რელიგია - აპოსტასია - ექვსქიმიანი ვარსკვლავები პროსფორებზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

აპოსტასია: ექვსქიმიანი ვარსკვლავები პროსფორებზე

დავითის ვარსკვლავი

მოსკოვში (ზოგიერთ ტაძარში) უკვე შემოვიდა პროსფორები ექვსქიმიანი ვარსკვლავით მართლმადიდებლური ჯვრის ნაცვლად. მაშ, შეიძლება კი ამგვარი ტაძარი ამიერიდან ჩაითვალოს მართლმადიდებლურად, თუკი იქ პროსფორებზე იუდეო-ისრაელურ ვარსკვლავებს აღბეჭდავენ?



და მართლაც: ექვსქიმიანი ვარსკვლავები, რომლებიც შედგება ორი სამკუთხედისგან, მართლმადიდებლურ პროსფორებზე დაუშვებელია. ებრაელები მხოლოდ 19-ე საუკუნიდან იყენებენ მათ ეროვნულ ემბლემად, ამავე საუკუნიდან გამოისახება ის სინაგოგებზე, ებრაულ შენობებზე, სასაფლაოებზე და 20-ე საუკუნიდან ისრაელის დროშაზე.

მართლმადიდებლურ ტაძრებში პროსფორებზე უნდა გამოისახებოდეს ქრისტეს ჯვარი. მაგრამ, როგორც ვიცით, დღევანდელი მწვალებლური მღვდელმთავრობა, ცრუპატრიარქ კირილეს მეთაურობით, რომელიც ბეჯითად აგრძელებს მისი წინამორბედი რეფორმატორი პატრიარქების აპოსტასიურ ტრადიციებს, შვიდმილიანი ნაბიჯებით მიელტვის ანტიქრისტეს. თვითონ საკუთარი სულების წარწყმედას ესწრაფვიან და მათდამი მიმნდობ მრევლსაც ტარტაროზში მიაქანებენ.




მართლმადიდებლური ტაძარი "დავითის" (ექვსქიმიანი) ვარსკვლავებით


წყარო: http://3rm.info/main/69251-dozhilis-poslednie-vremena-shestikonechnye-zvezdy-na-prosforah-foto.html

აპოკალიფსისის რედაქციისგან: ჰექსაგრამა - ეს არის საკმაოდ ძველი წარმომავლობის ინტერნაციონალური სიმბოლო. მკვლევარებმა ეს ნიშანი აღმოაჩინეს ინდოეთში, სადაც მას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მანამ გამოიყენებდნენ, სანამ ის გაჩნდებოდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.



თავიდან ჰექსაგრამა არ წარმოადგენდა სპეციფიკურ ებრაულ სიმბოლოს და მას იოტისოდენა კავშირიც კი არ გააჩნდა იუდაიზმთან. შუა და ახლო აღმოსავლეთში ის იყო "ქალღმერთ" აშტაროტის (ასტარტას) სიმბოლო.

ძველ აღთქმაში ისრაელი ხშირად ღალატობდა ღმერთს და ემსახურებოდა კერპებს, მათ შორის დემონ ასტარტას: "და დაუტევეს იგი და ჰმსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა" (მსაჯულნი. 2:13); და კვლავ: "და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალის, და ასტაროთსა და ღმერთთა ასურეთისათა. და ღმერთთა სიდონისათა და ღმერთთა მოაბისათა და ღმერთთა ძეთა ამონისთასა და ღმერთთა უცხოთესლთასა. და დაუტევეს ღმერთი მათი და არა ჰმონებდეს მას" (მსაჯულნი. 10:6. იხ. ასევე: 1 მეფეთა 12:10).




ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-I საუკუნეებში, ჰექსაგრამა, ისევე როგორც პენტაგრამა (ხუთქიმიანი ვარსკვლავი), საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა ერთმანეთისგან ტერიტორიულად საკმაოდ დაშორებული წარმართულ კულტურებში, განსაკუთრებით მათ მაგიურ მისტერიებში. უნდა აღინიშნოს, რომ პენტაგრამა უფრო ხშირად გამოიყენებოდა ამ მიზნით, ვიდრე ჰექსაგრამა, თუმცა, ორივე გეომეტრიული ფიგურა ამშვენებეს შუასაუკუნეების მრავალ წიგნს, რომელიც ეძღვნება ალქიმიას, მაგიასა და ჯადოქრობას.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню