პუბლიკაციები - პროექტი - უცხოპლანეტელთა შემოსევა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ანდრია გორბუნოვი

პროექტი - "უცხოპლანეტელთა შემოსევა"

უცხოპლანეტელები

ამ რამოდენიმე ხნის წინ, ჩვენი საიტის რედაქციამ მიიღო ერთ ერთი მკითხველის წერილი, სადაც ის გამოთქვამდა თავის უკმაყოფილებას ე. წ. ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა შესახებ გამოქვეყნებული ჩვენი წერილებისა და ინფორმაციების გამო. მკითხველს პასუხი გავეცით, მაგრამ დაგვრჩა ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. გრძნობა იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენი საიტის მკითხველებს ჯეროვნად ვერ ვაწვდით საჭირო ინფორმაციას ამ თემაზე. ცხადია, ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანები შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ სხვა პლანეტებზე თითქოსდა არსებობენ გონიერი არსებები, რომლებიც ჩამოაკითხავენ ცოდვებში დანთქმულ კაცობრიობას და მას კატასტროფისგან იხსნიან; რომ თითქოსდა დადგება ერა, როდესაც კაცობრიობა ამ ე. წ. "ჰუმანოიდებთან" ერთად ფრთებს გაშლის, უსასრულო კოსმოსში გაიჭრება და ფანტასტიკურად განვითარდება. ეს ყველაფერი გახლავთ ეშმაკის მიერ კაცთა საცთუნებლად შემოგდებული სატყუარა. ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება ანტიქრისტეანულ ძალთა მიერ. ამაოდ ხომ არ არის ნახსენები წმიდა წერილში, რომ ანტიქრისტე საკვირველ სასწაულებს იქმს ზეცაში და ცეცხლსაც კი გადმოიყვანს, რომ აცთუნოს მართალნიც კი თუკი შესძლებს. სწორედ ანტიქრისტესთან მიმართებაში განვიხილავთ ჩვენ "ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა" ფენომენსაც. ჩვენის აზრით, სატანურ ძალთა მხედრობა, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება ქრისტეანულ ძალთა წინააღმდეგ, თავის შემაძრწუნებელ და შესაზარ ძალას სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის დროს გამოამჟღავნებს. მისი მოსვლა იმდენად მაცდური და იმდენად დამაჯერებელი იქნება ხორციელად მცხოვრები და მოაზროვნე კაცობრიობისთვის, რომ დაიჯერებენ ნებისმიერ ტყუილს, ყველაზე ფანტასტიკურსაც კი, რომელსაც ეს მტარვალი მათ შესთავაზებს. მხოლოდ მცირდენი იფხიზლებენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ და აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს, ცდილობენ მხედველობის არედან არ გაუშვან ცხოვრების ჰორიზონტზე გამოჩენელი ერთი დეტალიც კი, რომელიც შესაძლოა ხვალ უდიდეს ქარიშხლად გარდაიქცეს. ქრისტეანები მოუმზადებლები როდი შეხვდებიან ამ ქარიშხალს და მზადყოფნაში თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისი როლი უნდა შეასრულოს. ვასრულებთ მას ჩვენც, როდესაც, თუნდაც ჩვენი საიტის, "აპოკალიფსისის" მეშვეობით ვამცნებთ მკითხველს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. სულ ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა ანდრია გორბუნოვის სტატია სახელწოდებით, "უცხოპლანეტელთა შემოჭრის შესახებ", რომელიც ჩვენს თვალსაზრისს ემთხვევა ამ საკითხზე. როგორც ჩანს, მარტო ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ შესაძლოა განვითარდეს ანტიქრისტეს შემოყვანის კოსმიური სიუჟეტი. დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ უყურადღებოდ ამგვარი ფაქტების დატოვება დანაშაულად გვიჩნს. როგორ მოვა ანტიქრისტე და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ მხოლოდ მოვლენებს ვაკვირდებით და ვაცნობთ მას ფართო საზოგადოებას განსჯისათვის.

ავტორის წინათქმა




პორტალზე "მოსკოვი - მესამე რომი" ამასწინათ გამოქვეყნდა ჩემი სტატია "საჭიროა, რომ ძლიერად დაუბეროს", რომელშიც არის ასეთი აბზაცი: "მსოფლიოს მმართველნი", რომლებიც ეშმაკს ემსახურებიან და დედამიწაზე მის ღმრთითბრძოლ პროექტებს ახორციელებენ, მსოფლიოს ჯერ საბჭოთა საშიშროებით აშინებდნენ (რომელიც, სხვათა შორის, თვითონვე შექმნეს - "აპოკ". ადმ.), ახლა კი მათ დაიწყეს საინფორმაციო კამპანია უცხოპლანეტელთა შემოჭრის შესახებ. "ბოროტ" უცხოპლანეტელთაგან, ალბათ, "კეთილი" უცხოპლანეტელები დაგვიცავენ, რომლებიც (ერთიც და მეორეც) დემონები არიან "პარალელური სამყაროდან", რომელსაც დღეს, მასონური "მსოფლიო მთავრობის" მიერ მოსყიდული "ახალი ფიზიკოსები" აქტიურად ამჟღავნებენ და "გასაოცარ" აღმოჩენათა რიგს განაკუთვნებენ (კერძოდ, "დიდი ადრონული კოლაიდერის" დახმარებითაც).

ხსენებული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩემმა ერთმა მეგობარმა მიიღო ელექტრონული წერილი, რომელშიც, ჩემის აზრით, გადმოცემულია, მეტად საინტერესო მსჯელობა და ვარაუდები ზემოთხსენებულ ციტატაში გამოთქმულ შეხედულებებთან დაკავშირებით. ქრისტეან ძმებსა და დებს განსასჯელად ვთავაზობ ამ წერილს (მცირედი ცვლილებებით და დამატებებით).

ჩემის მხრიდან კი მსურს დავამატო, რომ მათ შორის, ვინც შესაძლოა ამ წერილს გამოეხმაურონ, სავარაუდოდ გამოერევიან ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც წარმოადგენენ მასონთა დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ან საიდუმლო უწყებათა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს; მათი მიზანი ხომ მსგავსი მასალებისადმი მოსახლეობის ნდობის შერყევაა. ისინი მათ "სისულელედ", "უაზრობად", "ფანტაზიად" და ა. შ. აცხადებენ, სინამდვილეში კი ეწევიან საინფორმაციო-იდეოლოგიურ დივერსიას ქრისტეანობის წინააღმდეგ.

მღვდელი ანდრია გორბუნოვი.

უცხოპლანეტელები

მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი უცხოპლანეტელთა შემოჭრის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მასონებისა და სატანისტების "მსოფლიო მთავრობის" ხელში ერთგვარი მათრახი იქნება დედამიწის მოსახლეობის ერთ ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკში შესაყრელად და მათზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ადრე ამ მიზნებისთვის ისინი "საერთაშორისო ტერორიზმის" საშიშროებას იყენებდნენ (რომელიც, სინამდვილეში, როგორც თვითკმარი და დამოუკიდებელი მოვლენა, არ არსებობს). კარგად ვუწყით, რომ იგივე ტერორიზმი, ეს არის ხელოვნური მოვლენა, რომელსაც "მსოფლიო, საიდუმლო მთავრობის" ბოსები აკონტროლებენ და რომლის წარმატებით განხორციელებისთვის იყენებენ სიღარიბეს და უმეცრებას. გაუნათელებელი და ფანატიკოსი ადამიანების დახმარებით ისინი გამუდმებულ შიშსა და ძრწოლაში ამყოფებენ დანარჩენებს და ამით მოხერხებულად აკონტროლებენ როგორც ერთს, ასევე მეორეს.

მაგრამ ეს "ტერორიზმი" ჯერ კიდევ ვერ ქმნის ერთიან საზოგადოებას, არამედ ჰკრავს ტერორიზმის მსხვერპლ საზოგადოებას თავდამსხმელთა წინააღმდეგ და პირიქით. ასე, მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბერს დასავლეთის ქვეყნებმა შექმნეს ალიანსი ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის ეგიდით. ეს ძალიან მოხერხებული იყო, რადგან წინდაწინვე ქმნის შაბლონს, რომელიც შესაძლოა მიუყენონ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ან ადამიანთა ნებისმიერ საზოგადოებას, რათა შემდეგ "ჩაჰქოლონ".

ტერორიზმის ინიციატორებად და შემსრულებლებად გამოცხადდნენ რადიკალური მუსლიმური მოძრაობები, ანუ მთელი მუსლიმური სამყარო ავტომატურად მოექცა არასაიმედო კატეგორიის ქვეშ, რამაც შექმნა სტიმული თვით მუსლიმური სამყაროს კოოპერაციისთვის, დასავლეთის დაუსაბუთებელი თავდასხმების წინააღმდეგ. ამგვარად, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით შეიქმნა ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი - წარმოიშვა გლობალიზაციის პირველი სტადია.

მაგრამ კარგად თუ დავფიქრდებით, ცხადი გახდება, რომ ტერორიზმთან ბრძოლის იდეა არ გახლავთ საბოლოო მექანიზმი მთელი მსოფლიოს ერთი მმართველისადმი დასაქვემდებარებლად და ერთი გლობალური რელიგიის დასაფუძნებლად, ეს არის მხოლოდ შუალედური სტადია. თუმცა, მან საკმაოდ კარგად მოამზადა ნიადაგი, რადგან შესაძლებლობა მისცა ანტიქრისტეანულ ძალებს გამუდმებულ შიშშსა და ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში ამყოფოს ადამიანთა ფართო მასები. მაგრამ, ამ ტალღაზე შეუძლებელია მოიყვანონ ანტიქრისტეს ძალაუფლება როგორც პროდასავლურ (მამონურ), ასევე აღმოსავლურ (მუსლიმურ-წარმართულ) სამყაროში. ამისთვის საჭიროა ისეთი საერთო საფრთხე, რომლის წინაშეც თანაბრად შეძრწუნდებოდა ერთიც და მეორეც. ამ ამოცანის შესრულება და საკმაოდ ეფექტურადაც, შეუძლია არამიწიერი ცივილიზაციების შემოჭრისა და ჩარევის საშიშროებას.

ამ მოვლენის წანამძღვრები გაანგარიშებულია იმაზე, რომ ადამიანები შინაგან უთანხმოებებსა და წინააღმდეგობებს მხოლოდ საერთო და გარეშე საფრთხის წინაშე ივიწყებენ. ეს საშიშროება არა მარტო რეალური უნდა იყოს, არამედ უშუალოც - "უცხოპლანეტელებისგან" უნდა დაიღუპონ რეალური ადამიანები და განადგურდნენ რეალური ქალაქები. ამ საფრთხის მასშტაბი უნდა აღემატებოდეს 9/11 ტრაგედიის მასშტაბებს. ამას ითხოვს ჟანრის კანონი, ასევე ის ფაქტი, რომ ახალმა ტრაგედიამ უნდა გადალახოს ადრე გამომუშავებული იმუნიტეტი მსგავს ღონისძიებებზე.

ეს საშიშროება მთელი კაცობრიობის ყურადღებას დროებით მიაპყრობს იმისკენ, რაც მასთან იქნება დაკავშირებული. შეიქმნება მაქსიმალურად კომფორტული პირობები მასების ცნობიერების იდეოლოგიური დამუშავებისთვის, რომელსაც მიაწვდიან ახალ ინფორმაციას, ახალ რელიგიურ შეხედულებებსა და წარმოდგენებს. ამ დროს ფაქტობრივად მოხდება ახალი, სატანური რელიგიის დაფუძნება და დღეს არსებულ რელიგიათა მსხვრევა. "ცუდ" უცხოპლანეტელებთან ერთად გამოჩნდებიან "კეთილი" ჰუმანოიდებიც, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ პირველთ და არა მარტო კეთილგანწყობას გამოავლენენ დედამიწელთა მიმართ, არამედ კაცობრიობაზე მოწევნული დამონების ან უბრალოდ ფიზიკური გაქრობის "საშინელი უბედურებიდან" ხსნის "ერთადერთ გზას" შესთავაზებენ. როგორც ოთხმოცდაათიანი წლების ბანდიტები, "ცუდები" "კეთილ" უცხოპლანეტელებთან მირეკავენ ადამიანებს, რითაც გააერთიანებენ მათ "კეთილების" გარშემო და ამ უკანასკნელთ ადამიანთა ნდობასაც მოუპოვებენ. პლანეტარულ დონეზე გათამაშდება კეთილი და ბოროტი გამომძიებლის ბანალური თამაში.

შემდეგ, "კეთილთა" შორის გამოჩნდება ვინმე ინდივიდი, რომელიც იქნება ყველა იმ "სიკეთის" განსახიერება, დედამიწელებს "კეთილი უცხოპლანეტელები" რომ მოუტანენ. მაგრამ, თუნდაც ყველა მტრისგან გამათავისუფლებელი და "თანამედროვეობის ყველა გლობალურ პრობლემის" (მაგ. ომების, შიმშილის, რესურსების სიმწირის, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ა. შ.) მომგვარებელიც რომ იყოს, ადამიანებს გაუჭირდებათ სრულიად მიენდონ და გაერთიანდნენ ვიღაც უცხოპლანეტელი არსების გარშემო, ამიტომაც "სიკეთის" ეს განსახიერება იქნება აბსოლუტურად ადამიანის მსგავსი. ერთსა და იმავე დროს, ქრისტეს მსგავსად, ის იქნება მიწიერი ადამიანიც და არამიწიერი არსებაც. ის მესიად და კაცობრიობის მხსნელად გამოცხადდება; ის იქნება "ავატარი", ანუ ღმრთის განხორციელება დედამიწაზე.

ოღონდ, ქრისტესგან განსხვავებით, ის მოვა რათა კაცობრიობა იხსნას არა სულიერი სიკვდილისა და ცოდვის მონობისგან, ასევე უხილავ (შინაგან) ვნებათა და მიდრეკილებათაგან, არამედ სრულიად კონკრეტული, გარეგნული მტრისგან, რომელსაც ფიზიკური სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. ის მოვა არა იმისთვის, რომ მარადიული სიცოცხლე უბოძოს ადამიანის უკვდავ სულს ღმრთის სასუფეველში, არამედ იმისთვის, შეინარჩუნოს და გაახანგრძლივოს ხორციელი, მიწიერი ცხოვრება. ასეთი მესიის მიღება უფრო ადვილი იქნება კაცობრიობის მატერიალისტური შეგნებისთვის, მითუმეტეს ხორციელი ტანჯვისა და ფიზიკური განადგურების საშიშროების ფონზე.

"ცუდ უცხოპლანეტელებს" შეარქმევენ "რუხებს" ანუ დემონებს, ხოლო "კეთილ უცხოპლანეტელებს" (მოსულებს "პარალელური სამყაროდან", რომელიც ვითომცდა ყოველთვის არსებობდა ჩვენს გვერდით, ოღონდ საჭიროების გარეშე აშკარად არ ამჟღავნდებდა თავის არსებობას) - ანგელოზებად და "უზენაესი გონის" წარმომადგენლებად. ანტიქრისტეს მესიას შეარქმევენ (უწოდებენ მას ქრისტეს - მაჰდის - ბუდას...), სატანას - ღმერთს; ჭეშმარიტი ღმერთი, ამ დროს, "დედამიწელთა" მასობრივ შეგნებაში დამხობილი იქნება.

რადგან "კეთილი" უცხოპლანეტელები პარალელური სამყაროდან გამოვლენ დამცველთა და მფარველ ანგელოზთა როლში, ეს ავტომატურად აამაღლებს მათდამი და მათი ცოდნისადმი ნდობას, რომლებსაც ისინი დედამიწელებს მოუტანენ. ცოდნას კი დაახვავებენ დედამიწაზე. სხვათა შორის, ეს ცოდნა უკვე არსებობს სამყაროში და მსოფლიო მომზადებულია მათი, ასე ვთქვათ, გლობალიზაციისა და ტოტალიზაციისთვის (ის დამკვიდრდება როგორც უალტერნატივო სიახლე, ყველა მისი უარმყოფელისა და სხვაგვარად მოაზროვნისა და სხვაგვარად თაყვანისმცემელის "ლიკვიდაციის " გზით).

ამ ცოდნას XX საუკუნის დასაწყისიდან კარნახობდნენ ე. წ. "უმაღლესი სასულიერო იერარქიის" წარმომადგენლები, "ამაღლებულნი მეუფენი" და ანგელოზები (დაცემულნი) და დღეს წარმოადგენენ "მერწყულის ახალი ეპოქის" (New Age) მომავალი რელიგიის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს... მომავალი "კეთილი უცხოპლანეტელები" განამტკიცებენ ნდობას ამგვარი ცოდნის მიმართ, მოახდნენ მათ სისტემატიზაციას, დააკონკრეტებენ მას და მასებში გაიტანენ საქადაგებლად. New Age-ის სწავლების ფუნდამენტზე აშენდება ახალი რელიგია.

თავის დროზე, ალისა ბეილი, რომელსაც განაკუთვნებენ ტერმინის New Age (ახალი ერა) შემოტანას, ამ დროის შესახებ ამბობდა: "იმისთვის, რათა დედამიწაზე გაჩნდეს ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რელიგია, რომელსაც მსოფლიო ელოდება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სწავლებათა შერწყმა და ურთიერთსინთეზირება უნდა მოხდეს". სწორედ ეს რელიგია გახდება მსოფლიოს ახალი, სატანური რელიგია, რომლის ბაირაღქვეშ გაერთიანდება მთელი კაცობრიობა (1)
(ცხადია, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელ ქრისტეანთა გარდა, რომლებიც ძალიან მცირედნი იქნებიან). ხოლო სატანის "ავატარი" (ანუ ანტიქრისტე) ამ რელიგიაში იქნება მღვდელმთავარიც და მეფეც (როგორც მელქისედეკის ყალბი მსგავსება); ის გახდება განადგურების საშიშროების წინაშე მდგომი გაერთიანებული კაცობრიობის სულიერი და საერო ლიდერი.

კაცობრიობის უდიდესი ნაწილი მოტყუვდება და ამ მტარვალს ჭეშმარიტ მაცხოვრად - მესიად მიიღებს. მრავალი ქრისტეანიც ზურგს აქცევს ქრისტეს, როგორც ღმრთის ძეს და ჭეშმარიტ ღმერთს, უარყოფენ ქრისტეს და მას მხოლოდ ერთ ერთ წინა "ავატარად" და "ამაღლებულ მეუფედ" აღიარებენ.

და ეს ყოველივე მოხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ, იქნება ერთი ქვეყანა და ერთი ხალხი, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაექვემდებარება ამ დემონურ საცდურს. იქნება დროის მოკლე პერიოდი, როდესაც ანტიქრისტეს ძალმომრეობას გაქცეული საღად მოაზროვნე ადამიანები შესძლებენ თავი შეაფარონ ამ ხალხს. ეს ქვეყანა იმ დროს, ქრისტესავით მიტოვებული იქნება: ბოროტება იზეიმებს მასზე; იქნება იგი ფიზიკურად უძლური და დაჭრილი მზაკვარი ქვეყნებისა და ხალხების მიერ... ღმერთი თითქოსდა განუდგა მას და მიატოვა იგი... მაგრამ, სულიერად აღსდგება იგი და უხილავ წმიდა ძალთა მიერ ძღვანებული მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს ანტიქრისტეს, მის მაჩანჩალებსა და სატანის მსახურებს
(2).

______________________________

1. მსოფლიო მასონობის უზენაესი მოგვი, ალბერტ პაიკი (ერთ ერთი უმთავრესი მასონი იდეოლოგი, "მასონური ბიბლიის" ავტორი, რომელიც, როგორც თვითონ აღიარებს, სატანის კარნახით დაწერა), რომელმაც (ალბათ ისევ ჯოჯოხეთის კურატორის შთაგონებით) სამი მსოფლიო ომის მეშვეობით მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩაგდების პროგრამა შეიმუშავა, წერდა: "მასონობის სრული ზეიმისთვის დაგვჭირდება სამი მსოფლიო ომი; მესამეში განადგურდება მუსლიმური სამყარო, რომლის შემდეგაც ჩვენ მოვახდენთ გიგანტურ სოციალურ რყევას, რომლის საშინელებები აჩვენებენ ურწმუნოების დამღუპველობას. რევოლუციური უმცირესობა განადგურდება, ხოლო ქრისტეანობაში იმედგაცრუებული უმრავლესობა... ჩვენგან მიიღებს ლუციფერის სწავლების ჭეშმარიტ ნათელს".

2. რედაქციისგან: არსებობს არაკანონიკური ძეგლი, "ქებაი და დიდებაი" ქართულისა ენისაი, რომელშიც ვკითხულობთ: "დამარხულ არს ენაი ქართული (ანუ ქართველი ერი - რედ.) დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა (ანუ ყოველ ხალხს - რედ.) ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის წინასწარმეტყველება ჩვენი ხალხის ბოლოჟამინდელ მოწამეობრივ ღვაწლზე, ენით აუწერელ გმირობასა და ვაჟკაცობაზე, რასაც ქართველები გამოიჩენენ იმ დროს, როდესაც ანტიქრისტეს მალემსრბოლები და "მოციქულები" მთელს მსოფლიოს მოეფინებიან და მოსთხოვენ ყველა ხალხს ქრისტეს უარყოფასა და მის თაყვანისცემას.

არსებობს გადმოცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო, როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყანა, ბოლო ჟამს გაბრწყინდება. ჩვენი ერის გაბრწყინვებას ჩვენ სწორედ ამგვარ გმირობას ვუკავშირებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ერი, რომელიც მართლაც აჩვენებს მსოფლიოს, თუ როგორ უნდა ქრისტეს ერთგულება...

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню