რჩევები მშობლებს - ვინ არის მონსტრი momo - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > რჩევები მშობლებს

ვინ არის მონსტრი МОМО?

ახალი სუიციდალური თამაში სოციალურ მედიაში

ღამის შიშები

წინამდებარე პუბლიკაციის მკითხველებს ვაძლევთ მაქსიმალურ ცნობებს ახალ ინტერნეტ არსებაზე, რომელსაც უწოდებენ "მონსტრ მომოს" (МОМО). ის ბინადრობს whatsapp-ში. არის თუ არა ეს ვირუსი და საიდან გაჩნდა? აი, ის კითხვები, რომლებიც დღეს მრავალს აღელვებს. რა თქმა უნდა, არ ღირს გარისკვა და ჯობს საერთოდ არ უპასუხოთ ამ ინტერნეტ არსებას თუ ის whatsapp-ზე დაგირეკავთ ან მესიჯს მოგწერთ.

ამ ერთ სტატიაში შევაგროვეთ ყველაფერი, რაც კი ინტერნეტში გამოთქმულა MOMO-ს შესახებ. ცხადია, "მომო" ეს მარტო ვირუსი არ არის, ეს კიდევ გემრიელი კერძია ტიბეტში. ტიბეტის მცხოვრებნი მომოში დებენ სხვადასხვაგვარ ხორცს, ბოსტნეულს, ყველს და შოკოლადსაც კი. არსებითად მომო ეს არის ტიბეტური "ხინკლის" ნაირსახეობა.





ვინ არის მონსტრი მომო whatsapp-ში და რითია ის საშიში?


მონსტრმა მომომ ყველა გადარია. ისტორია მის შესახებ საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში, რის შემდეგაც მას ყველა გაურბის.

მონსტრი მომო - არცთუ სასიამოვნო საყურებელია სუსტი ნერვების მქონეთათვის. რუსეთისა და დსთ-ს ტერიტორიის ქვეყნებში ეს მონსტრი ჯერ არ გამოჩენილა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვიღაც whatsapp-ის მომხმარებელს ურეკავს ან მესიჯს წერს უცნობი ნომრიდან. ტექსტი დაახლოებით ასეთი ხასიათისაა: "მე ყველაფერი ვიცი შენზე და შენს ახლობლებზე". რა თქმა უნდა, ადექვატური ადამიანი ამგვარ ინფორმაციას სერიოზულად არ მიიღებს, და გაერთობა კიდეც. მაგრამ შემდეგ - უარესი ხდება. თუ ნომერს შეინახავს და whatsapp-ში მოძებნის, იხილავს საშინელი ურჩხულს (იხ. სურათი ქვემოთ), რომელიც დაიწყებს დარეკვებსა და საშინელ მუქარებსაც მოაყოლებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაცით წააგავს თამაშს "წითელ ბუს" ან უარეს ვარიანტში "ლურჯ ვეშაპს". მართალია, ესენი ცუდი ვარიანტებია, მაგრამ ახალი თამაში მათ არაფრით ჩამოუვარდება. არსებითად ხომ ეს ვირუსია, ხოლო ნებისმიერი ვირუსისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.




არც ისე დიდი ხნის წინათ არგენტინაში 12 წლის გოგონამ თავი მოიკლა. როგორც Buenos Aires Times-ი იტყობინება, ამ სუიციდის მიზეზი გახდა სწორედ თამაში Momo. ეს თუ ასეა, მაშინ ეს გოგონა გახდება whatsapp-ის ამ "დანამატის" პირველი მსხვერპლი.

პოლიციის მონაცემებით, თვითმკვლელობის წინ მსხვერპლი თავის მოქმედებებს იღებდა სმარტფონზე, და, როგორც ჩანს, მას ამისკენ ვიღაც აქეზებდა. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ მიღებული დავალებების შედეგად უნდა მისულიყო მსხვერპლი "ექსტრემალური ტესტის" გავლამდე, რომელმაც გამოიწვია მისი სიკვდილი.

მონსტრი მომო უეცრად ჩნდება კონტაქტებში და იწყებს უწესობას, წერს მუქარებს, მას ასევე შეუძლია ჩაიწეროს ფოტო და ვიდეო. უყვარს ცელქობა ღამით. სიმართლე ითქვას, ამგვარი სახის დანახვა ზრდასრულ ადამიანსაც კი დააფრთხობს. მომო ხმოვანი შეტყობინებებითაც სარგებლობს - ვირუსს ძალზედ არასასიამოვნო ხმა აქვს - ვინც მას გადაჰყრია აღნიშნავენ, რომ ტანში ჟრუანტელი უვლით მისი გამყინავი ხმისა და ინტონაციისგან.




არის თუ არა მონსტრი მომო whatsapp-ში ვირუსი?


საიდან გაჩნდა მონსტრი მომო? მომო-ს ფოტრო - ეს არის ქანდაკების ფოტო, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანიამ Link Factory, და რომელიც პირველად გამოფენილ იქნა იაპონურ "საზარელ" გალერეაში Vanilla Gallery ჯერ კიდევ 2016 წელს. თვით Link Factory სპეციალიზაციას წარმოადგენს ამგვარი ნივთების წარმოება მთელი რიგი სხვადასხვა სანახაობებისთვის, ფილმებისთვის, რეკლამებისთვის და ა. შ. მომო - ეს არის გაშიშვლებული ქალი ფრინველის ძლიერი თათებით და ამაზრზენი გარეგნობით.


"მთელი ინფორმაცია ვირუს მომოს შესახებ, რომელიც ვრცელდება ტელეფონებით მობილური დანამატის WhatsApp-ის მეშვეობით, მეტყველებს იმაზე, რომ ის ჯერ აღწევს აპარატებში, შემდეგ კი მსხვერპლის ტელეფონის კონტაქტების ბაზაში ინერგება. ამის შემდეგ ამ ნომრებს (შემთხვევითი არჩევით) უგზავნის ფოტოებსა და ხმებს, რომელსაც უკვე შეიცავს ვირუსის "სხეული". არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსს შეუძლია მართოს მიკროფონი და ვიდეოკამერა.





რომელი ნომრებიდან რეკავს ვირუსული მონსტრი მომო ან როგორ ურეკავენ მომოს?


Momo-ს ისტორია დაიწყო იქიდან, რომ Facebook-ში რომელიღაც მომხმარებელს მოუვიდა ჩანაწერი დახმარების თხოვნით. უცნობი ბიჭი ამტკიცებდა, რომ უბედურ მდგომარეობაში იმყოფება და სთხოვდა დაერეკა ნომერზე + 8 - ... ... ... ...
(ნომრებს ჩვენ შეგნებულად არ ვწერთ, რათა ინტერესი არ აღვძრათ მკითხველის ცნობიერებაში. ამგვარი ვირუსული ნომრები გამოქვეყნებულია ინტერნეტში. მათზე დარეკვას არავის ვურჩევთ, რათა ეს შემდეგ არ გახდეს რაიმე ფატალური შედეგის მომტანი ინციდენტი. "აპოკ". რედ.). WhatsApp-ზე ნომრის აკრეფის შემდეგ ხდება მისი იდენტიფიცირება სახელით Momo, რომლის ავატარში გამოტანილია ამაზრზენი მონსტრის ფოტო, რომელსაც აქვს გოგონას თავი და ფრინველის ფეხები.

თავიდან ლაპარაკი იყო მხოლოდ ერთ ნომერზე, რომელიც იაპონიის ნომერს წარმოადგენს. მაგრამ ქსელიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მოცემული ნომერი უკვე რამოდენიმე კვირაა არ აქტიურობს. დღეისთვის იაპონური მონსტრის ამ ნომრის დასახელება არ შეიძლება, რადგან ახლა შესაძლოა Momo-მ იდენტიფიცირება მოახდინოს ტელეფონის ნებისმიერი ნომრის, ნებისმიერი კონტაქტის მეშვეობით.

მესინჯერით განხორციელებული ზარის შემდეგ ჩნდება შავი ეკრანი, მეორე ბოლოში კი ისმის ავისმომასწავებელი შიშინი, რომელიც ადამიანს შიშსა და ძრწოლას ჰგვრის. მიმოწერის შემთხვევაში მონსტრი უცებ გადადის მოსაუბრის (ნებისმიერ) ენაზე. ამბობენ, რომ ვირუსმა იცის მოსაუბრის ენა და შეუძლია გამოაგზავნოს ფოტოებიც მის შესახებ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჭორებია.

ბევრი არაფერია ცნობილი Momo-სთან ჩატარებული ჩატების ფაქტობრივ შინაარსზე. მიუხედავად ამისა, მოზარდების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რომლებიც ეთამაშებოდნენ Momo-ს, ეს მონსტრი აქეზებს მასთან დაკონტაქტებულ ადამიანს ძალადობისკენ და ძალადობრივი შინაარსის წერილებით მიმოწერისკენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმოცვლა - ეს არის ვარჯიში დესენსიტიზაციაზე (მგრძნობელობის შესუსტებაზე), რადგან მოთამაშეები თანდათანობით ექცევიან უსასტიკესი გამოსახულებების ზეგავლენის ქვეშ და უადვილებენ მათ დანაშაულის ჩადენას.

პრობლემა იწვევს ასევე გამომძალველობას და პირატობას. მართლაც, ადამიანები, რომლებიც დგანან ამ Momo-ს უკან, იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც მათ შეძლეს მიეღოთ წვდომა მოთამაშეთა ტელეფონებზე და გამოეყენებინათ ისინი მათივე დაშანტაჟებისთვის.


დღეისთვის არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე: "არის თუ არა ეს ვირუსი?". ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ვიღაცის მორიგი ბოროტი ხუმრობაა. რა თქმა უნდა, ჩვენც ამისი იმედი გვექნება, მაგრამ მაინც Momo იქცევა როგორც ვირუსი და ამისი ნიშნები სახეზეა. ფორუმებზე აქტიურად განიხილება ეს საკითხი და მის შესახებ ჯერ ვერავინ რაიმე განსაზღვრულის თქმა ვერ შეძლო. მიუხედავად ზემოთთქმულისა მრავალს სწყურია ძრწოლის განცდა და ეძებს კავშირს ამ მონსტრთან. შესაძლოა მალე მონსტრი Momo გამოჩნდეს რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებშიც, შესაძლოა არც გამოჩნდეს. თუ Momo მაინც გამოჩნდება ამ არეალში, მაშინ სტატია განახლდება, ან გამოვა ახალი სტატია, რომელიც მოგაწვდით ცნობებს Momo-ს ქმედებებზე რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.



ღირს თუ არა ურთიერთობა მონსტრ Momo-სთან?

სრულიად დარწმუნებულნი რომც იყოთ, რომ თქვენს რკინის ნებისყოფას ვერავინ შეარყევს და ვერც თქვენს კრისტალურად წმიდა ცნობიერებას აამღვრევს ვინმე, Momo-სთან ურთიერთობას მაინც არ გირჩევთ.

შეტყობინებები მომოს ზარებზე მოდის მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყნიდან, მათ შორისაა მექსიკა, ინდოეთი, არგენტინა, საფრანგეთი, გერმანია და კანადა. არის შეტყობინებები აშშ-დანაც, მაგრამ აქ რაიმე ზიანზე ცნობები არ არსებობს.

წინასწარმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შეტყობინებათა უმეტესობა მოდის იაპონიიდან და მექსიკიდან. ზოგიერთი წყაროს აზრით "ზარი" ეს უფრო "სატყუარას" ფორმაა, რომელსაც დამნაშავეები იყენებენ მონაცემთა მოსაპარად და ინტერნეტში ადამიანთა დასატერორებლად.

ხოლო სხვა ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მოვლენა დაკავშირებულია ადამიანთა იატაკქვეშა (საიდუმლო) საზოგადოებებთან, რომლებიც ეწევიან უკიდურესად ბნელ, სასტიკ და ოკულტურ საქმიანობას, და რომლებიც გატაცებულნი არიან ადვილად მიმდობი მოზარდების საშინელებათა სამყაროში ჩათრევით, საბოლოო შედეგად კი მათი სიკვდილით.

მაგალითად, ესპანეთის პოლიციამ ოფიციალურად ურჩია მომხმარებლებს არ დაეკონტაქტონ Momo-ს, რადგან ცნობილია, თუ როგორ საშიშროებას წარმოადგენს ეს ვირუსი. ინტერნეტში არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ Momo რაღაცნაირად იღებს ინფორმაციებს მომხმარებელთა შესახებ.

მასალამ მომზადდა ინტერნეტ წყაროების მიხედვით:

https://teleotvet.ru/kto-takoj-monstr-momo-v-whatsape.html

https://vigilantcitizen.com/latestnews/the-disturbing-momo-challenge-leads-to-bizarre-teen-suicides

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню