პუბლიკაციები - ტრაგედია ლას-ვეგასში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ტრაგედია ლას-ვეგასში

ვინ აფრთხილებდა ხალხს მოსალოდნელი დაღუპვის შესახებ?

ტრაგედია ლას-ვეგასში

როგორც მსოფლიო მედია იუწყება, კვირას, 1 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, გვიან ღამით (აშშ-ს დროით) კანტრი მუსიკის კონცერტზე სროლის შედეგად, რომელიც სასტუმრო Mandalay Hotel-Casino-ს 32-ე სართულიდან წარმოებდა, 50 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი (ბოლო მონაცემებით 400-მდე) დაიჭრა.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/B7ixInjs0C4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

როგორც ამბობენ, ტერორისტი გახლდათ 64 წლის სტივენ პადოკი (Stephen Paddock), რომელიც ოთხნახევარი წუთის განმავლობაში ისროდა ტყვიამფრქვევიდან და დაუნდობლად ხოცავდა კანტრი-ფესტივალზე მისულ მაყურებელს.

30 წლის სტივენ პადოკმა მიიღო ისლამი, აიღო მაჰმადიანური სახელი სამირ ალ-ჰაჯიბი  (Samir al-Hajib) და ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება დაკავშირებული იყოს რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებებთან.

ამ ტერორისტულ აქტში ბევრი უცნაურობები და ლოგიკური ლაფსუსებია, მაგრამ ყველაზე სენსაციური და განხილვადი გახდა ბრბოში ვიღაც გაგიჟებული დედაკაცის გამოჩენა, რომელიც სროლამდე 45 წუთით ადრე ბრბოში შეიჭრა, თვით სცენამდე მივიდა და იქიდან ყვირილი დაიწყო, რომ მალე ყველანი დაიხოცებოდნენ.



<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/LlwdfKs7_w4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება: ამრიგად, ეს დედაკაცი წააგავდა ესპანელს, რომელიც წინ მიიწევდა, მაყურებელთა პირველი რიგებისკენ. ის აცხადებდა, რომ დღეს საღამოს ყველანი მოვკვდებოდით. ეს იყო სროლამდე 45 წუთით ადრე".

ამ მომენტისთვის ასეთი რამოდენიმე შეტყობინება არსებობს და მათი გაგება სხვადასხვანაირად შეიძლება. ან მსროლელს თანამზრახველნი ჰყავდა, ან დედაკაცი ისტერიული ნათელმხილველი გახლდათ. შესაძლოა ახალ-ახალი ინფორმაციების გამოჩენისდა კვალად მომხდარის სურათები დალაგდეს და ყველაფერი ნათელი გახდეს.

დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.




ინტერნეტ მასალების მიხედვით.

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: პრინციპულად ვგმობთ ნებისმიერ ტერორისტულ აქტს და დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. თანაგრძნობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню