პუბლიკაციები - შეტაკება ქრისტიანთა და შობის ზეიმობის მოწინააღმდეგეთა შორის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

კოპენჰაგენი: შეტაკება ქრისტიანთა და შობის ზეიმობის მოწინააღმდეგეთა შორის

წინააღმდეგობა

24.12.2016

როგორც Седмица.Ru და სხვა მედია საშუალებები იუწყებიან, კოპენჰაგენის გარეუბანში, ნორებროში, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ წელიწადს ქუჩები არ გაალამაზოს საშობაო მორთულობით, რადგან ამ რაიონში კომპაქტურად არის დასახლებული მუსლიმ მიგრანტთა დიდი თემი.

ხელისუფალთა უარის საპასუხოდ, მიჰყვეს უკვე ჩამოყალიბებულ საშობაო ტრადიციას, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოაწყვეს დემონსტრაცია და ცენტრალურ ქუჩებზე საშობაო სიმბოლიკით, სანტა-კლაუსისა და საშობაო მილოცვის ბანერებით ჩაიარეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მოძრაობა "დანია თავისუფლებისთვის". მშვიდობიანი დემონსტრაციის საპასუხოდ გამოვიდნენ მემარცხენე მოძრაობათა გაერთიანებული ძალები: მუსლიმები და ე. წ. "ანტიფაშისტები". პროვოკატორებმა მოაწყვეს საპროტესტო შოუ ბარიკადებით, კვამლის ეფექტებით, ცეცხლის წაკიდებით და სხვა ქმედებებით. გარდა ამისა მათ შობის ზეიმობის მომხრეები (ანუ ქრისტიანები) რასიზმსა და ჩამოსულ მიგრანტთადმი არატოლერანტულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს
(საინტერესოა, თვით მიგრანტებს რატომ არავინ სთხოვს ტოლერანტობას მათი საცხოვრებელი ქყვენის და იქაური ტრადიციებისადმი - "აპოკ". რედ.). ანტიქრისტიანებმა მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ქუჩებში აღმართეს ბარიკადები.

დაპირისპირებულ მხარეთა შეტაკების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ გამოიყენა თავისი პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ძალები, ვერტმფრენები და სპეცსაშუალებები, ამიტომაც პირდაპირი კონფლიქტი თავიდან იქნა აცილებული
(თუმცა, არსებობს ცნობები, რომ შეტაკებები მაინც მოხდა - რედ.).

მემარცხენე ცენტრისტულ პროვოკატორებს ფაქტობრივად მხარი დაუჭირა მსხვილმა მედიამ
(ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ ვის ხელშია მედია-საშუალებები - რედ.), რომელმაც ერთხმად უგულებელჰყო მცხოვრებთა პირდაპირი გამოსვლა საშობაო ატრიბუტიკისა და საშობაო ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ ქალაქში. მათ ასევე გააკრიტიკეს ანტიისლამური მოძრაობა Pegida, რომელთა წევრებს დანიაში უწოდებენ ულტრამემარჯვენეებს, რასისტებს და ფაშისტებს უწოდებენ.

ე. წ. მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მიმდევარი ევროპული ხელისუფლება ერთი მეორის მიყოლებით სულ უფრო და უფრო სცილდება ქრისტეანულ სიმბოლიზმს და სხვადასხვა ვითარების მომიზეზებით კრძალავს მის გამოყენებას ქუჩებში. დღე, რომელიც ოდესღაც შობად იწოდებოდა, თანდათანობით გადადის უსახურ და ყველასთვის მისაღებ "ზამთრის დღესასწაულში", რომელიც თანაბრად შეიძლება აღნიშნონ ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლებმა, როგორც მორწმუნეებმა ასევე ურწმუნოებმაც.

ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების მოქალაქეებს, თავიანთი ხელისუფლების ზეწოლისა და ლიბერალურად განწყობილი საზოგადოების გამო, სულ უფრო უჭირთ საკუთარ ქალაქებში იხილონ საშობაო ფეიერვერკები, საშობაო ნაძვისხეები, ტრადიციული მორთულობები, მხიარული საშობაო ზეიმობები.


წყარო: http://tbn-tv.ru/vera/v-kopengagene-proshli-stolknoveniya-storonnikov-i-protivnikov-prazdnovaniya-rozhdestva/

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/8yF5D0pO84Y" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню