რელიგია - ეკუმენისტური შეკრება მოსკოვში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ეკუმენისტური შეკრება მოსკოვში

ეკუმენიზმი

07.02.2017


მოსკოვში, 23 იანვარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში შედგა ლოცვა ქრისტიანთა ერთობისთვის. ამ ღონისძიების თემა იყო - "შერიგება - ქრისტეს სიყვარული ყველას მოგვიცავს".




ეკუმენისტურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა, კათოლიკეებმა, ევანგელისტებმა, ანგლიკანებმა, ბაპტისტებმა, ორმოცდაათიანელებმა, სომეხმა-კათოლიკეებმა და უნიატებმა.

ღვთისმსახურებაზე გაისმა გალობები, ლოცვები, შეხვედრის მონაწილეებმა წაიკითხეს წმიდა წერილის სხვადასხვა ადგილები და საკუთარი შეხედულებები ერთმანეთს გაუზიარეს. შეხვედრა კათოლიკე არქიეპისკოპოსმა პაოლო პეციმ გახსნა.




მღვდელმა ალექსი დიკარევმა ყველას მართლმადიდებლური "ფარისევლობის" დაძლევისკენ მოუწოდა


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირტა განყოფილების თანამშრომელმა მღვდელმა ალექსი დიკარევმა ღვთისმსახურების მონაწილეებს ვოლოკოლამელი მიტროპოლიტის ილარიონის (ალფეევი) მისალმება გადასცა. წაიკითხა ლუკას სახარების მონაკვეთი, შემდეგ განაცხადა, რომ თუ უკან მოვიხედავთ დავინახავთ, "რამდენია გაკეთებულა იმ დროიდან, რაც დაიწყო მოძრაობა ქრისტეანთა ერთობისთვის". კერძოდ, აღნიშნა მან, ეს არისო შეხვედრა რომის პაპისა პატრიარქ კირილესთან.




თავის გამოსვლაში მ. დიკარევმა მართლმადიდებელ ქრისტეანებს "ფარისევლები და მწიგნობრები უწოდა, რომლებიც ადვილად პოულობენ ციტატებს, რათა გაამართლონ დაკარგული ერთობის აღდგენის მცდელობის საწინააღმდეგო ძალისხმევა". მაგრამო, ამბობს მ. დიკარევი, მართლმადიდებელთ "არ უწყიან ღმრთისა და კაცის მიმართ სიყვარული, ასევე სულიწმიდის მოქმედება, რომლითაც დასაბამი მიეცა ერთობისკენ მოძრაობას". მან შეკრებილთ მოუწოდა "არ დაექვემდებარონ ცრუ და უდებ პროვოკაციულ წინასწარმეტყველებას", და არ დატოვონ ლოცვა ერთობისთვის (იგულისხმება ეკუმენისტური ლოცვა).

წყარო: http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=4&id=71595

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню