რელიგია - დიდი დაცემა... - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

დიდი დაცემა...

რუმინეთის ეკლესიამ კრეტაზე გამართული კრების დოკუმენტები მოიწონა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკელსია

30.11.2016.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება დოკუმენტებისადმი, რომელიც ამა წლის ივნისში მიიღო კრეტაზე გამართულმა კრებამ. როგორც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტი იუწყება დოკუმენტების განხილვა ჩატარდა 29 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე.

უპირველეს ყოვლისა სინოდმა აღნიშნა პატრიარქ დანიელისა და რუმინეთის ეკლესიის დელეგაციის სხვა წევრთა წვლილი მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრების მუშაობაში.

წმიდა სინოდმა მოიწონა დოკუმენტების შინაარსი, რომლებიც მიღებულ იქნა კრეტაზე, მათ შორის კრების ეპისტოლეებიც. "მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდ კრებას ახალი დოგმატები არ ჩამოუყალიბებია, ახალი კანონები და ლიტურგიკული სიახლეები არ დაუმტკიცებია, მაგრამ მან დაადასტურა აღმსარებლობა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია", - ნათქვამია საიტზე.

გარდა  მისა, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აღნიშნა, რომ დოკუმენტები ექვემდებარებიან განმარტებას, ნიუანსირებას ან მომავალი მართლმადიდებელი კრების მიერ გადამუშავებას. მაგრამ სხვადასხვა საკითხებზე ახალი კრებითი დოკუმენტების მიღება ან განმარტება არ უნდა ხორციელდებოდეს დროის უკმარისობის პირობებში. ხოლო სრულიად მართლმადიდებლური კონსენსუსის არარსებობის პირობებში დოკუმენტები გადადებულ უნდა იქნან და დამუშავდნენ მანამდე, სანამ კონსენსუსი მიღწეული არ იქნება.

წყარო: 3rm.info

http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:DwHQD5PYYAEJ:3rm.info/main/65040-velikoe-padenie-rumynskaya-cerkov-sdelala-vyvody-po-kritskomu-soboru-i-odobrila-ego-dokumenty.html+&cd=1&hl=ru&ct=clnk&gl=ge

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню