რელიგია - ათონის 50-მდე სენაკის პროტესტი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ათონის 50-მდე სენაკმა

კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიებაზე უარი განაცხადა

ეკუმენიზმი

09.04.2017

როგორც "რუსეთის სახალხო ხაზი" (Русская Народная Линия) ინტერფაქს-რელიგიაზე დაყრნობით იუწყება, კრეტას კრების დოკუმენტებთან დაკავშირებულმა დისკუსიამ, ასევე კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის ეკუმენისტურმა განცხადებებმა, რომელმაც თქვა, რომ 2017 წლის 25 აპრილს გეგმავს პირველად ეწვიოს ტეზეს (საფრანგეთი) ეკუმენისტური თემი და მონაწილეობა მიიღოს ეკუმენისტურ ლოცვაში, გამოიწვია ის, რომ ათონის 50-მდე სენაკმა შეწყვიტა მისი მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.



იმას, რომ პატრიარქი ბართლომეოსი ილოცებს მწვალებლებთან ერთად, იუწყება საეკლესიო ახალი ამბების ბერძნული სააგენტო "რომფეა". როგორც ეს სააგენტო იუწყება: "25 აპრილს, 12:00-ზე, პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს ტეზეში შერიგების ეკლესიის ეკუმენისტურ ლოცვაში, რომელიც თემის საძმოს წევრთა თანამონაწილეობით ჩატარდება. მას ასევე სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამგვარად, ათონელმა ბერებმა გადაწყვიტეს თავიანთი პროტესტი გამოუცხადონ საკუთარი მღვდელმთავრის ეკუმენისტურ კურსს. ათონის 50-ზე მეტმა სენაკმა უკვე შეწყვიტა მისი მოხსენიება, კიდევ ორი მონასტერი ახლოსაა ამ გადაწყვეტილებასთან. არ არის გამორიცხული, რომ სავანის ბინადრები უარს იტყვიან პატრიარქის მოხსენიებაზე, თუ ბართლომეოსი ყურად არ იღებს ათონის ხმას და არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას ილოცოს ტეზეში, - იუწყება ბერძნული საიტი "Vimaorthodoxias".

ათონი წარმოადგენს თვითმმართველ ადმინისტრაციულ ერთეულს საბერძნეთის სახელმწიფოში, რომლის ცენტრი მდებარეობს ქალაქში კარეა. ახლა იქ მოქმედებს 20 მონასტერი, მრავალი სენაკი და სკიტე.

ნახევარკუნძულზე უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის წმიდა კინოტს. ის შედგება 20 მონასტრის წარმომადგენლებისგან, რომელთა შორისაც არის დაყოფილი ათონის მთელი ტერიტორია. კინოტი ახორციელებს მმართველობას წმიდა მთის განაწესის საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულია საბერძნეთის კონსტიტუციით.




საერო ხელისუფლება ნახევარკუნძულზე წარმოდგენილია ათონის გუბერნატორის სახით, რომელიც ახორციელებს მეთვალყურეობას წმიდა მთის წეს-განგების შესრულებასა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარების მხრივ. რელიგიური თვალსაზრისით ათონი კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. მაგრამ, დღეისთვის ათონზე უკვე არსებობს მონასტერი, რომელმაც შეწყვიტა პატრიარქ ბართლომეოსის ხსენება - ეს არის ევსთიგმენის მონასტერი.

ახლა მას შესაძლოა კიდევ ორი მონასტერი მიუერთდეს...

როგორც პორტალი "აგიონოროსი" agioritikovima-ზე დაყრდნობით იუწყება, პატრიარქის მოხსენიების შეწყვტაზე ბერებმა მიიღეს უწყება დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი სენაკები. კრეტას კრების დოკუმენტებთან უთანხმოებისა და კონსტანტინოპოლის ეკუმენისტური პოლიტიკის გამო გამო, ბერთა საერთო რაოდენობამ, რომლებიც დღეს არ იხსენიებენ პატრიარქ ბართლომეოსს ასამდე ადამიანს მიაღწია.

წყარო: www.pravoslavie.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню