რელიგია - ეკლესიური დაპირისპირება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ეკლესიური დაპირისპირება

ელადის ეკლესიის წმიდა სინოდმა
მთაწმიდელებს სპეციალური ნებართვის გარეშე საბერძნეთის ეპარქიების სტუმრობა აუკრძალა

ათონის მთა

15.09.2017.

ელადის ეკლესიის წმიდა სინოდმა ათენის მღვდელმთავრობას და სხვა ბერძნულ ეპარქიე ბს დაუგზავნა განკარგულება "ელადის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ".

დოკუმენტი სერიოზულად ზღუდავს მღვდელმთავრების უფლებებსა და მოვალეობებს. ახალი განწესებების თანახმად იერარქებს აღარ შეეძლებათ თავიანთი ეპარქიების ტერიტორიებზე მოიწვიონ ათონელი იღუმენები და ბერები ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.




დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომებს: ცნობილია, რომ ელადის ეკლესიის იერარქებსა და კლერიკოსებს ათონის წმიდა მთის მოსანახულებლად სჭირდებათ მსოფლიო პატრიარქისგან სპეციალური ნებართვის მიღება. ამ ნაბიჯის გადადგმა მოტივირებულია სახარებისეული სიტყვებით: "სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა" (მათე 21:33).

"ახალი ტერიტორიების" (ბერძნული მიტროპოლიები, რომლებიც ნომინალურად იმყოფებიან კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში Romfea.gr-სადმი მიცემულ ინტერვიუში დოკუმენტის ალოგიკურობაზე უთითებს: "წმიდა მთა იმყოფება მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში, რატომ უნდა ვითხოვდეთ ნებართვას წმიდა სინოდისგან?"

ამავე მეუფემ ხსენებულ გადაწყვეტილებას "მიუღებელი" უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობის დაძაბვა კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიის საპარიარქოებს შორის.

ათონელი ბერები რეგულარულად სტუმრობენ საბერძნეთს აღსარებების სათქმელად და სინანულის საიდუმლოს ჩასატარებლად. ამასთან დაკავშირებით წმიდა სინოდის გადაწყვეტილებამ მორწმუნეთა გულისწყრომა გამოიწვია, რადგან ახალი წესები გაართულებს არსებულ პრაქტიკას.

წყარო: http://agionoros.ru/docs/2738.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню