პუბლიკაციები - დაიცავით ღვთის ჭეშმარიტება, ანუ კატასტროფული ომის მოლოდინში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

დაიცავით ღმრთის ჭეშმარიტება!

ანუ

კატასტროფული ომის მოლოდინში

აპოკალიფსისი

მართლმადიდებლურმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა "მოსკოვი - მესამე რომი" (Москва Третий Рим» http://3rm.info) სათაურით "Тяжелая война будет! Сотни миллионов людей погибнут!" ("იქნება უმძიმესი ომი, სადაც ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპება!"), გამოაქვეყნა ჩერნოვცის ეპარქიის ვიკარიუსის ეპისკოპოს ლონგინოზის (ჟარა) ქადაგება (ვიდეოს ტექსტური სტენოგრამა:  https://www.youtube.com/watch?v=CKFjgiAvsLc).

"(დასაწყისში გაწყვეტილია) ... ზოგიერთებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, რათა ბედნიერები ვყოფილიყავით, დღეს კი დაბერებულნი და უძლურნი ჩვენგან მივიწყებულნი არიან. ისინი დაბერდნენ, ჩვენთვის იბრძოლეს, ჩვენ კი "ბედნერები", ვლოთობთ, ვცეკვავთ, დროს ვატარებთ და გვავიწყდება, დედის გული როგორ გველოდება. მამა, რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს, შრომობს იმისთვის, რათა ბედნიერები ვიყოთ, რათა ყველაფერი გვქონდეს. ჩვენ კი ისინი გვძულს. რატომ ვცხოვრობთ? რატომ ვართ დანო და ძმანო, ამ დედამიწაზე? იმისთვის რათა ბოროტება ვაკეთოთ? .. იმისთვის რათა ვკლათ ერთმანეთი? - არა! ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი შვილ ღმრთისად იწოდნენ. გაავრცელეთ სიკეთე. გიყვარდეთ ერთმანეთი და ერთმანეთს მიუტევეთ. სიცოცხლე მოკლეა, ბოლო ჟამია. მოვა უფალი ამ ქვეყნის განსასჯელად. როგორ მდგომარეობაში მოგვასწრებს, ღვთიური სამსჯავროც ისეთი იქნება. ქრისტეს მოსვლით ყველა ცოდვილს მიეტევა მათი შეცოდება. "მე მოველ ცოდვილთა ცხოვნებად", ბრძანებს უფალი. ასეთი იყო უფლის ნება - მიეტევებინა ყველა ცოდვილისთვის და ყველანი ცათა სასუფეველში დაებრუნებინა.

მაგრამ დღეს ადამიანებს არ სურთ ღვთისადმი მსახურება. მე თქვენ გითხარით, რომ მძიმე ჟამი უკვე დადგა. ვატყუებთ ჩვენს მართლმადიდებელ ხალხს - პატრიარქები, მღვდელმთავრები, მღვდლები. გვსურს ვაჩვენოთ სხვა გზა მარადიული ცხოვრებისკენ, არა ის, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. როგორ ფიქრობთ, ძმებო და დებო, ჩვენი ეკლესიის წმიდა მამებს არ შეეძლოთ ერთად შეეკრიბათ მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები, ბაპტისტები, იეღოველები და ეთქვათ: "ჩვენ ძმები და დები ვართ იესუ ქრისტეში"?! მაგრამ, არა, უფალმა განჰყო მწვალებლობა ჭეშმარიტებისგან. და ისინი (მწვალებლები) ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ღვთისმშობლის მტრები არიან. მე არაფერი მაქვს მათი (წვალებელთა - რედ.) საწინააღმდეგო, როგორც ადამიანების მიმართ, მაგრამ მათი სწავლების წინააღმდეგ უნდა აღვსდგეთ და ჩვენს ეკლესიაში არ დავუშვათ, ჩვენი მართლმადიდებლური რწმენისთვის ეს მკრეხელობაა.

ჩვენ დღეს ვილოცეთ, ვიტირეთ, უფალ ღმერთს ვევედრეთ ცოდვათა მოტევება, ვეზიარეთ მაცხოვრის ხორცსა და სისხლს. რომ მოვსულიყავით და გვეცეკვა ისე, როგორც მოსკოვის ეკლესიაში იცეკვეს "კაზაჩოკი", ვფიქრობ, ეს უკვე აღარ იქნებოდა ღვთის ეკლესია! არამედ სატანის საკრებულო. ამ ადამიანებმა დაკარგეს ქრისტიანული გრძნობები. როგორც შეიძლება იცეკვო საკურთხევლის წინაშე?! როგორ შეგვიძლია ვთქვათ, ძმანო და დანო, რომ ჩვენ სხვა სარწმუნოება გვაქვს, რომ სხვა სწავლება უნდა იყოს ჩვენს ეკლესიაში?

ნუ დაუჯერებთ მათ! ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გზას უმზადებენ ანტიქრისტეს. ესენი ჩვენი წმიდა და მართლმადიდებლური სარწმუნოების გამყიდველები არიან. ამიტომაც, გევედრებით ყველას მტკიცედ იდექით ჭეშმარიტებასა და სიმართლეში, ძმანო და დანო! წმიდა მამებმა ბრძანეს, რომ მოვა ისეთი დრო, როდესაც გაგცემენ თქვენ, და ამას გააკეთებს სინოდი (როგორც ჩანს, ყაჩაღთა კრება - რედ.), ცრუ-სინოდი, ეშმაკის სინოდი, ანტიქრისტესი და ისინი გაჰყიდიან ღმრთის ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტების დამცველთ დევნას დაუწყებენ.

ჩვენ გვეგონა რომ ეს დრო ჯერ არ მოსულა, არამედ დრო კიდევ გვაქვს. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ძმანო და დანო, როდესაც იღებენ ჩვენს სიწმიდეს და ჩუქნიან მას იეზუიტ-ერეტიკოს რომის პაპს, რა უნდა ითქვას? ეს არის მიუტევებელი ცოდვა! როდესაც ჩვენი მღვდელმთავრები, მიტროპოლიტები ეკლესიის შუაში დგამენ საყდარს და არა საკურთხეველში, რათა დამსწრეებმა ნახონ ღვთისმსახურება - ეს უკვე მწვალებლობაა. ლათინური ერესია. მათ უკვე აღარაფრის ეშინიათ.

დიახ, ჟამი მოახლოვდა, მეტიც - უკვე დადგა. ძმანო და დანო, ილოცეთ, სთხოვეთ უფალ ღმერთს, რათა შეაჩეროს ეს უსჯულოება, ეს სისაძაგლე. მაგრამ, ვიცით წმიდა მამათა წინასწარმეტყველება, რომ ეს სისაძაგლე ასეც დარჩება! ის მოვა და წაბილწავს ყველაფერს! ვიცი, რომ ეს სისაძაგლე დადგება წმიდა ადგილას, მაგრამ ზუსტად არ შემიძლია გითხრათ სად - საკურთხეველში თუ საკურთხევლის წინ. მოსკოვში მათ საკურთხევლის წინ ცეკვა გააჩაღეს.

ვერ ხედავს პატრიარქი, როგორც ცეკვავენ ისინი "კაზაჩოკს" საკურთხევლის წინ, და სექტანტურ სიმღერებს მღერიან?! გამყიდველები, განდგომილები, სატანის მსახურები! მე არ ვიცი, არის თუ არა თქვენთვის მოწევნული დრო-ჟამი, მაგრამ გთხოვთ - დაე ყველამ შეინანოს, ყველა მოეახლოს უფალს.

ვისურვებ, რომ თქვენს სულებში დარჩეს მშვიდობა. ვისურვებ დავრჩე ღმერთთან და საკუთარ ხალხთან. მე არაფერს დაგიმალავთ. ყოველთვის სიმართლეს გეტყვით. როდესაც სინოდში კარები მოიხურეს, თქვეს: "არავინ უნდა იცოდეს, აქ რა ხდება". კი, მაგრამ რატომ არ უნდა იცოდეს ღვთის ეკლესიამ? რატომ არ უნდა იცოდეს სიმართლე იმ ხალხმა, ვინც ააშენა ეს ტაძრები და მონასტრები? რისთვის ხართ საჭირო თქვენ, ძმანო და დანო? იმისთვის, რათა თქვენ დაგვაპუროთ, გვაჭამოთ და გვასვათ, შეგვმოსოთ და გვიმკურნალოთ, ჩვენ კი თქვენ ჯოჯოხეთისკენ უნდა წაგიძღვეთ ამის ნაცვლად, საგეჰენიოდ უნდა გაგწიროთ მადლობის ნაცვლად?!

ვაი სირცხვილო! შეინანეთ, მართლმადიდებელნო! გონს მოეგეთ! მოვიდა ჟამი აღმსარებლობისა! ნურაფრის შეგეშინდებათ! უერთგულეთ უფალ ღმერთს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების დაცვით და ისმინეთ წმიდა მამებისა, რომლებმაც ყველაფერი დაწერეს და გვიქადაგეს, რომ ბოროტი დროება დადგებოდა და გვამცნეს, თუ რა უნდა გვეკეთებინა ამ უმძიმეს ჟამს.

დიდება ღმერთს, რომ ჩვენ არ წავედით ამ კრებაზე (იგულისხმება კრეტაზე გამართული კრება - რედ.), მაგრამ, 2016 წლის 2-3 თებერვალს, სამღვდელმთავრო კრებაზე, გაჟღერდა დოკუმენტი, რომელმაც აღიარა, რომ ეს იყო კარგი კრება, რომ მას არ დაურღვევია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატები, და რომ ჩვენ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, "ყველანი ვეთანხმებით მას"! მაშ, რატომ არ უნდა გატარდეს ახლა ცხოვრებაში ეს "თანხმობა"? უნდა შეიკრიბოს სხვა კრება, რათა უკან გამოვიხმოთ ეს დოკუმენტი (სამღვდელმთავრო კრების მიერ მოწონებული კრეტის კრების შემაჯამებელი დოკუმენტი - რედ.). ის დოკუმენტი (იგულისხმება კრეტაზე გამართული კრების შემაჯამებელი დოკუმენტი - რედ.) მიღებულია ანტიქრისტესთვის, ეშმაკისთვის! ამიტომაც, ჩვენ იქ არავინ გვისმენდა, და ყველას უთხრეს: "დაჯექით, ყველამ უკვე ხმა მისცა და ყველაფერი კარგადაა!".

ნუ ვივლით მათ ჭკუაზე, რადგან მათი გზა წარწყმედაა. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. მე ღმერთის მწამს არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მაიძულა, არამედ იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ცხოვრება მის გარეშე. ჩემი სიცოცხლე ძალიან რთული გახლდათ. ბავშვობიდან ვიდრე დღევანდლამდე. და ყოველთვის ვგრძნობდი უფლის შემწეობას. ღმერთი ყოველთვის მიძღვებოდა იქითკენ, რაც უნდა მეკეთებინა. მე მონასტერში იმიტომ კი არ მოვედი, რათა ყველამ ხოტბა-დიდება შემასხას და ქედი მოიხარონ ჩემს წინაშ. მე მოვედი, რათა თქვენთან ერთად ვემსახურო უფალ ღმერთსა და მაცხოვარს. ის - ყველაფერია ჩვენთვის, ხოლო ჩვენ - არავინა ვართ.

ამისთვის გემუდარებით, ძმანო და დანო, მთელი სულით და გულით გთხოვთ - გაუფრთხილდით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას! დაიცავით ღმრთის ჭეშმარიტება! ჩვენ ცოტანი ვიქნებით, მაგრამ უფალი არ მიგვატოვებს!

გილოცავთ ძმანო და დანო ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულს! და ვთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედობრივ მოწყალებას, დედობრივ მზრუნველობას ჩვენ ცოდვილებზე, რათა თავისი წმიდა საფარველით დაიფაროს მან ყველა მორწმუნე და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი.

ნუ შეძრწუნდებით! ნუ გეშინინ, ძმანო და დანო! ეს ყოველივე აღსრულდება, ჟამი უკვე მოახლოვდა.

იქნება უმძიმესი ომი! უსაშინელესი სისხლისღვრა! ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპება! მაგრამ არაფრის უნდა შეგვეშინდეს, თუკი ვიქნებით ღმერთთან, თუკი მასთან ერთად ვივლით, თუკი ჭეშმარიტებაში დავრჩებით ღმერთთნ ერთად.

მწვალებლურია ჩვენი პატრიარქის სიტყვები, როდესაც ამბობს, რომ ღმერთი მზესავითაა, რომლის სხივები ყველა მწვალებლობას ეფინება, დედამიწის ყველა აღმსარებლობას და ყველა რელიგია ერთ ღმერთთან მოჰყავს. ამგვარი რამ არც ერთი წმიდა მამას არ უთქვამს და არსად დაწერილა! ამას პატრიარქი ამბობს იმიტომ, რომ მისი მოძღვარი მიტრ. ნიკოდიმოს როტოვი რომის პაპის ფეხებთან ჩაძაღლდა. ხოლო მას უთხრეს, თუ მის გზას არ გააგრძელებდა მოკვდებოდა. როდესაც მან პაპის ტერფებს აკოცა, სულიც იმწამსვე განუტევა.

რატომ არ შევჩერდით, როდესაც ეს სასწაული ვიხილეთ? რატომ მივდივართ ასე ბრმად იმავე გზაზე და გონს ვერ მოვსულვართ და ვერ შეგვიგნია, რომ უფლის გზა ვიწროა; რომ უფალმა ერთი ეკლესია დაგვიტოვა და გვითხრა, "ჩემს ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან". უფალს არ უთქვამს, "ჩემს ეკლესიებს", ან "და-ეკლესიებს", არამედ თქვა "აღვაშენებ ჩემს ეკლესიას", "მე ვარ თავი ამ ეკლესიისა". არც პაპი, არც პატრიარქი არ არიან თავნი ეკლესიისა.

ეკლესიის თავი მხოლოდ უფალია. განა დღეს ჩემდამო სალოცავად მოხვედით? ვინ ვარ მე? ჩვენ ყველანი უღირსნი და ცოდვილები ვართ, ჩვენ ყველანი ღმერთს ვევედრებით. მე მრცხვენია უფალი ღმერთის ჩემი ურიცხვი ცოდვებისთვის და მხოლოდ ერთს ვამბობ ლიტურგიაზე: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! უფალო, მოგვიტევე ჩვენი შეცოდებანი"! აი ასე მივეახლები უფალს და თქვენც მოგიწოდებთ ასე მიახლებას. ჩვენ არავინ ვართ.

ძმანო და დანო, მომიტევეთ. მე თქვენ მიყვარხართ. მე ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად. მაგრამ მე მსურს ღმრთის ჭეშმარიტებაში ყოფნა, რადგან უფალი ამბობს: "ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს, ხოლო სულიწმიდის გმობა არც იქ და არც აქ არ მიეტევება". მწვალებლობა - სწორედ ეს არის სულიწმიდის გმობა. უცოდველი მხოლოდ ღმერთია, დანარჩენები კი ცოდვილები ვართ. მაშ, როგორ შეიძლება რომის პაპი უცოდველი იყოს? ასევე ღმერთს რაში სჭირდება ადგილნაცვალი - რომის პაპი, რომლებიც სახარების წინააღმდეგაც მიდიან.

და თქვენ ხედავთ, ანტიქრისტეს მსახური, მიტროპოლიტი ილარიონი ამბობს, რომ დროა უკვე შეიცვალოს თვით ბიბლია! უკვე ბიბლიაც აღარ მოსწონთ! არადა როგორ ცხონდებოდნენ ადამიანები დღესამომდე?! უნდათ შეცვალონ ლიტურგია, სხვანაირად უნდათ, თურმე ადამიანებს აღარ ესმით ძველი ენა და ძველი მსახურება. ისინი ფიქრობენ, რომ ყველანი ბრიყვები არიან, თავად კი ჭკვიანნი. უფალო, შეაგონე მათ! და შეიწყალე შენი ხალხი და შენი ეკლესია!

გეხუტებით ყველას. ვთხოვ უფალს თქვენს მფარველობას. დაე ღმერთი იყოს თქვენთან მარადჟამ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню