რელიგია - ცხვრის ქურქში გახვეული მგლები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ცხვრის ქურქშ გახვეული მგლები

ბიბლის შემრყვნელები

"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
ვინც კარით არ შედის ფარეხში,
არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.
ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია"
იოანე. 10:1-2


"მე ვარ მწყემსი კეთილი:
კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები,
მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის;
მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს"
იოანე. 10:11-12


***


"ერთხელ, დიდი ხნის წინათ, მგლებმა მოინდომეს ცხვრებთან დროებითი მშვიდობის დამყარება და ცხვრებს ელჩი მიუგზავნეს. "რატომ უნდა ვომობდეთ დაუსრულებლად? - თქვეს მგლებმა, - ბოროტი ძაღლები, აი ვინ არის ყველა უბედურების მიზეზი; ისინი გაუთავებლად გვიყეფენ და გვაღიზიანებენ. გააგდეთ ისინი, და მაშინ ვერაფერი შეუშლის ხელს ჩვენს მუდმივ მეგობრობას და მშვიდობას". ბრიყვმა ცხვრებმა ისმინეს მგლების, გააგდეს ძაღლები, და ფარა, რომელიც მოაკლდა თავის საუკეთესო მცველებს, ადვილად მისაწვდომი გახდა მზაკვარი მგლებისთვის"

ეზოპე. ჩვ. წ.-მდე VI ს.


***

მზაკვართა რევოლუციურმა ეკლესიამ თავისი "მხურვალე ბრძოლა" ჩუმად დაიწყო. მათი ზეგავლენა ბერძნულ-რუსულ ეკლესიაზე მიჩქმალულ იქნა საღვთისმსახურებო ტექსტების ჩუმი რეფორმებით, ლოცვების რედაქტირებითა და სასულიერო პირთათვის სახელმძღვანელოთა შექმნით, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობის კეთილი მიზანდასახულობით. მომოქცევაში შევიდა "რუსეთის ბიბლიური საზოგადოების" მიერ თარგმნილი სინოდალური ბიბლია, რითაც ექსპლუატაციაში გაშვებულ იქნა მორწმუნეთა მსოფლმხედველობის მანიპულირებისა და ცნობიერების შეცვლის საუკეთესო ინსტრუმენტი.

ეს თემა კარგად არის გახსნილი ალექსანდრე პეტროვის წიგნში: "გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო!". რეფორმაცია და მართლმადიდებლობა: რუსეთი - XX საუკუნე ("Выйди от нее, народ Мой!" Реформация и Православие: Россия - ХХ век. Издание второе, исправленное и дополненное. Москва, 2009): "სხვადასხვა ეპოქაში მრავალი და სხვადასხვაგვარი მწვალებლობები ბობოქრობდნენ ეკლესიაში. მაგრამ ყველა მათგანი თავის საფუძველში ებრძოდა ღმრთის სიტყვას და მთელ ღმრთითშთაგონებულ წმიდა წერილს. ყველა მათგანი ცდილობდა სულიწმიდით გაბრძნობილ წმიდა მამათა გადმოცემის დამახინჯებას.

დღეს ვინ არ ამახინჯებს წმიდა წერილს. ადრე თუ ამას მხოლოდ მწვალებელი რეფორმატორები იქმოდნენ, დღეს მათ შეუერთდა თითქმის ყველა, ე. წ. "მართლმადიდებლური საზოგადოება", უკიდურეს შემთხვევაში, მისი ოფიციალური ნაწილი მაინც".

მთელი ძალისხმევა მიმართულია ღმრთის სიტყვის დამახინჯებისკენ. ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა არ იყო ინფორმირებული. პროვინციული სამღვდელოება ვერ ბრწყინავდა ქრისტეს სიბრძნით, ამიტომაც მორჩილად ქადაგებდა სხვა სულისკვეთებას, რომელიც მათ საეკლესიო იერარქიის მაღალი სართულებიდან მიეწოდებოდათ.

უსჯულოების საიდუმლომ მოხიბლა, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა ახალაღთქმისეულ, მაგრამ რეფორმირებულ საეკლესიო მმართველობას, როგორც ეს დაემართა ადრე ძველ აღთქმისეულ სინედრიონს. წარმატებით რომ გარდაექმნათ თავის ქვეშევრდომთა სულები, უსჯულოების მოქმედთათვის აუცილებელი იყო (და არის) "განენათლებინათ" ისინი იმავე ძველაღთქმისეულ "ჭეშმარიტებებსა" და მორჩილებაში. მაგრამ, ამ სარბიელზე მათ ხელს უშლიდა საეკლესიო-სლავური წმიდა წერილი. პირველად, ბიბლიის გადაკეთებას 19-ე ს-ში ეცადა "რუსეთის ბიბლიური საზოგადოება". ნიშანდობლივია მისი პირველი სხდომის შემადგენლობა, რომელიც 1813 წლის 11 იანვარს შეიკრიბა სანკტ-პეტერბურგში:

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოდგენილი იყო უწმიდესი სინოდის მწყემსმთავრით, ნოვგოროდისა და სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტ ამბროსით (პოდობედოვი) და მინსკისა და ლიტვის არქიეპისკოპოს სერაფიმეთი (გლაგოლევი);

რომის კათოლიკური ეკლესია რუსეთში - მიტროპოლიტ სტანისლავ სესტრენცევიშ-ბოგუშით;

პროტესტანტული თემები - ანგლიკანური ეკლესიის პასტორ პიტით, სარეპტის სახარებისეული საძმოს პასტორ შეიერლით, პასტორ იანსენით ჰოლანდიიდან და სხვა".

აი ასე იკვეთებოდა მსოფლიო "ქრისტიანობის" ქიმერის სხეული ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში.

10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღვაწა "რუსეთის ბიბლიურმა საზოგადოებამ" კნიაზ გოლიცინის ხელმძღვანელობით, რომელმაც 41 სხვადასხვა ენაზე გამოსცა და გაავრცელა ბიბლიისა და ახალი აღთქმის 5000-მდე ეგზემპლარი. 1824 წლის დეკემბერში ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა სერაფიმემ (გლაგოლევი) იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოახსენა, რომ "რუსეთის ბიბლიურ საზოგადოებას" კავშირი ჰქონდა მისტიკურ ცრუსწავლებებთან (მასონურ ლოჟებთან - რედ.).

ერთი წლის შემდეგ აჯანყდნენ "დეკაბრისტები", ხოლო 1826 წლის 12 აპრილს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა თავისი განკარგულებით შეაჩერა "რუსეთის ბიბლიური საზოგადოების" საქმიანობა. ამ საზოგადოების შემდგომ ისტორიაზე არ შევჩერდებით, მკითხველს თვითონაც შეუძლია მოიძიოს მისი ისტორია. უფრო საინტერესოა ამ "თარგმნილ ბიბილიაზე" ცნობილ და ავტორიტეტულ სასულიერო პირთა რეაქციები. აი რას წერდა ეპისკოპოსი ეგნატე კავკასიელი (ბრიანჩანინოვი):

"რადგან მკითხეთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წიგნების ებრაულიდან რუსულ ენაზე თარგმნილი და ლიტოგრაფირებული ეგზემპლარის შესახებ, მაქვს პატივი გიპასუხოთ... მისი თარგმანი განსხვავდება სლავური ბიბლიისგან და ამიტომაც შეიძლება მავნე შთაბეჭდილება შეუქმნას დამწყებ საძმოს..., უმჯობესად ჩავთვალე გამენადგურებინა ლიტოგრაფიული ეგზემპლარი, რის გამოც ის ცეცხლს მივეცი და დავწვი, ზუსტად ასევე ვეპყრობი სხვა წიგნებსაც, რომელთა კითხვამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს ძმებზე და დააზიანოს მათი სულები.

ძმათაგან ვერავინ შეიტყო ამ წიგნის შესახებ, მღვდელმონაზონ ილარიონის გარდა, რომელსაც ვანდობ მე ახალდამწყებ ძმათა განსწავლას. სწორედ მისი თანდასწრებით დავწვი კიდეც ხსენებული წიგნი..." (Из письма свт.игнатия брянчанинова к еп. венедикту (1842 г.)).

საეკლესიო წიგნების რეფორმირება დღემდე არ შემწყდარა. თანაც ამ თარგმანის ფესვები ისევ იმ დაწუნებულ თარგმანებშია, რომლებიც გამოცემა აკრძალული იყო რუსეთის ადრინდელი იპერატორების მიერ.

აი რას წერს რუსეთის ოფიციალურად გაბატონებული ეკლესიის ცნობილი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი: "XIX ს-ის პირველ ნახევარში, რუსულ ენაზე ძველი აღთქმის მთარგმნელთა მუშაობას ხელმძღვანელობდა წმ. ფილარეტი (დროზდოვი). მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სინოდალური თარგმანი პირველად მართლმადიდებლურ სამყაროში გაკეთდა ებრაულ-მასორეტული ტექსტიდან. დღეისთვის ამ თარგმანმა ღვთისმსახურების ფარგლებს გარეთ მოიპოვა ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური თარგმანის სტატუსიც კი" ("Переводы Библии: история и современность". https://mospat.ru/ru/2013/11/26/news94805/)

ორიოდ სიტყვით თუ შევჩერდებით ბიბლიის უშუალოდ "ებრაულ-მასორეტული ტექსტიდან" თარგმნის შესახებ, უნდა ითქვას შემდეგი: "სინოდი შიშობდა, რომ თარგმანი ხელს შეუწყობდა მწვალებლობებს, პროტესტანტიზმსა და მასონობას. 1824 წლის მიწურულისთვის მისი მთელი ტირაჟი დაწვეს. მეფე ალექსანდრე I-მა აკრძალა უკვე დასტამბული თარგმანების გავრცელება. 1826 წელს, რუსეთში შიდაპოლიტიკური ვითარების საზოგადო ცვლილების გამო შეჩერდა მისი შემდგომი თარგმნისა და გამოცემის საქმეც" (http://eshatos-lib.ru/files/bibliya-sinodalnyy-perevod-6677-knig).

"რუსული თარგმანის გაკეთების იდეა მღვრიე წყაროში იშვა. ეს აზრი იშვა არა რუსეთის ეკლესიაში, არა იერარქიაში, არა ხალხში, არამედ ინგლისში, ყველა მწვალებლობათა, სექტებისა და რევოლუციების ამ საბუდარში, იქიდან კი ბიბლიური საზოგადოებების მიერ გადატანილ იქნა ობერ-პროკურორის (რომელიც მაშინ მეთაურობდა რუსეთის ეკლესიას - რედ.) კანცელარიაში, და უზარმაზარი მასშტაბით განვითარდა სულიერ საქმეთა ყოფილ სამინისტროში..." (Прот.Георгий Флоровский.Пути Русского Богословия.Киев.1991г.).

მაგრამ, მიუხედავად ამგვარი შეფასებებისა და გაცხადებული წარმომავლობისა, ებრაულ-მასორეტული ბიბლიიდან რუსულად თარგმნის საქმე განახლდა ნიკოლოზ I-ის გარდაცვალების შემდეგ.

1858 წლის 20 მარტს წმიდა სინოდმა დაადგინა: "აუცილებელია რუსულ ენაზე ჯერ ახალი აღთქმის, შემდეგ კი თანდათანობით მთელი წმიდა წერილის სხვა ნაწილების თარგმნა, მაგრამ არა ეკლესიაში გამოსაყენებლად, რომლისთვისაც სლავური ტექსტი ხელუხლებელი უნდა დარჩეს, არამედ მხოლოდ როგორც დამხმარე სახელმძღვანელო წმიდა წერილის გულისხმისსაყოფად"
(თუმცა რა "გულისხმისყოფა" და "სარგებლობა" უნდა იყოს ებრაულ-მასორეტულ თარგმანში, რომელიც სულის საზიანო და მწვალებლობათა საფუძველი? - რედ.).

1858 წლის 5 მაისს დადგენილება დაამტკიცა ალექსანდრე II-მ. თარგმანს ახორციელებდნენ პეტერბურგის, მოსკოვის, კიევისა და ყაზანის სასულიერო აკადემიის პროფესორები. საფუძვლად კი აღებულ იქნა "რუსეთის ბიბლიური საზოგადოების" ადრე უარყოფილი თარგმანი, მეტიც, ზოგიერთი მისი ნაწილი უცვლელად არის აღებული ახალ გამოცემებში. თარგმანი სრულდებოდა მასორეტული ტექსტის საფუძველზე..." (http://eshatos-lib.ru/files/bibliya-sinodalnyy-perevod-6677-knig).

მაშინ როდესაც სლავური ბიბლიის ტექსტის წყარო სულ სხვა არის...

19-ე საუკუნის ცნობილი ეპისკოპოსი თეოფანე (გოვოროვი) (დაყუდებული) წერდა: "ღვთის ეკლესია 70-თა თარგმანის
(სეპტუაგინტას - რედ.) გარდა არასოდეს ცნობდა ღმრთის სხვა სიტყვას, და როდესაც ამბობდა, რომ წმიდა წერილი ღმრთივსულიერია, გულისხმობდა მხოლოდ ამ თარგმანს (სეპტუაგინტას - რედ.). მისი საწინააღმდეგო ყველა სხვა განმარტება და თარგმანი არის ერეტიკული".

"ბიბლიის თარგმნა ებრაულიდან ..., ეს არ არის სიკეთისკენ მიმართული საქმე. ღმრთის სიტყვამ არ იცის ებრაული ბიბლია. ეკლესიამ მოციქულთაგან მიიღო 70 მთარგმნელთა მიერ შესრულებული ძველბერძნული თარგმანი, და დღემდე მას აღიარებს. სწორედ მას უწოდებდა ის ღმრთითშთაგონებულს... ასე მსჯელობდნენ წმიდა კრებებიც და წმიდა მართლმადიდებელი მამებიც..."

"გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ" (გამოცხ. 3:3).


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню