რელიგია - ანტიქრისტეს მსახურნი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ანტიქრისტეს მსახური

ვიდეო: მოსკოვის საპატრიარქოს ჩერნოვცის ეპარქიის ვიკარიუსმა პატრიარქი კირილე (გუნდიაევი) სრულიადმწვალებლობაში ამხილა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარეს მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი) ანტიქრისტეს მსახური უწოდა.

ანტიქრისტეს მსახურნი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/CKFjgiAvsLc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ცხოვრება მოკლეა, ბოლო ჟამი დგება.

მართლმადიდებელ ერს ატყუებენ. პატრიარქები, მღვდელმთავრები, მღვდლები. უნდათ სულის ცხოვნების სხვა გზის ჩვენება, არა იმისა, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. როგორ ფიქრობთ, ძმანო და დანო, ჩვენი ეკლესიის წმიდა მამებს არ შეეძლოოთ შეკრებილიყვნენ კათოლიკეებთან, პროტესტანტებთან, ბაპტისტებთან, იეჰოველებთან და ეთქვათ: "ჩვენ ქრისტეში ძმები და დები ვართ"?! - მაგრამ, არა! უფალმა განყო მწვალებლობა ჭეშმარიტებისგან. ხოლო ესენი ღვთის მტრები, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მტრები, ღვთისმშობლის მტრები არიან.

დღეს ერთად ვილოცეთ, უფალს ვევედრეთ, მაცხოვრის უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ვეზიარეთ, და არ მოვსულვართ აქ საცეკვაოდ, როგორც ცეკვავდნენ "კაზაჩოკს" მოსკოვში! მე ვფიქრობ, მაშინ ეს იქნებოდა არა ღმრთის ეკლესია, არამედ სატანის საკრებულო. ამ ადამიანებმა დაკარგეს ქრისტეანული გრძნობები. როგორ შეიძლება საკურთხევლის წინ ცეკვა?! როგორ შეგვიძლია ვთქვათ, ძმანო და დანო, რომ ჩვენ სხვა სარწმუნოება გვაქვს და ჩვენს ეკლესიაში სულ სხვა რამეს უნდა ასწავლიდნენ? ნუ დაუჯერებთ მათ! ეს ადამიანები გზას უმზადებენ ანტიქრისტეს. ისინი განდგომილები და ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობის გამყიდველები არიან.

ჩვენ ვთხოვთ ყველა თქვენგანს მყარად იდგეს ჭეშმარიტებასა და სიმართლეში! წმიდა მამები ამბობენ, დიახ, დადგება ისეთი ჟამი, როდესაც გაგყიდიან, და ამას სინოდი, ცრუ-სინოდი, ეშმაკისა და ანტიქრისტეს სინოდი გააკეთებს და ისინი გასცემენ ღმრთის ჭეშმარიტებას და თქვენს დევნას შეუდგებიან.

ჩვენ გვეგონა ეს ჟამი მომავალში დადგებოდა. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ძმანო და დანო, თუკი იღებენ ჩვენი წმინდანების ნაშთებს და მათ იეზუიტ-ერეტიკოს რომის პაპს ჩუქნიან, ეს ჟამი ახლა დამდგარა. ამას ღმერთი არ გვაპატიებს! როდესაც ჩვენი მღვდელმთავრები, მიტროპოლიტები საყდარს დადგამენ არა საკურთხეველში, არამედ ეკლესიის შუაში, რათა ადამიანები ხედავდნენ საიდუმლო წირვას, ეს უკვე მართლმადიდებლობა კი არა - მწვალებლობაა. ეს ლათინური ერესია! და ამის მქმნელებს არაფრის ეშინიათ.

დიახ, ჟამი დადგა. მოვიდა დრო, ძმანო და დანო, ივედრეთ, სთხოვეთ უფალს, რათა შეაჩეროს ეს სისაძაგლე. თუმცა წმიდა მამები ამბობენ, რომ სისაძაგლე მოვა (ახლა არ მახსოვს რომელმა წმინდანმა თქვა), და ის რომ მოვა, დადგება იქ, სადაც ყველაზე დიდი სიწმიდეა, ანუ სადაც საკურთხეველია. მოსკოვში ისინი საკურთხევლის წინ ცეკვავენ. პატრიარქი განა ვერ ხედავს, როგორ როკავენ საკურთხევლის წინ "კაზაჩოკს" და სექტანტურ სიმღერებს მღერიან?! გამყიდველები, განდგომილები, სატანის მსახურები! მე არ ვიცი, არის თუ არა თქვენთვის ჟამი, მაგრამ გთხოვთ - დე შეინანონ და მუხლმოდრეკით შეუვრდენ უფალს.

მე მსურს, რათა თქვენს სულებში დარჩეს სიმშვიდე. მე ღმერთთან და ჩემს ხალხთან ყოფნა მინდა. არაფერს დაგიმალავთ. ყოველთვის სიმართლეს გეტყვით. როდესაც ჩაგვკეტეს სინოდში (რმე-ს სამღვდელმთავრო კრება, რომელიც 2016 წლის 2-3 თებერვალს გაიმართა), არავის უნდა ცოდნოდა აქ რა ითქმებოდა.  მაგრამ, იბადება კითხვა: რატომ არ უნდა იცოდეს ეს ღვთის ეკლესიამ? რატომ არ უნდა იცოდნენ ეს ადამიანებმა, რომლებიც აშენებენ ტაძრებს, მონასტრებს? რატომ არ უნდა იცოდეს ჭეშმარიტება ყველამ? რისთვის ხართ საჭირო ძმანო და დანო? იმისთვის მარტო, რომ გვაჭამოთ, გვასვათ, ჩაგვაცვათ, დაგვახუროთ, გვიშენოთ ტაძრები, ხოლო ჩვენ ამის სანაცვლოდ გეჰენიისკენ გაგიძღვეთ და სამარადისო ტანჯვისთვის გაგწიროთ?! ვაი სირცხვილო! შეინანეთ, მართლმადიდებელნო! გონს მოეგეთ! მოვიდა დრო აღმსარებლობისა! ნურაფრის ნუ გეშინიათ! უერთგულეთ უფალ ღმერთს, ჩვენი ეკლესიის სჯულმდებლობას, ისმინეთ წმიდა მამებისა, რომლებმაც ყოველივე წინდაწინ გვამცნეს და გვაუწყეს, რომ მოვიდოდა ჟამი განდგომილებისა, და გვითხრეს, თუ რა უნდა გვექნა.

დიდება ღმერთს, რომ არ წავედით ამ სინოდზე (კრეტას კრებაზე), მაგრამ 2-3 თებერვალს (2016 წლის სამღვდელმთავრო კრებაზე - რედ. შენიშვნა), იყო ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამ კრებას აღიარებდა, რომ თითქოსდა მას მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატები არ დაურღვევია და, რომ ჩვენ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, სრულიად თანხმიერნი ვართ მის დადგენილებებთან. მაგრა, ახლა რატომ არ შევათანხმოთ ეს ხალხთან? მთელს სამღვდელოებასთან? საჭიროა სხვა კრება, რათა უკან გამოვიხმოთ ეს დოკუმენტი, რადგან ის ანტიქრისტეს დოკუმენტია, ეშმაკისაა! რადგან იქ ჩვენ არავინ მოგვისმენდა, გვითხრეს: "დაჯექით, ეს უკვე მორჩენილი ამბავია, ყველამ ხმა მისცა, და ყველაფერი კარგადაა!".

მწვალებლურია ჩვენი პატრიარქის სიტყვები, როდესაც ის ამბობს, რომ ღმერთი მზესავითაა, ხოლო მისი სხივები, რომლებიც მზისგან გამოდიან ეს სხვადასხვა მწვალებლური სწავლებებია, სხვადასხვა აღმსარებლობებია დედამიწაზე, და ყველა მათგანს ერთი ღმრთისკენ მივყავართ. წმიდა მამებს ამგვარი რამ არასოდეს უსწავლებიათ, არსად მსგავსი რამ არ დაწერილა! ამას მხოლოდ პატრიარქი ამბობს, რადგან ის არის მიტრ. ნიკოდიმოს როტოვის მოწაფე, რომელიც რომის პაპის ფეხებთან ჩაძაღლდა. არადა ეუბნებოდნენ არ წასულიყო მასთან, თუ არა და მოკვდებიო. როდესაც მან პაპის სანდლებს აკოცა, სულიც იმწამსვე განუტევა.

რატომ არ გავჩერდით მაშინ, როდესაც ეს სასწაული ვნახეთ?

თქვენც ხედავთ ანტიქრისტეს ამ მსახურს, მიტროპოლიტ ილარიონს, რომელსაც ბიბლიის შეცვლა უნდა! უკვე ბიბლიაც დაიწუნეს! არადა, თუ ბიბლია არ ვარგოდა ქრისტიანები დღემდე როგორ ცხონდებოდნენ?! თურმე ლიტურგიაც უნდა შეიცვალოს, და სხვანაირად დალაგდეს, თუ არა და ადამიანებს არ ესმითო. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა სულელია მათ გარდა, თვითონ კი ყველაზე ჭკვიანები არიან. უფალო, შეაგონე მათ! და შეიწყალე შენი ეკლესია და შენი ერი.


წყარო: http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=123276

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/BksRBW29SPY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=BksRBW29SPY

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню