პუბლიკაციები - ვატიკანმა ერთიანი მსოფლიო რელიგიის ლოგოტიპი წარადგინა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ვატიკანმა ერთიანი მსოფლიო რელიგიის ლოგოტიპი წარადგინა

Msoflio religiis logotipi

2019 წლის 3-დან 5 თებერვლამდე არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "ადამიანური ძმობა", რომელიც მიეძღვნა რელიგიათშორის დიალოგს, რჯულთშემწყნარებლობას და რადიკალიზმისა და ტერორიზმისადმი წინააღმდეგობას. ორდღიანი გლობალური კონფერენცია მოაწყო მუსლიმთა უხუცესთა საბჭომ და ალბათ, შემთხვევით, დაემთხვა აბუ-დაბიში რომის პაპ ფრანცისკის ვიზიტს.



და აი ახლა, საზეიმო ამბორისა და რელიგიათშორისი შერიგების შემდეგ ვატიკანი მუშობს მაროკოში პაპის სამოციქულო მოგზაურობის სამზადისზე, რის გამოც 50-ზე მეტი ვარიანტიდან არჩეულ იქნა მისიის ერთი ლოგოტიპი.

ამგვარად, პაპის ახალ ლოგოტიპზე გამოსახულია ჯვარი ნიუ-ეიჯის სტილში, რომელიც გარემოცულია ისლამური ნახევარმთვარით, ვატიკანის ყვითელი და თეთრი, ასევე ისლამის წითელი და მწვანე ფერებით.





განმარტებით ჩანაწერში, რომელიც ლოგოტიპის გამოშვებას ახლდა, ნათქვამია, რომ ჯვარი და ნახევარმთვარე ლოგოტიპში წარმოადგენენ ქრისტიანობისა და ისლამის სიმბოლოებს, რომლებიც ხაზს უსვამენ რელიგიათშორის ურთიერთობას ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის.

მაგრამ, როგორც ცნობილი ამერიკული კონსერვატული ქრისტიანული რესურსი ресурс Now The End Begins იუწყება, ამ უცნაურ ლოგოტიპს იყენებს ბოლო დროს გაშლილი ახალი რელიგიური მოძრაობა Chrislam-ი, რომელიც ცდილობს შეუერთებელის შეერთებას.

როგორც ამ რელიგიის სახელწოდებიდან გამომდინარეობს - ეს ერთდროულად არის ქრისტიანობაც და ისლამიც, რომელშიც ორივე რელიგიის რელიგიური ტექსტები ერთნაირად სწორად მიიჩნევა და მსახურებაზე მონაცვლეობით იკითხება. მსოფლიოში უკვე საკმაოდ ბევრი ეკლესია და მეჩეთია, სადაც მღვდელმსახურები მონაცვლეობით კითხულობენ ბიბლიასა და ყურანს.

ამის საფუძველზე Now The End Begins ვარაუდობს, რომ ვატიკანის ახალი ლოგოტიპი წარმოადგენს რაღაც უფრო მეტს, ვიდრე უბრალო მომზადებას შემდეგი სამოციქულო მოგზაურობისთვის და, შესაძლოა, უფრო ლაპარაკი იყოს ახალი, ერთიანი მსოფლიო რელიგიის ლოგოტიპზე.

ამასთან, როგორღაც უცნაურად დაემთხვა, რომ ამ ღირსშესანიშნავი და ყველას გამაერთიანებელი ლოგოტიპის ოფიციალური გასაჯაროვების დღეს, პალესტინაში, რუსული წმიდა სამების რუსული მონასტრის ეზოში, რომელიც ქებრონში მდებარეობს, წაიქცა მამბრეს მუხა (იგივე აბრაამის მუხა) (ამის შესახებ იხ. სტატია:
"ქებრონში წაიქცა მამბრეს მუხა").

წყარო: http://thebigtheone.com/?p=5550

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню