პუბლიკაციები - პუტინი - გადამრჩენელიდან ანტიქრისტეს წინამორბედამდე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

პუტინის სტატუსი რუსეთში:

გადამრჩენელიდან - ანტიქრისტეს წინამორბედამდე

ვლადიმირ პუტინი

მოსკოვის საპატრიარქოს მღვდლები სხვადასხვანაირად აფასებენ პუტინის სტატუსს: გადამრჩენელიდან ვიდრე ანტიქრისტეს წინამორბედამდე.

"Религия в Украине"-ს ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს ცნობილი მღვდელმსახურები რადიკალურად განსხვავდებიან ვლადიმირ პუტინის როლთან დაკავშირებით მსოფლიო ისტორიაში. შეფასებები მერყეობს "გადამრჩენელიდან" ვიდრე "ანტიქრისტეს წინამორბედამდე".

ასე, მაგალითად, რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციოზური მისიონერი დეკანოზი ანდრია ტკაჩევი, რომელსაც ხშირად იწვევენ საქადაგებლად საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე , 2016 წლის ოქტომბერს გამოვიდა მილოცვებით რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მართლმადიდებლურ ტელეარხ "Царьград"-ზე გადაცემაში "წმიდა სიმართლე - პუტინი ღმერთმა გვიბოძა" ("Святая правда - Путина дал нам Бог"). პუტინის დაბადების დღეს დეკანოზმა ანდრიამ ის შეადარა წმიდა ალექსანდრე ნეველს და ისრაელის მეფე დავითს, ასევე ადამიანებს, რომლებიც "იაფფასიანი რაინდობის სამოსს არ იცვამენ" და რომლებიც "ეთანაწყობიან ცხოვრებას, რათა იპარონ და იცხოვრონ სხვის შრომაზე", არამედ თვითონ ქმნიან ისტორიას.




"ჩემის აზრით, - თქვა მამაო ანდრია ტკაჩევმა, - სწორედ ასეთი ადამიანია მონა ღვთისა ვლადიმირი, ძე ვლადიმირისა, გვარად პუტინი, რომელაც ჩვენ - ახლა მე ვლაპარაკობ მათი სახელით, ვისაც ის უყვარს, პატივს სცემს მას და მადლობელია მისი, ლიდერობისთვის მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, - დღეს ვულოცავთ მთელი გულით და სულით, და ვეუბნებით: "დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა...". და ჩვენ მადლობელნი ვართ ღვთისა, პუტინისა და ვევედრებით ღმერთს, რათა მან მრავალჟამიერობა მიანიჭოს მას და კარგი გარემოცვა". რადგან "შინაგანი მტერი - ის ყოველთვის გარეგანზე უფრო საშიშია", განმარტა თავისი სურვილი მოსკოველმა დეკანოზმა.

რუსი ხალხის სახელით მღვდელმა დადო პირობა რომ დაეხმარება პუტინს - "ნამდვილ კაპიტანს", რომლის წყალობითაც, "ხომალდი ან გადარჩება მგზავრებითურთ, ან მასთან ერთად გავიზიარებთ მის ხვედრს ზღვის ფსკერზე".

ამავე თვეს პატრიარქ კირილეს (გუნდიაევი) სულიერმა მოძღვარმა სქიარქიმანდრიტმა ილიამ (ნოზდრინი) რუსულ ყოველკვირეული გაზეთისთვის "არგუმენტები და ფაქტები" ("Аргументы и факты") მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოს ომისგან იცავს ოდენ ვლადიმერ პუტინის პირადი ნებისყოფა: დღეს ჩვენი პრეზიდენტი ავლენს სიყვარულს და მოწყალებას უცხოეთის სიძულვილისადმი. ღმერტო, ეს რა მოთმინება გააჩნია ჩვენს პრეზიდენტს. სხვა მმართველი რომ გვყოლოდა, უკვე ომი იქნებოდა დაწყებული. მხოლოდ მისი მოთმინება, მისი თავდადება, მისი ლმობიერება იცავს მსოფლიოს ახალი ომისგან"
(საინტერესოა რა დაუშავა პუტინს საქართველომ, ერთმორწმუნე ქართველმა ხალხმა, რომელსაც ჯერ აფხაზეთი წაართვა, შემდეგ სამაჩაბლო და ნელ-ნელა მოაცოცებს თავის საზღვრებს საქართველოს დედაქალაქისკენ. რატომღაც აქ არც რუს მღვდელმსახურებს და არც თვით პუტინს არც მოწყალება ახსოვთ, არც ერთმორწმუნე ძმების, ქართველების სიყვარული გააჩნიათ და არც ლმობიერების ნიშანწყალი ატყვიათ, ისეთ სისასტიკეს იჩენენ. ჩანს, პუტინის "ლმობიერება" და "ნებისყოფა", უფრო სხვა რამით არის განპირობებული და მის მრისხანებას მსოფლიო მასშტაბით სხვა რამ აკავებს - "აპოკალიფსისის" რედ.).



მაგრამ, სრულიად საწინააღმდეგო აზრისაა ვლადიმირ პუტინის საქმიანობაზე რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ყოფილი პირველი მოადგილე და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა ექს-მეთაური არქიმანდრიტი კირილე (გოვორუნი).საიტ "Glavcom"-ის ფბ-გვერდზე არქიმანდრიტი კირლე წერს: "ჩემი აზრით, პუტინი არის ანტიქრისტე. არ არის სავალდებულო იმ უკანასკნელ ანტიქრისტედ მივიჩნიოთ იგი, მაგრამ ის ნამდვილად არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი წინამორბედი, რომელმაც მოაწყო გენერალური რეპეტიციები... პარაზიტირებს რა ქრისტიანობაზე, მაგრამ მასში მთავარს ცვლის მეორეხარისხოვნით, საკუთარ სამეფოს სიცრუეზე, ქურდობასა და მკვლელობებზე აშენებს. ეს არის ყალბი მესია, რომელიც გახდა ორიენტირი და წინამძღოლი გახდა მათთვის, ვისთვისაც საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა ნამდვილი მესია იესუ ქრისტე".

წყარო: portal-credo.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню