურამდე მიიტანონ თანამედროვეობის გლობალურ პრობლემათა საკუთარი ხედვა". კიოლნის სამიტის რელიგიურ ლიდერთა განცხადებების უმეტესობა ეძღვნება "ათასწლეულის განვითარების მიზანთა" შედეგებს (Заявление Кельнского саммита религиозных деятелей. Кельн, 6 июня 2007 года, Интерфакс-религия), რომელიც განსაზღვრულია "ათასწლეულის დეკლარაციით" ნიუ-იორკში, 2000 წელს. ეს პრობლემები ეხება "აფრიკის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას", "ადამიანური ღირსების დაცვას", "სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვაც მსოფლიო მასშტაბით". ნახსენებია ქვეყნების ინტეგრაცია "გლობალური დემოკრატიული მმართველობის სისტემაში" და "მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება". ეს უკანასკნელი სიტყვათწყობა სულ უფრო ხშირად გვხვდება პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერთა მიმართვებში, არადა, ამ გამოთქმას გააჩნია უკანასკნელი, აპოკალიპსური ჟამის სახარებისეული ნიშნის სტატუსი: "როდესაც იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოება, სწორედ მაშინ მოიწევა მათზე სიკვდილი" (1 თესალონიკ. 5:3)...

კიოლნში შეკრებილი რელიგიური მოღვაწეები, თავიანთ მიმართვას ისევ უგზავნიან "დიდი რვიანის" სახელმწიფოთა მეთაურებს, რაც, უეჭველად, ნიშნავს მსოფლიო მთავრობის ხელისუფლების აღიარებას და მამონას (ფულის - მთარგმნ.) ძალაუფლებისადმი თაყვანისცემას.

საინტერესოა, როგორ განმარტავენ განცხადების ავტორები "ზოგადი" რწმენის ცნებას: "თითოეული ჩვენთაგანის ტრადიციებისთვის საზოგადოს წარმოადგენს რწმენა იმისა, რომ ადამიანური ღირსება და სამართლიანობა ღვთისგან ბოძებული ნიჭია. იდაური სარწმუნოება ღარიბთა, უპოვართა, უცხოტომელთა, ქვრივთა და ობოლთა დაცვაზეა კონცენტრირებული. ისლამურ ტრადიციებში ადამიანთა თანასწორობა და სამართლიანობის გავრცელება უმთავრესი ზნეობრივი პრინციპებია. ინდუისტურ ტრადიციაში სევუს კონცეფცია - უანგაროდ ემსახურო ყველას - ადამიანის ცხოვრებაში უმთავრეს მოვალეობად არის მიჩნეული. ბუდისტური ზნეობრივი ფილოსოფია ლაპარაკობს ყველა ადამიანის ურთიერთკავშირზე, რასაც მივყავართ სიყვარულამდე და თანაგრძნობამდე. სინტოიზმი ადამიანებს აღიქვამს როგორც კამის (ღმრთის) შვილებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას უნდა უმადლოდენ ღმერთსა და წინაპრებს".

ამგვარად, მოსკოვის სამიტის "უზენაესი" კიოლნში გადაიქცა "ღმერთად", რომელიც საერთოა ყველა "ტრადიციული რელიგიისთვის" და თვით აფრიკელი შამანებისთვისაც კი, ხოლო როგორ განმარტავენ ამათუიმ რელიგიათა "ჭეშმარიტებას" დოკუმენტის შემდგენლები, თვითონვე შეგიძლიათ იმსჯელოთ ზემოთ მოტანილი ციტატის მიხედვით. ამასთანავე, მსოფლიოს რელიგიურ თემთა წარმომადგენლები აცხადებენ: "ჩვენ ვაღიარებთ, რომ რელიგიებმა, საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად, უნდა გააფართოვონ თანამშრომლობა ერთმანეთს შორის ".

არანაკლებ საინტერესოა ამ განცხადების დასკვნითი ნაწილიც: "...ღვთაებრივი იმპერატივიდან გამომდინარე, რომელიც ყველას, თითოეულ ადამიან და მთელ დასახლებულ მსოფლიოს მოგვიწოდებს ისეთი სისტემებისა და სტრუქტურების შექმნას, რომელიც იქნებოდა სამართლიანი, თანასწორი და ადამიანის ღირსების დამცველი. ჩვენ, რელიგური ლიდერები, ამ სამიტზე აღვიმაღლებთ ხმას და მივმართავთ "დიდი რვიანის" სახელმწიფოებსა და მთავრობებს და კეთილი ნების ყველა ადამიანს, ითანამშრომლონ ჩვენთან და იმუშაონ შემოქმედებითად, განახლებული ენერიგიითა და ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად, იმ დაპირებათა აღსასრულებლად, რომელიც 2005 წლის "დიდი რვიანის" შეხვედრაზე იქნა მოცემული. ჩვენ მოგიწოდებთ კონკრეტული, ხილული, მაცოცხლებელი და სიცოცხლის განმამტკიცებელი პროგრესისკენ მთელი ჩვენი პლანეტის ძმათა და დათა კეთილდღეობისთვის. ჩვენ მოგიწოდებთ სიცოცხლისკენ და ახლა საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას სიცოცხლის წინაშე. ჩვენ გადავწყვიტეთ შემდეგი შეხვედრა გავმართოთ 2008 წელს იაპონიაში".

კვლავ გამომჟღავნდა მორიგი რელიგიათშორისი შეხვედრის ანტიქრისტეანული არსი: "ყველა რელიგიური ტრადიციის საერთო რწმენა საერთო ღმერთისადმი" და საერთო მიზანიც - ააშენონ სამოთხე დედამიწაზე. ეს არის მიწას მიჯაჭვულ "ბრძენკაცთა" ფილოსოფია: "თუკი ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე, მაშ მოდით და ავიღოთ მისგან ყველაფერი..." მაგრამ, ამის შესახებ, და ასევე "თავისუფლების, ძმობისა და თანასწორობის" შესახებ არა ერთხელ გვსმენია ისევე,როგორც "კაცობრიობის ბედნიერ და ნათელ მომავალზე"...

აღსანიშნავია ისიც, რომ "დიდი რვიანის" მომდევნო შეხვედრაც ასევე 2008 წელს გაიმართება და ისიც იაპონიაში...

მაშ, ასე, სახეზეა პოლიტიკური, რელიგიურ-პოლიტიკური და რელიგიათშორისი კონტაქტების გლობალური მასშტაბის უჩვეულო აქტივიზაცია უმაღლეს დონეზე. ამას ადასტურებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტის კირილეს ცნობაც:

"... აქტიურად მუშაობს რუსეთის რელიგიათშორისი საბჭო. ჩვენი ეკლესია, არცთუ დიდი ხნის წინათ კი სხვა ტრადიციულ რელიგიურ თემთა წარმომადგენლები რუსეთში, მონაწილეობენ მსოფლიო კონფერენციაში რელიგია მშვიდობისთვის, რომელიც არის უმსხვილესი საერთაშორისო რელიგიათშორისი ორგანიზაცია. ჩვენ აგრეთვე მონაწილეობას ვღებულობთ კონფერენციის "მსოფლიო რელიგიები და დიალოგი განვითარებისთვის" სხდომებში, რომელიც ტარდება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით...

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასევე სამეცნიერო ფორმულას "იუდაიზმი _ მართლმადიდებლობა", რომელიც ორგანიზებულია ჟენევის რელიგიათაშორისი და კულტურათშორისი კვლევითი ცენტრისა და ებრაელთა მსოფლიო კონგრესის მიერ... დარწმუნებული ვარ, რომ... შევძლებთ ნაყოფიერ მუშაობას მშვიდობისა და სამართლიანობის დასამყარებლად და კაცთა მოდგმის ასაყვავებლად" (Митрополит Смоленский и Калининградский Кирилл (Гундяев). Через гармонизацию либерально-светского и религиозно-традиционного подходов к решению межэтнических и межрелигиозных проблем. http://www.politika-magazine.ru/%B943/bezopasnost3.html).

რომელი მშვიდობისა და ვისთან მშვიდობისკენ მოგვიწოდებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების (დღეს უკვე პატრიარქი - მთარგმნ.) თავმჯდომარე? შესაძლოა კი მართლმადიდებელ ქრისტეანს ჰქონდეს მშვიდობა სიცრუესთან და ბოროტებასთან, მშვიდობა სატანასთან და დაცემულ სულებთან, მშვიდობა სატანისა და ანტიქრისტეს აშკარა მსახურებთან?

" ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოანე 18:36); "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი" (მათე 10:34-36).

მრავლისმეტყველია მიტროპოლიტ (აწ უკვე პატრიარქ) კირილეს გულახდილობა.

საკმარისია გავიხსენოთ ზემოთხსენებული "თანამშრომლობა" მსოფლიო ბანკთან "ახალი მსოფლიო წესრიგის" მორალური კოდექსის შესამუშავებლად, რომელიც შემოსილია საიდუმლო ძალთა რელიგიური იდეოლოგიის ფორმით... როგორც ვხედავთ, 1998 წელს, ლამბერტის სასახლეში შეხვედრის შემდეგ, ეს "მუშაობა" გამუდმებით გრძელდება. ის, რომ მსოფლიო ბანკი აფინანსებს მსოფლიო ოკულტურ საიდუმლო მთავრობას საკვირაო სკოლის მოწაფეთათვისაც კი უნდა იყოს ცნობილი, ხოლო თუ რა აკავშირებს მათ მოსკოვის საპატრიარქოსთან, საბოლოოდ საშინელ სამსჯავროზე გაირკვევა...

საერთოდ კი, ეკუმენიზმთან შედარებით "რელიგიათშორისი თანამშრომლობა", - ეს არის განდგომილების ახალი ეტაპი. ეს არის ანტიქრისტეს მსოფლიო ეკლესიის მშენებლობისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. "არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას" (1 კორინთ. 10:21).

"ტრადიციული" ეკუმენიზმი უკვე საბოლოოდ მოძველდა. "ახალი მსოფლიო წესრიგის" "სარწმუნოების" არსი იქნება ყველა რელიგიის თანასწორობის აღიარება იმ პირობით, რომ მათი ყოველი წარმომადგენელი თაყვანს მიაგებს საერთო სულიერ ბელადს. ამასთანავე, ყველა რელიგიას შეეძლება შეინარჩუნოს "თავისი შეხედულება ჭეშმარიტებაზე" და "თავისი წეს-ჩვეულებები", მაგრამ უნდა აღიაროს ყველასათვის აუცილებელი "ძირითადი ზნეობრივი ღირებულებები". ეს ის "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია", რომელთა შესახებაც ბრძანებს წმ. წერილი: "ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე" (ლუკა 16:15). მთავარია _ ერთიანი სულისკვეთებით თაყვანისცე ერთ მსოფლიო მბრძანებელს, რომელიც "საზოგადო ღმერთის" ადგილს დაიკავებს.

აქ ჩნდება კითხვა: რომელი სულით შეიძლება გაერთიანდნენ სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლები? პასუხი აბსოლუტურად ცალსახაა: წუთისოფლისა და ამაოების სულს! ეს არის სული ანტიქრისტესი!

ანტიქრისტეს სულთან შეერთება ნიშნავს ქრისტესგან განდგომას და "წარწყმედის ძის" თაყვანისცემას, მიუხედავად იმისა, მოსულია ანტიქრისტე ამ წუთისოფელში თუ არა. ჩვენს დროში ანტიქრისტეს სული უკვე მეფობს მსოფლიოში. ყოველივე მიწიერისა და წარმავალის მოყვარულნი არა მარტო თაყვანსსცემენ, არამედ აქტიურადაც ემსახურებიან მას. ამიტომაც ანტიქრისტეს ისინი მიიღებენ როგორც გენიოსს გენიოსთა შორის, "რომელიც ნივთიერ განვითარებასა და მატერიალურ წარმატებას აიყვანდა უმაღლეს დონემდე, გაამეფებდა დედამიწაზე კეთილდღეობას, რომლის პირობებში სამოთხე და ზეცა ზედმეტი გახდებოდა კაცთათვის" (Творения святителя Игнатия епископа Ставропольского. Аскетическая проповедь. Т.IV. СПб. 1891. С. 301).

"დღეს ჩვენ მოწმენი ვართ მძლავრი მოძრაობისა, _ წერს ეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი), _ რომელიც დაფუძნებულია ეშმაკისეულ სიცრუეზე, რომელსაც ენდობიან ჭეშმარიტი ქრისტეანობისგან შორს მდგომი ადამიანები. ეს არის გამაერთიანებელი მოძრაობა, რომელიც ქადაგებს ყველა რელიგიისა და ერის გაერთიანებას, "ქვეყანაზე მშვიდობისა და კაცთა შორის სათნოების" დამყარებას. რამდენად მაცთუნებელია ის მრავალთათვის, რომლებიც დაიღალნენ ურთიერთ შუღლით, ომებითა და მტრობით! და რამდენად მიმზიდველია საყოველთაო მშვიდობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ინიღბება "ქრისტეანული სიყვარულის" მაღალი იდეალით! მაგრამ რის გარშემო გვთავაზობენ გაერთიანებას ეს "გამაერთიანებლები" და "მშვიდობისმყოფელები"?

იქნებ უფლის წმიდა და ცხოველმყოფელი ჯვრის გარშემო, რომელმაც იხსნა დაცემული კაცობრიობა და შეარიგა ისინი მამა ღმერთთან და შემოქმედთან?

ან იქნებ ღვთაებრივი ჭეშმარიტების გარშემო, რომელიც მოიტანა დედამიწაზე განკაცებულმა მხოლოდშობილმა ძემ ღვთისამ და რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჯვარზე?

იქნებ მის მიერ დაფუძნებული ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის გარშემო გვაერთიანებენ, რომელიც სულის საცხოვნებლად მოგვეცა ცოდვილ ადამიანებს?

ვაი, რომ არა, არა და არა!

ეს არის მეტად უცნაური და გაუგებარი, არაბუნებრივი "გაერთიანება", რომელშიც არ არის ღმრთის სიმართლე, არც საღი აზროვნება და უბრალო ლოგიკაც კი, რადგან მას სურს "შეაერთოს" შეუერთებელი, _ ნათელი და ბნელი, თეთრი და შავი, სიმართლე და სიცრუე, სიკეთე და ბოროტება; მას სურს ქრისტე შეაერთოს ბელიარს... არადა ღმრთის სიტყვა ნათლად ბრძანებს:

"ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ" (2 კორინთ. 6:14-17).

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ვიმყოფებით ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიაში, რომელიც სრულად და დაუზიანებლად იცავს დღემდე ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის საკითხებში, იცავს სამოციქულო მემკვიდრეობას და ყველა მადლმოსილ საიდუმლოს, რომელიც აუცილებელია სულის ცხოვნებისათვის.

მაშ, როგორ შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენი ჭეშმარიტება, დაუზიანებელი სარწმუნოება, ეკლესია და წავიდეთ რაღაც არაბუნებრივ გაერთიანებაზე ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან განდმგარ ლათინებთან და პროტესტანტებთან, რომლებსაც არ სურთ უარი თქვან თავიანთ ცთომილებებზე? არადა სწორედ ასეთი "გაერთიანებას" უწევენ დღეს პროპაგანდას.

განა ეს სიყალბე არ იქნება? განა ეს არ იქნება სიცრუე?

ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში ხომ ყოველივე "ერთი პირითა და ერთი გულით" აღესრულება...

მაგრამ ეს კიდევ არაფერი!

ჩაფიქრებულია კიდევ უფრო ვრცელი "ერთობა" - ებრაელებთან, მუსლიმებთან, წარმართებთან და თვით ათეისტებთანაც კი, თანაც არც მათ თხოვს ვინმე უარი თქვან თავიანთ ცთომილებებზე. იუდეველებს მოუხსნიან ყოველგვარ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას თავიანთი სიჯიუტისთვის, რასაც ისინი იჩენდნენ მათთან მოსული მესიის - ქრისტე მაცხოვრის მიმართ, მათი ბოროტი, და სასტიკი ურწმუნოებისთვის, რომლის შედეგადაც ჯვარზე მიამსჭვალეს მათ ჭეშმარიტი მესია და მაცხოვარი. ხოლო ათეიზმი აყვანილია "სარწმუნოების" რანგში, რომლის კანონიერება სრულიად აღიარებულია სხვა დანარჩენ "სარწმუნოებებს" შორის. აწ ათეისტებს უფრო მეტ ანგარიშს გაუწევენ, ვიდდრე მორწმუნე ადამიანებს და მოერიდებიან მათი უღვთო გრძნობების შებღალვას.

აი, სანამდე მივიდა საქმე!

დიახ! ეს არის ჭეშმარიტად ჩვენი დროის ნიში, ნიში საშინელი! ყველა ადამიანთა ერთობა "რაც უნდა დაუჯდეთ" და "მიუხედავად ყოვლისა", აუცილებელია, როგორც ეს დიდი ხანია ჩვენთვის ცნობილია წმიდა მამათა წინასწარმეტყველებებით, მისთვის, ვინც ბოლო ჟამს მოინდომებს ყველა ადამიანის გაერთიანებას თავისი ძალაუფლების ქვეშ და შეენაცვლოს მათ თვალში ქრისტეს.

მაგრამ რაც ყველაზე საშინელია, გლობალური "გაერთიანებისა" და "მშვიდობისმყოფელობის" მთელი ამ აქციის სათავეში დგანან მაღალჩინოსანი ქრისტეანი იერარქები, მათ შორი მართლმადიდებლებიც.

არიან კი ისინი თავიანთ ჭკუაზე, - გვსურს ვკითხოთ მათ, - თუ ისინი უბრალოდ მიეყიდნენ ქრისტესა და მისი ეკლესიის მტრებს?

და არ არის საჭირო რაღაც "უმაღლესი დიპლომატიის" ამოფარება, რაღაც მზაკვრული და ბუნდოვანი "ფილოსოფია", არამედ საგნებს უნდა შევხედოთ მარტივად, ისე, როგორც ის არის.

მიმდინარეობს ჩვენი წმიდა სარწმუნოებისა და ეკლესიის გაყიდვა, განდგომა რწმენისგან, რაც ნაწინასწარმეტყველევია უფლის მიერ; ღალატობენ უფლის ჯვარს, რომელზეც აღესრულა ჩვენი მარადიული ცხოვნება.

და აი, უკვე მიმდინარეობს ადამიანთა "განთესვა".

ერთნი, აღიარებენ ქრისტეს ჭეშმარიტების სისავსეს მართლმადიდებლობაში და ყოველგვარი მზაკვარების გარეშე ვლენან პირდაპირი და პატიოსანი გზით ცხოვნებისა, რომელიც გვიჩვენა წმიდა ეკლესიამ.

სხვები კი, როგორც უნდა უწოდებდნენ საკუთარ თავს, ფაქტიურად არ აღიარებენ ამ ჭეშმარიტებას და ასე თუ ისე, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობენ ამ ე. წ. "ეკუმენისტურ" მოძრაობაში, რომელიც, ყოველგვარ ეჭვს გარეშე, მიმართულია იმ პირობების დასამყარებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ანტიქრისტეს გაბატონებას, რომელიც თავის "ჭეშმარიტებას" დაუპირისპირებს ქრისტეს.

ანტიქრისტე ხომ უეცრად და მიწის გულიდან კი არ გამოძვრება, არამედ ადამიანთა სწორედ ის მასები, რომლებიც გადაუდგნენ ქრისტეს ჭეშმარიტებას, წამოაყენებენ მას თავიანთ ლიდერად.

აქედან, ყველა კეთილგონიერი და კეთილი მიზნის მქონე ჭეშმარიტი ქრისტეანისთვის ნათელი უნდა იყოს აუცილებლობა - გააფრთხილოს და შეაგონოს ყველა, ეკლესიის დიდი წმიდა მამის, კირილე იერუსალიმელის სიტყვისამებრ, რომელმაც ბრძანა: "ფრთხილად იყავი ადამიანო! იცი ნიშნები ანტიქრისტესი? - შენთვის ნუ დაიმარხავ ოდენ, არამედ დაუყოვნებლივ აუწყე ყველას. გყავს ხორციელი შვილი? - დაარიგე იგი; მოგინათლავს ვინმე? - დაიცავი ამ საფრთხისგან, რათა სიცრუე არ მიიღოს ჭეშმარიტებად".

როგორღა ვუყუროთ ამის შემდეგ იმ ადამიანებს, განსაკუთრებით ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც თვითონაც დუმან და სხვებსაც აიძულებენ დაიდუმონ ანტიქრისტეს შესახებ?

არ არის ეს აშკარა ნიშანი იმისა, რომ თვითონაც მონაწილეობენ ანტიქრისტეანული მოძრაობაში?

მაშ, ვისთან უნდა ვიდგეთ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს: ქრისტე მაცხოვართან და მის ღვთაებრივ სახარებასთან, მისივე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის მფარველობით, თუ უნდა დაველოდოთ "კაცობრიობის პროგრესს" დედამიწაზე და, მათთან ვიყოთ სულით, ვინც აშენებს ანტიქრისტეს მომავალ სახელმწიფოს მისი მოჩვენებითი "მშვიდობით" და "კაცთა შორის სათნოებით"?

რწმენა "პროგრესისადმი", ანუ კაცობრიობის კეთილდღეობისადმი აქ, დედამიწაზე, სრულიად ეწინააღმდეგება ღმრთის სიტყვას, რომელიც გვასწავლის მართალთა ნეტარებაზე მომავალ ცხოვრებაში, ლაპარაკობს "ახალ ცასა და ახალ მიწაზე", "ახალ იერუსალიმზე", ხოლო ამ ჩვენს დედამიწას, ყველა მისი საქმეებითურთ, ცეცხლში დანთქმასა და სრულიად განახლებას უწინასწარმეტყველებს" (Архиепископ Аверкий. Современность в свете Слова Божия. Слова и речи. Т II. Джондарвилль. 1975. С. 418-422).

უნდა შევნიშნოთ, რომ, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, ღმერთმა იმ მიზნით აღურია ენები ხალხებს და განჰყო ისინი ერებად და ტომებად, რათა ამ გაერთიანებული ცოდვლის კაცობრიობისთვის წაერთმია შესაძლებლობა აეშენებინათ ილუზორული, "მიწიერი სამოთხის" მშენებლობისა... მაშინ, ბაბილონის აღრევისას, ჩამოვიდა ღმერთი, ბრძანებს წერილი, რათა შეეხედა კაცთა საქმისთვის, და ენათა აღრევით შეაჩერა მათი უგუნური წამოწყება. ამჯერად კი ახლოა ჟამი, როდესაც ისევ ჩამოვა ღმერთი, რათა შეხედოს ადამიანთა საქმეებს და უკვე ბოლო მოუღოს მათ ცუდ საქმეებს უკვე არა ენათა აღრევით, არამედ სამყაროს შეცვლით, რომელიც ცეცხლში დასაწველად არის გამზადებული თავისი გახრწნილებითა და უსჯულოებით და შეცვალოს ის ახალი და უბიწო სამყაროთი.

დისკუსიების დრო ამოიწურა. დგება სამსჯავროს ჟამი. ივსება ხელწერილთა უხრწნელი გვერდები. იზრდება ხორბალი, მაგრამ ღვარძლიც იზრდება. ახლოვდება საყოველთაო მკის ჟამი. ჯერ კიდევ არის დრო არჩევისა, ვის მხარეს დავდგეთ: ქრისტეს თუ მისი მტრის - ანტიქრისტესი?...

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню