პუბლიკაციები - წმიდა იანუარიუსის სისხლი არ გათხელდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ავისმომასწავებელი ნიშანი?

წმიდა იანუარიუსის სისხლი არ გათხელდა. კათოლიკეების აზრით ეს არის ავისმომასწავებელი ნიშანი

წნიდა იანუარიუსი

31.12.16.

როგორც La Stampa  იუწყება კათოლიკურ სამყაროში ცნობილი წმიდა იანუარიუსის სასწაული (როდესაც წმინდანის შედედებული და გამხმარი სისხლი თხელდება) ნეაპოლში, წმინდანის ხსენების დღეს, შაბათის ცერემონიის დროს არ აღსრულდა. ამ გარემოებამ მორწმუნეები საგონებელში ჩააგდო და აფიქრებინა, რომ 2017 წელს მოსალოდნელია რაღაც უბედურება.

ცნობილია, რომ წელიწადში სამჯერ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებში პატივდებული წმიდა იანუარიუსის რელიქვიებზე ხდება სასწაული - თხევადდება შედედებული წითელი სითხე, რომელიც წმინდანის სისხლად მიაჩნიათ.  სასწაული ხდება ნეაპოლის კათედრალურ ტაძარში დახურული ჭურჭლის ამოღებისა და წმიდა იანუარიუსის თავთან რელიქვიის დადების შემდეგ.

კათოლიკურ ეკლესიაში სასწაული ხდება წელიწადში სამჯერ წმინდანის ხსენების დღეს: მაისის პირველი კვირის წინა შაბათს - იანუარიუსის წმიდა ნაწილების გადასვენების დღეს პიცუოლიდან ნეაპოლში (V ს), 19 სექტემბრს თვით წმიდა იანუარიუსის წამებს დღეს და 16 დეკემბერს (1631 წელს ვეზუვის ამოფრქვევისგან ნეაპოლის გადარჩენის დღეს).

მაგრამ XX ს.-ის ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც სასწაული არ მოხდა: 1939 წელს - პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1644 წელს - ვეზუვის ამოფრქვევის წინ და 1980 წელს - ძლიერი მიწისძვრის წინ.

ამასთან დაკავშირებით მორწმუნეებში გაჩნდა შიში, სასწაულის არ აღსრულების ამჟამინდელი ფაქტი ხომ არ წარმოადგენს რაიმე ავისმომასწავებელ მინიშნებას, მომავალ საზოგადოებრივ კატაკლიზმებს თუ ბუნებრივ კატასტროფას.

ნეაპოლის სამლოცველოს მოძღვარმა ვინჩენცო დე გრეგორიომ მრევლი დაამშვიდა და ოპოტიმიზმისკენ მოუწოდა: "ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ კატასტროფებსა და უბედურებებზე. ჩვენ მორწმუნეები ვართ, და უნდა გავაგრძელოთ ლოცვა".

წმიდა იანუარიუსი ტრადიციულად მიიჩნევა ნეაპოლის მფარველად, და ქალაქის მცხოვრებნი ყოველთვის ელიან ამ სასწაულს.

წმიდა იანუარიუსი ცხოვრობდა III ს. მიწურულს და IV ს.-ის დასაწყისს. ის არისტოკრატიული ოჯახიდან გახლდათ, ახალგაზრდობაში მიიღო ქრისტეანობა და გახდა ბენევენტოს პირველი ეპისკპოსი, რომელიც იტალიის კამპანის რეგიონში მდებარეობს.

რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს მმართველობის დროს ეპისკოპოსმა სარწმუნოებისთვის დევნულება განიცადა. იანუარიუსი და მისი მეგობრები შეიპყრეს და სახმილში შეაგდეს, მაგრამ ისინი უვნებელნი დარჩნენ. შემდეგ ლომებს მიუგდეს საჯიჯგნად, მაგრამ ცხოველები მათ თავს არ დაესხნენ. ბოლოს იანუარიუსსა და მის მეგობრებს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 305 წლის 19 სექტემბერს.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню