რელიგია - 7 ივლისს რომის პაპი ფრანცისკი მართლმადიდებელ პატრიარქებს შეხვდება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

7 ივლისს რომის პაპი ფრანცისკი მართლმადიდებელ პატრიარქებს შეხვდება

პატრიარქი ბართლომე

14 ივნისი

ვატიკანის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, 7 ივლისს რომის პაპი ფრანცისკი, ღონისძიების ფარგლებში - "ლოცვის დღე მშვიდობისთვის ახლო აღმოსავლეთში", განახორციელებს ერთდღიან მოგზაურობას იტალიის ქალაქ ბარში (სადაც დაცულია წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილები). ბარის ადგილობრივ ბაზილიკაში ის შეხვდება აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიების (როგორც ჩანს, არა მარტო მართლმადიდებლური, არამედ მონოფიზიტებისაც და სხვა) პატრიარქებს.

პროგრამის თანახმად, 8 საათსა და 45 წუთზე პაპი ფრანცისკი და პატრიარქები ილოცებენ წმ. ნიკოლოზის ნაწილებთან ბაზილიკაში და აანთებენ ზეთის კანდელს, რომელიც შედგება ორი რეზერვუარისგან და ერთი პატრუქისგან: ეს არის სპეციალური კანდელი, რომელსაც აქვს ხომალდის ფორმა და აღმოსავლური და დასავლური ტრადიციების ერთობის სიმბოლოს წარმოადგენს.

9 საათსა და 15 წუთზე პატრიარქები მონაწილეობას მიიღებენ ეკუმენისტურ ლოცვაში ქალაქის სანაპიროსთან. ლოცვის შემდეგ წმ. ნიკოლოზის ბაზილიკაში შედგება წინამძღვართა კერძო საუბარი. პატრიარქებთან შეხვედრა დამთავრდება 15 საათსა და 30 წუთზე.

მოსკოვის საპატრიარქოს
(ასევე საქართველოს ოფიციალური საპატრიარქოს - "აპოკ". რედ.) მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე ჯერ-ჯერობით შეტყობინებები არ გვაქვს, თუმცა მისი თემა (მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში) 2016 წლიდან საკვანძო თემაა მოსკოვსა და ვატიკანს შორის ურთიერთობის სფეროში.

შეგახსენებთ, რომ ადრე, 30 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა ვოლოკოლამელი მიტროპოლიტი ილარიონი, რომის პაპ ფრანცისკს შეხვდა ვატიკანში.

მიიღებს თუ არა მოსკოვის საპატრიარქო მონაწილეობას იტალიის ქალაქ ბარში დაგეგმილ მორიგ ეკუმენისტურ უსჯულოებაში? - ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.

წყარო: odigitria.by

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню