პუბლიკაციები - სავარაუდო მომავალი, რომელსაც მსოფლიო მთავრობა გეგმავს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

სავარაუდო მომავალი, რომელსაც მსოფლიო მთავრობა გეგმავს

ახალი მსოფლიო წესრიგი

„აპოკალიფსისის“ რედაქციისგან: ვტოვებთ რა სტატიის დასათაურებას სათარგმნი მასალიდან, არ მივიჩნევთ, რომ ევროპა და ამერიკა, საერთოდ, გარყვნილების ბუდეა, იქ კარგი არაფერი ხდება და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისკენ უნდა გავიხედოთ. არა! ჩრდილოელი მეზობლები არანაკლებ სამარცხვინოდ და კადნიერად რყვნიან თავიანთ ბავშვებს და ამაზე ყურადღება არაერთხელ გავამახვილეთ. უბრალოდ, წინამდებარე სტატია ეძღვნება იმას, რაც ევროპაში ხდება და არ გულისხმობს, რომ საერთოდ ეს საზოგადოა და საყოველთაოა ევროპისთვის. ჯერ-ჯერობით ზნეობრიობის ოაზისები ევროპაშიც არსებობს... მაგრამ, სამწუხაროდ, თანამედროვე ტენდენცია ისეთია, რომ ეს ოაზისები შესაძლოა უდაბურ და ხრიოკ უდაბნოებად გადააქციონ და ყოველივე ტოტალურ უზნეობას დაუქვემდებარონ. გლობალური აპოსტატია არა მარტო გლობალურ რელიგიურ აღრევას და ჭეშმარიტი ღმრთის უარყოფას, არამედ გლობალურ უზნეობას, კაცობრიობის სოდომიზაციასაც გულისხმობს.

მოდი, შევეხოთ მსოფლიო საზოგადოების წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მრავალ ადამიანში დღეს დაქვეითებულია კრიტიკული აზროვნება, რის გამოც ვერ შეუგნიათ მრავალი მოვლენა, თანაც, ჯერ-ერთი, პრესაში მუსირებს ერთგვაროვანი და ცალსახა ინფორმაცია განცხადებულ პრობლემაზე, და მეორეც, პროვოკაციების გამო (სხვათა შორის, პროვოკაციის პროვოკაციაც არსებობს), რომლებსაც დრო და დრო აწყობს ანგაჟირებული მასმედია, აბნევს ადამიანებს და მიმდინარე პროცესებში გარკვევის ხალისსა და მონდომებას ართმევს.

მრავალში ჩნდება მყარი შეგრძნება, რომ მათ ყველაფერი იციან ან ცხვირწინ ატყუებენ. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ვიტყვით. ნუ ენდობით იმას რასაც აქ კითხულობთ (ჩვენ მკითხველებს არ ვატყუებთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ყოველ პუბლიკაციას ერთი და იმავე პრინციპით მივუდგეთ): შეამოწმეთ, იფიქრეთ, იკვლიეთ თუ არა და დაივიწყეთ ის, რაც წაიკითხეთ. ჩვენ არავის ვახვევთ თავს საკუთარ თვალსაზრისს, მაგრამ ზოგჯერ ამა თუ იმ თემაზე ჩვენი აზრის გამოთქმას დაბეჯითებით გვთხოვენ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა ჩიპიზაცია. მოდი შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხშიც.




ინფორმაცია ბევრია, მისი დეტალური და ხარისხიანი სტრუქტურირება ახლა ძნელია, ამისი შესაძლებლობა ჯერ არ გვაქვს, ამიტომაც წინამდებარე პუბლიკაციას შესაძლოა ერთგვარი ბუნდოვანება ახასიათებდეს.

თუმცა, მოკლედ და მკაფიოდ, თეზისურად, ისევ ვიტყვით იმას, რაც მრავალმა არ იცის და რისგანაც სხვებს ხელი ჩაქნეული აქვთ, როგორც მომაბეზრებელი ფუტკრისგან, თან იტყვიან, - "ეს ხომ ვიცით". ვფიქრობ, საჭიროა რამოდენიმე პუბლიკაციის მომზადება ამ თემაზეც. მოდი დავიწყოთ. მოდი წარმოვიდგინოთ მომავლის შესაძლო სამყარო. დავიწყოთ ენერგიით - იმ აქტივით, რომელიც ყოველთვის მთავარი თემა იყო და ასეთად დარჩება მომავალშიც.

თუ ენერგია საკმარისი ექნება ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოში ძალაუფლების დაპყრობა, რომლისკენაც ასე მიისწრაფვიან ელიტური ოჯახები, ნაკლებად შესაძლებელი გახდება.

ნავთობისა და გაზის მეშვეობით მათ მსოფლიოზე გააჩნიათ უზარმაზარი ზეგავლენა. ნავთობზე კი ფანტასტიკური სიმდიდრე დააგროვეს. ნავთობი დღემდე აძლევს მათ შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე და წინ წაიწიონ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.

მათ ასევე ბევრი აქვთ ფული. ისინი აკონოტროლებენ მსოფლიო ფინანსურ დინებებს. აშშ-ში ისინი ფლობენ ფედერალურ სარეზერვო ფონდს, მაგრამ მათ სჭირდებათ არა ფული, არამედ უსაზღვრო ტოტალური კონტროლი.

ნავთობის გარეშე მათ ხელიდან გამოეცლებათ ძირითადი კოზირი, რათა მიუახლოვდნენ თავიანთ ოცნებას - ახალ მსოფლიო წესრიგს.






მათი მიზანია - გლობალური მსოფლიო დიქტატურა, ელექტრონული ფაშიზმი


დაფიქრდით. ამ ე. წ. ელიტური ოჯახებს სურთ სრულიად გადააკეთონ მთელი პლანეტის სოციუმი. ეს წარმოუდგენლად საშიში რამეა. აი ახლაც ადამიანებს გააჩნიათ განსხვავებული რელიგიები, შესაძლებლობა სადმე წავიდნენ ქვეყნის შიგნით, უცხოეთში, იფიქრონ, იცხოვრონ შედარებით თავისუფალი ცხოვრებით. ხოლო საიდუმლო მსოფლიო მმართველები ასე ფიქრობენ: "რატომ ცხოვრობენ ეს ადამიანები დღემდე ისე, როგორც ახლა? რადგან ხომ საკმარისია მათ უთხრა ასე ან ისე იცხოვრეთო და იცხოვრებენ. საჭიროა ამ ვითარების გამოსწორება".




მაშ, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომელიც გააუქმებს ყოველგვარ რელიგიას მსოფლიოში, ერთი მსოფლიო რელიგიის გარდა? თუმცა, ერთიანი მსოფლიო რელიგია კითხვის ქვეშაა, რადგან იქნება კი ის საერთოდ საჭირო, თუკი ადამიანებს ჩაუდგამენ ჩიპებს და ბიორობოტებად აქცევენ. ბიორობოტები მარტო საკუთარ საჭმელზეღა იზრუნებენ. ადამიანს წაართმევენ ყველაზე მნიშვნელოვანს - თავისუფლებას. ეს არის მსოფლიოში და საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება; ეს არის აზროვნების და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.

უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო მმართველებს სძულთ კაცობრიობა. მათ უბრალო ადამიანებისადმი არანაირი თანაგრძნობა არ გააჩნიათ. ისინი ადამიანებს მიიჩნევენ ნახირად, რომლებმაც უბრალოდ თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ.

მსოფლიო მთავრობა გეგმავს: შეამციროს პლანეტის მოსახლეობა, დატოვოს მხოლოდ საჭირო რაოდენობა და გარდაქმნას ისინი ბიორობოტებად - მომსახურე პერსონალად იმ მცირე ელიტური ოჯახებისთვის, რომლებიც ახლა მართავენ პოლიტიკასაც და ფინანსებსაც.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწრაფად ეჩვევიან ადამიანები სიახლეებს. და მსოფლიო მთავრობის გეგმებიც რაღაც აუხდენელ ფანტასტიკად სულაც არ გვეჩვენება. საკმარისია მათ დაიწყონ თავიანთი პროგრამის რეალიზება: ჩიპების ჩანერგვა და მსოფლიო პასპორტების შემოტანა, რომ მსოფლიო სწრაფად შეიცვლება. უკვე რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ კაცობრიობას შეუძლია დაივიწყოს, რომ ოდესღაც ის იყო თავისუფალი, გააჩნდა სახელმწიფო საზღვრები, რომ ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევდა რელიგიას, სულიერ და პიროვნული რეალიზაციის გზას.

ეს ძალიან წააგავს აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას. ეს შემზარავი ორგანიზაცია შექმნეს ბანკირებმა, რათა გაეკონტროლებინათ ყველა ფულადი მიმოქცევა ქვეყანაში. ეს მონსტრი დღეს მთელ მსოფლიოზე ახდენს ზეგავლენას და უკვე არავინ არ ლაპარაკობს ფედერალური სარეზერვო სისტემის საჭიროებასა თუ არასაჭიროებაზე. უკვე დიდი ხანია, რაც მას ყველა მიეჩვია, თითქოსდა ყოველთვის ასე ყოფილიყო. არავინ ამჩნევს, რაოდენ მყარად აქვს ფესვები გადგმული ამ სისტემა ამერიკულ საზოგადოებაში, და არა მარტო ამერიკულში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. არადა ყოველთვის ასე როდი იყო. ფედერალური სარეზერვო სისტემა შეიქმნა 1913 წელს. მანამდე ის არ არსებობდა და რამოდენიმე მცდელობა შექმნილიყო დღევანდელი ფსფ-ს მსგავსი ორგანიზაცია, ამერიკაში უცილობლივ წარუმატებლად მთავრდებოდა.

მომავალი შეიძლება იყოს ასეთი: ადამიანი-ბიორობოტები, როგორც კორიდორებში, დაიარებიან მიცემული მარშრუტებით და ღებულობენ ბრძანებებს ერთი ცენტრიდან. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ისინი იტყვიან ან თუნდაც გაიფიქრებენ, იმწამსვე ცნობილი ხდება იქ, სადაც საჭიროა. და ამის გამო მათ შეიძლება შეექმნათ სერიოზული პრობლემები. ჩიპს, რომელშიც არის მოთავსებული მთელი ვირტუალური ფული ან რაიმე კრედიტები; ჩიპს, რომელშიც ჩაკერებულია ყოველგვარი ინფორმაცია მის მფლობელ ადამიანზე, უბრალოდ გამორთავენ ამ შემზარავი ქსელიდან და ბიორობიტი სრულიად გამოვარდება მაცოცხლებელი სისტემიდან.




თავიანთ პროპაგანდისტულ, ჰოლივუდურ-მასონურ ფილმებში ისინი ძალიან ხშირად ეხებიან ამ თემას, ადამიან-ბიორობოტთა და ტოტალური კონტროლის თემას. ეს არის ამ ფაშისტური სისტემის თემა, რომლის ნამდვილ სახელსაც არ აჟღერებენ.

ამ სისტემის საკონცენტრაციო ბანაკში ადამიანები ბიორობოტებზე უმეტესნი როდი არიან, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ფუნქციებს ასრულებენ.

ახალი მსოფლიო წესრიგის ამ შემზარავ ლიდერებს სურთ შექმნან ახალი ცხოვრება, ოღონდ მათებურად. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პერსონებს, სავარაუდოდ, არ სწამთ ღმერთის. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენი სამყარო ეს გაუგებრობაა. მათ ხელშია მთელი ფინანსები, მაგრამ ვერ გაუგიათ თუ რა უხარიათ ადამიანებს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ ფული არა აქვთ. მათ, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონთ, რომ ადამიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უბრალოდ ცხოვრობენ, აჩენენ შვილებს და ზრდიან მათ, ისვენებენ, მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში და სხვა. მათ არ მოსწონთ ასეთი სისტემა. უფრო სწორედ, ეს სისტემა მათ აწყობთ, ოღონდ სურთ მისი სრულყოფილება, საიდანაც გაიტანენ არჩევანის თავისუფლებას, რომელიც ჯერ კიდევ დეკლარირდება რელიგიური და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ.

მათ არ სწამთ ღმერთის, მაგრამ სწამთ იმისა, რომ მათი სურვილისამებრ გადააკეთებენ მართვის სისტემას, რომელიც ადამიან-ბიორობოტთა მეშვეობით სამუდამოდ უზრუნველყოფს მათ გაუმაღძარ თვითკმაყოფილებასა და მუცელღმერთობას. ხოლო ადამიანი-ბიორობოტები უბრალოდ იმუშავებენ ელიტისთვის, ჯერ შეეჩვევიან, შეეგუებიან თავიანთ ახალ ამპლუას, შემდეგ კი დაივიწყებენ, რომ კაცობრიობა ოდესღაც თავისუფალი იყო. აი ასეთი არასახარბიელო სურათი იხატება ელიტარული ოჯახების, ოკულტისტებისა და ანტიქრისტეს მსახურთა საოცნებო მომავალში.

ოკულსტისტების ამ ოჯახს სურს მთელი დედამიწის სრული კონტროლი. მათ თვითონ სურთ ისარგებლონ უკაცრიელი ზღვის პლიაჟებით პლანეტაზე, დალიონ სუფთა, კამკამა წყაროები, ვილადან ვილაზე გადაფრინდნენ სუპერთვითმფრინავებით და სხვა. და ისინი ამგვარი წყობის დამყარებას აპირებენ სამუდამოდ, დაუსრულებლად.


ხოლო ბიორობოტებს, მათი აზრით, 1 Х 1-ზე გათვლილი მცირე ბოქს-ოთახიც და ვირტუალური სამყაროც ეყოფათ. ასეთი ბიორობოტი, როგორც ოცნებობენ ამაზე მსოფლიო მმართველები, სახლში რომ მოვა, ჩაერთვება ინტერნეტში (შეიძლება ეს ინტერნეტი იმ დროისთვის უკვე თავში ჩაუნერგონ ჩიპის სახით), და დავიწყებას მიეცემა ვირტუალურ გარემოში, დაათვალიერებს სურათებს, უყურებს ფილმებს და იცხოვრებს გამოგონილ და ილუზორულ სამყაროში.



ამ ბიორობოტებს არ ეცოდინებათ სხვა, ნამდვილი, ლამაზი ბუნების სამყარო, რადგან ისინი დახურული ქალაქების სპეციალურ სამრეწველო კვარტალებში იცხოვრებენ. ამ ქალაქების მიღმა გადაიშლება სუფთა, ნამდვილი, საოცარი სამყარო, მაგრამ ის მისაწვდომი იქნება მხოლოდ მსოფლიო მთავრობის წევრთათვის. აი როგორი მსოფლიოს შექმნაზე ოცნებობენ ახალი მსოფლიო წესრიგის ელიტარული ოჯახები.

ისინი დაეუფლებიან დედამიწის სიმდიდრეს და იცხოვრებენ სუფთა სამყაროში. ისინი ელტვიან ამ წესრიგის მიღწევას, რათა სამუდამოდ მათ დარჩეთ, ხოლო დაჩიპული ადამიანი-ბიორობოტებს უბრალო პირუტყვთა მოთხოვნილებებამდე და დონემდე ჩამოიყვანენ, რათა მათ უბრალოდ მიიღონ საჭმელი, ზოგიერთი ემოციური შთაბეჭდილება ინტერნეტის მეშვეობით, რომელსაც თავიანთ ბოქს-ბინებში მიეცემიან და შეასრულებენ ფუნქციებს, რომელთაც მსოფლიო მთავრობა მათ მიანიჭებს.




უკვე დღეს კომპანია Google ამუშავებს სუპერ-დისპლეის მქონე თავის ინოვაციურ სათვალეებს. ეს არის სათვალე, რომლებიც უცერემონიოდ იჭრებიან მათი მფლობელების ცხოვრებაში, ელაპარაკებიან მათ ამინდზე, ხან უხატავენ ფასიანი ქაღალდების კოტირებას ან კიდევ რაიმე სხვას. ასეთი სათვალე ქუჩაში ნორმალურად გავლის საშუალებასაც კი არ მოგცემს. ეს არის მუდმივი სტრესი ტვინისთვის, ყურადღების მუდმივი გაფანტვა ან გადატანა ათასგვარ წვრილმანზე. აი ასეთ "სასწაულებრივი" ტექნოლოგიების შემუშავებას გეგმავენ Google-ს ლიდერები კაცობრიობისთვის, და გვარწმუნებენ, თითქოსდა ეს გამოგონებები აუცილებელი იყოს ჩვენთვის.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/9olZi3bkJzA" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/IQQhPUKljLc" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>

Google-ს ებრაელი დამფუძნებელი სერგეი ბრინი, ამასწინათ აცხადებდა, რომ ოცნებობს იმ დროზე, როდესაც შეძლებს ინტერნეტის პირდაპირ ადამიანის ტვინთან შეერთებაზე, რათა ის მუდმივად ქსელში იყოს. კარგად დაუფიქრდით ბრინის იდეას. განა ნორმალურ ადამიანს შეიძლება ასეთი რამ თავში მოუვიდეს? მხოლოდ დაკვირვებული ადამიანი თუ მიხვდება, ვის ინტერესებს შეიძლება ბრინი და მისთანანი ემსახურებოდნენ.

დღეისთვის ინტერნეტი და საერთოდ ციფრული ტექნოლოგიები შვიდმილიანი ნაბიჯებით ვითარდება და არსებობს ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შემთხვევითი როდია; რომ კავშირების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ნანორობოტიკის მთელი ეს ბუმი შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დაჩიპონ ადამიანები და დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი.

ეს რომ ცარიელი ლაყბობა არ არის, შეიძლება დავრწმუნდეთ ბილდერბერგის წევრის ზ. ბჟეჟინსკის წიგნით "ტექნოგენური ერა". ამ წიგნის გადმოწერა, ინტერნეტში ფაქტობრივად შეუძლებელია (თუმცა, ამ ბოლო დროს გამოჩნდნენ საიტები, რომლებიც გვთავაზობენ ამ წიგნს, ან მცირე ციტატებს მისგან), რამეთუ მასში ლაპარაკია იმაზე, რაც არ უნდა იცოდნენ მათ, ვინც უნდა გარდაქმნან ბიორობოტებად.



გლობალისტებს ბილდერბერგიდან (Bilderberg) მსოფლიოს გადაკეთება სურთ


მსოფლიო ლიდერებს სურთ, რათა მართვის საბანკო კორპორატიული სტილი მთელ დედამიწაზე ეროვნულ თვითმყოფადობაზე მაღლა იყოს; რათა ის სისტემა, რომელიც მათ ჩაიფიქრეს, იყოს ზეეროვნული, ზესახელმწიფოებრივი. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ლაპარაკობდა დ. როკფელერი (სამმხრივი კომისია, ბილდერბერგის ჯგუფი).

მოცემული მომენტისთვისაც, უფრო გონიერი მოწინააღმდეგე იგებს, რადგან უბრალო ადამიანები, უმეტესწილად, თითქმის პირუტყვებად გადაიქცნენ. და თუ თვით ადამიანები გონს არ მოეგებიან, ახალი მსოფლიო ელექტრონული წესრიგი უფრო ადრე დადგება, ვიდრე ამას თვით ილუმინატები გეგმავენ.




უბრალო ადამიანებს, რომელთა დაჩიპულ ბიორობოტებად გადაკეთებაა დაგეგმილი, ფული არა აქვთ, სამაგიეროთ აქვთ უნარი შეიმეცნონ საგნები, გაიგონ თუ ვინ ვართ ჩვენ ადამიანები და საითკენ მივდივართ.

ჯერ კი საქმე ისე მიდის, რომ ქუჩაში მდგომი ბრბოსგან, რომელიც ტაშს უკრავს იმ პირველ "ბედნიერ" ადამიანს, ვისაც გაუმართლა და პირველი გაყიდვების დღეს ახალი აიფონი ან აიპადი იყიდა, თითქოსდა რაიმე გმირობა ჩაედინოს, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.




ასეთი უპასუხისმგებლო ინდივიდები, რომლებისთვისაც მორიგი სათამაშო, აიპადი ან რაიმე სხვა დევაის/გაჯეტი საკუთარ სულზე და გონებაზე უფრო ძვირფასია - ბრწყინვალე სამიზნეა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის მათი მასობრივ-იდეური და პრაქტიკული დამუშვებისთვის.

მხოლოდ გაერთიანება, ამ საკითხის და მომავალი უბედურების შეგნება, მომხმარებლური საზოგადოების ამაზრზენი იდეებისგან განშორება თუ შეაკავებს და იდეაში გააუქმებს სამყაროს იმ სურათს, რომელიც კულისებსმიღმა მდგომმა მოთამაშეებმა რომ დაგეგმეს; რომლებიც ელიტარულ ოჯახთა კლანების წევრები არიან და თავს ახალი სამყაროს შემოქმედებად თვლიან.

აღსრულდება თუ არა ეს სურათი, რაც ზემოთ დაიხატა, გახდება თუ არა ის რეალობა, დამოკიდებულია არა მარტო ახალი მსოფლიო წესრიგის მქადაგებელთაგან, არამედ ყველა ჩვენთაგანისგანაც. და პირადად შენგანაც ძვირფასო მკითხველო.

დიახ, სისაძაგლეს იზრახვენ ახალი მსოფლიო წესრიგის იდეოლოგები, ანტიქრისტეს მსახურები და მონები, მაგრამ სწორედ ქრისტეანთა შეუდრეკელი წინააღმდეგობის გამო მათი ჩანაფიქრს აღსრულება არ უწერია. რამეთუ: "ზედააღუდგე მათ, - იტყჳს უფალი საბაოთ, და წარვწყმიდო სახელი მათი და ნეშტი და თესლი, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: და დავდვა ბაბილონი ოჴრად" (ესაია 14:22).

მომზადდა ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню