პუბლიკაციები - უცნაური და საგანგაშო მსოფლიო პროცესები, რომლებზეც არავინ მსჯელობს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

უცნაური და საგანგაშო მსოფლიო პროცესები, რომლებზეც არავინ მსჯელობს

მსოფლიო პროცესები

09.02.17.

ჩვენს დროში შეუძლებელია ინფორმაციის ნაკლებობაზე დაიწუწუნო. მაგრამ ახალ ამბებთან ერთად, როგორც წესი, ვღებულობთ ჩვენს ირგვლივ მდებარე მსოფლიოზე არასწორ წარმოდგენას. ცუდი ამბების რაოდენობა ბევრად ჭარბობს კარგ ცნობებს. ჩვენს ყურადღებას იპყრობს უმნიშვნელო მონვლენები, როგორიცაა, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნები, არადა შესაძლოა მსოფლიოში უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობდეს. გსურთ იცოდეთ როგორი?

უდაბნოს შემოტევა




მსოფლიოსი უდაბნოს ფართობი სულ უფრო და უფრო მატულობს. მაგალითად, საჰარის უდაბნო 1900 წლიდან სამხრეთისკენ კიდევ 250 კილომეტრით გაფართოვდა, ახლა მას დაახლოებით 6000 კმ2 უჭირავს.


ფლინის ეფექტი



მეცნიერებმაც კი ვერ შეძლეს ამისი ახსნა, მაგრამ საშუალოდ ადამიანთა IQ წელიწადში 3 პუნქტით მატულობს.



კიბოთი დაავადებულთა შემცირება



ბოლო 20 წლის განმავლობაში კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა და აგრძელებს შემცირებას.


პალმის პლანტაციები ფართოვდება




მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთი არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი, ტროპიკულ ტყეებს ჭრიან, რათა გამოათავისუფლონ ტერიტორია პალმის ზეთის საწარმოებლად.



აფრიკის აწევა



აფრიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებული რეგიონია, და იქ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ამას აღწერენ ორგანიზაციები, რომლებიც აფრიკის მოშიმშილე ბავშვებისთვის სახსრებს აგროვებენ. უბრალოდ რთულია ფულის შეგროვება, თუ არ აჩვენებ პუბლიკას მოშიმშილე და ღატაკი ბავშვების საცოდავ მდგომარეობას.


მექსიკური კარტელების ომი



2000 წლიდან 150 000-ზე მეტი მექსიკელი შეეწირა ნარკოკარტელთა შორის გაჩაღებულ ომებს.


სიკვდილის სტადიონი კატარში




1000-ზე მეტი კაცი დაიღუპა სტადიონის მშენებლობაზე, მაგრამ ეს მონაცემები არსად ქვეყნდება, რადგან მრავალი მუშა ემიგრანტია აზიიდან, რომლებიც აქ სამუშაოდ ჩამოვიდა და იძულებულია შეურიგდეს შრომის მონურ პირობებს. რამოდენიმე უცხოელი ჟურნალისტი დააპატიმრეს იმისთვის, რომ გაბედეს ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.


სისხლის ბიზნესი



წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს ეპყრობიან მონებივით, და "წველენ" მათ სისხლს. ეს სერიოზული პრობლემა გახდა ისეთი ღარიბი ქვეყნებისთვის, როგორიც ინდოეთია. ერთმა ფერმერმა სახელად პაპუ იადჰავმა, რომელსაც თავის ფერმაზე უამრავი მონა ჰყავდა და აიძულებდა მათ კვირაში ორჯერ სისხლის ჩაბარებას, ამ ბიზნეს ორი წლის განმავლობაში მისდევდა. ამ საქმიანობას მან ექთნები, ბუღჰალტრები და გადამზიდებიც შემოუერთა.


ფუტკრები




ისინი იხოცებიან. შესაძლოა, არც ისე სწრაფად, მაგრამ როგორც ამის შესახებ მასმედია იუწყება, მათი რაოდენობა მკვეთრად და შემაშფოთებლად მცირდება.


ანტიბიოტიკები ვერ გვშველიან



ანტიბიოტიკების უზომო მოხმარებამ, ზოგჯერ არადანიშნულებისამებრ, გამოიწვია ის, რომ ბაქტერიები ნელ-ნელა წამლების მიმართ მდგრადნი აღმოჩნდნენ.


ინტერნეტ სიცრუე


მრავალი კომენტარი, რომელსაც ახალი ამბების საიტებზე, სოციალურ მედია-პლატფორმებსა და ფორუმებზე კითხულობთ, წერენ ადამიანები, რომლებსაც ფულს უხდიან იმისთვის, რატა მათ ინტერნეტში გაავრცელონ კომერციული რეკლამა.


გონიერი კომპიუტერები



ისინი უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ელოდნენ. კომპიუტერებს უკვე შეუძლიათ სწავლა და საკუთარი თავის გადაპროგრამირება, და ნუ იფიქრებთ, რომ ეს ფანტასტიკაა. თვითგანსწავლადი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კომპანია Google-მა შექმნა, დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი შაშში გო. არადა, ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ 100 წლის შემდეგ მოხდებოდა (გო - ეს გახლავთ ყველაზე რთული ლოგიკური თამაში. ის უფრო რთულია, ვიდრე ჭადრაკი, და კომპიუტერსაც კი არ ძალუძს ყველა მისი კომბინაციის წაკითხვა. დღემდე მიიჩნეოდა, რომ ეს თამაში მხოლოდ ადამიანის გონებისთვის არის მისაწვდომი).


ბავშვი
შეკვეთით



რადგან აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, საზოგადოება არც ისე მკვეთრად რეაგირებს გენეტიკური მოდიფიკაციებისა და გენების კორექციის ექსპერიმენტთა წინააღმდეგ, არის ვარაუდი, რომ იქ დაიწყებენ მომავალი ადამიანის გენოტიპის მოდელირებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებზე შეკვეთების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთში გაჩნდება "გაუმჯობესებული ადამიანი". კონკურენციის თვალსაზრისით დასავლეთისთვის ეს კარგს არაფერს მოიტანს


ლტოლვილები




დღეს უფრო მეტი ლტოლვილია, ვიდრე კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. მხოლდო სირიას თუ გავიხსენებთ, დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ან უბრალოდ მოჰკლეს, ან გააქციეს თავიანთი ქვეყნიდან. ეს კი მოსახლეობის ერთი მეხუთედი ნაწილია.

თვითმკვლელობები სამხედრო მოსამსახურეთა შორის



ბრიტანელი ჯარისკაცები უფრო ხშირად სუიციდის გამო იღუპებიან, ვიდრე ბრძოლაში. სხვა ქვეყნების ჯარებშიც იგივე პროცესი შეიმჩნევა.


მონობა



დღეს მსოფლიოში დაახლოებით 30 მილიონამდე მონაა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში.


კოლტანური ასლები



მობილური ტელეფონების წარმოებაში გამოიყენება წიაღისეული კოლტანი. მას მოიპოვებენ რუანდის ახლოს. სამწუხაროდ, შრომის პირობები შახტებში მონურია.


ავტომობილები მძღოლის გარეშე




ისინი მნიშვნელოვნად შეამცირებენ ტრაგიკულ შემთხვევებს, რომლებიც ავტო-საგზაო კატასტოფებს უკავშირდება..


შეიარაღებული ძუძუმწოვრები




ყოველდღიურად სულ უფრო მშეიარაღებული არასრულწლოვანი ბანდიტები ეტ ადამიანს ჰკლავენ, ვიდრე ტერორისტები.


ბირთვული ენერგია



ტექნოლოგიის უკანასკნელმა მიღწევებმა ბირთვული ენერგეტიკა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ენერგიის სუფთა წარმოების ფორმად გადააქცია. სამწუხაროდ, წარსული აიძულებს ადამიანებს მაინც შიშით მოეკიდონ ენერგეტიკის ამ ფორმას.

წყარო: mixstuff

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню